პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია: "ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობით გავიმარჯვებთ"
ირაკლი ალასანია: "ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობით გავიმარჯვებთ"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც ირაკ­ლი ალა­სა­ნია 2002 წელს პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ზე მიყ­ვე­ბო­და, მი­თხრა, კავ­კა­სი­ე­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ რაზ­მებს წა­ვუ­ყე­ნეთ პი­რო­ბა, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და ისი­ნი სის­ხლის ღვრის გა­რე­შე გავ­დევ­ნეთ პან­კი­სის ხე­ო­ბი­და­ნო. თუ ამის გა­კე­თე­ბა მო­ხერ­ხდა მა­შინ, რო­დე­საც პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში უამ­რა­ვი ია­რა­ღი და არა­ერ­თი ფორ­მი­რე­ბა იყო, რა­ტომ გახ­და შე­უძ­ლე­ბე­ლი, რომ ლა­ფან­ყურ­თან 17 კა­ცის და­კა­ვე­ბა სის­ხლის ღვრი­სა და მსხვერ­პლის გა­რე­შე მომ­ხდა­რი­ყო. ამ და სხვა თე­მებ­ზე "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერს, ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვე­სა­უბ­რეთ:

- პრე­ზი­დენ­ტი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და შს სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უტიფ­რად აწ­ვდი­ან ცრუ­ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე. რა მო­ტი­ვით იყო ეს ჯგუ­ფი შე­მო­სუ­ლი? ვინ აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბას? რა­ტომ ჩა­ტარ­და გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და არა და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია? ეს კი­თხვე­ბი ეჭვს ბა­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

თუკი გა­ვიხ­სე­ნებთ გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩა­ში ჩა­ტა­რე­ბულ გახ­მა­უ­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის წინ ავ­ტო­ბუს­ში ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ჩა­ცხრილ­ვის სპექ­ტაკ­ლი დად­გეს, ამის მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა გა­უკ­ვირ­დეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს სპე­ცო­პე­რა­ცი­ებს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ­მა მან­ქა­ნამ იკად­რა და ისე­თი სპექ­ტაკ­ლი დად­გა, რო­მელ­ზეც მსოფ­ლიო ლა­პა­რა­კობ­და. მა­შინ გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ვი­ყა­ვი და გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ ამა­ზე... ფაქ­ტია, სა­ა­კაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბის სა­პი­რის­პი­როდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი და ხალ­ხი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უც­ვე­ლია. უნდა ვი­ცო­დეთ, რა­ტომ არ და­ტო­ვეს ცო­ცხა­ლი ერთი კა­ციც კი, ვი­საც შე­ეძ­ლო ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნა ამ ჯგუ­ფის მიზ­ნე­ბის­თვის და რა­ტომ აუკ­რძა­ლეს მძევ­ლებს კონ­ტაქ­ტი მე­დი­ას­თან. სი­მარ­თლეს მა­ლა­ვენ, მაგ­რამ ჩვენ მო­ვალთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, გა­მო­ძი­ე­ბას ჩა­ვა­ტა­რებთ და გაც­ნო­ბებთ, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში.

იმე­დი მაქვს, რომ ეს ტრა­გე­დია არ გახ­დე­ბა ჩვე­ნი და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის არე­ვის მი­ზე­ზი. ბევ­რი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ ერ­თად და ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა, იმე­დია, არ გახ­დე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ შუღ­ლი და­ი­წყოს ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა არ უწე­რია.

- მახ­სოვს, ლა­პა­რა­კობ­დით სა­მეგ­რე­ლო­ში არ­სე­ბულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბებ­ზე. ახლა რა ვი­თა­რე­ბაა ზუგ­დიდ­ში?

- შე­მიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით გი­თხრათ, რომ ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ნი იმე­დით უყუ­რე­ბენ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებს. შეხ­ვედ­რა მქონ­და ამე­რი­კელ სე­ნა­ტო­რებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი არ­მია ჩა­მო­დის. ეს იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც უპ­რე­ცე­დენ­ტო დაკ­ვირ­ვე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს ერთ ხმა­საც არა­ვინ მო­ა­პარ­ვი­ნებს და ყვე­ლა ხმა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­თო­დე­ბით.

იხი­ლეთ ვრცლად

ირაკლი ალასანია: "ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობით გავიმარჯვებთ"

ირაკლი ალასანია: "ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობით გავიმარჯვებთ"

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ირაკლი ალასანია 2002 წელს პანკისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციაზე მიყვებოდა, მითხრა, კავკასიელების შეიარაღებულ რაზმებს წავუყენეთ პირობა, რომ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია და ისინი სისხლის ღვრის გარეშე გავდევნეთ პანკისის ხეობიდანო. თუ ამის გაკეთება მოხერხდა მაშინ, როდესაც პანკისის ხეობაში უამრავი იარაღი და არაერთი ფორმირება იყო, რატომ გახდა შეუძლებელი, რომ ლაფანყურთან 17 კაცის დაკავება სისხლის ღვრისა და მსხვერპლის გარეშე მომხდარიყო. ამ და სხვა თემებზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას ვესაუბრეთ:

- პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი და შს სამინისტროს ხელმძღვანელობა საზოგადოებას უტიფრად აწვდიან ცრუინფორმაციას ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. რა მოტივით იყო ეს ჯგუფი შემოსული? ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას? რატომ ჩატარდა განადგურებისა და არა დაკავების ოპერაცია? ეს კითხვები ეჭვს ბადებს საზოგადოებაში.

თუკი გავიხსენებთ გალის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩატარებულ გახმაურებულ ოპერაციას, როდესაც არჩევნების წინ ავტობუსში ქართველი მოსახლეობის ჩაცხრილვის სპექტაკლი დადგეს, ამის მერე ხელისუფლებას არ უნდა გაუკვირდეს, რომ საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს სპეცოპერაციებს.

სააკაშვილის პოლიტიკურმა მანქანამ იკადრა და ისეთი სპექტაკლი დადგა, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობდა. მაშინ გაეროში საქართველოს ელჩი ვიყავი და გაეროს წარმომადგენლები მელაპარაკებოდნენ ამაზე... ფაქტია, სააკაშვილის მტკიცების საპირისპიროდ საქართველოს საზღვარი და ხალხი აბსოლუტურად დაუცველია. უნდა ვიცოდეთ, რატომ არ დატოვეს ცოცხალი ერთი კაციც კი, ვისაც შეეძლო ნათელი მოეფინა ამ ჯგუფის მიზნებისთვის და რატომ აუკრძალეს მძევლებს კონტაქტი მედიასთან. სიმართლეს მალავენ, მაგრამ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, გამოძიებას ჩავატარებთ და გაცნობებთ, რა მოხდა სინამდვილეში.

იმედი მაქვს, რომ ეს ტრაგედია არ გახდება ჩვენი და ჩრდილოკავკასიელების ურთიერთობის არევის მიზეზი. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და ეს ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, იმედია, არ გახდება საფუძველი იმისა, რომ შუღლი დაიწყოს ჩრდილოკავკასიელებსა და საქართველოს შორის. ვიდრე "ნაციონალური მოძრაობაა" ხელისუფლებაში, საქართველოს სტაბილურობა არ უწერია.

- მახსოვს, ლაპარაკობდით სამეგრელოში არსებულ შეიარაღებულ ფორმირებებზე. ახლა რა ვითარებაა ზუგდიდში?

- შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ზუგდიდის რაიონის მცხოვრებნი იმედით უყურებენ მომავალ არჩევნებს. შეხვედრა მქონდა ამერიკელ სენატორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საქართველოში უცხოელი დამკვირვებლების უზარმაზარი არმია ჩამოდის. ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები, რომელიც უპრეცედენტო დაკვირვებით ჩატარდება. სააკაშვილის რეჟიმს ერთ ხმასაც არავინ მოაპარვინებს და ყველა ხმა დაცული იქნება სამართლებრივი მეთოდებით.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა