პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაშვილობა - პატიმარი კიკნაძე დღესაც შველას ითხოვს
დედაშვილობა - პატიმარი კიკნაძე დღესაც შველას ითხოვს

სა­ერ­თოდ, ციხე ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის მძი­მე ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებს. თუმ­ცა, თუ ამ დღე­ებ­ში რუს­თა­ვის N6 მკაც­რი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­ივ­ლით, მარ­თლაც ქვის გული უნდა გქონ­დეს, რომ გულ­გრი­ლი დარ­ჩე. ასე­ვე, კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­დე­ბით თუ რას ნიშ­ნავს დე­დაშ­ვი­ლო­ბა.

პა­ტი­მა­რი შვი­ლი ცი­ხე­ში შიმ­ში­ლობს, დედა კი სა­პყრო­ბი­ლის კედ­ლებ­თან. მერი კიკ­ნა­ძემ შვი­ლი, გო­დერ­ძი კიკ­ნა­ძე გი­სო­სე­ბის გა­რე­შე ბო­ლოს მა­შინ ნახა, რო­დე­საც ის 20 წლის იყო. 2000 წლის 12 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ დედა და შვი­ლი ერ­თმა­ნეთს ცი­ხე­ში ხვდე­ბი­ან.

ალ­ბათ, მტერ­საც არ უნდა უსურ­ვო, თუ რა იგ­რძნეს პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლებ­მა, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი იხი­ლეს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მერი კიკ­ნა­ძეა. 18 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ ის შვილს ცი­ხის კარ­თან და­რა­ჯობს.

გო­დერ­ძი კიკ­ნა­ძე 2000 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს. მერი კიკ­ნა­ძის თქმით, მისი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ კი გო­დერ­ძის სხვა მკვლე­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბაც მოს­თხო­ვეს.

"4 დღე­ში აპი­რებ­დნენ ვინ­მე დი­ა­სა­მი­ძის მკვლე­ლო­ბას, რო­მე­ლიც გო­დერ­ძის უნდა აეღო სა­კუ­თარ თავ­ზე. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გო­დერ­ძი დი­ა­სა­მი­ძის მკვლე­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე არ აი­ღებ­და, ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. მარ­თლაც ზუს­ტად ოთხ დღე­ში, ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში ას­ლან აბა­ში­ძის სიძე, დი­ა­სა­მი­ძე მოკ­ლეს, რაც გო­დერ­ძიმ ზე­წო­ლი­თა და წა­მე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. ამის გა­მოც მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლა. გო­დერ­ძის საქ­მის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბას, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აი­ძუ­ლებ­დნენ," - აცხა­დებს მერი კიკ­ნა­ძე.

მისი თქმით, გო­დერ­ძი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მას რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცი­ხის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით მარ­გე­ბა­ძე ფი­ზი­კუ­რად სას­ტი­კად გა­უს­წორ­და, პა­ტი­მარს უჭირს სი­ა­რუ­ლი, აქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა და კი­დუ­რე­ბი და­სე­რი­ლი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ი­თხო­ვენ პა­ტიმ­რის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ვი­ნა­ი­დან მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

ცი­ხეს­თან მყო­ფი დედა შვილ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კიკ­ნა­ძის სა­ნა­ხა­ვად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­ვი­და, შე­ნო­ბი­დან გა­მო­სულ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტი­მარ­მა კიკ­ნა­ძემ მათ­თან შეხ­ვედ­რა არ ისურ­ვა, მა­სი­ვე თქმით, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით, პა­ტიმ­რის დედა მერი კიკ­ნა­ძე გან­მე­ო­რე­ბით მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და სა­კუ­თარ შვილს. მერი კიკ­ნა­ძე ცი­ხე­ში შე­უშ­ვეს, თუმ­ცა შვი­ლის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­დერ­ძიმ დე­დას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია საკ­ნის ფან­ჯრი­დან მო­ა­ხერ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ უნა­ხავს. პა­ტი­მა­რი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ნი­დან მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლი­სა და ცე­მის ფაქ­ტებ­ზე ყვე­ბო­და და შემ­ზა­რა­ვი ხმით შვე­ლას ითხოვ­და.

გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა ამის შემ­ხედ­ვა­რე კი­დევ უფრო გამ­წარ­და. ის შიმ­ში­ლო­ბას მა­ნამ­დე არ შე­წყვეტს, სა­ნამ­დე მისი შვი­ლის საქ­მეს ხე­ლახ­ლა ობი­ექ­ტუ­რად არ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. დედა და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებს და თუ დრო­უ­ლად არ მოხ­და რე­ა­გი­რე­ბა, შე­საძ­ლოა, ტრა­გე­დია მოხ­დეს.

თუმ­ცა დე­დაშ­ვი­ლო­ბის მად­ლი ისე­თია, რომ ალ­ბათ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა იზე­ი­მებს.

ლექ­სო დუ­ჩი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო: "პა­ტი­მა­რი კიკ­ნა­ძე რუს­თა­ვის N6 მკაც­რი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შვე­ლას ითხოვს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

დედაშვილობა - პატიმარი კიკნაძე დღესაც შველას ითხოვს

დედაშვილობა - პატიმარი კიკნაძე დღესაც შველას ითხოვს

საერთოდ, ციხე ადამიანს ყოველთვის მძიმე ხასიათზე აყენებს. თუმცა, თუ ამ დღეებში რუსთავის N6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებასთან გაივლით, მართლაც ქვის გული უნდა გქონდეს, რომ გულგრილი დარჩე. ასევე, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ რას ნიშნავს დედაშვილობა.

პატიმარი შვილი ციხეში შიმშილობს, დედა კი საპყრობილის კედლებთან. მერი კიკნაძემ შვილი, გოდერძი კიკნაძე გისოსების გარეშე ბოლოს მაშინ ნახა, როდესაც ის 20 წლის იყო. 2000 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ დედა და შვილი ერთმანეთს ციხეში ხვდებიან.

ალბათ, მტერსაც არ უნდა უსურვო, თუ რა იგრძნეს პატიმრების მშობლებმა, როდესაც ცნობილი საზარელი ვიდეოკადრები იხილეს. გამონაკლისი არც მერი კიკნაძეა. 18 სექტემბრის შემდეგ ის შვილს ციხის კართან დარაჯობს.

გოდერძი კიკნაძე 2000 წლის 12 ოქტომბერს მკვლელობის საქმეზე დააკავეს. მერი კიკნაძის თქმით, მისი შვილი უდანაშაულო იყო. დაკავების შემდეგ კი გოდერძის სხვა მკვლელობის საკუთარ თავზე აღებაც მოსთხოვეს.

"4 დღეში აპირებდნენ ვინმე დიასამიძის მკვლელობას, რომელიც გოდერძის უნდა აეღო საკუთარ თავზე. იმ შემთხვევაში, თუ გოდერძი დიასამიძის მკვლელობას საკუთარ თავზე არ აიღებდა, ორთაჭალის ციხეში შესვლისთანავე მოკვლით ემუქრებოდნენ. მართლაც ზუსტად ოთხ დღეში, ორთაჭალის ციხეში ასლან აბაშიძის სიძე, დიასამიძე მოკლეს, რაც გოდერძიმ ზეწოლითა და წამების შემდეგ საკუთარ თავზე აიღო. ამის გამოც მას მოგვიანებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. გოდერძის საქმის საკუთარ თავზე აღებას, მაღალჩინოსნები აიძულებდნენ," - აცხადებს მერი კიკნაძე.

მისი თქმით, გოდერძი უმძიმეს მდგომარეობაშია, მას რამდენიმე დღის წინ ციხის ყოფილი უფროსი დავით მარგებაძე ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა, პატიმარს უჭირს სიარული, აქვს ტვინის შერყევა და კიდურები დასერილი. ოჯახის წევრები დაუყოვნებლივ მოითხოვენ პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, ვინაიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ციხესთან მყოფი დედა შვილთან შეხვედრას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კიკნაძის სანახავად სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა, შენობიდან გამოსულმა კი განაცხადა, რომ პატიმარმა კიკნაძემ მათთან შეხვედრა არ ისურვა, მასივე თქმით, ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, პატიმრის დედა მერი კიკნაძე განმეორებით მოინახულებდა საკუთარ შვილს. მერი კიკნაძე ციხეში შეუშვეს, თუმცა შვილის ნახვის საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით გოდერძიმ დედასთან კომუნიკაცია საკნის ფანჯრიდან მოახერხა და განაცხადა, რომ მას სახალხო დამცველის წარმომადგენლები საერთოდ არ უნახავს. პატიმარი რამდენიმე წუთის განმავლობაში საკნიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლისა და ცემის ფაქტებზე ყვებოდა და შემზარავი ხმით შველას ითხოვდა.

გამწარებული დედა ამის შემხედვარე კიდევ უფრო გამწარდა. ის შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტს, სანამდე მისი შვილის საქმეს ხელახლა ობიექტურად არ გამოიძიებენ. დედა დანებებას არ აპირებს და თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, შესაძლოა, ტრაგედია მოხდეს.

თუმცა დედაშვილობის მადლი ისეთია, რომ ალბათ, სამართლიანობა იზეიმებს.

ლექსო დუჩიძე

იხილეთ ვიდეო: "პატიმარი კიკნაძე რუსთავის N6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში შველას ითხოვს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ