მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო გაკიცხეს ნანუკა გოგიჩაიშვილი
რის გამო გაკიცხეს ნანუკა გოგიჩაიშვილი

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი რე­დაქ­ცი­ა­ში ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ დავ­პა­ტი­ჟეთ. ეზო­ში შე­მო­ვი­და თუ არა, იქვე მდგო­მი რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას ისი­ნი შო­რი­ახ­ლოს ტრი­ა­ლებ­დნენ და ნა­ნუ­კას გა­რეგ­ნო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ. ბო­ლოს, რო­გორც იქნა, ნა­ნუ­კას­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ და ინ­ტერ­ვი­უც შედ­გა.

- ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ის არის, რომ ვერც ერთ სპორ­ტში ვერ ვერ­კვე­ვი (იცი­ნის). უბ­რა­ლოდ, ეს­პა­ნეთს ისე­თი ნაკ­რე­ბი ჰყავს, რომ ყვე­ლამ იცის. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, "ბარ­სა"ან ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბი რომ არ იცო­დეს. ნაკ­რე­ბი­დან მხო­ლოდ რა­მო­სი მომ­წონ­და და სა­ხე­ზეც მხო­ლოდ მას ვცნობ­დი, მეს­მო­და, რომ ინი­ეს­ტა და და­ნარ­ჩე­ნე­ბიც მაგ­რე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა თა­ვად არ მი­ნა­ხავს მათი თა­მა­ში. რა­მო­სიც კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის გამო მომ­წონ­და. სპორ­ტსმე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნე­ტი­დან ვი­გებ ხოლ­მე, თუკი მათ შე­სა­ხებ ვი­დეო გავ­რცელ­დე­ბა. რა­მოს­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­არ­ტყა არას­წო­რად, ათა­სი ხუმ­რო­ბა შე­იქ­მნა მის შე­სა­ხებ, რომ მთვა­რე­ზე გა­და­ვარ­და ის ბურ­თი. სწო­რედ აქე­დან გა­ვი­გე რა­მო­სის არ­სე­ბო­ბა. არ გახ­ლა­ვართ ეს­პა­ნე­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, უბ­რა­ლოდ, მათ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოვ­ხვდი.

- რო­გორ მოხ­ვდი?

- ჩემი სურ­ვი­ლით. ჩემი მე­გობ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ნაკ­რე­ბის დახ­ვედ­რის პრო­ცეს­ში. მათ გა­მი­კე­თეს აკ­რე­დი­ტა­ცია, რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი მათ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. ფე­დე­რა­ცი­ის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ვი­და ჩემ­თან და მი­თხრა, რომ ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნუ­რი გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლისტს უნ­დო­და ჩემ­თან გა­სა­უბ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, იმ სა­ღა­მოს ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ვერ შედ­გა, რად­გან ცეკ­ვა­ზე მაგ­ვი­ან­დე­ბო­და და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე გა­ვი­ქე­ცი. სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი და მოვ­ყე­ვი, ჩე­მებ­მა მი­თხრეს, რა­ტომ არ მი­ე­ცი კო­მენ­ტა­რიო. ეს­პა­ნურ გა­ზეთს უნ­დო­და ჩემი ჩა­წე­რა იმ ფო­ტო­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც იმ დღეს გა­და­ი­ღეს. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის ამ ფო­ტო­ებ­მა შემ­დეგ ჩვე­ნი გა­ზე­თე­ბი და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეც მო­ი­ა­რა. მე­ო­რე დღეს ეს­პა­ნურ გა­მო­ცე­მა­ში და­ი­ბეჭ­და ჩემი ფოტო ერთ-ერთ ეს­პა­ნელ ფეხ­ბურ­თელ­თან ერ­თად, შემ­ხვდა მისი ჟურ­ნა­ლის­ტი და მი­თხრა, რომ ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში ეს შე­საძ­ლოა, ჩემი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რიც გამ­ხდა­რი­ყო. მო­მიყ­ვა­ნეს მა­გა­ლი­თი, რო­გორ შე­ამ­ჩნი­ეს პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი პირ­ვე­ლად სწო­რედ სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­დან­ზე, უბ­რა­ლო გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის, და იქი­დან და­ი­წყო მისი კა­რი­ე­რა. ეს­პა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­ი­ლი გა­მო­მარ­თვა და შემ­დეგ ფოტო და ასე­ვე გა­ზე­თის ყდაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ხა­ვი­სა და კა­სი­ლას­თან ერ­თად რომ მოვ­დი­ვართ, ამა­ზე ეს­პა­ნე­ლებ­მა ვი­დე­ორ­გო­ლიც გა­და­ი­ღეს.

- ფო­ტო­ებს და­ვუბ­რუნ­დე­ბი. მათი გა­და­ღე­ბის ამ­ბა­ვი გვი­თხა­რი.

- ფო­რუ­მებ­ზე და ზო­გა­დად, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაგ­ვაკ­რი­ტი­კეს, ვინც იქ ვი­ყა­ვით, თუმ­ცა მგო­ნი, აე­რი­ათ ის, რომ ჩვენ იქ ფა­ნე­ბის სტა­ტუ­სით არ ვი­ყა­ვით მოხ­ვედ­რი­ლე­ბი, არა­მედ რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ისე მოხ­და, რომ კადრში მე მოვ­ხვდი ან იმ ფო­ტოგ­რაფ­მა არ­ჩია, რომ ჩემ­თვის გა­და­ე­ღო. პრეს­კონ­ფე­რენ­ცია რომ დას­რულ­და, ყვე­ლა ჩვენს გზა­ზე მოვ­დი­ო­დით, ზოგი ფეხ­ბურ­თე­ლებს აცი­ლებ­და ავ­ტო­ბუ­სამ­დე, სხვა სახ­ლში მი­დი­ო­და, მა­გა­ლი­თად, მე, და ასე აღ­მოვ­ჩნდი კადრში. ამა­ზე ატყდა ერთი ამ­ბა­ვი...

- გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცათ?

- სა­ნამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე ერთ-ერთ ფეხ­ბურ­თელ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. კა­სი­ლას­მა მკი­თხა, ქარ­თვე­ლებს შო­რის ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გვყო­ლია და რო­გორ ფიქ­რობთ, ჩვე­ნი მა­ი­სუ­რე­ბით თუ მოვ­ლენ მო­ე­დან­ზეო. მე ღი­მი­ლით ვუ­პა­სუ­ხე, მარ­თა­ლია, ჩემს ბიჭ მე­გობ­რებს შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი ქო­მა­გი გყავთ, მაგ­რამ მო­ე­დან­ზე თქვე­ნი მხარ­და­სა­ჭე­რი მა­ი­სუ­რე­ბით არა­ვინ მოვა-მეთ­ქი. ამა­ზე ხუმ­რო­ბით დავ­ნაძ­ლევ­დით. სულ ეს იყო.

- ისე ქარ­თვე­ლე­ბის დახ­ვედ­რა ცოტა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი კი იყო...

- მსოფ­ლიო გუნ­დია და ყველ­გან ასე ხვდე­ბი­ან. მგო­ნი, არ არის გა­საკ­ვი­რი.

- პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კი­თხვა არ და­გის­ვამს?

- არა, სპორ­ტში ვერ ვერ­კვე­ვი და შე­სა­ბა­მი­სად, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის შე­სა­ხებ ვე­რა­ნა­ირ შე­კი­თხვას ვერ დავ­სვამ. ვერც ერთი ჩემი მე­გო­ბა­რი ბიჭი ვე­ღარ მი­ტანს. ინი­ეს­ტას შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, მაგ­რამ სა­ხე­ზე ვერ ვცნობ­დი (იცი­ნის). რომ ჩა­მო­ვი­და და და­ვი­ნა­ხე, დი­დად არ მი­მი­ზი­და და გა­დავ­წყვი­ტე, რა­მოსს დავ­ლო­დე­ბო­დი. ინი­ეს­ტას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, მაგ­რამ არ მო­ვინ­დო­მე. სწო­რედ ამის გამო ვერ მი­ტა­ნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი (იცი­ნის).

- ქარ­თველ გო­გო­ნებს ეს­პა­ნე­ლი ფეხბ­ურ­თე­ლე­ბი გა­რეგ­ნო­ბის გამო მოს­წონთ?

- ვინ თქვა, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად კარ­გე­ბი არი­ან?!. რა­მო­სი კი მომ­წონს, მაგ­რამ სულ ვამ­ბობ, რომ ცხენს ჰგავს. მა­ინც მი­ზი­დავს. როცა ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, გო­გოს­თვი­საც და ბი­ჭის­თვი­საც, ზედ­მე­ტი პლუ­სი ეწე­რე­ბა. მისი თა­მა­შის ნახ­ვის შემ­დეგ მო­ვი­ხიბ­ლე და არა გა­რეგ­ნო­ბით.

- ნა­ნუ­კა, არ ფიქ­რობ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ქარ­თველ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ამ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი დახ­ვედ­რის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ? ეს­პა­ნე­ლე­ბი ხომ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ...

- მე მათი არ მეს­მის, ვი­საც სა­ლა­პა­რა­კო მი­ე­ცა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ასე დახ­ვედ­რაო. სა­დაც ეს ნაკ­რე­ბი ჩა­დის, ყველ­გან ასე ხვდე­ბი­ან, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბი გა­მო­ი­ლან­ძღნენ ამ საქ­ცი­ე­ლის გამო. სტა­დი­ონ­ზეც ვეს­წრე­ბო­დი თა­მაშს. ყვე­ლა კარ­გად ქო­მა­გობ­და. ეს­პა­ნე­ლე­ბის მა­ი­სუ­რით არც ერთი ქარ­თვე­ლი არ მი­ნა­ხავს. მათ ნაკ­რებს თან ჩა­მოჰ­ყვა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისი­ნი თა­ვი­ანთ ნაკ­რებს ქო­მა­გობ­დნენ. პი­რა­დად მე პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ხმაც აღარ მქონ­და. იმ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა იყო, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მარ­თლაც მე­თორ­მე­ტე მო­თა­მა­შე იყო და ეს ყვე­ლამ თქვა.

- ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­ხე­ზე ცნობ?

- ჩემი მე­გო­ბა­რი თა­მა­შობს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში და მის მხარ­და­სა­ჭე­რა­დაც ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, ასე რომ, სა­ხე­ზე ვცნობ.

- ვიცი, რომ კა­ლათ­ბურთს კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობ.

- ჩემი ბევ­რი მე­გო­ბა­რი სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს. ზო­გა­დად, მიყ­ვარს სპორ­ტის ის სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ერს აერ­თი­ა­ნებს. როცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი თა­მა­შობს, არ არ­სე­ბობს, რომ მხარ­და­ჭე­რა არ გა­მოვ­ხა­ტო. ადრე "ოლიმპს" ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი.

- ერთ ჭორ­ზეც გკი­თხავ... ვიკა სა­ნი­კი­ძეს­თან მე­გობ­რულ­ზე მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- არა­ფე­რი არ ხდე­ბა. რა უნდა გი­პა­სუ­ხო? ვიც­ნობ. ძა­ლი­ან მა­გა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს. მას­თან მხო­ლოდ ამი­ტომ და­ამ­ხა­ნაგ­დე­ბი. ყვე­ლას­თან იპო­ვის სა­ერ­თოს. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭია. მა­მა­ჩემ­თან ასო­ცირ­დე­ბა ჩემ­თვის, იუ­მო­რის გრძნო­ბი­თა და ქარ­თუ­ლი ვაჟ­კა­ცუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით.

- კარ­გი, ვიცი, რომ ოლიმ­პი­ა­და­საც უყუ­რებ­დი.

- ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა ოქრო რომ მო­ი­გო, ღა­მის ორ სა­ათ­ზე ძი­უ­დოს ფორ­მა ვი­პო­ვე. მე­ო­რე დი­ლას ჩარ­თვის­თვის მჭირ­დე­ბო­და. მო­მი­ტა­ნეს ლურ­ჯი და თეთ­რი ფორ­მა. როცა მო­ვირ­გე, მივ­ხვდი, რომ ნა­ჭე­რი კი არა, რკი­ნაა და ამას რომ მო­ირ­გებ, მიხ­ვდე­ბი, რო­გო­რი რთუ­ლია სპორ­ტსმე­ნის­თვის ამ სა­მო­სით მოძ­რა­ო­ბა. ზო­გა­დად, სპორ­ტში რა­ი­მე თუ ხდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. მიყ­ვარს აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

- ნა­ნუ­კა, რამ­დენ­ჯე­რაც და­გი­რე­კე, სულ ცეკ­ვა­ზე ხარ და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ხომ არ ხარ ჩარ­თუ­ლი?

- არა. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის გახ­სნის გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ის­თვის სამი თვე ვი­ვარ­ჯი­შეთ პან­ტო­მი­მი­დან და­წყე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თბი­ლი­სი­დან სა­ერ­თოდ არ გავ­სულ­ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს", პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის­თვის და­მი­რე­კეს და ძა­ლი­ან მინ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სახ­ლში მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ გინ­დაო?.. მერე გა­ვარ­კვიე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ა­თი უნდა და­მეთ­მო ცეკ­ვე­ბის­თვის და მივ­ხვდი, რომ ამას ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვას­წრებ­დი. იმას თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით, რომ სხვა არხზე იყო ეს გა­და­ცე­მა, დროც არ მექ­ნე­ბო­და. მე­ო­რე­ზე უკვე აღარ მი­ფიქ­რია.

ზო­გა­დად, ცეკ­ვას­თან მქო­ნია შე­ხე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში ტან­გო, ვალ­სი მის­წავ­ლია. პი­ა­ცა რომ გა­იხ­სნა ბა­თუმ­ში, სულ ვამ­ბობ­დი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბო­და, იქ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის სა­ღა­მო რომ გა­მარ­თუ­ლი­ყო. აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- ალ­ბათ ისეთ ბიჭს ისურ­ვებ­დი, რო­მე­ლიც ტან­გოს გე­ცეკ­ვე­ბა. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, გყავს თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- რაც კა­სი­ლას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და­ვა­ყე­ნე "ფე­ის­ბუქ­ზე", მუდ­მი­ვად მწერ­დნენ, ჟურ­ნა­ლებ­ში რა­ტომ არ იბეჭ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, ვის­თან ერ­თად და­დი­ხა­რო. ახლა ახა­ლი ხუმ­რო­ბა წა­მო­იჭ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს­პა­ნე­ლე­ბი რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, ერთი ლო­რი­ას წაყ­ვა­ნა უნ­დათ და მე­ო­რე შე­ნიო (იცი­ნის). ამ ფო­ტოს რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. ზოგ­მა ძა­ლი­ან გამ­კი­ცხა, ზოგს პი­რი­ქით, მო­ე­წო­ნა.

- გა­კი­ცხვა რა­ტომ და­იმ­სა­ხუ­რე?

- ძა­ლი­ან ბევ­რის­გან გა­ვი­გე, რომ თურ­მე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის წევრთან არ უნდა გა­და­მე­ღო ფოტო. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლეა...

- შენი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ამ­ბავს და­ვუბ­რუნ­დეთ. არა­ვინ არის შენ გვერ­დით?

- არის ის, ვინც სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ ახლა ვერ გა­გიმ­ხელ და სა­ერ­თო­დაც, რად უნდა გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სით გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა. სა­ერ­თოდ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის თემა ჩა­კე­ტი­ლი მაქვს, რად­გან როცა ასე ხდე­ბა, უფრო გემ­რი­ე­ლად და კარ­გად ხარ. მე­გობ­რე­ბი მე­ხუმ­რე­ბი­ან ხოლ­მე, ალ­ბათ ერთ დღეს დაგ­ვი­რე­კავ და გვე­ტყვი, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ქორ­წი­ლი მაქვს და მო­დი­თო (იცი­ნის).

- სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ხომ არ მი­გი­ღია?

- 22 წლის ვარ. ჯერ არ ვა­პი­რებ გა­თხო­ვე­ბას. რა დროს ჩემი გა­თხო­ვე­ბაა. სულ მე­უბ­ნე­ბი­ან ხოლ­მე, ნა­თი­ას შენს ასაკ­ში ამ­ხე­ლა ბავ­შვი ჰყავ­დიო. ნა­თია 18 წლის გა­თხოვ­და. ამ კრი­ტე­რი­უ­მით უკვე დავ­ბერ­დი, მაგ­რამ 21-ე სა­უ­კუ­ნის­თვის ჯერ არ დავ­ბე­რე­ბულ­ვარ (იცი­ნის).

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რის გამო გაკიცხეს ნანუკა გოგიჩაიშვილი

რის გამო გაკიცხეს ნანუკა გოგიჩაიშვილი

ნანუკა გოგიჩაიშვილი რედაქციაში ესპანეთის ნაკრებთან გადაღებულ ფოტოებზე სასაუბროდ დავპატიჟეთ. ეზოში შემოვიდა თუ არა, იქვე მდგომი რამდენიმე მამაკაცის ყურადღება მიიპყრო. ფოტოების გადაღებისას ისინი შორიახლოს ტრიალებდნენ და ნანუკას გარეგნობით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ნანუკასთან მარტო დარჩენა მოვახერხეთ და ინტერვიუც შედგა.

- ყველაზე მაგარი ის არის, რომ ვერც ერთ სპორტში ვერ ვერკვევი (იცინის). უბრალოდ, ესპანეთს ისეთი ნაკრები ჰყავს, რომ ყველამ იცის. არ არსებობს ადამიანი, "ბარსა"ან ესპანეთის ნაკრები რომ არ იცოდეს. ნაკრებიდან მხოლოდ რამოსი მომწონდა და სახეზეც მხოლოდ მას ვცნობდი, მესმოდა, რომ ინიესტა და დანარჩენებიც მაგრები იყვნენ, თუმცა თავად არ მინახავს მათი თამაში. რამოსიც კონკრეტული მიზეზის გამო მომწონდა. სპორტსმენების შესახებ ინტერნეტიდან ვიგებ ხოლმე, თუკი მათ შესახებ ვიდეო გავრცელდება. რამოსმა თერთმეტმეტრიანი დაარტყა არასწორად, ათასი ხუმრობა შეიქმნა მის შესახებ, რომ მთვარეზე გადავარდა ის ბურთი. სწორედ აქედან გავიგე რამოსის არსებობა. არ გახლავართ ესპანეთის გულშემატკივარი, უბრალოდ, მათ პრესკონფერენციაზე მოვხვდი.

- როგორ მოხვდი?

- ჩემი სურვილით. ჩემი მეგობრები მონაწილეობდნენ ნაკრების დახვედრის პროცესში. მათ გამიკეთეს აკრედიტაცია, რომ მოვხვედრილიყავი მათ პრესკონფერენციაზე. ფედერაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ცნობილი ესპანური გაზეთის ჟურნალისტს უნდოდა ჩემთან გასაუბრება. სამწუხაროდ, იმ საღამოს ჩვენი საუბარი ვერ შედგა, რადგან ცეკვაზე მაგვიანდებოდა და პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ რეპეტიციაზე გავიქეცი. სახლში რომ დავბრუნდი და მოვყევი, ჩემებმა მითხრეს, რატომ არ მიეცი კომენტარიო. ესპანურ გაზეთს უნდოდა ჩემი ჩაწერა იმ ფოტოების შესახებ, რომელიც იმ დღეს გადაიღეს. პრესკონფერენციის ამ ფოტოებმა შემდეგ ჩვენი გაზეთები და ინტერნეტსივრცეც მოიარა. მეორე დღეს ესპანურ გამოცემაში დაიბეჭდა ჩემი ფოტო ერთ-ერთ ესპანელ ფეხბურთელთან ერთად, შემხვდა მისი ჟურნალისტი და მითხრა, რომ ინტერვიუს მიცემის შემთხვევაში ეს შესაძლოა, ჩემი წარმატების საწინდარიც გამხდარიყო. მომიყვანეს მაგალითი, როგორ შეამჩნიეს პამელა ანდერსონი პირველად სწორედ საფეხბურთო მოედანზე, უბრალო გულშემატკივრებს შორის, და იქიდან დაიწყო მისი კარიერა. ესპანელმა ჟურნალისტმა მეილი გამომართვა და შემდეგ ფოტო და ასევე გაზეთის ყდაც გამომიგზავნა, მე და ჩემი მეგობარი ხავისა და კასილასთან ერთად რომ მოვდივართ, ამაზე ესპანელებმა ვიდეორგოლიც გადაიღეს.

- ფოტოებს დავუბრუნდები. მათი გადაღების ამბავი გვითხარი.

- ფორუმებზე და ზოგადად, ინტერნეტსივრცეში მოგვიანებით გაგვაკრიტიკეს, ვინც იქ ვიყავით, თუმცა მგონი, აერიათ ის, რომ ჩვენ იქ ფანების სტატუსით არ ვიყავით მოხვედრილები, არამედ როგორც ჟურნალისტები. ისე მოხდა, რომ კადრში მე მოვხვდი ან იმ ფოტოგრაფმა არჩია, რომ ჩემთვის გადაეღო. პრესკონფერენცია რომ დასრულდა, ყველა ჩვენს გზაზე მოვდიოდით, ზოგი ფეხბურთელებს აცილებდა ავტობუსამდე, სხვა სახლში მიდიოდა, მაგალითად, მე, და ასე აღმოვჩნდი კადრში. ამაზე ატყდა ერთი ამბავი...

- გაცნობის საშუალება მოგეცათ?

- სანამ პრესკონფერენცია დაიწყებოდა, მანამდე ერთ-ერთ ფეხბურთელთან გასაუბრების საშუალება მომეცა. კასილასმა მკითხა, ქართველებს შორის ბევრი გულშემატკივარი გვყოლია და როგორ ფიქრობთ, ჩვენი მაისურებით თუ მოვლენ მოედანზეო. მე ღიმილით ვუპასუხე, მართალია, ჩემს ბიჭ მეგობრებს შორის ძალიან ბევრი ქომაგი გყავთ, მაგრამ მოედანზე თქვენი მხარდასაჭერი მაისურებით არავინ მოვა-მეთქი. ამაზე ხუმრობით დავნაძლევდით. სულ ეს იყო.

- ისე ქართველების დახვედრა ცოტა არაადეკვატური კი იყო...

- მსოფლიო გუნდია და ყველგან ასე ხვდებიან. მგონი, არ არის გასაკვირი.

- პრესკონფერენციაზე კითხვა არ დაგისვამს?

- არა, სპორტში ვერ ვერკვევი და შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის შესახებ ვერანაირ შეკითხვას ვერ დავსვამ. ვერც ერთი ჩემი მეგობარი ბიჭი ვეღარ მიტანს. ინიესტას შესახებ ვიცოდი, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობდი (იცინის). რომ ჩამოვიდა და დავინახე, დიდად არ მიმიზიდა და გადავწყვიტე, რამოსს დავლოდებოდი. ინიესტასთან ფოტოს გადაღების საშუალება მქონდა, მაგრამ არ მოვინდომე. სწორედ ამის გამო ვერ მიტანენ ჩემი მეგობრები (იცინის).

- ქართველ გოგონებს ესპანელი ფეხბ­ურთელები გარეგნობის გამო მოსწონთ?

- ვინ თქვა, რომ ვიზუალურად კარგები არიან?!. რამოსი კი მომწონს, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ცხენს ჰგავს. მაინც მიზიდავს. როცა ადამიანი პროფესიონალია, გოგოსთვისაც და ბიჭისთვისაც, ზედმეტი პლუსი ეწერება. მისი თამაშის ნახვის შემდეგ მოვიხიბლე და არა გარეგნობით.

- ნანუკა, არ ფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ქართველ თაყვანისმცემლებს ამ შემთხვევაში ასეთი გრანდიოზული დახვედრისგან თავი შეეკავებინათ? ესპანელები ხომ ქართველ ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ...

- მე მათი არ მესმის, ვისაც სალაპარაკო მიეცა, როგორ შეიძლებოდა ასე დახვედრაო. სადაც ეს ნაკრები ჩადის, ყველგან ასე ხვდებიან, თუმცა ქართველი ფანები გამოილანძღნენ ამ საქციელის გამო. სტადიონზეც ვესწრებოდი თამაშს. ყველა კარგად ქომაგობდა. ესპანელების მაისურით არც ერთი ქართველი არ მინახავს. მათ ნაკრებს თან ჩამოჰყვა გულშემატკივარი და რასაკვირველია, ისინი თავიანთ ნაკრებს ქომაგობდნენ. პირადად მე პირველი ტაიმის შემდეგ ხმაც აღარ მქონდა. იმხელა მხარდაჭერა იყო, რომ მაყურებელი მართლაც მეთორმეტე მოთამაშე იყო და ეს ყველამ თქვა.

- ქართველ ფეხბურთელებს სახეზე ცნობ?

- ჩემი მეგობარი თამაშობს საქართველოს ნაკრებში და მის მხარდასაჭერადაც ვიყავი მისული, ასე რომ, სახეზე ვცნობ.

- ვიცი, რომ კალათბურთს კიდევ უფრო აქტიურად გულშემატკივრობ.

- ჩემი ბევრი მეგობარი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობს. ზოგადად, მიყვარს სპორტის ის სახეობა, რომელიც ერს აერთიანებს. როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, არ არსებობს, რომ მხარდაჭერა არ გამოვხატო. ადრე "ოლიმპს" ვგულშემატკივრობდი.

- ერთ ჭორზეც გკითხავ... ვიკა სანიკიძესთან მეგობრულზე მეტი ურთიერთობა გაქვს?

- არაფერი არ ხდება. რა უნდა გიპასუხო? ვიცნობ. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს. მასთან მხოლოდ ამიტომ დაამხანაგდები. ყველასთან იპოვის საერთოს. ძალიან საყვარელი ბიჭია. მამაჩემთან ასოცირდება ჩემთვის, იუმორის გრძნობითა და ქართული ვაჟკაცური სულისკვეთებით.

- კარგი, ვიცი, რომ ოლიმპიადასაც უყურებდი.

- ლაშა შავდათუაშვილმა ოქრო რომ მოიგო, ღამის ორ საათზე ძიუდოს ფორმა ვიპოვე. მეორე დილას ჩართვისთვის მჭირდებოდა. მომიტანეს ლურჯი და თეთრი ფორმა. როცა მოვირგე, მივხვდი, რომ ნაჭერი კი არა, რკინაა და ამას რომ მოირგებ, მიხვდები, როგორი რთულია სპორტსმენისთვის ამ სამოსით მოძრაობა. ზოგადად, სპორტში რაიმე თუ ხდება, აუცილებლად ყურადღებას ვაქცევ. მიყვარს აქტიური ცხოვრება.

- ნანუკა, რამდენჯერაც დაგირეკე, სულ ცეკვაზე ხარ და "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ხომ არ ხარ ჩართული?

- არა. იუსტიციის სახლის გახსნის გრანდიოზული ცერემონიისთვის სამი თვე ვივარჯიშეთ პანტომიმიდან დაწყებული ქართული ცეკვით დამთავრებული. თბილისიდან საერთოდ არ გავსულვარ. რაც შეეხება "ცეკვავენ ვარსკვლავებს", პირველი სეზონისთვის დამირეკეს და ძალიან მინდოდა მონაწილეობა, სახლში მეკითხებოდნენ, დარწმუნებული ხარ, რომ გინდაო?.. მერე გავარკვიე, რომ ძალიან ბევრი საათი უნდა დამეთმო ცეკვებისთვის და მივხვდი, რომ ამას ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი. იმას თუ არ გავითვალისწინებდით, რომ სხვა არხზე იყო ეს გადაცემა, დროც არ მექნებოდა. მეორეზე უკვე აღარ მიფიქრია.

ზოგადად, ცეკვასთან მქონია შეხება. ბავშვობაში ტანგო, ვალსი მისწავლია. პიაცა რომ გაიხსნა ბათუმში, სულ ვამბობდი, ძალიან ლამაზი იქნებოდა, იქ სამეჯლისო ცეკვების საღამო რომ გამართულიყო. აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას.

- ალბათ ისეთ ბიჭს ისურვებდი, რომელიც ტანგოს გეცეკვება. ყველას აინტერესებს, გყავს თუ არა შეყვარებული.

- რაც კასილასთან გადაღებული ფოტო დავაყენე "ფეისბუქზე", მუდმივად მწერდნენ, ჟურნალებში რატომ არ იბეჭდება ინფორმაცია, ვისთან ერთად დადიხარო. ახლა ახალი ხუმრობა წამოიჭრა, საქართველოში ესპანელები რომ ჩამოვიდნენ, ერთი ლორიას წაყვანა უნდათ და მეორე შენიო (იცინის). ამ ფოტოს რატომღაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ზოგმა ძალიან გამკიცხა, ზოგს პირიქით, მოეწონა.

- გაკიცხვა რატომ დაიმსახურე?

- ძალიან ბევრისგან გავიგე, რომ თურმე მოწინააღმდეგე გუნდის წევრთან არ უნდა გადამეღო ფოტო. რაღაც სისულელეა...

- შენი მეორე ნახევრის ამბავს დავუბრუნდეთ. არავინ არის შენ გვერდით?

- არის ის, ვინც სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ ახლა ვერ გაგიმხელ და საერთოდაც, რად უნდა გამომჟღავნება. დროთა განმავლობაში თავისით გამომჟღავნდება. საერთოდ, პირადი ცხოვრების თემა ჩაკეტილი მაქვს, რადგან როცა ასე ხდება, უფრო გემრიელად და კარგად ხარ. მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, ალბათ ერთ დღეს დაგვირეკავ და გვეტყვი, ნახევარ საათში ქორწილი მაქვს და მოდითო (იცინის).

- სერიოზული გადაწყვეტილებაც ხომ არ მიგიღია?

- 22 წლის ვარ. ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას. რა დროს ჩემი გათხოვებაა. სულ მეუბნებიან ხოლმე, ნათიას შენს ასაკში ამხელა ბავშვი ჰყავდიო. ნათია 18 წლის გათხოვდა. ამ კრიტერიუმით უკვე დავბერდი, მაგრამ 21-ე საუკუნისთვის ჯერ არ დავბერებულვარ (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება