მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ მაკკეინი ბიძინა ივანიშვილს ხვდება
 ჯონ მაკკეინი ბიძინა ივანიშვილს ხვდება

აშშ–ის სე­ნა­ტის დე­ლე­გა­ცია ჯონ მა­კ­კე­ი­ნის ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბით ამ წუ­თებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ხვდე­ბა.

შეხ­ვედ­რა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მას­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად, ირაკ­ლი ალა­სა­ნია და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ახა­ლი ელჩი რი­ჩარდ ნორ­ლან­დიც.

ამას­თან, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამე­რი­კელ სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ინს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე აზრს შე­აც­ვლე­ვი­ნებს. ამის შე­სა­ხებ ივა­ნიშ­ვილ­მა 31 აგ­ვის­ტოს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი მა­კ­კე­ი­ნის ჩა­მოს­ვლას. ვე­ლო­დე­ბი მას­თან შეხ­ვედ­რას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­საც და­ვარ­წმუ­ნებ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ის კაცი არ არის, რო­მე­ლიც მას ჰგო­ნია. დიდი იმე­დი მაქვს, რომ მოხ­დე­ბა ეს შეხ­ვედ­რა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მა­საც შე­ვუც­ვლი აზრს", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

აშშ–ის სე­ნა­ტის სამ­კა­ცი­ა­ნი დე­ლე­გა­ცია სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს დღეს, ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით ეწ­ვია. დე­ლე­გა­ცი­ა­ში არი­ან სე­ნა­ტო­რი ჯო­ზეფ ლი­ბერ­მა­ნი (და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, კო­ნე­კტი­კუ­ტის შტა­ტი) და სე­ნა­ტო­რი ლინდსი გრე­მი ("რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია", სამ­ხრე­თი კა­რო­ლი­ნა).

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში სე­ნა­ტო­რე­ბი დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­საც გა­მარ­თა­ვენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ჯონ მაკკეინი ბიძინა ივანიშვილს ხვდება

 ჯონ მაკკეინი ბიძინა ივანიშვილს ხვდება

აშშ–ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილს ხვდება.

შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილიც მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.

ამასთან, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე აზრს შეაცვლევინებს. ამის შესახებ ივანიშვილმა 31 აგვისტოს, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა.

"მოუთმენლად ველოდები მაკკეინის ჩამოსვლას. ველოდები მასთან შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, მასაც დავარწმუნებ, რომ სააკაშვილი ის კაცი არ არის, რომელიც მას ჰგონია. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ეს შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც შევუცვლი აზრს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია", სამხრეთი კაროლინა).

ვიზიტის ფარგლებში სენატორები დღეს პრესკონფერენციასაც გამართავენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა