მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომის ვეტერანების მეუღლეები გაშიშვლდნენ
ომის ვეტერანების მეუღლეები გაშიშვლდნენ

ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მე­უღ­ლე­ებ­მა გა­და­წყვი­ტეს, მე­ო­რე ნა­ხევ­რებს დეპ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა­ში არას­ტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დით და­ეხ­მა­რონ. მათ ზურ­გზე მე­უღ­ლის მი­სა­მარ­თით ფიცი და­ი­წე­რეს და ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და ოფიც­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ­ლე­ბიც ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლობ­დნენ, პოსტტრავ­მა­ტუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აწუ­ხებთ, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ოს სიმ­ძი­მი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბა სა­კუ­თა­რი ვე­ტე­რა­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს საკ­მა­რის ყუ­რა­დღე­ბას არ უთ­მობს. ამი­ტომ სამ­ხედ­რო­ე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად უჩ­ვე­უ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ნა­ხეს.

29 წლის ომის ვე­ტე­რა­ნის მე­უღ­ლემ ეშლი ვა­ის­მა Facebook-ზე გვერ­დი "Battling Bare"-ი შექ­მნა, რო­მელ­ზეც სა­კუ­თა­რი ნა­ხევ­რად­შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ნა­თავ­სა და სხვა სამ­ხედ­რო­ე­ბის ცო­ლებს იმა­ვეს გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"მე და სხვა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ცო­ლებ­მა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად უკვე ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დეთ",-და­წე­რა ქალ­მა.

მოძ­რა­ო­ბა "Battling Bare"-ის შექ­მნის იდეა ეშლი ვა­ისს სპონ­ტა­ნუ­რად ეწ­ვია. მის მე­უღ­ლე რო­ბერტ ვა­ისს, რო­მე­ლიც ერაყ­ში იბ­რძო­და, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დეპ­რე­სია აწუ­ხებ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი დღე უა­რეს­დე­ბო­და და ერთხე­ლაც სახ­ლი­დან წა­ვი­და, სას­ტუმ­რო­ში ოთა­ხი იქი­რა­ვა და ლუ­დის ბოთ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ი­კე­ტა. მან თან ია­რა­ღის მთე­ლი არ­სე­ნა­ლიც გა­ი­ყო­ლა, რო­მე­ლიც სახ­ლში ინა­ხე­ბო­და.

ეშლი ვა­ის­მა მე­უღ­ლის მო­ძებ­ნა რომ მო­ა­ხერ­ხა, ქმარ­მა სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლი ასე ახ­სნა: "უბ­რა­ლოდ ცხოვ­რე­ბა აუ­ტა­ნე­ლი გახ­და".

მა­შინ ქალ­მა და­სახ­მა­რებ­ლად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მი­მარ­თა, მაგ­რამ რე­აქ­ცია მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა: რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბის მო­ყო­ლის შემ­დეგ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის მა­გივ­რად ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ეშლი ვა­ი­სი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ არა­ფერ მსგავსზე არ უჩივ­ლია.

დახ­მა­რე­ბა არ­სა­ი­დან ჩან­და, ამი­ტომ მან გა­და­წყვი­ტა, და­მო­უ­კი­დებ­ლად ემოქ­მე­და. ნა­ხევ­რად­შიშ­ველ­მა ქალ­მა სა­კუ­თარ თავს, ია­რა­ღით ხელ­ში, ფოტო ზურ­გი­დან გა­და­უ­ღო. მა­ნამ­დე კი, რო­ბერტ ვა­ი­სის მი­სა­მარ­თით ზურ­გზე ფიცი და­ი­წე­რა: "ბრძო­ლა­ში გა­ტე­ხი­ლო...ომში დაჭ­რი­ლო... ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი - გე­ფი­ცე­ბი! ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვალ, რომ შენი სული განვკურ­ნო".

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეშლი ვა­სის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან ბევ­რი ქა­ლის­თვის ნაც­ნო­ბია. თა­ნა­მე­გობ­რო­ბას უფრო და უფრო მეტი ამე­რი­კე­ლი უერ­თდე­ბა და ზურ­გზე და­წე­რი­ლი ფი­ცის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.ზო­გი­ერ­თი ქალი სა­კუ­თარ ფიცს კან­ზე სვი­რინ­გის სა­ხი­თაც კი იტო­ვებს. კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სამ­ხედ­რო­ე­ბის შვი­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ. მაგ­რამ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვა არ­სე­ბობს - მათ ფო­ტო­ებ­ზე მხო­ლოდ ფე­ხე­ბის და ხე­ლე­ბის მო­შიშ­ვლე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

"Battling Bare"-ის ინი­ცი­ა­ტო­რის თქმით, იგი ასეთ რე­ზო­ნანსს არ ელო­და. ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რამ ეშლი "Battling Bare"-ის სრულ­ფა­სო­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბად გარ­დაქ­მნის­კენ უბიძ­გა. მო­მა­ვალ­ში მოძ­რა­ო­ბა ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის სახ­სრებს მო­აგ­რო­ვებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The New York Daily News-ის მი­ხედ­ვით.

ომის ვეტერანების მეუღლეები გაშიშვლდნენ

ომის ვეტერანების მეუღლეები გაშიშვლდნენ

ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებმა გადაწყვიტეს, მეორე ნახევრებს დეპრესიასთან ბრძოლაში არასტანდარტული მეთოდით დაეხმარონ. მათ ზურგზე მეუღლის მისამართით ფიცი დაიწერეს და ნახევრად შიშველი ფოტოები "ფეისბუქში" გამოაქვეყნეს.

ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმრავლესობას, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილობდნენ, პოსტტრავმატული აშლილობა აწუხებთ, რომელიც სამუშაოს სიმძიმითაა გამოწვეული. როგორც აღმოჩნდა, სამხედრო სარდლობა საკუთარი ვეტერანების რეაბილიტაციის პროცესს საკმარის ყურადღებას არ უთმობს. ამიტომ სამხედროების მეორე ნახევრებმა საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად უჩვეულო საშუალება გამონახეს.

29 წლის ომის ვეტერანის მეუღლემ ეშლი ვაისმა Facebook-ზე გვერდი "Battling Bare"-ი შექმნა, რომელზეც საკუთარი ნახევრადშიშველი ფოტოები განათავსა და სხვა სამხედროების ცოლებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

"მე და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა საყვარელი ადამიანების დასახმარებლად უკვე ყველაფერი ვცადეთ",-დაწერა ქალმა.

მოძრაობა "Battling Bare"-ის შექმნის იდეა ეშლი ვაისს სპონტანურად ეწვია. მის მეუღლე რობერტ ვაისს, რომელიც ერაყში იბრძოდა, დიდი ხნის განმავლობაში დეპრესია აწუხებდა. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა და ერთხელაც სახლიდან წავიდა, სასტუმროში ოთახი იქირავა და ლუდის ბოთლებთან ერთად ჩაიკეტა. მან თან იარაღის მთელი არსენალიც გაიყოლა, რომელიც სახლში ინახებოდა.

ეშლი ვაისმა მეუღლის მოძებნა რომ მოახერხა, ქმარმა საკუთარი საქციელი ასე ახსნა: "უბრალოდ ცხოვრება აუტანელი გახდა".

მაშინ ქალმა დასახმარებლად შეიარაღებულ ძალებს მიმართა, მაგრამ რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა: რეაბილიტაციის სირთულეების მოყოლის შემდეგ, ფსიქოლოგიური დახმარების მაგივრად ყოფილი სამხედრო ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ეშლი ვაისი ირწმუნება, რომ არაფერ მსგავსზე არ უჩივლია.

დახმარება არსაიდან ჩანდა, ამიტომ მან გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ემოქმედა. ნახევრადშიშველმა ქალმა საკუთარ თავს, იარაღით ხელში, ფოტო ზურგიდან გადაუღო. მანამდე კი, რობერტ ვაისის მისამართით ზურგზე ფიცი დაიწერა: "ბრძოლაში გატეხილო...ომში დაჭრილო... ყოველთვის მეყვარები - გეფიცები! ყველაფერზე წავალ, რომ შენი სული განვკურნო".

როგორც აღმოჩნდა, ეშლი ვასის პრობლემა ძალიან ბევრი ქალისთვის ნაცნობია. თანამეგობრობას უფრო და უფრო მეტი ამერიკელი უერთდება და  ზურგზე დაწერილი ფიცის ფოტოებს აქვეყნებს.ზოგიერთი ქალი საკუთარ ფიცს კანზე სვირინგის სახითაც კი იტოვებს. კამპანიაში მონაწილეობა სამხედროების შვილებსაც შეუძლიათ. მაგრამ არასრულწლოვნებისთვის შეზღუდვა არსებობს - მათ  ფოტოებზე მხოლოდ ფეხების და ხელების მოშიშვლება შეუძლიათ.

"Battling Bare"-ის ინიციატორის თქმით, იგი ასეთ რეზონანსს არ ელოდა. ადამიანების მხარდაჭერამ ეშლი "Battling Bare"-ის სრულფასოვან საზოგადოებრივ მოძრაობად გარდაქმნისკენ უბიძგა. მომავალში მოძრაობა ვეტერანებისთვის ფსიქოლოგიური და ფინანსური დახმარებისთვის სახსრებს მოაგროვებს.

მომზადებულია The New York Daily News-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე