საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავა: "მიშა გაიქცევა საქართველოდან"
გოგა ხაინდრავა: "მიშა გაიქცევა საქართველოდან"

გოგა ხა­ინ­დრა­ვა ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და ბრი­უ­სე­ლი­დან, სა­დაც თა­ვი­სი ახა­ლი ფილ­მი - "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა" ჩა­ი­ტა­ნა. მას­თან ერ­თად ბრი­უ­სელ­ში ირმა ინაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე და რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც იყ­ვნენ. ევ­რო­პა­ში "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რის" ჩვე­ნე­ბას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ქარ­თუ­ლი ცი­ხის შემ­ზა­რა­ვი ვი­დე­ო­ფი­რის გაშ­ვე­ბა.

- რო­გორც კი სკეპ­ტი­კო­სებ­მა ჩემს ფილმში ასა­ხულ კად­რებ­ზე და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, იქ­ნებ ასე არ ხდე­ბაო, უმალ გა­მოჩ­ნდა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ცი­ხის ფი­რე­ბის სა­ხით...

ჩემს ფილმში იგი­ვეა ასა­ხუ­ლი, ოღონდ იქ მოვ­ლე­ნე­ბი ცი­ხის გა­რეთ ხდე­ბა. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა კად­რი - ბიჭი გარ­ბის ღვი­ნის აღ­მარ­თზე, ვარ­დე­ბა, დგე­ბა, ვარ­დე­ბა, დგე­ბა და უკან 20 პო­ლი­ცი­ე­ლი მოს­დევს.

ეს ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი იმ­დე­ნად უტიფ­რე­ბი არი­ან, ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ცი­ა­ში რო­გო­რი წეს­რი­გიც და­ვამ­ყა­რეთ, იმა­ვეს ვი­ზამთ ცი­ხე­შიო. ამას ამ­ბო­ბენ მა­შინ, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლის, ბო­კე­რი­ა­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ცი­ა­ში, კერ­ძოდ, ქა­ლა­ქის სამ­მარ­თვე­ლო­ში 26 მა­ისს ზუს­ტად იგი­ვე გა­უ­კე­თეს ადა­მი­ა­ნებს, რაც ცი­ხის კად­რებ­ში ვნა­ხეთ. ამას სჩა­დი­ოდ­ნენ ბო­როტ­მოქ­მე­დი მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მოზ­რდი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ეს კაცი დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა იყოს?!

ამე­რი­კის ახალ ელჩს შე­ვუთ­ვა­ლე, უნი­კა­ლუ­რი შან­სი გაქვთ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა და­იბ­რუ­ნოთ, რომ თქვენ მარ­თლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის და­საყ­რდე­ნი ხართ-მეთ­ქი. რო­მე­ლი დრო­შით მო­მის­პობ სი­ცო­ცხლეს და და­ფა­რავ 14 წლის ბი­ჭის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. მივ­მარ­თავ აშშ-ის ელჩს, თეთრზე თეთ­რი თქვას და შავ­ზე - შავი.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დია და მას ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო გა­ა­სა­მარ­თლებს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, ის შუ­ა­ღა­მი­სას უყუ­რებ­და ხოლ­მე ცი­ხის ამ კად­რებს. ამას უყუ­რებ­დნენ ბაქ­რა­ძეც, ბო­კე­რი­აც, უგუ­ლა­ვაც, რუ­რუ­აც, წიკ­ლა­უ­რიც, რად­გან ისი­ნი ახალ ადა­მი­ანს ქმნიდ­ნენ და ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებ­დნენ ქარ­თველ ხალ­ხზე. ისი­ნი ისე­თი­ვე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, რო­გო­რიც ნა­ცის­ტუ­რი ბა­ნა­კის ცნო­ბი­ლი ექი­მი მენ­გე­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­ცხად­დე­ბა, თმა ყალ­ყზე და­უდ­გე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს. ისე­თი ჩირ­ქი მოგ­ვე­ცხო, რომ ამ ლა­ქას მხო­ლოდ დიდი ცრემ­ლი­თა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე დიდი მო­ნა­ნი­ე­ბით თუ მო­ვი­შო­რებთ. ეს არის დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტი, - წყლუ­ლე­ბი­ა­ნი, აყ­რო­ლე­ბუ­ლი, დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი და მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხეო. ეს მხე­ცე­ბი გა­ლი­ებ­ში უნდა ჩას­ვა, ატა­რო მსოფ­ლი­ო­ში და აჩ­ვე­ნო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­დაგ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი... აჩ­ვე­ნეთ ეს კად­რე­ბი მა­კ­კე­ინს, კლინ­ტონს, ამე­რი­კას და სა­ინ­ტე­რე­სოა, რას იტყვი­ან? მა­კ­კე­ინს 7 წელი აწა­მებ­დნენ კო­მუ­ნის­ტე­ბი ვი­ეტ­ნამ­ში და ამათ რო­გორ იცავს? ამ კა­ნი­ბა­ლებს აფა­რებს ხელს, რომ აქ გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს, რათა ავ­ღა­ნეთ­ში რამ­დე­ნიც უნ­დათ, იმ­დე­ნი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი გაგ­ზავ­ნონ?! არ გა­მო­ვა! სა­ქარ­თვე­ლო უღირ­სე­უ­ლე­სი ქვე­ყა­ნაა და იცით, ვინ გვაჩ­ვე­ნა ეს? იმ ბიჭ­მა, რო­მელ­საც გი­სოს­ზე მიბ­მულს ცო­ცხით აწა­მებ­დნენ და მა­ინც არ გა­ტყდა, იმ 14 წლის ბიჭ­მა, რო­მე­ლიც აწა­მეს და ვერ ათ­ქმე­ვი­ნეს, რაც უნ­დო­დათ. უნდა გა­ვი­გოთ, ვინ არის ის ორი ბიჭი, ერთ დიდ შეკ­რე­ბა­ზე გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და მად­ლო­ბა ვუ­თხრათ, რომ ღირ­სე­უ­ლი კა­ცე­ბი არი­ან. მათ­ზე იძა­ლა­დეს, მაგ­რამ პა­ტი­ვი ვერ აჰ­ყა­რეს.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გოგა ხაინდრავა: "მიშა გაიქცევა საქართველოდან"

გოგა ხაინდრავა: "მიშა გაიქცევა საქართველოდან"

გოგა ხაინდრავა ახლახან დაბრუნდა ბრიუსელიდან, სადაც თავისი ახალი ფილმი - "დემოკრატიის შუქურა" ჩაიტანა. მასთან ერთად ბრიუსელში ირმა ინაშვილი, გიორგი ფოფხაძე და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც იყვნენ. ევროპაში "დემოკრატიის შუქურის" ჩვენებას მალევე მოჰყვა ქართული ტელევიზიებით ქართული ციხის შემზარავი ვიდეოფირის გაშვება.

- როგორც კი სკეპტიკოსებმა ჩემს ფილმში ასახულ კადრებზე დაიწყეს ლაპარაკი, იქნებ ასე არ ხდებაო, უმალ გამოჩნდა მტკიცებულება ციხის ფირების სახით...

ჩემს ფილმში იგივეა ასახული, ოღონდ იქ მოვლენები ციხის გარეთ ხდება. არასოდეს დამავიწყდება კადრი - ბიჭი გარბის ღვინის აღმართზე, ვარდება, დგება, ვარდება, დგება და უკან 20 პოლიციელი მოსდევს.

ეს ბოროტმოქმედები იმდენად უტიფრები არიან, ამბობენ, პოლიციაში როგორი წესრიგიც დავამყარეთ, იმავეს ვიზამთ ციხეშიო. ამას ამბობენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის, ადეიშვილის, ბოკერიასა და მერაბიშვილის პოლიციაში, კერძოდ, ქალაქის სამმართველოში 26 მაისს ზუსტად იგივე გაუკეთეს ადამიანებს, რაც ციხის კადრებში ვნახეთ. ამას სჩადიოდნენ ბოროტმოქმედი მერაბიშვილის გამოზრდილი პოლიციელები. ეს კაცი დღეს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს?!

ამერიკის ახალ ელჩს შევუთვალე, უნიკალური შანსი გაქვთ, რომ ქართველი ხალხის პატივისცემა დაიბრუნოთ, რომ თქვენ მართლა დემოკრატიული ქვეყანა და ცივილიზაციის დასაყრდენი ხართ-მეთქი. რომელი დროშით მომისპობ სიცოცხლეს და დაფარავ 14 წლის ბიჭის გაუპატიურებას, მნიშვნელობა არა აქვს. მივმართავ აშშ-ის ელჩს, თეთრზე თეთრი თქვას და შავზე - შავი.

სააკაშვილი ბოროტმოქმედია და მას ჰააგის სასამართლო გაასამართლებს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის შუაღამისას უყურებდა ხოლმე ციხის ამ კადრებს. ამას უყურებდნენ ბაქრაძეც, ბოკერიაც, უგულავაც, რურუაც, წიკლაურიც, რადგან ისინი ახალ ადამიანს ქმნიდნენ და ექსპერიმენტს ატარებდნენ ქართველ ხალხზე. ისინი ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორიც ნაცისტური ბანაკის ცნობილი ექიმი მენგელი.

ყველაფერი რომ გაცხადდება, თმა ყალყზე დაუდგება ქართველ ხალხს. ისეთი ჩირქი მოგვეცხო, რომ ამ ლაქას მხოლოდ დიდი ცრემლითა და მთელი მსოფლიოს წინაშე დიდი მონანიებით თუ მოვიშორებთ. ეს არის დორიან გრეის პორტრეტი, - წყლულებიანი, აყროლებული, დეგრადირებული და მეუბნებიან, ეს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არიან საქართველოს სახეო. ეს მხეცები გალიებში უნდა ჩასვა, ატარო მსოფლიოში და აჩვენო, როგორ შეიძლება გადაგვარდეს ადამიანი... აჩვენეთ ეს კადრები მაკკეინს, კლინტონს, ამერიკას და საინტერესოა, რას იტყვიან? მაკკეინს 7 წელი აწამებდნენ კომუნისტები ვიეტნამში და ამათ როგორ იცავს? ამ კანიბალებს აფარებს ხელს, რომ აქ გავლენა ჰქონდეს, რათა ავღანეთში რამდენიც უნდათ, იმდენი ქართველი ჯარისკაცი გაგზავნონ?! არ გამოვა! საქართველო უღირსეულესი ქვეყანაა და იცით, ვინ გვაჩვენა ეს? იმ ბიჭმა, რომელსაც გისოსზე მიბმულს ცოცხით აწამებდნენ და მაინც არ გატყდა, იმ 14 წლის ბიჭმა, რომელიც აწამეს და ვერ ათქმევინეს, რაც უნდოდათ. უნდა გავიგოთ, ვინ არის ის ორი ბიჭი, ერთ დიდ შეკრებაზე გამოვიყვანოთ და მადლობა ვუთხრათ, რომ ღირსეული კაცები არიან. მათზე იძალადეს, მაგრამ პატივი ვერ აჰყარეს.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა