მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

ირანში მორიგი ჯაშუშური სკანდალი აგორდა

ირანში მორიგი ჯაშუშური სკანდალი აგორდა

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა თეირანმა ურანის გამამდიდრებელი ქარხნის სიახლოვეს მომხდარი უცნაური ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა. მორიგი პატრულირებისას, ქარხნის უშიშროების სამსახურმა გზის მახლობლად დაგდებული ქვა აღმოაჩინა, რომელიც ვიზუალურად კლდის ფრაგმენტს წააგავდა. დაცვის თანამშრომლებს აღმოჩენილი საგანი საეჭვოდ მოეჩვენათ, თუმცა მიახლოებისას უეცრად ქვა აფეთქდა.

ინციდენტის შემდეგ ირანის სპეცსამსახურებმა დეტალური გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს, რომ რეალურად "კლდის ნაწილი" საკმაოდ ძლიერი ელექტროგადამცემი მოწყობილობა იყო. სავარაუდოდ, ის ურანის გამამდიდრებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგს აწარმოებდა. შემდგომ კი მიღებულ მონაცემებს თანამგზავრული კავშირის არხებით აგზავნიდა. სავარაუდოდ, მისი აფეთქება მასში ჩამონტაჟებულმა თვითგანდგურების მექანიზმმა გამოიწვია.

მსგავს მოწყობილობებს, დასავლეთის სპეცსამსახურები უკვე დიდი ხანია იყენებენ. მათი ყველაზე დიდი მოყვარულები ბრიტანელები და ებრაელები არიან. ასობით მსგავსი მოწყობილობა ებრაულ მოსადს მეზობელი ლიბანის ტერიტორიაზე აქვს მიმოფანტული.

ჯაშუშური ქვის აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამავე რაიონში მწყობრიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გამოვიდა, რომელიც ბირთვულ ობიექტს ელექტროენერგიით ამარაგებდა. არსებობს ვარაუდი, რომ ელექტრომომარაგების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა სწორედ ამ ელექტრონული ქვის მუშაობის შედეგია.

სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მსგავსი მოწყობილობები ძალზე ეფექტურია. ისინი ლანდშაფტს ადვილად ეხამებიან და ვიზუალურად მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია.

ჯერ კიდევ 2006 წელს მსგავსი მოწყობილობის გამო მოსკოვსა და ლონდონს შორის დიდი სკანდალი აგორდა. მაშინ საქმე რუსეთიდან ბრიტანეთის დიპლომატების გაძევებამდეც კი მივიდა. მიზეზი კი ერთი შეხედვით მოსკოვში ნაპოვნი უბრალო ქვა იყო, რომელშიც სადაზვერვო ინფორმაციის შემნახველი და გადამცემი მოწყობილობები იყო ჩამონტაჟებული.

მსგავს სადაზვერვო არჭურვილობას ამერიკელები ავღანეთში იყენებენ. 2014 წელს, ავღანეთიდან წასვლის წინ, ამერიკელი სამხედროები ქვეყნის სხვადასხვა უბნებში ასობით მსგავს ქვებს განათავსებენ. მიზანი მარტივია - თალიბების გადაადგილების მარშრუტებისა და შეკრების წერტილების დადგენა. რელიეფიდან გამომდინარე, ავღანეთში ბევრი ადგილია, სადაც ადამიანები საერთოდ არ ცხოვრობენ. შესაბამისად, შესაძლებელია ასეთ რაიონებს თალიბები ბანაკების მოსაწყობად იყენებდნენ.

ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ, პენტაგონმა 1500 კომპაქტური სეისმური მოწყობილობა შეუკვეთა. მოწყობილობები, რომელთა განთავსებაც ავღანეთის გარკვეულ რაიონებში მოხდა, ოპერატორებს ტრანსპორტისა ან ხალხის გადაადგილების შესახებ ატყობინებდა. სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თალიბების რამდენიმე დაჯგუფება გაანადგურეს.

ირანში აღმოჩენილი მოწყობილობა ცოტა განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ რადიოხარვეზების დამდგმელი საკმაოდ პორტატური მოწყობილობა შეიქმნა. ის მხოლოდ 2,7 კგ-ს იწონის. მისი საშუალებით მოწინააღმდეგის ყველანაირი, მათ შორის მობილური კავშირის ჩახშობა ხდება. რამდენიმე მოწყობილობის ერთიან ქსელში მუშაობის შემთხვევაში, შეფერხებები ელექტონული მოწყობილობის მუშაობაშიც შეინიშნება.

ნუკრი მგელაძე

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა