ბრიტანელი დიზაინერები ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში სტუდია "დისნეის" ცნობილი პერსონაჟის, მინი მაუსისადმი მიძღვნილი კოლექციის წარმოსადგენად ემზადებიან. კოლექცია ტანსაცმელსა და აქსესუარებს აერთიანებს.
კოლექციის შექმნაში დიზაინერები ჯაილს დიკონი, რიჩარდ ნიკოლი, ლულუ გინესი და მაილ ვან დერ ჰემი მონაწილეობდნენ. კოლექციის თითოეული ნიმუში ერთადერთ ეგზემპლარად არის დამზადებული. ისინი სპეციალურ აუქციონზე eBay-ზე გაიყიდება, რომელიც შემოსავალს საქველმოქმედო ორგანიზაცია Fashion Arts Foundation-ის დასახმარებლად რიცხავს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo