ცხინვალში ქართული უპილოტოების წინააღმდეგ კომპლექსურ გეგმას ამუშავებენ

ცხინვალში ქართული უპილოტოების წინააღმდეგ კომპლექსურ გეგმას ამუშავებენ

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება და ცხინვალში განლაგებული რუსეთის სამხედროები ქართული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ კომპლექსულ გეგმას ამუშავებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვადიმ სიუკაევმა განაცხადა.

"მუშავდება კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უკანონო ფრენების შემთხვევაში იქნება რეალიზებული", - განაცხადა სიუკაევმა.

მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რა ღონისძიებებს გაატარებენ ქართული უპილოტოების მიმართ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?