ფილარმონიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ირაკლი კაკაბაძე ამერიკისა და იტალიის მოქალაქეებთან ერთად მივიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, მოძრაობა "აჯანყებული გოგონების" ლიდერმა, პანკ-როკის ვარსკვლავმა ელისონ ვულფმა განაცხადა, ის უერთდება ქართველ აჯანყებულებს და სოლიდარობას უცხადებს აქციაზე მყოფთ.
როგორც ელისონ ვულფმა, ნადია ბაისმა და ბერნარდო სანტარელიმ განაცხადეს, საქართველოში რა დანაშაულებებიც ხდება, დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს.