მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იმუქრება წკრიალაშვილი ჰარაკირით?
  რატომ იმუქრება წკრიალაშვილი ჰარაკირით?

ქუ­თა­ის­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე გა­მოს­ვლი­სას პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, "ქართ­ული ოც­ნე­ბა" ქუ­თა­ის­ში ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზად გადა­კე­თე­ბას გეგ­მავ­სო. მერე იქვე 17 წლის ბი­ჭის მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი და­ი­წუ­ნა, თუმ­ცა რა პა­სუ­ხი მი­ი­ღო იმ 17 წლის ბი­ჭის­გან, იცით უკვე, ამი­ტომ ამა­ზე აღარ შევ­ჩერ­დე­ბი. საქ­მე ის არის, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ მა­შინ გა­მახ­სენ­და, პო­ლი­ცი­ის ბრჭყვი­ალ-ბდღვრი­ა­ლა შე­ნო­ბა­ში მო­ცეკ­ვა­ვე სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ვი­ფიქ­რე, ეტყო­ბა, ნატ­ვრა ამიხ­და, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ლე­თარ­გია და­მე­მარ­თა, არ­ჩევ­ნე­ბი უკვე ჩავ­ლი­ლია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, ჰოდა, ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის გარ­და, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სი­ა­მა­ყე პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბაც სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზად გა­და­უ­კე­თე­ბი­ათ-მეთ­ქი.

ხუმ­რო­ბა იქით იყოს, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­ხე­ბით ყო­ველ წუთს რომ კლი­პი გა­დის სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, იმ კლიპს კარ­გა ხანს დაბ­ნე­უ­ლი შევ­ჩე­რე­ბო­დი. აშ­კა­რაა, ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" აღმშე­ნებ­ლო­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად წინ­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­და­ღე­ბუ­ლი კლიპ-ხრი­კია _ თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რეკ­ლა­მაა, თან არ არის ასე, კად­რებ­ში თბი­ლის­ში მშე­ნე­ბა­რე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლიც ჩანს, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და რაც კადრში ჩანს, უბ­რა­ლოდ, ბუ­ტა­ფო­რი­აა, მაგ­რამ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეგე­თი ბუ­ტა­ფო­რია განა ცოტა შე­მო­უ­ჩე­ჩე­ბია ჩვენ­თვის. "თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ენერ­გია", ეს წარ­წე­რა კლი­პის ბო­ლოს ჩნდე­ბა კადრში. თუმ­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ პო­ლი­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა, რა ვიცი, ახლა "შავი გა­გე­ბის" მიმ­დევ­რო­ბა არა­ვინ და­მაბ­რა­ლოს, მოკ­ლედ, გა­უ­მარ­ჯოს ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას, ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფალ, და­უ­მარ­ცხე­ბელ და ბრჭყვი­ა­ლა პო­ლი­ცი­ას მსოფ­ლი­ო­ში!

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ლე­ი­ბორ­ის­ტე­ბის" აწ უკვე ყო­ფილ­მა ორმა წევ­რმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ კან­დი­და­ტუ­რე­ბი მოხ­სნა. მოკ­ლედ, აქამ­დე ლეი­ბო­რის­ტე­ბი­დან ხალ­ხი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში" გარ­ბო­და, ახა­ლა უკვე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გარ­ბის. ეს ტენ­დენ­ცია მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უნდა უხა­რო­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვერც შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, შე­ა­კო­წი­წებს ხოლ­მე ეს კაცი ყვე­ლა­ზე ეროვ­ნულ, ყვე­ლა­ზე ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ან, მოკ­ლედ ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე გუნდს, მაგ­რამ რად გინ­და, ზო­გი­ერთს მა­შინ­ვე "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გი­ას­თან პრინ­ცი­პუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გან­ცდა უჩ­ნდე­ბა".

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც იცით, სა­ხელ­მწი­ფო ჩი­ნო­სა­ნია, გა­ნა­ცხა­და: "სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში რომც არ ვიყო, მა­ინც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და­ვუ­ჭერ­დი მხარს, ბრმა უნდა იყო, ვერ და­ი­ნა­ხო, რა გა­კეთ­და და კეთ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა აშენ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ზოგი სახ­ლის აშე­ნე­ბას ვერ ამ­თავ­რებს ამ დრო­ში. რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, მომ­ღე­რა­ლი და ამომ­რჩე­ვე­ლი ღიად გა­მოვ­ხა­ტავ ჩემს სიმ­პა­თი­ას. თუკი ეს ძალა არ გა­ი­მარ­ჯვებს, ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა აღარ მინ­და. არც ის მინ­და, რომ აქ ჩემ­მა შვილ­მა იცხოვ­როს. არ მინ­და, სიბ­ნე­ლე­ში ვიყო, თუმ­ცა აქ უშუ­ქო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ. ამას ვერ გა­და­ვი­ტან და თავს მო­ვიკ­ლავ!"

მოკ­ლედ, ჰა­რა­კი­რით იმუქ­რე­ბა წკრია­ლაშ­ვი­ლი, რა იცი, რა ხდე­ბა, ჰოდა, ვიდ­რე მარ­თლა და­უ­პი­რე­ბია რამე, ამ­ღე­რეთ რა ეს გოგო პო­ლი­ცი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ამას სუ­ხიშ­ვი­ლებ­ზე მე­ტად წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი იმ­სა­ხუ­რებს, მერე ნა­ხეთ იმ შე­მი­ნუ­ლი შე­ნო­ბის ზრი­ალ-წკრი­ა­ლი.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რატომ იმუქრება წკრიალაშვილი ჰარაკირით?

  რატომ იმუქრება წკრიალაშვილი ჰარაკირით?

ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, "ქართ­ული ოცნება" ქუთაისში ახალაშენებული პარლამენტის საკონცერტო დარბაზად გადა­კეთებას გეგმავსო. მერე იქვე 17 წლის ბიჭის მუსიკალური ნიჭი დაიწუნა, თუმცა რა პასუხი მიიღო იმ 17 წლის ბიჭისგან, იცით უკვე, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები. საქმე ის არის, რომ ეს განცხადება სწორედ მაშინ გამახსენდა, პოლიციის ბრჭყვიალ-ბდღვრიალა შენობაში მოცეკვავე სუხიშვილები რომ დავინახე, ვიფიქრე, ეტყობა, ნატვრა ამიხდა, არჩევნებამდე ლეთარგია დამემართა, არჩევნები უკვე ჩავლილია, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ჰოდა, ქუთაისის პარლამენტის გარდა, ნაციონალური სიამაყე პოლიციის შენობაც საკონცერტო დარბაზად გადაუკეთებიათ-მეთქი.

ხუმრობა იქით იყოს, ნაციონალური არხებით ყოველ წუთს რომ კლიპი გადის სუხიშვილების მონაწილეობით, იმ კლიპს კარგა ხანს დაბნეული შევჩერებოდი. აშკარაა, ეს "ნაციონალური" აღმშენებლობის საჩვენებლად წინსაარჩევ­ნოდ გადაღებული კლიპ-ხრიკია _ თან "ნაციონალური მოძრაობის" რეკლამაა, თან არ არის ასე, კადრებში თბილისში მშენებარე იუსტიციის სახლიც ჩანს, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დასრულებულა და რაც კადრში ჩანს, უბრალოდ, ბუტაფორიაა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ეგეთი ბუტაფორია განა ცოტა შემოუჩეჩებია ჩვენთვის. "თავისუფლების დაუმარცხებელი ენერგია", ეს წარწერა კლიპის ბოლოს ჩნდება კადრში. თუმცა თავისუფლების სიმბოლოდ პოლიციის წარმოდგენა, რა ვიცი, ახლა "შავი გაგების" მიმდევრობა არავინ დამაბრალოს, მოკლედ, გაუმარჯოს ქართულ პოლიციას, ყველაზე თავისუფალ, დაუმარცხებელ და ბრჭყვიალა პოლიციას მსოფლიოში!

გავრცელებული ინფორმაციით, "ლეიბორ­ისტების" აწ უკვე ყოფილმა ორმა წევრმა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ კანდი­დატურები მოხსნა. მოკლედ, აქამდე ლეი­ბორისტებიდან ხალხი "ნაცმოძრაობაში" გარბოდა, ახალა უკვე "ქართულ ოცნებაში" გარბის. ეს ტენდენცია მაინცდამაინც არ უნდა უხაროდეს ხელისუფლებას. გახარებული ვერც შალვა ნათელაშვილი იქნება, შეაკოწიწებს ხოლმე ეს კაცი ყველაზე ეროვნულ, ყველაზე ბრძოლისუნარიან, მოკლედ ყველაზე, ყველაზე გუნდს, მაგრამ რად გინდა, ზოგიერთს მაშინვე "ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიასთან პრინციპული შეუთავსებლობის განცდა უჩნდება".

ნინა წკრიალაშვილმა, რომელიც, როგორც იცით, სახელმწიფო ჩინოსანია, განაცხადა: "სახელმწიფო სამსახურში რომც არ ვიყო, მაინც "ნაციონალებს" დავუჭერდი მხარს, ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, რა გაკეთდა და კეთდება, ქვეყანა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგი სახლის აშენებას ვერ ამთავრებს ამ დროში. როგორც მოქალაქე, მომღერალი და ამომრჩეველი ღიად გამოვხატავ ჩემს სიმპათიას. თუკი ეს ძალა არ გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. არც ის მინდა, რომ აქ ჩემმა შვილმა იცხოვროს. არ მინდა, სიბნელეში ვიყო, თუმცა აქ უშუქობას არ ვგულისხმობ. ამას ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ!"

მოკლედ, ჰარაკირით იმუქრება წკრია­ლაშვილი, რა იცი, რა ხდება, ჰოდა, ვიდრე მართლა დაუპირებია რამე, ამღერეთ რა ეს გოგო პოლიციის საკონცერტო დარბაზში, ამას სუხიშვილებზე მეტად წკრიალაშვილი იმსახურებს, მერე ნახეთ იმ შემინული შენობის ზრიალ-წკრიალი.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება