საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი გავაკეთე, რომ კარიერა არ მქონოდა"
"ყველაფერი გავაკეთე, რომ კარიერა არ მქონოდა"

ქალ­ბა­ტო­ნებ­ში ბავ­შვო­ბი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­ლდათ. მათი გუ­ლის მო­სა­გე­ბად მუ­სი­კოს დათო ევ­გე­ნი­ძეს დიდი ძა­ლის­ხმე­ვა არ სჭირ­დე­ბო­და. უძღვნიდ­ნენ სა­ჩუქ­რებს, სახ­ლში მი­ა­ცი­ლებ­დნენ, მაგ­რამ ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბას არა­სო­დეს გა­უ­თა­მა­მე­ბია. მი­აჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე არა­კა­რი­ე­რის­ტია, ბევრ კონ­ტრაქ­ტზე თქვა უარი, რომ დედა მარ­ტო არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. დეპ­რე­სია 23 წლის ასაკ­ში და­ე­მარ­თა, ის შეგ­რძნე­ბა, რო­მე­ლიც, გგო­ნია, სიკ­ვდი­ლამ­დე მი­გიყ­ვანს, მაგ­რამ დეპ­რე­სია დაძ­ლია და ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლა...

- ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ უზ­რდე­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი იმას, რა­საც მიშ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ ჩემი ავან­ტი­უ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სახ­ლი­დან არა­სო­დეს წავ­სულ­ვარ. ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი დე­დას, არ მინ­დო­და, გული სტკე­ნო­და. ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახ­ში არ გვი­ჭირ­და. საკ­მა­ოდ კარ­გად მიხ­დიდ­ნენ.

- ეს ალ­ბათ თა­ნა­ტო­ლებ­ში უპი­რა­ტე­სო­ბის გრძნო­ბას გი­ჩენ­დათ, თა­მა­მად შე­გეძ­ლოთ მათი და­პა­ტი­ჟე­ბა სა­კუ­თა­რი ფუ­ლით.

- სხვა­თა შო­რის, ვი­საც ეკო­ნო­მი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, სურ­ვი­ლი არ უჩ­ნდე­ბა, რომ ვინ­მე სად­მე და­პა­ტი­ჟოს. ფულს ძი­რი­თა­დად უფრთხილ­დე­ბი­ან, მაგ­რამ მე სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, მი­მაჩ­ნდა, რომ ფული კა­ლათ­ბურ­თის ბურ­თია, კა­ლათ­ში უნდა ჩა­აგ­დო ან პასი უნდა მის­ცე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­გა­ჯა­რი­მე­ბენ.

- სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის საყ­ვა­რელ მოს­წავ­ლედ ით­ვლე­ბო­დით?

- ვერ მაჩე­რ­ებ­დნენ, მაგ­რამ მა­სწავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. ერთ დღეს მას­წავ­ლე­ბელ­მა დედა სკო­ლა­ში და­ი­ბა­რა და კლას­ში შე­მო­ა­ხე­და, აი, თქვე­ნი შვი­ლი რო­გორ იქ­ცე­ვაო. დე­და­ჩე­მი კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და.

- კლა­სელ გო­გო­ნებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დით?

- დიახ, ბავ­შვო­ბი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, ამის თქმის არ მრცხვე­ნია. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, სახ­ლში მივ­დი­ო­დი და გო­გო­ნე­ბი მა­ცი­ლებ­დნენ (იცი­ნის). არ გა­ტყუ­ებთ. წე­რი­ლებს მწერ­დნენ და სა­ჩუქ­რებს მიგ­ზავ­ნიდ­ნენ. ტე­ლე­ფონ­ზე და­რე­კავ­დნენ, მე­ტყოდ­ნენ, კარი გა­ა­ღეო და სა­ჩუქ­რე­ბი მხვდე­ბო­და. მა­შინ სად იყო უცხო­უ­რი სი­გა­რე­ტე­ბი და კარ­თან "მალ­ბო­რო" იდო (იღი­მე­ბა).

- პირ­ვე­ლად სე­რი­ო­ზუ­ლად რა ასაკ­ში შე­გიყ­ვარ­დათ?

- სა­ბავ­შვო ბაღ­ში, ის გო­გო­ნა მას შემ­დეგ აღარ მი­ნა­ხავს. ჩემ­თვის დე­დო­ფა­ლი იყო, მაგ­რამ მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად სახ­ლი­დან ნივ­თე­ბი არა­სო­დეს მო­მი­პა­რავს. ხომ არი­ან შვი­ლე­ბი, დე­დის ჩან­თა­ში თა­ვი­სუფ­ლად რომ ყო­ფენ ხელს, ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რამ არ გა­მი­კე­თე­ბია. ერთხელ დე­დას­თან ერ­თად მოვ­დი­ო­დი და და­ვი­ნა­ხე, სა­დარ­ბა­ზო­ში ვი­ღა­ცას სა­ფუ­ლე და­ვარ­დნო­და. დე­დამ აიღო და ნახა, შიგ­ნით ბევ­რი ფული იდო. ვუ­თხა­რი, დედა, და­ტო­ვე ად­გილ­ზე-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, მის წა­მო­ღე­ბას არც აპი­რებ­და, მაგ­რამ ხომ ხვდე­ბით, ასე­თი რამე არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია.

ერთხელ კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე ვი­ყა­ვი და სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხურ­ში ფუ­ლის და­სა­ხურ­და­ვებ­ლად შე­ვე­დი. იმ დღეს ჩა­მო­დი­ო­და ჩემი ცოლ-შვი­ლი და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა მქონ­და შეგ­რო­ვე­ბუ­ლი. ფული გა­და­ვა­ხურ­და­ვე, შემ­დეგ, მა­ღა­ზი­ა­ში რა­ღა­ცის სა­ყიდ­ლად შე­სულ­მა თან­ხა რომ ამო­ვი­ღე, შე­ვა­ტყვე, რომ ზედ­მე­ტი მქონ­და, გა­დავ­თვა­ლე, მერე ჩეკს შევ­ხე­დე, მივ­ხვდი, რომ გა­და­ხურ­და­ვე­ბი­სას შე­ე­შა­ლათ და დო­ლა­რის მა­გივ­რად ფუნტ-სტერ­ლინ­გის კურ­სით გა­და­მი­ხურ­და­ვეს. მა­შინ­ვე უკან დავ­ბრუნ­დი და ზედ­მე­ტი ფული და­ვაბ­რუ­ნე.

- გო­გო­ნე­ბის მო­სა­ხიბ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხერ­ხი თუ გქონ­დათ?

- რა თქმა უნდა, ვმღე­რო­დი, ლე­ქსებს ვუ­კი­თხავ­დი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა. ალ­ბათ გა­ხსოვთ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში იყო რე­ი­სე­ბი. ერთხელ მე­უღ­ლე აე­რო­პორ­ტში გა­ვა­ცი­ლე, და­ვემ­შვი­დო­ბე და და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში მეც უკან გავ­ყე­ვი. კა­რის მე­ზო­ბე­ლი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი იყო, მას­თან მი­ვე­დი, ვთხო­ვე, მე­უღ­ლე ყა­ვა­ზე და­ე­პა­ტი­ჟა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად იქ დავ­ხვდი (იღი­მე­ბა).

- რო­გორ იც­ვლე­ბო­დით, რო­დე­საც ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დათ?

- არ ვიცი, გი­ჟი­ვით სიყ­ვა­რუ­ლი ვი­ცო­დი. მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი ამ გრძნო­ბის­თვის.

- პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­დის მი­ი­ღეთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ან კა­რი­ე­რა­ში?

- რაც შე­ე­ხე­ბა კა­რი­ე­რას, ჩემ­ზე არა­კა­რი­ე­რისტს არა­ვის ვიც­ნობ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ კა­რი­ე­რა არ მქო­ნო­და. რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან მქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ უარი ვთქვი. პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი ის იყო, რომ დე­დას მარ­ტო ვერ დავ­ტო­ვებ­დი, რად­გან მას ჩემ მეტი შვი­ლი არ ჰყავს და მე­ო­რე კი - თბი­ლი­სი და ჩემი ქვე­ყა­ნა, რომ­ლის გა­რე­შეც ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა? არ ვიცი, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას, მაგ­რამ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ცოლი ისე მო­ვიყ­ვა­ნე, არც ერ­თმა არ იცო­და, რომ ცო­ლად მომ­ყავ­და.

- რომ გა­ი­გეს, რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ?

- წა­მომ­ყვნენ (იღი­მე­ბა). ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­ღებ. ახლა ძნე­ლია ვთქვა, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმი­ტომ რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც კი ფიქ­რის გა­რე­შე მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმპრო­ვი­ზა­ტო­რი ვარ და ლექ­სებ­საც ასე ვწერ, თით­ქოს ვი­ღაც მკარ­ნა­ხობს და მე ვი­წერ. შეც­დო­მე­ბიც არ მაქვს ხოლ­მე.

- ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად და­გიშ­ვი­ათ შეც­დო­მა?

- ცხოვ­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ლექ­სი არ არის. მუ­სი­კა­სა და ლექ­სი­ვით შე­უც­დო­მე­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მა­შინ ასეთ ლექ­სებს ვერ დავ­წერ­დი და სწო­რად მექ­ნე­ბო­და ნა­ცხოვ­რე­ბი. ყვე­ლა­ნა­ირ უფსკრულ­ში ჩა­მიდ­გამს ფეხი. ცხოვ­რე­ბა­ში ხომ ყვე­ლა­ზე მდა­ბიო გრძნო­ბა ში­შია.

- თქვენ არა­სო­დეს შეგ­ში­ნე­ბი­ათ?

- რო­გორ არა, მაგ­რამ ეს სხვა ში­შია. ერთხელ მთა­ში ყოფ­ნი­სას ხარი გა­მო­მე­კი­და (იღი­მე­ბა). ერთხელ - იხვი თუ ბატი, თან ამ დროს არ იცი, რო­გორ უნდა მო­იქ­ცე. შე­იძ­ლე­ბა, ჩი­ტის უფრო შე­გე­შინ­დეს ადა­მი­ანს...

- ამ ასაკ­ში რამ­დე­ნად ხში­რად ფიქ­რობთ შეც­დო­მებ­ზე და თუ გაქვთ სი­ნა­ნუ­ლის გან­ცდა?

- სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მაქვს, ვის­თვი­საც მი­წყე­ნი­ნე­ბია, მაგ­რამ თუ რამე ცუდი გა­მი­კე­თე­ბია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ამას ისე არ ვნა­ნობ.

- დეპ­რე­სი­ა­ში ხში­რად ყო­ფილ­ხართ?

- 23 წლის ვი­ყა­ვი, დეპ­რე­სია რომ და­მე­მარ­თა. ოღონდ რა­საც დეპ­რე­სია ჰქვია, თო­რემ ზო­გი­ერ­თე­ბი დღეს ნერ­ვი­უ­ლო­ბა­საც დეპ­რე­სი­ას ეძა­ხი­ან. ამი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი მქონ­და. სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა იყო, წა­მით რომ გა­ი­ელ­ვებს, უნდა მოკ­ვდე, ეს ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ანს ჰქო­ნია და აი, ის წამი დად­გა. მე­გო­ნა, ბრძო­ლას აზრი არ ჰქონ­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

- სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე წიგ­ნის და­წე­რა არა­სო­დეს გი­ფიქ­რი­ათ?

- დიახ, რე­ა­ლუ­რად ჩემს ცხოვ­რე­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, ბევ­რი დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი მაქვს. წიგნს ასე და­ვი­წყებ­დი, "მე და­ვი­ბა­დე, გა­რეთ თოვ­და". შე­ვეც­დე­ბო­დი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გზით ისე მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ მკი­თხველს პერ­სო­ნა­ჟე­ბი ვერ ამო­ეც­ნო. თბი­ლი­სი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს. უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა, ქმრე­ბი ჰყავთ, შვი­ლე­ბი. სა­ერ­თოდ, რო­მა­ნის წე­რი­სას ფრთხი­ლი უნდა იყო, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა, ჩემი წიგ­ნის­თვის სხვა ქვე­ყა­ნა ავირ­ჩიო და იქ გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი.

- ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს თქვენს სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ზე გვი­ამ­ბეთ, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ახორ­ცი­ე­ლებთ.

- შარ­შან ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ჩემს კონ­ცერტს ერ­ქვა "გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი", ძველ "ბა­თინ­კებ­ზე" ნო­ტე­ბი ეხა­ტა. მა­შინ გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ტურ­ნეს გავ­მარ­თავ­დი. კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია ათ ქა­ლაქს მო­ი­ცავს. ჩემი მუ­სი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ოც­და­ა­თი წე­ლია ვმუ­შა­ობ, ახლა თამ­რი­კო გვერდწი­თელ­თან მუ­შა­ო­ბენ, ხში­რად ტურ­ნე­ში არი­ან და კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ ჩა­მოს­ვლას და­ვამ­თხვიე. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თად რა­ღაც სათ­ქმე­ლი უნდა და­გიგ­როვ­დეს, რათა მსმე­ნელს შეს­თა­ვა­ზო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ხუთი ფილ­მის­თვის დავ­წე­რე მუ­სი­კა. მალე ჩემი ლექ­სე­ბის ახა­ლი კრე­ბუ­ლი გა­მო­ვა - "ქარ­თუ­ლი ფოს­ტა, უპა­სუ­ხო წე­რი­ლე­ბი".

- თქვე­ნი ლექ­სით და­ვას­რუ­ლოთ ინ­ტერ­ვიუ...

- ეს ბოლო ლექ­სია, რაც დავ­წე­რე:

"მე გა­ვი­ზარ­დე სა­ხა­რე­ბა­ზე,

ვარ შენი სუ­ლის თა­ნა­ზი­ა­რი.

ვე­ღარ მო­ვე­დი აღ­სა­რე­ბა­ზე,

ვერც ვე­ზი­ა­რე.

ლექ­სი დავ­წე­რე უმი­სა­მარ­თო,

აღ­მართ-დაღ­მარ­თი გა­გი­ზი­ა­რე,

მხრებ­ზე და­ვიდ­გი დე­და­მი­წა და

ცაზე ვი­ა­რე.

და ბო­ლოს ცა­მაც მი­თხრა უარი.

ვე­ღარ მო­ვე­დი აღ­სა­რე­ბა­ზე,

ვერც ვე­ზი­ა­რე".

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ყველაფერი გავაკეთე, რომ კარიერა არ მქონოდა"

"ყველაფერი გავაკეთე, რომ კარიერა არ მქონოდა"

ქალბატონებში ბავშვობიდან პოპულარული გახლდათ. მათი გულის მოსაგებად მუსიკოს დათო ევგენიძეს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა. უძღვნიდნენ საჩუქრებს, სახლში მიაცილებდნენ, მაგრამ ამხელა ყურადღებას არასოდეს გაუთამამებია. მიაჩნია, რომ ყველაზე არაკარიერისტია, ბევრ კონტრაქტზე თქვა უარი, რომ დედა მარტო არ დაეტოვებინა. დეპრესია 23 წლის ასაკში დაემართა, ის შეგრძნება, რომელიც, გგონია, სიკვდილამდე მიგიყვანს, მაგრამ დეპრესია დაძლია და ცხოვრება გააგრძელა...

- ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ უზრდელი არასოდეს ვყოფილვარ. ვაპროტესტებდი იმას, რასაც მიშლიდნენ, მაგრამ ჩემი ავანტიურული ცხოვრების მიუხედავად, სახლიდან არასოდეს წავსულვარ. ძალიან ვუფრთხილდებოდი დედას, არ მინდოდა, გული სტკენოდა. ადრეულ ასაკში დავიწყე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არ გვიჭირდა. საკმაოდ კარგად მიხდიდნენ.

- ეს ალბათ თანატოლებში უპირატესობის გრძნობას გიჩენდათ, თამამად შეგეძლოთ მათი დაპატიჟება საკუთარი ფულით.

- სხვათა შორის, ვისაც ეკონომიკური უპირატესობა აქვს, სურვილი არ უჩნდება, რომ ვინმე სადმე დაპატიჟოს. ფულს ძირითადად უფრთხილდებიან, მაგრამ მე სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა, მიმაჩნდა, რომ ფული კალათბურთის ბურთია, კალათში უნდა ჩააგდო ან პასი უნდა მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებენ.

- სკოლაში მასწავლებლების საყვარელ მოსწავლედ ითვლებოდით?

- ვერ მაჩე­რ­ებდნენ, მაგრამ მა­სწავლებლებს ძალიან ვუყვარდი. ერთ დღეს მასწავლებელმა დედა სკოლაში დაიბარა და კლასში შემოახედა, აი, თქვენი შვილი რო­გორ იქცევაო. დედაჩემი კინაღამ გაგიჟდა.

- კლასელ გოგონებში პოპულარობით სარგებლობდით?

- დიახ, ბავშვობიდან პოპულარული ვიყავი, ამის თქმის არ მრცხვენია. ყოფილა შემთხვევები, სახლში მივდიოდი და გოგონები მაცილებდნენ (იცინის). არ გატყუებთ. წერილებს მწერდნენ და საჩუქრებს მიგზავნიდნენ. ტელეფონზე დარეკავდნენ, მეტყოდნენ, კარი გააღეო და საჩუქრები მხვდებოდა. მაშინ სად იყო უცხოური სიგარეტები და კართან "მალბორო" იდო (იღიმება).

- პირველად სერიოზულად რა ასაკში შეგიყვარდათ?

- საბავშვო ბაღში, ის გოგონა მას შემდეგ აღარ მინახავს. ჩემთვის დედოფალი იყო, მაგრამ მისი გულის მოსაგებად სახლიდან ნივთები არასოდეს მომიპარავს. ხომ არიან შვილები, დედის ჩანთაში თავისუფლად რომ ყოფენ ხელს, ცხოვრებაში ასეთი რამ არ გამიკეთებია. ერთხელ დედასთან ერთად მოვდიოდი და დავინახე, სადარბაზოში ვიღაცას საფულე დავარდნოდა. დედამ აიღო და ნახა, შიგნით ბევრი ფული იდო. ვუთხარი, დედა, დატოვე ადგილზე-მეთქი. რა თქმა უნდა, მის წამოღებას არც აპირებდა, მაგრამ ხომ ხვდებით, ასეთი რამე არასოდეს გამიკეთებია.

ერთხელ კანარის კუნძულებზე ვიყავი და სავალუტო ჯიხურში ფულის დასახურდავებლად შევედი. იმ დღეს ჩამოდიოდა ჩემი ცოლ-შვილი და საკმაოდ სოლიდური თანხა მქონდა შეგროვებული. ფული გადავახურდავე, შემდეგ, მაღაზიაში რაღაცის საყიდლად შესულმა თანხა რომ ამოვიღე, შევატყვე, რომ ზედმეტი მქონდა, გადავთვალე, მერე ჩეკს შევხედე, მივხვდი, რომ გადახურდავებისას შეეშალათ და დოლარის მაგივრად ფუნტ-სტერლინგის კურსით გადამიხურდავეს. მაშინვე უკან დავბრუნდი და ზედმეტი ფული დავაბრუნე.

- გოგონების მოსახიბლად განსაკუთრებული ხერხი თუ გქონდათ?

- რა თქმა უნდა, ვმღეროდი, ლე­ქსებს ვუკითხავდი, ძალიან მიყვარდა სიურპრიზების მოწყობა. ალბათ გა­ხსოვთ, საბჭოთა კავშირის დროს რუსეთის მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში იყო რეისები. ერთხელ მეუღლე აეროპორტში გავაცილე, დავემშვიდობე და დაახლოებით ერთ საათში მეც უკან გავყევი. კარის მეზობელი ჩემი ახლობელი იყო, მასთან მივედი, ვთხოვე, მეუღლე ყავაზე დაეპატიჟა და მოულოდნელად იქ დავხვდი (იღიმება).

- როგორ იცვლებოდით, როდესაც ძალიან გიყვარდათ?

- არ ვიცი, გიჟივით სიყვარული ვიცოდი. მაქსიმალისტი ვარ და ყველაფერს ვაკეთებდი ამ გრძნობისთვის.

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება როდის მიიღეთ პირად ცხოვრებაში ან კარიერაში?

- რაც შეეხება კარიერას, ჩემზე არაკარიერისტს არავის ვიცნობ, ყველაფერი გავაკეთე, რომ კარიერა არ მქონოდა. რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა შეთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. პირველი მიზეზი ის იყო, რომ დედას მარტო ვერ დავტოვებდი, რადგან მას ჩემ მეტი შვილი არ ჰყავს და მეორე კი - თბილისი და ჩემი ქვეყანა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემეძლო. სერიოზული გადაწყვეტილება? არ ვიცი, რამდენად სერიოზული შეიძლება დაერქვას, მაგრამ პირველი და მეორე ცოლი ისე მოვიყვანე, არც ერთმა არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა.

- რომ გაიგეს, როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- წამომყვნენ (იღიმება). ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოულოდნელად ვიღებ. ახლა ძნელია ვთქვა, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებიც კი ფიქრის გარეშე მაქვს მიღებული. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე იმპროვიზატორი ვარ და ლექსებსაც ასე ვწერ, თითქოს ვიღაც მკარნახობს და მე ვიწერ. შეცდომებიც არ მაქვს ხოლმე.

- ცხოვრებაში ხშირად დაგიშვიათ შეცდომა?

- ცხოვრება, სამწუხაროდ, ლექსი არ არის. მუსიკასა და ლექსივით შეუცდომელი რომ ვყოფილიყავი, მაშინ ასეთ ლექსებს ვერ დავწერდი და სწორად მექნებოდა ნაცხოვრები. ყველანაირ უფსკრულში ჩამიდგამს ფეხი. ცხოვრებაში ხომ ყველაზე მდაბიო გრძნობა შიშია.

- თქვენ არასოდეს შეგშინებიათ?

- როგორ არა, მაგრამ ეს სხვა შიშია. ერთხელ მთაში ყოფნისას ხარი გამომეკიდა (იღიმება). ერთხელ - იხვი თუ ბატი, თან ამ დროს არ იცი, როგორ უნდა მოიქცე. შეიძლება, ჩიტის უფრო შეგეშინდეს ადამიანს...

- ამ ასაკში რამდენად ხშირად ფიქრობთ შეცდომებზე და თუ გაქვთ სინანულის განცდა?

- სინანულის გრძნობა მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ მაქვს, ვისთვისაც მიწყენინებია, მაგრამ თუ რამე ცუდი გამიკეთებია საკუთარი თავისთვის, ამას ისე არ ვნანობ.

- დეპრესიაში ხშირად ყოფილხართ?

- 23 წლის ვიყავი, დეპრესია რომ დამემართა. ოღონდ რასაც დეპრესია ჰქვია, თორემ ზოგიერთები დღეს ნერვიულობასაც დეპრესიას ეძახიან. ამისათვის რამდენიმე მიზეზი მქონდა. საშინელი გრძნობა იყო, წამით რომ გაიელვებს, უნდა მოკვდე, ეს ალბათ ყველა ადამიანს ჰქონია და აი, ის წამი დადგა. მეგონა, ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ხომ შეუძლებელი არაფერია.

- საკუთარ ცხოვრებაზე წიგნის დაწერა არასოდეს გიფიქრიათ?

- დიახ, რეალურად ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ბევრი დრამატურგიული მომენტები მაქვს. წიგნს ასე დავიწყებდი, "მე დავიბადე, გარეთ თოვდა". შევეცდებოდი, ლიტერატურული გზით ისე მომეხერხებინა, რომ მკითხველს პერსონაჟები ვერ ამოეცნო. თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. უხერხული იქნება მათთვის წარსულის გახსენება, ქმრები ჰყავთ, შვილები. საერთოდ, რომანის წერისას ფრთხილი უნდა იყო, ამიტომ შეიძლება, ჩემი წიგნისთვის სხვა ქვეყანა ავირჩიო და იქ განვითარდეს მოვლენები.

- ინტერვიუს ბოლოს თქვენს საკონცერტო ტურნეზე გვიამბეთ, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებთ.

- შარშან ფილარმონიაში ჩატარებულ ჩემს კონცერტს ერქვა "გალობანი სინანულისანი", ძველ "ბათინკებზე" ნოტები ეხატა. მაშინ გამოვაცხადე, რომ შემოდგომაზე მთელი საქართველოს მასშტაბით ტურნეს გავმართავდი. კონცერტების სერია ათ ქალაქს მოიცავს. ჩემი მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც ოცდაათი წელია ვმუშაობ, ახლა თამრიკო გვერდწითელთან მუშაობენ, ხშირად ტურნეში არიან და კონცერტები საქართველოში მათ ჩამოსვლას დავამთხვიე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ კონცერტის გასამართად რაღაც სათქმელი უნდა დაგიგროვდეს, რათა მსმენელს შესთავაზო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ხუთი ფილმისთვის დავწერე მუსიკა. მალე ჩემი ლექსების ახალი კრებული გამოვა - "ქართული ფოსტა, უპასუხო წერილები".

- თქვენი ლექსით დავასრულოთ ინტერვიუ...

- ეს ბოლო ლექსია, რაც დავწერე:

"მე გავიზარდე სახარებაზე,

ვარ შენი სულის თანაზიარი.

ვეღარ მოვედი აღსარებაზე,

ვერც ვეზიარე.

ლექსი დავწერე უმისამართო,

აღმართ-დაღმართი გაგიზიარე,

მხრებზე დავიდგი დედამიწა და

ცაზე ვიარე.

და ბოლოს ცამაც მითხრა უარი.

ვეღარ მოვედი აღსარებაზე,

ვერც ვეზიარე".

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება