მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაშორდა თუ არა ზურა ხაჩიძე მეუღლეს
გაშორდა თუ არა ზურა ხაჩიძე მეუღლეს

რო­გორც ჩანს, არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­მა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­დან გა­ა­აქ­ტუ­ა­ლუ­რა და ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი შეგ­ვახ­სე­ნა, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ არა­პო­ლი­ტი­კუ­რი ჭო­რე­ბიც მო­ამ­რავ­ლა. ზურა ხა­ჩი­ძე, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რი, უამ­რა­ვი გო­გო­ნას გულ­თამ­პყრო­ბე­ლი იყო, ხან ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან რო­მანს მი­ა­წერ­დნენ, რაც, სხვა­თა შო­რის, თა­ვად ქე­თამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთ ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა კი­დეც, ხა­ნაც - ინგა გრი­გო­ლი­ას­თან, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ღე­რალ­მა ამ ჭო­რებს თა­ვად და­უს­ვა წერ­ტი­ლი, რო­დე­საც მა­შინ­დე­ლი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას, და, ხა­თუ­ნა, მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად. სხვა­თა შო­რის, "რე­ი­ტინ­გმა" მათ ქორ­წი­ნე­ბას სტა­ტი­აც მი­უ­ძღვნა, სა­დაც წყვილს მი­ვუ­ლო­ცეთ და ისიც გვე­წე­რა, რომ მათ შო­რის სო­ლი­დუ­რი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო. ამ სტა­ტი­ამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხა­თუ­ნას გული ატ­კი­ნა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით იმა­საც ამ­ბობ­და, თით­ქოს "რე­ი­ტინ­გმა" გა­მო­კი­თხვაც კი მო­ა­წყო მკი­თხვე­ლებ­ში, რას ფიქ­რობ­დნენ ისი­ნი იმ სხვა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ წყვი­ლის ასაკს შო­რის იყო. თუმ­ცა აი, ახლა მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ვა­ზუს­ტოთ, რომ მსგავ­სი გა­მო­კი­თხვა არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია და არც სურ­ვი­ლი გაგ­ვჩე­ნია. მით უმე­ტეს, ზუ­რა­სა და ხა­თუ­ნას ოჯახ­ში პა­ტა­რა ანას­ტა­სია გაჩ­ნდა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რით ბევ­რს და­ა­მახ­სოვ­რა თავი და მგო­ნი, მშობ­ლებ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლიც კი გახ­და.

ახლა კი, როცა ზურა ხა­ჩი­ძე "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რია, მის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჭორი გავ­რცელ­და. პირ­ვე­ლი ის გახ­ლავთ, რომ ზურა მე­უღ­ლეს და­შორ­და, მე­ო­რე კი ის, რომ მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ ფული გა­და­ი­ხა­და მის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბა­ში. ორი­ვე ჭო­რის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ზუ­რას და­ვუ­რე­კეთ, რო­მე­ლიც მან­ქა­ნა­ში იჯდა და მი­უ­ხე­და­ვად ამ მზაკ­ვა­რი ჭო­რე­ბი­სა, ჩვენს შე­კი­თხვებს მა­ინც უპა­სუ­ხა.

- ზურა, რამ­დე­ნი­მე ჭო­რის შე­სა­ხებ გკი­თხავთ.

- გის­მენთ.

- ამ­ბო­ბენ, რომ მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ ფული გა­და­ი­ხა­და, დი­დუ­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი რომ გამ­ხდა­რი­ყა­ვით "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი­დან"...

- რა სი­სუ­ლე­ლეა (იცი­ნის). მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რი კი ვარ, მაგ­რამ ის ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფერ შუ­ა­ში არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა და ამ ყო­ვე­ლი­ვეს­თან კავ­ში­რი არ აქვს. რა სა­ჭი­რო იყო ფუ­ლის გა­დახ­და იმა­ში, რომ მე მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი?!. იმ პარ­ტი­ა­ში გავ­წევ­რდი, რო­მე­ლიც თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიჰ­ყვე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. ინ­გამ, შემ­დეგ ლე­ვან­მა, გი­ორ­გიმ შე­მომ­თა­ვა­ზეს მათ­თან ყოფ­ნა.

- ინგა გრი­გო­ლი­ას­თან თქვენ­მა ძველ­მა მე­გობ­რო­ბამ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი?

- კი, მათ შო­რის ინ­გას­თან მე­გობ­რო­ბი­და­ნაც წა­მო­ვი­და ეს წი­ნა­და­დე­ბა. ასე­ვე ვმე­გობ­რობ ლე­ვან ვე­ფხვა­ძეს­თან, გი­ორ­გი ახვლე­დი­ან­თან და გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს­თან. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ამ პარ­ტი­ა­ში. სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თად გა­მოვ­თქვამ­დით პრო­ტესტს და ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში...

- ზურა, კი­დევ ერთი ჭორი ის არის, რომ მე­უღ­ლეს და­შორ­დით.

- არა, რას ლა­პა­რა­კობთ?!. თან, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ ფული გა­და­ი­ხა­და ჩემს კან­დი­და­ტო­ბა­ში და თან მე­უღ­ლეს გავ­შორ­დი?!. ხა­თუ­ნას­თან ერ­თად ვარ და თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით კი­დევ ერთხელ ვე­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ოჯა­ხი გვაქვს... ამ­ჟა­მად, ნინი ქარ­სე­ლა­ძე და "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" მივ­დი­ვართ ზუგ­დიდ­ში, სა­დაც ჩვე­ნი პარ­ტი­ის მხარ­და­სა­ჭერ გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტს ვა­ტა­რებთ, მერე კი თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დე­ბი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გაშორდა თუ არა ზურა ხაჩიძე მეუღლეს

გაშორდა თუ არა ზურა ხაჩიძე მეუღლეს

როგორც ჩანს, არჩევნების პერიოდმა ბევრი ადამიანი თავიდან გაააქტუალურა და ძველი სახეები შეგვახსენა, მათთან დაკავშირებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჭორებიც მოამრავლა. ზურა ხაჩიძე, "ქუჩის ბიჭების" წევრი, უამრავი გოგონას გულთამპყრობელი იყო, ხან ქეთა თოფურიასთან რომანს მიაწერდნენ, რაც, სხვათა შორის, თავად ქეთამ მოგვიანებით ერთ-ერთ ტელეინტერვიუში აღიარა კიდეც, ხანაც - ინგა გრიგოლიასთან, თუმცა რამდენიმე წლის წინ მომღერალმა ამ ჭორებს თავად დაუსვა წერტილი, როდესაც მაშინდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას, და, ხათუნა, მოიყვანა ცოლად. სხვათა შორის, "რეიტინგმა" მათ ქორწინებას სტატიაც მიუძღვნა, სადაც წყვილს მივულოცეთ და ისიც გვეწერა, რომ მათ შორის სოლიდური ასაკობრივი სხვაობა იყო. ამ სტატიამ, როგორც აღმოჩნდა, ხათუნას გული ატკინა და მოგვიანებით იმასაც ამბობდა, თითქოს "რეიტინგმა" გამოკითხვაც კი მოაწყო მკითხველებში, რას ფიქრობდნენ ისინი იმ სხვაობაზე, რომელიც ამ წყვილის ასაკს შორის იყო. თუმცა აი, ახლა მოგვეცა საშუალება, დავაზუსტოთ, რომ მსგავსი გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია და არც სურვილი გაგვჩენია. მით უმეტეს, ზურასა და ხათუნას ოჯახში პატარა ანასტასია გაჩნდა, ლამაზი გოგონა, რომელმაც სიმღერით ბევრს დაამახსოვრა თავი და მგონი, მშობლებზე პოპულარულიც კი გახდა.

ახლა კი, როცა ზურა ხაჩიძე "ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარია, მის შესახებ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ჭორი გავრცელდა. პირველი ის გახლავთ, რომ ზურა მეუღლეს დაშორდა, მეორე კი ის, რომ მერაბ ჟორდანიამ ფული გადაიხადა მის მაჟორიტარობაში. ორივე ჭორის გადასამოწმებლად ზურას დავურეკეთ, რომელიც მანქანაში იჯდა და მიუხედავად ამ მზაკვარი ჭორებისა, ჩვენს შეკითხვებს მაინც უპასუხა.

- ზურა, რამდენიმე ჭორის შესახებ გკითხავთ.

- გისმენთ.

- ამბობენ, რომ მერაბ ჟორდანიამ ფული გადაიხადა, დიდუბის მაჟორიტარი რომ გამხდარიყავით "ქრისტიან-დემოკრატებიდან"...

- რა სისულელეა (იცინის). მერაბ ჟორდანიას ოჯახის წევრი კი ვარ, მაგრამ ის ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. საქართველოში არ იმყოფება და ამ ყოველივესთან კავშირი არ აქვს. რა საჭირო იყო ფულის გადახდა იმაში, რომ მე მაჟორიტარობის კანდიდატი გავმხდარიყავი?!. იმ პარტიაში გავწევრდი, რომელიც თანმიმდევრულად მიჰყვება პოლიტიკურ პროცესებს. ინგამ, შემდეგ ლევანმა, გიორგიმ შემომთავაზეს მათთან ყოფნა.

- ინგა გრიგოლიასთან თქვენმა ძველმა მეგობრობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი?

- კი, მათ შორის ინგასთან მეგობრობიდანაც წამოვიდა ეს წინადადება. ასევე ვმეგობრობ ლევან ვეფხვაძესთან, გიორგი ახვლედიანთან და გიორგი თარგამაძესთან. ბევრი მეგობარი მყავს ამ პარტიაში. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთად გამოვთქვამდით პროტესტს და ვიღებდით მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში...

- ზურა, კიდევ ერთი ჭორი ის არის, რომ მეუღლეს დაშორდით.

- არა, რას ლაპარაკობთ?!. თან, მერაბ ჟორდანიამ ფული გადაიხადა ჩემს კანდიდატობაში და თან მეუღლეს გავშორდი?!. ხათუნასთან ერთად ვარ და თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს. ოჯახი გვაქვს... ამჟამად, ნინი ქარსელაძე და "ქუჩის ბიჭები" მივდივართ ზუგდიდში, სადაც ჩვენი პარტიის მხარდასაჭერ გრანდიოზულ კონცერტს ვატარებთ, მერე კი თბილისში დავბრუნდები.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება