პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში თეატრალური ზეიმი იწყება
თბილისში თეატრალური ზეიმი იწყება

14-დან 30 სექ­ტემ­ბრამ­დე თბი­ლი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალს უმას­პინ­ძლებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბის გარ­და, გა­მო­ფე­ნე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და სე­მი­ნა­რე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. მას­პინ­ძლე­ბი რუს­თა­ვე­ლის, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, მუ­სი­კი­სა და დრა­მის, თა­ვი­სუ­ფა­ლი და გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რე­ბი არი­ან. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი და კულ­ტუ­რის ცენ­ტრი - "თბი­ლი­სი არტ ჰოლი". ფეს­ტი­ვალ­ში ბევ­რი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­მო­სუ­ლი დასი მო­ნა­წი­ლე­ობს. მათ შო­რის - რუ­სე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ის­რა­ე­ლი, ჩი­ნე­თი და ა.შ.

ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რე­ბის მმარ­თვე­ლი, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ფეს­ტი­ვა­ლი, რო­გორც იცით, ზე­იმს ნიშ­ნავს და რო­დე­საც რა­ი­მე ზე­ი­მია, მით უმე­ტეს - თე­ატ­რა­ლუ­რი, ეს სა­სი­ხა­რუ­ლო და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი აქვს, უკვე პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნედ და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ით­ვლე­ბა. რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, გვჭირ­დე­ბა იმის ნახ­ვა, თუ რა სი­ახ­ლე­ე­ბია თე­ატ­რა­ლურ პრო­ცე­სებ­ში, ასე­ვე სჭირ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­საც. მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლი გვეხ­მა­რე­ბა, რომ უფრო აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ, აქ­ტი­უ­რად ვე­ძე­ბოთ ახა­ლი ფორ­მე­ბი და მა­ყუ­რე­ბე­ლი აღარ მოგ­ვცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოვ­დუნ­დეთ. ეს ფეს­ტი­ვა­ლი ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის რამ­დე­ნი­მე თვალ­საზ­რი­სი­თაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პირ­ველ რიგ­ში, უცხო­ელ კო­ლე­გებს ვხვდე­ბით, ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებთ. ფეს­ტი­ვა­ლის ჩარ­ჩო­ებ­ში კი ე.წ. ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ტარ­დე­ბა, სა­დაც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­საც უცხო­ე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი უყუ­რე­ბენ და შემ­დეგ ხდე­ბა გას­ტრო­ლებ­ზე, სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე მიწ­ვე­ვა, რაც თა­ვის­თა­ვად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ვინ წარ­დგე­ბა ჩვე­ნი თე­ატ­რე­ბის სცე­ნა­ზე?

- რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორს ვე­ლო­დე­ბით, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­დი­ან, რომ შემ­დეგ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს მო­ვა­წე­როთ ხელი. რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლექ­ტი­ვი გა­მო­დის და გვი­ხა­რია, რომ მას­პინ­ძლო­ბას გა­ვუ­წევთ. თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში იქ­ნე­ბი­ან ინ­გლი­სე­ლე­ბი, მოლ­და­ვე­ლე­ბი და ირა­ნე­ლე­ბი, ხოლო გრი­ბო­ე­დოვ­ში - პო­ლო­ნე­ლე­ბი, ჩი­ნე­ლე­ბი, რუ­მი­ნე­ლე­ბი და სხვე­ბი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლე­ბით. და­მე­გობ­რე­ბა თე­ატ­რებ­საც გვჭირ­დე­ბა, ხალ­ხუ­რი დიპ­ლო­მა­ტია ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე სწო­რია. ფეს­ტი­ვალ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რი ორ სპექ­ტაკლს წა­რად­გენს - "მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თო­ხა­ლი" და "სა­ძაღ­ლე", რო­მე­ლიც ვანო ხუ­ციშ­ვილ­მა, ჩემ­მა მო­წა­ფემ დად­გა. გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რი კი - "ცხე­ნის ის­ტო­რი­ას", ესეც წინა სე­ზო­ნის ბოლო პრე­მი­ე­რა გახ­ლდათ. ბევრ მა­ყუ­რე­ბელს ვე­ლით.

ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი- შარ­შან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის შემ­დეგ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის­გან მიწ­ვე­ვა თუ მი­ი­ღეთ? და­მე­გობ­რდით?

- მთა­ვა­რია, კონ­ტაქ­ტი დამ­ყარ­დეს. მარ­თლაც ბევ­რი მიწ­ვე­ვა გვაქვს ყო­ველ­თვის და იმე­დი მაქვს, ასეც გაგ­რძელ­დე­ბა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბაა ხოლ­მე, რად­გან წას­ვლა ძვი­რი ჯდე­ბა. კარ­გი წე­ლი­წა­დი გვაქვს, ჯერ თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვით ფეს­ტი­ვალ­ზე, შემ­დეგ ფი­ნეთ­ში - იმატ­რას ფეს­ტი­ვალ­ზე "თეთ­რი და შავი", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. თბი­ლი­სის ფეს­ტი­ვა­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე კი უკ­რა­ი­ნა­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბით, სა­დაც ჯერ ლვო­ვის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­ვალთ. თა­ვის დრო­ზე იქ "კო­მე­დი­ან­ტე­ბით" გრან-პრი ავი­ღეთ, მა­ნამ­დე კი "ჰამ­ლე­ტით" პრი­ზე­ბი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რი­სა და მა­მა­კა­ცის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის. ამი­ტომ დიდი სი­ხა­რუ­ლით გვე­ლო­დე­ბი­ან. კი­ევ­ში "მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ­საც" ვუჩ­ვე­ნებთ. რეკ­ლა­მე­ბი და ბა­ნე­რე­ბი, რომ ჩვენ ჩავ­დი­ვართ, უკვე მთელ ქა­ლაქ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­სა და ბა­ტო­ნი გრი­გოლ ქა­თა­მა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- სე­ზო­ნი რა სპექ­ტაკ­ლით გა­იხ­სნე­ბა და წლის ბო­ლომ­დე რა სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს?

- პრე­მი­ე­რა შედ­გე­ბა - "წვი­მის გამ­ყიდ­ვე­ლი", რო­მელ­საც ნუგ­ზარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე დგამს. იგი წლე­ბის მან­ძილ­ზე მოლ­და­ვეთ­ში მუ­შა­ობ­და და თა­ნა­მედ­რო­ვე მოლ­და­ვუ­რი თე­ატ­რის წარ­მა­ტე­ბა, თუ ისი­ნი დღეს რა­მეს წარ­მო­ად­გე­ნე­ნენ, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რის პა­ტივ­სა­ცე­მად, სე­ზონს მი­სი­ვე სპექ­ტაკ­ლით გავ­ხსნით.

- ახა­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბა­საც ხომ არ გეგ­მავთ?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენს კი­ნოპ­რო­ექ­ტებს გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც თე­ატ­რა­ლურ პრო­ექ­ტებს ეკ­რან­ზე. მალე და­ვას­რუ­ლებთ მუ­შა­ო­ბას ფილმზე, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს - "სახ­ლი, რო­მე­ლიც ფან­ჯრი­დან გა­ი­პა­რა - ანუ უფრო დიდი იდი­ო­ტოკ­რა­ტია". ამის შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დე­ბით სცე­ნას და დავ­დგამ - "ვალ­სი ძი­ლის წინ". ჩემი პი­ე­საა და ვფიქ­რობ, მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იქ­ნე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მას­ში ჩვე­ნი თე­ატ­რის ყვე­ლა ქალ მსა­ხი­ობს ნა­ხა­ვენ. ქა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლია, რომ­ლის დად­გმა­ზეც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვოც­ნე­ბობ­დი. მსა­ხი­ო­ბებს პი­ე­სა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ.

ზაალ ჩი­ქო­ბა­ვაზაალ ჩი­ქო­ბა­ვა, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი, ფეს­ტი­ვა­ლის მრჩე­ველ­თა გუნ­დის წევ­რი:

- ეს ახალ­გაზ­რდა თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­რებს ძა­ლებს და უფრო და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თე­ატ­რე­ბის­თვის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვა­დევ­ნოთ თვალ­ყუ­რი, თუ რა ხდე­ბა მსოფ­ლიო თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში, მისი ნა­წი­ლი გავ­ხდეთ ისე­ვე, რო­გორც აქამ­დე ვი­ყა­ვით და ამ სამ­ყა­როს არ მოვ­წყდეთ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც ე.წ. ქარ­თუ­ლი "ქე­ი­სია", სა­დაც ჩვე­ნი თე­ატ­რე­ბი არი­ან წარ­დგე­ნილ­ნი. ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს ნა­ხუ­ლო­ბენ, თა­ვი­ანთ შე­ფა­სე­ბებ­სა და კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ, შემ­დეგ კი ქარ­თულ თე­ატ­რებს პერ­სპექ­ტი­ვა ეძ­ლე­ვათ, სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ვიდ­ნენ და თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბა უცხო­ურ პუბ­ლი­კას - ევ­რო­პა­სა და სხვა ქვეყ­ნებს გა­აც­ნონ. მათ მიერ ჩა­მო­ტა­ნი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი კი მოქ­მე­დებს რო­გორც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის, ასე­ვე შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­ზე. სა­ჭი­როა გა­ვი­გოთ, სა­ით­კენ მი­დის მსოფ­ლიო თე­ატ­რი, რა ხედ­ვე­ბი და ტენ­დენ­ცი­ე­ბია და ჩვენ რა კუ­თხით უნდა განვვი­თარ­დეთ.

- რა სპექ­ტაკ­ლებს უჩ­ვე­ნებს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში?

- რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლს ვუჩ­ვე­ნებთ: "შეშ­ლი­ლი სამ­ყა­რო", "ივა­ნე და ძაღ­ლე­ბი" და "გა­უ­მარ­ჯოს ბუ­შონს", რო­მე­ლიც წინა სე­ზო­ნის და­სას­რულს ვი­თა­მა­შეთ. ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა პრე­მი­ე­რა - "მაგ­რი­ტის შემ­დეგ", რომ­ლის რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი თა­ვა­ძე გახ­ლავთ.

- კი­დევ რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მოდ­გე­ნებს იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი თქვენს სცე­ნა­ზე?

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში თე­ატ­რის სცე­ნა ჩვე­ნი­ვე წარ­მოდ­გე­ნე­ბი­თაა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი, გაგ­ვი­ჭირ­და სხვა ქარ­თუ­ლი და­სე­ბის მას­პინ­ძლო­ბა. ექ­სპე­რი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე გო­რის თე­ატ­რი წარ­დგე­ბა; რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ურს, რუ­სე­თის ტა­ბა­კო­ვის თე­ატ­რი გვეს­ტუმ­რე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სპექ­ტაკლს - "ზოგ­ჯერ ბრძე­ნიც შეც­დე­ბა".

თა­მუ­ნა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, ფეს­ტი­ვა­ლი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ფეს­ტი­ვა­ლი პირ­ველ რიგ­ში, თბი­ლი­სი­სა და ჩვე­ნი თე­ატ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. იგი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა - ქარ­თუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის პროგ­რა­მა 16-19 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და 30 სპექ­ტაკლს წარ­მო­ვად­გენთ. მათ სა­ნა­ხა­ვად სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 50 სტუ­მა­რი ჩა­მო­დის, - აზი­ი­დან, ევ­რო­პი­დან, აშშ-დან და ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან - კრი­ტი­კო­სე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლის პრო­დი­უ­სე­რე­ბი, დი­რექ­ტო­რე­ბი და ა.შ. ვფიქ­რობთ, პრო­დუქ­ტი­უ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ერ­თა­შო­რი­სო ნა­წილს", 20-დან 30 სექ­ტემ­ბრამ­დე გას­ტანს და თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რი უმას­პინ­ძლებს. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ამ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ტა­ბა­კო­ვის თე­ატ­რის და­სის წევ­რია და ისი­ნი თბი­ლისს 26 სექ­ტემ­ბერს ეს­ტუმ­რე­ბი­ან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­გვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ორი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი 17 სექ­ტემ­ბერს წარ­მო­ად­გენს თბი­ლი­სურ პრე­მი­ე­რას, შექ­სპი­რის - "რო­გორც გე­ნე­ბოთ", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ლონ­დონ­ში, "გლო­ბუ­სის" თე­ატ­რში შექ­სპი­რის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­ვად­გი­ნეთ. ჩვენს სცე­ნა­ზე ითა­მა­შე­ბენ ფრან­გე­ბი, ბე­ლო­რუ­სე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, შვე­დე­ბი, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის თე­ატ­რა­ლუ­რი და­სე­ბი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თბილისში თეატრალური ზეიმი იწყება

თბილისში თეატრალური ზეიმი იწყება

14-დან 30 სექტემბრამდე თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ქართული და უცხოური სპექტაკლების ჩვენების გარდა, გამოფენები, პრეზენტაციები და სემინარები გაიმართება. მასპინძლები რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრები არიან. ასევე, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და კულტურის ცენტრი - "თბილისი არტ ჰოლი". ფესტივალში ბევრი ქართული თეატრი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დასი მონაწილეობს. მათ შორის - რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, ჩინეთი და ა.შ.

ავთო ვარსიმაშვილი, თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრების მმართველი, სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ფესტივალი, როგორც იცით, ზეიმს ნიშნავს და როდესაც რაიმე ზეიმია, მით უმეტეს - თეატრალური, ეს სასიხარულო და მისასალმებელია. ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აქვს, უკვე პროგრესულად მოაზროვნედ და დემოკრატიულად ითვლება. როგორც პროფესიონალებს, გვჭირდება იმის ნახვა, თუ რა სიახლეებია თეატრალურ პროცესებში, ასევე სჭირდება მაყურებელსაც. მსგავსი ფესტივალი გვეხმარება, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ, აქტიურად ვეძებოთ ახალი ფორმები და მაყურებელი აღარ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. ეს ფესტივალი ჩვენი თეატრისთვის რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, უცხოელ კოლეგებს ვხვდებით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. ფესტივალის ჩარჩოებში კი ე.წ. ქართული ბაზარი ტარდება, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელსაც უცხოელი პროდიუსერები უყურებენ და შემდეგ ხდება გასტროლებზე, სხვადასხვა ფესტივალზე მიწვევა, რაც თავისთავად, მნიშვნელოვანია.

- ვინ წარდგება ჩვენი თეატრების სცენაზე?

- რამდენიმე ფესტივალის დირექტორს ველოდებით, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან, რომ შემდეგ ხელშეკრულებებს მოვაწეროთ ხელი. რამდენიმე საინტერესო კოლექტივი გამოდის და გვიხარია, რომ მასპინძლობას გავუწევთ. თავისუფალ თეატრში იქნებიან ინგლისელები, მოლდაველები და ირანელები, ხოლო გრიბოედოვში - პოლონელები, ჩინელები, რუმინელები და სხვები, ძალიან საინტერესო სპექტაკლებით. დამეგობრება თეატრებსაც გვჭირდება, ხალხური დიპლომატია ყოველთვის ყველაზე სწორია. ფესტივალზე თავისუფალი თეატრი ორ სპექტაკლს წარადგენს - "მექანიკური ფორთოხალი" და "საძაღლე", რომელიც ვანო ხუციშვილმა, ჩემმა მოწაფემ დადგა. გრიბოედოვის თეატრი კი - "ცხენის ისტორიას", ესეც წინა სეზონის ბოლო პრემიერა გახლდათ. ბევრ მაყურებელს ველით.

ავთო ვარსიმაშვილი- შარშანდელი ფესტივალის შემდეგ რომელიმე ქვეყნისგან მიწვევა თუ მიიღეთ? დამეგობრდით?

- მთავარია, კონტაქტი დამყარდეს. მართლაც ბევრი მიწვევა გვაქვს ყოველთვის და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება, ჩვენი მთავარი პრობლემა ფინანსების მოძიებაა ხოლმე, რადგან წასვლა ძვირი ჯდება. კარგი წელიწადი გვაქვს, ჯერ თურქეთში ვიყავით ფესტივალზე, შემდეგ ფინეთში - იმატრას ფესტივალზე "თეთრი და შავი", რომელიც ძალიან ცნობილი და საინტერესოა. თბილისის ფესტივალის დასრულებისთანავე კი უკრაინაში მივემგზავრებით, სადაც ჯერ ლვოვის ფესტივალზე გამოვალთ. თავის დროზე იქ "კომედიანტებით" გრან-პრი ავიღეთ, მანამდე კი "ჰამლეტით" პრიზები საუკეთესო რეჟისურისა და მამაკაცის როლის შესრულებისთვის. ამიტომ დიდი სიხარულით გველოდებიან. კიევში "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარსაც" ვუჩვენებთ. რეკლამები და ბანერები, რომ ჩვენ ჩავდივართ, უკვე მთელ ქალაქშია გამოფენილი, რაც საქართველოს საელჩოსა და ბატონი გრიგოლ ქათამაძის დამსახურებაა.

- სეზონი რა სპექტაკლით გაიხსნება და წლის ბოლომდე რა სიახლეს შესთავაზებთ მაყურებელს?

- პრემიერა შედგება - "წვიმის გამყიდველი", რომელსაც ნუგზარ ლორთქიფანიძე დგამს. იგი წლების მანძილზე მოლდავეთში მუშაობდა და თანამედროვე მოლდავური თეატრის წარმატება, თუ ისინი დღეს რამეს წარმოადგენენენ, მისი დამსახურებაა. ბატონი ნუგზარის პატივსაცემად, სეზონს მისივე სპექტაკლით გავხსნით.

- ახალი ფილმის გადაღებასაც ხომ არ გეგმავთ?

- მოგეხსენებათ, ჩვენს კინოპროექტებს განვიხილავთ, როგორც თეატრალურ პროექტებს ეკრანზე. მალე დავასრულებთ მუშაობას ფილმზე, რომლის გადაღებებიც უკვე მიმდინარეობს - "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა - ანუ უფრო დიდი იდიოტოკრატია". ამის შემდეგ დავუბრუნდებით სცენას და დავდგამ - "ვალსი ძილის წინ". ჩემი პიესაა და ვფიქრობ, მაყურებლისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ მასში ჩვენი თეატრის ყველა ქალ მსახიობს ნახავენ. ქალური სპექტაკლია, რომლის დადგმაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. მსახიობებს პიესა ძალიან მოეწონათ.

ზაალ ჩიქობავაზაალ ჩიქობავა, რუსთაველის თეატრის მმართველი, ფესტივალის მრჩეველთა გუნდის წევრი:

- ეს ახალგაზრდა თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად იკრებს ძალებს და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქართველი საზოგადოებისა და თეატრებისთვის. აუცილებელია, რეგულარულად ვადევნოთ თვალყური, თუ რა ხდება მსოფლიო თეატრალურ სივრცეში, მისი ნაწილი გავხდეთ ისევე, როგორც აქამდე ვიყავით და ამ სამყაროს არ მოვწყდეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ე.წ. ქართული "ქეისია", სადაც ჩვენი თეატრები არიან წარდგენილნი. ჩამოსული სტუმრები ამ ყველაფერს ნახულობენ, თავიანთ შეფასებებსა და კომენტარებს აკეთებენ, შემდეგ კი ქართულ თეატრებს პერსპექტივა ეძლევათ, საზღვრებს გარეთ გავიდნენ და თავიანთი შემოქმედება უცხოურ პუბლიკას - ევროპასა და სხვა ქვეყნებს გააცნონ. მათ მიერ ჩამოტანილი სპექტაკლები კი მოქმედებს როგორც ქართველი მაყურებლის, ასევე შემოქმედი ადამიანების გემოვნებაზე. საჭიროა გავიგოთ, საითკენ მიდის მსოფლიო თეატრი, რა ხედვები და ტენდენციებია და ჩვენ რა კუთხით უნდა განვვითარდეთ.

- რა სპექტაკლებს უჩვენებს რუსთაველის თეატრი ფესტივალის ფარგლებში?

- რამდენიმე სპექტაკლს ვუჩვენებთ: "შეშლილი სამყარო", "ივანე და ძაღლები" და "გაუმარჯოს ბუშონს", რომელიც წინა სეზონის დასასრულს ვითამაშეთ. ასევე გაიმართება პრემიერა - "მაგრიტის შემდეგ", რომლის რეჟისორი გიორგი თავაძე გახლავთ.

- კიდევ რომელი ქვეყნის წარმოდგენებს იხილავს მაყურებელი თქვენს სცენაზე?

- გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალის ფარგლებში თეატრის სცენა ჩვენივე წარმოდგენებითაა ძალიან დატვირთული, გაგვიჭირდა სხვა ქართული დასების მასპინძლობა. ექსპერიმენტულ სცენაზე გორის თეატრი წარდგება; რაც შეეხება უცხოურს, რუსეთის ტაბაკოვის თეატრი გვესტუმრება, რომელიც წარმოადგენს სპექტაკლს - "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება".

თამუნა ლალიაშვილი, ფესტივალისა და მარჯანიშვილის თეატრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

- ფესტივალი პირველ რიგში, თბილისისა და ჩვენი თეატრების პოპულარიზაციას ემსახურება. იგი ორი ნაწილისგან შედგება - ქართული სპექტაკლების პროგრამა 16-19 სექტემბერს გაიმართება და 30 სპექტაკლს წარმოვადგენთ. მათ სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან 50 სტუმარი ჩამოდის, - აზიიდან, ევროპიდან, აშშ-დან და ესენი იქნებიან - კრიტიკოსები, ფესტივალის პროდიუსერები, დირექტორები და ა.შ. ვფიქრობთ, პროდუქტიული და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგება. რაც შეეხება "საერთაშორისო ნაწილს", 20-დან 30 სექტემბრამდე გასტანს და თბილისის რამდენიმე თეატრი უმასპინძლებს. ქართველებისთვის ყველაზე ცნობილი მსახიობი, რომელიც ამ ფესტივალში მონაწილეობს, ძალიან პოპულარული სერგეი ბეზრუკოვი გახლავთ, რომელიც ტაბაკოვის თეატრის დასის წევრია და ისინი თბილისს 26 სექტემბერს ესტუმრებიან. მოგეხსენებათ, ამგვარი კულტურული ურთიერთობები ორი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მარჯანიშვილის თეატრი 17 სექტემბერს წარმოადგენს თბილისურ პრემიერას, შექსპირის - "როგორც გენებოთ", რომელიც პირველად ლონდონში, "გლობუსის" თეატრში შექსპირის ფესტივალზე წარვადგინეთ. ჩვენს სცენაზე ითამაშებენ ფრანგები, ბელორუსები, გერმანელები, შვედები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრალური დასები.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება