შოთა უტიაშვილი გიორგი ტუღუშის მოადგილედ დაინიშნა

შოთა უტიაშვილი გიორგი ტუღუშის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გიორგი ტუღუშის მოადგილედ დაინიშნა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა.

შოთა უტიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დანიშნა. მერაბიშვილის შს მინისტრობისას კი უტიაშვილი შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ამასთან, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტზე ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ დანიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა