საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ დაიწყო ივანიშვილმა, დაამთავროს კიდეც"
"თუ დაიწყო ივანიშვილმა, დაამთავროს კიდეც"

ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­ზე სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ვერ­სია არ­სე­ბობს. ვა­შინგტო­ნი­დან ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ექი­მი-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ვაჟა აფ­ში­ნაშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­სა და მოვ­ლე­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გან­ვი­თა­რე­ბის სცე­ნარ­ზე მი­ამ­ბო. რო­გორც ამ­ბობს, მისი წყა­რო ერთ-ერთი ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა.

ვაჟა აფ­ში­ნაშ­ვი­ლი: "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს გეგ­მა კარ­გა ხნის მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს და მისი ხორ­ცშეს­ხმის­თვის და­ღეს­ტან­ში სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის მკვლე­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. მი­ზე­ზი ამ გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და და­მარ­ცხე­ბის ში­შია, სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მა ასე­თია: უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ოპე­რა­ცია, რა­საც მოჰ­ყვე­ბო­და ისე­თი ფო­ნის შექ­მნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და დიდი საფრ­თხე გვე­მუქ­რე­ბა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის­გან. ამას მოჰ­ყვე­ბო­და (ან მოჰ­ყვე­ბა) რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში, მათ შო­რის, თბი­ლის­ში, რა­საც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ემსხვერ­პლე­ბო­და. ამის ფონ­ზე და­გეგ­მი­ლი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­ზე ტე­რაქ­ტე­ბის მო­წყო­ბა ან თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია, რაც დაჰბ­რალ­დე­ბო­და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ ბო­ე­ვი­კებს. მივ­მარ­თავ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­როს. ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში ქის­ტე­ბის ჩა­ხოც­ვა პირ­ვე­ლი ეტა­პია ამ გეგ­მი­სა. ამას მოჰ­ყვე­ბო­და ტე­რაქ­ტე­ბის სე­რია და ტე­რაქ­ტი ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რა­საც დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლა ან გა­და­დე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და. ან შე­იქ­მნე­ბო­და ისე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონი, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის­თვის აღა­რა­ვის ეც­ლე­ბო­და და ასე­თი გან­წყო­ბის დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტო­ტა­ლუ­რად გა­ა­ყალ­ბებ­და არ­ჩევ­ნებს.

ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში ქის­ტი ქა­ლის გან­ცხა­დე­ბას, შურს ვი­ძი­ებ­თო, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებს. მო­ა­წყო­ბი­ნებს ტე­რაქ­ტებს და და­აბ­რა­ლებს ქის­ტებს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჰყავს ვი­თომ გაქ­ცე­უ­ლი 6 ბო­ე­ვი­კი. მათ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სწო­რედ ტე­რაქ­ტე­ბის­თვის, შოუს მო­ა­წყო­ბენ და მა­თაც მუ­ხა­ნა­თუ­რად და­ხო­ცა­ვენ. შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ მო­ა­წყონ ტე­რაქ­ტი, და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქის­ტე­ბის გვა­მე­ბი და­ყა­რონ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და თქვან, ქის­ტებ­მა შური იძი­ე­სო. ანაც შე­საძ­ლოა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქის­ტე­ბი ისე და­ა­ზომ­ბი­რონ (ამი­სათ­ვის არ­სე­ბობს პრე­პა­რა­ტე­ბი), ჩა­აც­ვან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რი, შე­მო­არ­ტყან ჯი­ჰა­დის ქა­მა­რი, ბო­ძი­ვით და­ა­ყე­ნონ ხალ­ხში და დის­ტან­ცი­ი­დან აა­ფეთ­ქონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ ავან­ტი­უ­რით ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა სურს. რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა, მა­შინ მო­ა­წყო­ბენ ტე­რაქტს, რა­საც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ე­წი­რე­ბა.

მათე ცი­ხე­საშ­ვი­ლი, ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა იჩ­ქე­რი­ის მთავ­რო­ბის წევ­რი (რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სტრას­ბურ­გში ცხოვ­რობს):

- მე პან­კი­სე­ლი ქის­ტი ვარ. ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ომა­ლო­ში და­ვი­ბა­დე და კარ­გად ვიცი ქის­ტე­ბის ადა­თობ­რი­ვი სა­მარ­თა­ლი, ხალ­ხის გან­წყო­ბა. ზვი­ა­დი და ჯო­ჰა­რი მე გა­ვა­ცა­ნი ერ­თმა­ნეთს. მათ შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლიც ვი­ყა­ვი. ლო­პო­ტის ხე­ო­ბის ტრა­გე­დია შავი ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა ჩვენს ხალ­ხთა ის­ტო­რი­ა­ში. კავ­კა­სი­ელ ხალ­ხებ­ში და­უშ­ვე­ბე­ლია წყე­ნა, და­პი­რის­პი­რე­ბა და და­უშ­ვე­ბე­ლი იყო იმ ბი­ჭე­ბის და­ხოც­ვა... ეს დიდ დაღს და­ას­ვამს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას. რა მოხ­და ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში, ეს კი­თხვა ყო­ველ­თვის და­ის­მე­ბა, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის, ასე­ვე კავ­კა­სი­ე­ლე­ბის წი­ნა­შე. მე 4 ომი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი და ვიცი, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის და­ნა­კარ­გი რო­გორ დიდ დაღს ას­ვამს ამა თუ იმ ერს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ვალ­დე­ბუ­ლია, პა­სუ­ხი აგოს. ჩვენ იმა­საც კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბა არ და­უშ­ვას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა იმის ზუს­ტად დად­გე­ნა, თუ რა მოხ­და ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში. ამ ე. წ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დამ­გეგ­მავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰგო­ნია, ხალ­ხი ვერ აზ­როვ­ნებს და არ შე­უძ­ლია სწო­რი დას­კვნა გა­ა­კე­თოს. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავან­ტი­უ­რა, რუ­სეთს არა­ვი­თა­რი როლი არ მი­უ­ძღვის მას­ში. ეს ოპე­რა­ცია აუ­ცი­ლებ­ლო­ბით არ იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი, ეს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, თვი­თონ შე­ა­ი­ა­რა­ღეს ეს ახალ­გაზ­რდე­ბი, და­გეხ­მა­რე­ბით და­ღეს­ტან­ში გა­დას­ვლა­შიო და მერე და­ხო­ცეს. აი, ეს არის მთე­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა ლო­პო­ტის ტრა­გე­დი­ი­სა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩეჩ­ნეთს შო­რის კონ­ფლიქ­ტი არ არ­სე­ბობს, რომ ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ან ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნით უნ­დო­დეს ვინ­მეს მისი გა­და­წყვე­ტა. კონ­ფლიქ­ტი ჩეჩ­ნეთ­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბობს და იქ­ნე­ბა მა­ნამ, სა­ნამ რუ­სე­თი არ ჩათ­ვლის ჩეჩ­ნეთს მე­ზობ­ლად და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფოდ. 17-კა­ცი­ა­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი, რო­გორც ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იმ­დე­ნად სა­ში­ში ყო­ფი­ლა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გამ­ხდა­რა მთე­ლი სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და ავი­ა­ცი­ის დაძ­ვრა მათ გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­მო­საწ­ვე­ვად სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ასეთ მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ, ასე იქნა აგო­რე­ბუ­ლი არა­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი. ის სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­დის თუ შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რო­გორც და­ღეს­ტნი­დან, ასე­ვე ჩეჩ­ნე­თი­დან და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პუბ­ლი­კი­დან, შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ი­ა­რო ისე, რომ არ შეგ­ნიშ­ნონ რუ­სულ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ზღვარს. ეს უნდა სცოდ­ნო­დათ სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. იმას, რაც ჩა­ი­დი­ნა ქარ­თულ­მა უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"თუ დაიწყო ივანიშვილმა, დაამთავროს კიდეც"

"თუ დაიწყო ივანიშვილმა, დაამთავროს კიდეც"

ლოპოტის ხეობაში მომხდარზე სხვადასხვაგვარი ვერსია არსებობს. ვაშინგტონიდან ჩვენი თანამემამულე, ექიმი-ეპიდემიოლოგი ვაჟა აფშინაშვილი დამიკავშირდა და ლოპოტის ხეობაში მომხდარსა და მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარზე მიამბო. როგორც ამბობს, მისი წყარო ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციაა.

ვაჟა აფშინაშვილი: "საქართველოს ხელისუფლებას ეს გეგმა კარგა ხნის მომზადებული აქვს და მისი ხორცშესხმისთვის დაღესტანში სულიერი ლიდერის მკვლელობა გამოიყენა. მიზეზი ამ გეგმის შემუშავებისა მოახლოებული არჩევნები და დამარცხების შიშია, საბოლოო მიზანი კი ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება.

ხელისუფლების გეგმა ასეთია: უნდა ჩატარებულიყო ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების განადგურების ოპერაცია, რასაც მოჰყვებოდა ისეთი ფონის შექმნა, რომ საქართველოში დაიწყო დესტაბილიზაცია და დიდი საფრთხე გვემუქრება ჩრდილოკავკასიელი ბოევიკებისგან. ამას მოჰყვებოდა (ან მოჰყვება) რამდენიმე ტერორისტული აქტი საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლებოდა. ამის ფონზე დაგეგმილი იყო "ქართული ოცნების" ლიდერებზე ტერაქტების მოწყობა ან თავად ივანიშვილის ლიკვიდაცია, რაც დაჰბრალდებოდა ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს. მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დაცვა გააძლიეროს. ლოპოტის ხეობაში ქისტების ჩახოცვა პირველი ეტაპია ამ გეგმისა. ამას მოჰყვებოდა ტერაქტების სერია და ტერაქტი ივანიშვილის წინააღმდეგ, რასაც დესტაბილიზაცია, არჩევნების ჩაშლა ან გადადება მოჰყვებოდა. ან შეიქმნებოდა ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, როდესაც არჩევნებისთვის აღარავის ეცლებოდა და ასეთი განწყობის დროს ხელისუფლება ტოტალურად გააყალბებდა არჩევნებს.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ქისტი ქალის განცხადებას, შურს ვიძიებთო, სააკაშვილი სათავისოდ გამოიყენებს. მოაწყობინებს ტერაქტებს და დააბრალებს ქისტებს.

როგორც ამბობენ, ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავს ვითომ გაქცეული 6 ბოევიკი. მათ გამოიყენებენ სწორედ ტერაქტებისთვის, შოუს მოაწყობენ და მათაც მუხანათურად დახოცავენ. შეიძლება თვითონ მოაწყონ ტერაქტი, დატყვევებული ქისტების გვამები დაყარონ შემთხვევის ადგილზე და თქვან, ქისტებმა შური იძიესო. ანაც შესაძლოა დატყვევებული ქისტები ისე დააზომბირონ (ამისათვის არსებობს პრეპარატები), ჩააცვან "ქართული ოცნების" მაისური, შემოარტყან ჯიჰადის ქამარი, ბოძივით დააყენონ ხალხში და დისტანციიდან ააფეთქონ. ხელისუფლებას ამ ავანტიურით ივანიშვილის განადგურება სურს. როდესაც მოსახლეობასთან ექნება შეხვედრა, მაშინ მოაწყობენ ტერაქტს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირება.

მათე ციხესაშვილი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრი (რომელიც ამჟამად სტრასბურგში ცხოვრობს):

- მე პანკისელი ქისტი ვარ. ახმეტის რაიონში, სოფელ ომალოში დავიბადე და კარგად ვიცი ქისტების ადათობრივი სამართალი, ხალხის განწყობა. ზვიადი და ჯოჰარი მე გავაცანი ერთმანეთს. მათ შორის შუამავალიც ვიყავი. ლოპოტის ხეობის ტრაგედია შავი ასოებით ჩაიწერება ჩვენს ხალხთა ისტორიაში. კავკასიელ ხალხებში დაუშვებელია წყენა, დაპირისპირება და დაუშვებელი იყო იმ ბიჭების დახოცვა... ეს დიდ დაღს დაასვამს ჩვენს ურთიერთობას. რა მოხდა ლოპოტის ხეობაში, ეს კითხვა ყოველთვის დაისმება, როგორც ქართველების, ასევე კავკასიელების წინაშე. მე 4 ომი მაქვს გამოვლილი და ვიცი, თითოეული ადამიანის დანაკარგი როგორ დიდ დაღს ასვამს ამა თუ იმ ერს. პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და ვალდებულია, პასუხი აგოს. ჩვენ იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია თავის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირება არ დაუშვას, მაგრამ ჯერჯერობით შეუძლებელი ხდება იმის ზუსტად დადგენა, თუ რა მოხდა ლოპოტის ხეობაში. ამ ე. წ. სპეცოპერაციის დამგეგმავ ხელისუფლებას ჰგონია, ხალხი ვერ აზროვნებს და არ შეუძლია სწორი დასკვნა გააკეთოს. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ავანტიურა, რუსეთს არავითარი როლი არ მიუძღვის მასში. ეს ოპერაცია აუცილებლობით არ იყო ნაკარნახევი, ეს იყო ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი, თვითონ შეაიარაღეს ეს ახალგაზრდები, დაგეხმარებით დაღესტანში გადასვლაშიო და მერე დახოცეს. აი, ეს არის მთელი საიდუმლოება ლოპოტის ტრაგედიისა.

საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის კონფლიქტი არ არსებობს, რომ ძალისმიერი მეთოდებით ან იარაღის ჟღარუნით უნდოდეს ვინმეს მისი გადაწყვეტა. კონფლიქტი ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის არსებობს და იქნება მანამ, სანამ რუსეთი არ ჩათვლის ჩეჩნეთს მეზობლად და სრულუფლებიან სახელმწიფოდ. 17-კაციანი ტერორისტული ჯგუფი, როგორც ამბობს საქართველოს ხელისუფლება, იმდენად საშიში ყოფილა, რომ აუცილებელი გამხდარა მთელი სამხედრო პოტენციალისა და ავიაციის დაძვრა მათ გასანადგურებლად. კონფლიქტების გამოსაწვევად სახელმწიფოები ასეთ მეთოდებს იყენებენ, ასე იქნა აგორებული არაბული რევოლუციები. ის საცალფეხო ბილიკები, რომლებიც გადადის თუ შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე როგორც დაღესტნიდან, ასევე ჩეჩნეთიდან და ჩრდილო კავკასიის ნებისმიერი რესპუბლიკიდან, შეუძლებელია გაიარო ისე, რომ არ შეგნიშნონ რუსულმა დანაყოფებმა, რომლებიც სრულად აკონტროლებენ საქართველოსთან საზღვარს. ეს უნდა სცოდნოდათ საქართველოს უშიშროების წარმომადგენლებსაც. იმას, რაც ჩაიდინა ქართულმა უშიშროების სამსახურმა, არავითარი გამართლება არა აქვს.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა