მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩუბინიძისეული პროტესტი ძალადობას
ჩუბინიძისეული პროტესტი ძალადობას

26 სექ­ტემ­ბერს ბესო ჩუ­ბი­ნი­ძემ "მის ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე-15 და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მი­მი­პა­ტი­ჟა, რო­მელ­საც სიმ­ბო­ლუ­რად შემ­დე­გი სლო­გა­ნი მო­უ­ფიქ­რა - "სი­ლა­მა­ზე ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე". ეს არის კონ­კურ­სი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი და გა­თხო­ვი­ლი ქა­ლე­ბი სცე­ნა­ზე არ გვი­ნა­ხავს. ათი მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტმა და კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა წარ­გვიდ­გი­ნა, სა­იტ­ზე "სტარ ჯი" მომ­ხმა­რე­ბელ­მა ფო­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვად შე­არ­ჩია. კლუბ "სე­ნატ­ში" მიწ­ვე­ულ ჟი­უ­რის წევ­რებს მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის შერ­ჩე­ვა და გო­გო­ნე­ბის­თვის ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ევა­ლე­ბო­დათ. ჟი­უ­რი კი შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბის გახ­ლდათ: ეთერ კა­კუ­ლია, მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი, ლიზა ვა­და­ჭ­კო­რია, ბე­დი­ნა, გოგა მეს­ხი და სხვე­ბი.

კონ­კურ­სან­ტე­ბის წარ­დგე­ნის შუ­ა­ლე­დებ­ში იყო მუ­სი­კა­ლუ­რი პა­უ­ზე­ბი, იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­ფორ­მან­სიც, რომ­ლი­თაც ბე­სომ თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა გაგ­ვაც­ნო შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

- ცალ ხელ­ში მი­ჭი­რავს დრო­შა, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი ომში, დაჭ­მუჭ­ნი­ლი, ნა­ტყვი­ა­რი და დას­ვრი­ლი, მე ის ომი წა­ვა­გე, მე­ო­რე ხელ­ში მი­ჭი­რავს ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, რომ­ლი­თაც ვი­ყა­ვი 2008 წლის ომში, ოღონდ ამ­ჯე­რად მებ­რძო­ლად არ მი­მი­ღეს. ვი­ყა­ვი რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ომიც წა­ვა­გე ყვე­ლა ქარ­თველ­თან ერ­თად. ჩემ უკან ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მა­ი­სუ­რი კი­დია და მე არ მინ­და, ამ­ჯე­რად ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მე­სა­მე ბრძო­ლაც წა­ვა­გო სა­კუ­თარ თავ­თან. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ქარ­თულ პარ­ტი­ას, გა­ვერ­თი­ან­დეთ და ერ­თად ვიბ­რძო­ლოთ მე­სა­მე ომში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­ღა­მო ჩვე­ულ მხი­ა­რულ რიტმს და­უბ­რუნ­და. იყო აზი­უ­რი ცეკ­ვაც, რე­პიც მო­ვის­მი­ნეთ ბე­დი­ნას­გან. ბო­ლოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც გვა­ღირ­სა ჟი­უ­რიმ. ეს გახ­ლავთ მარი ქავ­თა­რა­ძე, რო­მელ­მაც, იმავდრო­უ­ლად, "მის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის" ტი­ტუ­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა. ტაშს კი ვუკ­რავ­დი, მაგ­რამ მხო­ლოდ ზრდი­ლო­ბის­თვის. ამ კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად ვნა­ხე გო­გო­ნა, რომ­ლი­თაც მარ­თლაც აღვფრ­თო­ვან­დი – იზა კურ­კუ­მე­ლი, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იყო მო­სუ­ლი და ვერ გა­ი­მარ­ჯვა.

მოკ­ლედ, ასე­თი იყო ჩუ­ბი­ნი­ძი­სე­უ­ლი პრო­ტეს­ტი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სხვა­თა შო­რის, ალ­ბათ არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ მას, სიმ­ბო­ლუ­რად, ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის მა­ი­სუ­რი ეცვა...

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ჩუბინიძისეული პროტესტი ძალადობას

ჩუბინიძისეული პროტესტი ძალადობას

26 სექტემბერს ბესო ჩუბინიძემ "მის ვარსკვლავების" მე-15 დაჯილდოების ცერემონიაზე მიმიპატიჟა, რომელსაც სიმბოლურად შემდეგი სლოგანი მოუფიქრა - "სილამაზე ძალადობის გარეშე". ეს არის კონკურსი პარამეტრების გარეშე, თუმცა ამ ეტაპზე ჭარბწონიანი და გათხოვილი ქალები სცენაზე არ გვინახავს. ათი მონაწილე, რომელიც ჟურნალისტმა და კონკურსის ორგანიზატორმა წარგვიდგინა, საიტზე "სტარ ჯი" მომხმარებელმა ფოტოების საშუალებით თავად შეარჩია. კლუბ "სენატში" მიწვეულ ჟიურის წევრებს მხოლოდ გამარჯვებულის შერჩევა და გოგონებისთვის ნომინაციების დაწესება ევალებოდათ. ჟიური კი შემდეგი შემადგენლობის გახლდათ: ეთერ კაკულია, მამუკა ლომაშვილი, ლიზა ვადაჭკორია, ბედინა, გოგა მესხი და სხვები.

კონკურსანტების წარდგენის შუალედებში იყო მუსიკალური პაუზები, იყო პოლიტიკური პერფორმანსიც, რომლითაც ბესომ თავისი შეხედულება გაგვაცნო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით:

- ცალ ხელში მიჭირავს დროშა, რომელიც სოხუმში მქონდა წაღებული ომში, დაჭმუჭნილი, ნატყვიარი და დასვრილი, მე ის ომი წავაგე, მეორე ხელში მიჭირავს ახალი საქართველოს დროშა, რომლითაც ვიყავი 2008 წლის ომში, ოღონდ ამჯერად მებრძოლად არ მიმიღეს. ვიყავი როგორც ჟურნალისტი. სამწუხაროდ, ეს ომიც წავაგე ყველა ქართველთან ერთად. ჩემ უკან ყველა პოლიტიკური პარტიის მაისური კიდია და მე არ მინდა, ამჯერად ამ ადამიანებთან ერთად მესამე ბრძოლაც წავაგო საკუთარ თავთან. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ქართულ პარტიას, გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ მესამე ომში გამარჯვებისთვის.

ამ განცხადების შემდეგ საღამო ჩვეულ მხიარულ რიტმს დაუბრუნდა. იყო აზიური ცეკვაც, რეპიც მოვისმინეთ ბედინასგან. ბოლოს გამარჯვებულის ვინაობის დასახელებაც გვაღირსა ჟიურიმ. ეს გახლავთ მარი ქავთარაძე, რომელმაც, იმავდროულად, "მის მომხიბვლელობის" ტიტულიც დაიმსახურა. ტაშს კი ვუკრავდი, მაგრამ მხოლოდ ზრდილობისთვის. ამ კონკურსში პირველად ვნახე გოგონა, რომლითაც მართლაც აღვფრთოვანდი – იზა კურკუმელი, რომელიც, სხვათა შორის, შეყვარებულთან ერთად იყო მოსული და ვერ გაიმარჯვა.

მოკლედ, ასეთი იყო ჩუბინიძისეული პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მას, სიმბოლურად, ქალაქის დასუფთავების სამსახურის მაისური ეცვა...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება