მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ბედუკაძე თავდაცვასაც სჭირდება
ერთი ბედუკაძე თავდაცვასაც სჭირდება

ერთი ბე­დუ­კა­ძე, რო­მელ­მაც გლ­და­ნის ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნო, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­საც სჭირ­დე­ბა.

სჭირ­დე­ბა არა იმი­ტომ, რომ ვინ­მემ მთა­ვა­რი სამ­ხედ­რო უწყე­ბი­დან რა­ი­მე სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი გა­მო­ი­ტა­ნოს, არა­მედ ყვე­ლა იმ უკა­ნო­ნო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად, რაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას თით­ქმის სამ­წლი­ა­ნი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და.

თა­ვის დრო­ზე, 2009 წლის აგ­ვის­ტო­ში, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბაჩო ახა­ლა­ია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე წა­რად­გი­ნა, გა­ნა­ცხა­და, ბაჩო ახა­ლა­ი­ამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბი­სას ცი­ხე­ებ­ში მოს­პო კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ბა­ტო­ნო­ბა და წეს­რი­გი და­ამ­ყა­რა, ახლა კი წეს­რი­გი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც არა­ნაკ­ლებ მკაც­რი მე­თო­დე­ბით უნდა და­ამ­ყა­რო­სო...

უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ასე­თი კარტ-ბლან­შის შემ­დეგ ბაჩო ახა­ლა­ი­ამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მარ­თვა და­ი­წყო იმ მე­თო­დე­ბით, რაც მას ცი­ხე­ებ­ში მე­ფო­ბის პე­რი­ო­დი­დან ახ­სოვ­და და წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც მი­ი­ღო - არ­მია არა­ნაკ­ლებ და­ში­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე პა­ტიმ­რე­ბი!

რა იყო ოფიც­რე­ბის, სერ­ჟან­ტე­ბის, კაპ­რა­ლე­ბი­სა თუ ჯა­რის­კა­ცე­ბის ში­შის მი­ზე­ზი?

პირ­ვე­ლი - მუდ­მი­ვი თვალ­თვა­ლი და დას­მე­ნა. ჯარ­ში, რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა დის­ციპ­ლი­ნა და წეს­რი­გი, მაგ­რამ ძალ­ზე სა­ხი­ფა­თოა, როცა სამ­ხედ­რო წეს­დე­ბას დას­მე­ნის ინ­სტი­ტუ­ტი ჩა­ა­ნაც­ვლებს, რად­გან და­ში­ნე­ბუ­ლი ოფიც­რე­ბი კარ­გა­ვენ ინი­ცი­ა­ტი­ვის უნარს, რაც არ­მი­ის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს.

ახა­ლა­ი­ამ არ­მი­ა­ში თვალ­თვა­ლი­სა და დას­მე­ნის მე­თო­დე­ბი და­ნერ­გა. არც იმის გა­მო­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა, რომ ის და მისი გუნ­დი სამ­ხედ­რო­ებს პა­ტიმ­რე­ბად აღიქ­ვამ­და. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ში­შის მე­ო­რე მი­ზე­ზი - სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ხალ­ხოდ დამ­ცი­რე­ბა, მათი სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ­მი­ას პა­ტივს სცე­მენ და ოფიც­რის ღირ­სე­ბას უფრთხილ­დე­ბი­ან, სა­ხალ­ხოდ, ქვე­შევ­რდო­მე­ბის თვალ­წინ მათ არა­ვინ და­ამ­ცი­რებს.

ახა­ლა­ი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას ამა თუ იმ ბრი­გა­დი­სა თუ სხვა სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფის პლაც­ზე (შე­საკ­რებ მო­ე­დან­ზე) მე­თა­უ­რებს ყვე­ლას თვალ­წინ არა­ერ­თხელ დედა უგი­ნე­ბი­ათ ოფიც­რე­ბი­სათ­ვის.

უფრო მე­ტიც: ახა­ლა­ი­ას მმარ­თვე­ლო­ბი­სას ჩა­ფარ­ცხეს ინ­ცი­დენ­ტი, როცა მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის პლაც­ზე ჯერ აგი­ნეს, ხოლო შემ­დეგ შე­ნო­ბის სარ­დაფ­ში სას­ტი­კად სცე­მეს რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს.

ან ის ფაქ­ტი გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­ა­ხალ­წლოდ, კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრში მყო­ფი ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ოფიც­რებს რო­გორ და­აგ­ლი­ჯა სამ­ხრე­ე­ბი თა­ვად თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, რა­საც სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც ახ­ლდა.

ზო­გი­ერ­თი ჩუმ-ჩუ­მად იმა­საც იხ­სე­ნებს, რომ მთვრალ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა შუ­ა­ღა­მი­სას ჯი­პით შე­ან­გრია თბი­ლის­ში, მა­ხ­ა­თას მთა­ზე მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ჭიშ­კა­რი და ყვე­ლას გი­ნე­ბა და­უ­წყო, ხმით რო­გორ ვერ მიხ­ვდით, რომ ჩემი მან­ქა­ნა მო­დი­ო­დაო. თუმ­ცა, ამის მთხრო­ბელ­ნი იმა­საც ამა­ტე­ბენ, რომ მე­ო­რე დღეს ახა­ლა­ია ისევ ასუ­ლა იმ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში უკვე ფხი­ზე­ლი და ერ­თგვა­რი ბო­დი­შის მოხ­დით, უფრო კი - დაყ­ვა­ვე­ბით უსა­უბ­რია იქა­ურ სამ­ხედ­რო­ებ­თან, კა­რიც იმა­ვე დღეს შე­უ­კე­თე­ბი­ათ.

ეს - რაც ყვე­ლას და­სა­ნა­ხა­ვად ხდე­ბო­და! მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ასე­ვე მე­ო­თხე ბრი­გა­და­ში (რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ახა­ლა­ი­ას ძი­რი­თად და­საყ­რდენ სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თად ით­ვლე­ბო­და და სა­დაც მას სა­უ­კე­თე­სო კა­ბი­ნე­ტი ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი) ოთა­ხებ­ში უფრო მეტი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და. სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­კი­თხვებს უწყობ­დნენ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს და ვინ­მეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­და­ე­ღო, შე­იძ­ლე­ბა ფირ­ზე გლ­და­ნის ცი­ხე­ში მომ­ხდარ­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი აღ­ბეჭ­დი­ლი­ყო (ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა, ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით ამ და­კი­თხვებ­საც ხომ არ იღებ­დნენ?! იქ­ნებ გა­მოჩ­ნდეს ვინ­მე ბე­დუ­კა­ძის მსგავ­სი, ვინც ამ კად­რებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს!).

შორს რომ არ წა­ვი­დეთ, ის სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­დე­საც ერთი წლის წინ სამ­ხედ­რო ვე­ტე­რა­ნი ალექ­სან­დრე თეთ­რა­ძე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნა და და­კი­თხვი­სა და სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბის შე­დე­გად შე­მო­აკ­ვდათ. დიდი მიხ­ვედ­რა არ სჭირ­დე­ბა იმას, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის - ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე პოლ­კოვ­ნიკ თეთ­რა­ძეს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია ვერ და­ა­პა­ტიმ­რებ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

ერთი ბედუკაძე თავდაცვასაც სჭირდება

ერთი ბედუკაძე თავდაცვასაც სჭირდება

ერთი ბედუკაძე, რომელმაც გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები მთელ მსოფლიოს გააცნო, თავდაცვის სამინისტროსაც სჭირდება.

სჭირდება არა იმიტომ, რომ ვინმემ მთავარი სამხედრო უწყებიდან რაიმე სამხედრო საიდუმლოებები გამოიტანოს, არამედ ყველა იმ უკანონობისა და დანაშაულის გამოსააშკარავებლად, რაც ბაჩო ახალაიას თითქმის სამწლიანი მინისტრობის პერიოდში ხდებოდა.

თავის დროზე, 2009 წლის აგვისტოში, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობისას ციხეებში მოსპო კანონიერი ქურდების ბატონობა და წესრიგი დაამყარა, ახლა კი წესრიგი თავდაცვის სამინისტროშიც არანაკლებ მკაცრი მეთოდებით უნდა დაამყაროსო...

უმაღლესი მთავარსარდლისაგან მიღებული ასეთი კარტ-ბლანშის შემდეგ ბაჩო ახალაიამ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მართვა დაიწყო იმ მეთოდებით, რაც მას ციხეებში მეფობის პერიოდიდან ახსოვდა და წელიწად-ნახევარში სასურველი შედეგიც მიიღო - არმია არანაკლებ დაშინებული აღმოჩნდა, ვიდრე პატიმრები!

რა იყო ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა თუ ჯარისკაცების შიშის მიზეზი?

პირველი - მუდმივი თვალთვალი და დასმენა. ჯარში, რა თქმა უნდა, საჭიროა დისციპლინა და წესრიგი, მაგრამ ძალზე სახიფათოა, როცა სამხედრო წესდებას დასმენის ინსტიტუტი ჩაანაცვლებს, რადგან დაშინებული ოფიცრები კარგავენ ინიციატივის უნარს, რაც არმიის ბრძოლისუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ახალაიამ არმიაში თვალთვალისა და დასმენის მეთოდები დანერგა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ის და მისი გუნდი სამხედროებს პატიმრებად აღიქვამდა. ამაზე მეტყველებს შიშის მეორე მიზეზი - სამხედროების სახალხოდ დამცირება, მათი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

იმ ქვეყანაში, სადაც არმიას პატივს სცემენ და ოფიცრის ღირსებას უფრთხილდებიან, სახალხოდ, ქვეშევრდომების თვალწინ მათ არავინ დაამცირებს.

ახალაიას თავდაცვის მინისტრობისას ამა თუ იმ ბრიგადისა თუ სხვა სამხედრო დანაყოფის პლაცზე (შესაკრებ მოედანზე) მეთაურებს ყველას თვალწინ არაერთხელ დედა უგინებიათ ოფიცრებისათვის.

უფრო მეტიც: ახალაიას მმართველობისას ჩაფარცხეს ინციდენტი, როცა მეოთხე ქვეითი ბრიგადის პლაცზე ჯერ აგინეს, ხოლო შემდეგ შენობის სარდაფში სასტიკად სცემეს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს.

ან ის ფაქტი გავიხსენოთ, საახალწლოდ, კრწანისის სასწავლო ცენტრში მყოფი ეროვნული გვარდიის ოფიცრებს როგორ დააგლიჯა სამხრეები თავად თავდაცვის მინისტრმა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფაც ახლდა.

ზოგიერთი ჩუმ-ჩუმად იმასაც იხსენებს, რომ მთვრალმა თავდაცვის მინისტრმა შუაღამისას ჯიპით შეანგრია თბილისში, მახათას მთაზე მდებარე სამხედრო ნაწილის ჭიშკარი და ყველას გინება დაუწყო, ხმით როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემი მანქანა მოდიოდაო. თუმცა, ამის მთხრობელნი იმასაც ამატებენ, რომ მეორე დღეს ახალაია ისევ ასულა იმ სამხედრო ნაწილში უკვე ფხიზელი და ერთგვარი ბოდიშის მოხდით, უფრო კი - დაყვავებით უსაუბრია იქაურ სამხედროებთან, კარიც იმავე დღეს შეუკეთებიათ.

ეს - რაც ყველას დასანახავად ხდებოდა! მაგრამ უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და ასევე მეოთხე ბრიგადაში (რომელიც თავდაცვის მინისტრ ახალაიას ძირითად დასაყრდენ სამხედრო შენაერთად ითვლებოდა და სადაც მას საუკეთესო კაბინეტი ჰქონდა მოწყობილი) ოთახებში უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა. სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლები დაკითხვებს უწყობდნენ სამხედრო მოსამსახურეებს და ვინმეს ყველაფერი რომ გადაეღო, შეიძლება ფირზე გლდანის ციხეში მომხდარზე არანაკლებ საშინელი კადრები აღბეჭდილიყო (ისე, საინტერესოა, ახალაიას დავალებით ამ დაკითხვებსაც ხომ არ იღებდნენ?! იქნებ გამოჩნდეს ვინმე ბედუკაძის მსგავსი, ვინც ამ კადრებს გამოაქვეყნებს!).

შორს რომ არ წავიდეთ, ის საშინელი ფაქტი გავიხსენოთ, როდესაც ერთი წლის წინ სამხედრო ვეტერანი ალექსანდრე თეთრაძე სამხედრო პოლიციამ სახლიდან აიყვანა და დაკითხვისა და საშინელი წამების შედეგად შემოაკვდათ. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის - ბაჩო ახალაიას ბრძანების გარეშე პოლკოვნიკ თეთრაძეს სამხედრო პოლიცია ვერ დააპატიმრებდა.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა