მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელმა ქურდმა ბრილიანტი გადაყლაპა
ჩინელმა ქურდმა ბრილიანტი გადაყლაპა

შრი-ლან­კა­ში სა­ი­უ­ვი­ლე­რო გა­მო­ფე­ნა "Facets Sri Lanka"-ს სტუ­მარ­მა ბრი­ლი­ან­ტი გა­დაყ­ლა­პა.

32 წლის ჩი­ნე­ლი მა­მა­კა­ცი სა­ი­უ­ვი­ლე­რო ნა­კე­თო­ბის მო­პარ­ვის მცდე­ლო­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ქურ­დს ბრი­ლი­ან­ტის ად­გილ­ზე და­საბ­რუ­ნე­ლად ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ. ბრი­ლი­ან­ტი 1,5 კა­რა­ტი­ა­ნია და და­ახ­ლო­ე­ბით 15 000 დო­ლა­რი ღირს.

გა­მო­ფე­ნის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის თქმით, ჩი­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის ვიტ­რი­ნას­თან მი­ვი­და და ითხო­ვა მის­თვის ბრი­ლი­ან­ტი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ.

"მან იგი ხელ­ში აიღო და ისე­თი სახე მი­ი­ღო, თით­ქოს ქვას სწავ­ლობ­და, შემ­დეგ უცებ პირ­ში ჩა­ი­დო და გა­დაყ­ლა­პა",- ყვე­ბა ვიტ­რი­ნის მფლო­ბე­ლი.

მფლო­ბე­ლი დაც­ვას და­უ­კავ­შირ­და, რის შემ­დე­გაც ჩი­ნე­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს და პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცეს.

ბრი­ლი­ან­ტის ქურ­დის და­პა­ტიმ­რე­ბადამ­ნა­შა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რომ მის­თვის სა­ფა­ღა­რა­თო მი­ე­ცათ და ალ­მა­სი ამო­ე­ღოთ. მაგ­რამ ქურ­დი უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა: დი­აგ­ნოს­ტი­კის დროს რენტგე­ნის სუ­რათ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ალ­მა­სი საყ­ლა­პავ მილ­ში გა­ე­ჭე­და.

"ექი­მებ­მა ძვირ­ფა­სი ქვა ქი­რურ­გი­უ­ლი გზით უნდა ამო­ი­ღონ",- გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აჯოტ რო­ჰა­ნამ.

მე­დი­კო­სე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 32 წლის მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თე ემუქ­რე­ბა, თუ ალ­მასს არ ამო­ი­ღე­ბენ. ბასრ კი­დე­ე­ბი­ან­მა ქვამ, შე­საძ­ლოა, მისი საყ­ლა­პა­ვი მი­ლის კედ­ლე­ბი და­ა­ზი­ა­ნოს.

ამას­თან, ალ­მა­სის ქურ­დი და­ზა­რა­ლე­ბულ კომ­პა­ნი­ას ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის შე­ძე­ნის გა­ფორ­მე­ბას სთა­ვა­ზობს. მაგ­რამ ისი­ნი ქურ­დის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხო­ვენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

ჩინელმა ქურდმა ბრილიანტი გადაყლაპა

ჩინელმა ქურდმა ბრილიანტი გადაყლაპა

შრი-ლანკაში საიუვილერო გამოფენა "Facets Sri Lanka"-ს სტუმარმა ბრილიანტი გადაყლაპა.

32 წლის ჩინელი მამაკაცი საიუვილერო ნაკეთობის მოპარვის მცდელობისთვის დააპატიმრეს. ქურდს ბრილიანტის ადგილზე დასაბრუნელად ქირურგიულ ოპერაციას გაუკეთებენ. ბრილიანტი 1,5 კარატიანია და დაახლოებით 15 000 დოლარი ღირს.

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ჩინელი მამაკაცი ძვირფასეულობის ვიტრინასთან მივიდა და ითხოვა მისთვის ბრილიანტი ეჩვენებინათ.

"მან იგი ხელში აიღო და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ქვას სწავლობდა, შემდეგ უცებ პირში ჩაიდო და გადაყლაპა",- ყვება ვიტრინის მფლობელი.

მფლობელი დაცვას დაუკავშირდა, რის შემდეგაც ჩინელი დააპატიმრეს და პოლიციას გადასცეს.

ბრილიანტის ქურდის დაპატიმრებადამნაშავე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომ მისთვის საფაღარათო მიეცათ და ალმასი ამოეღოთ. მაგრამ ქურდი უიღბლო აღმოჩნდა: დიაგნოსტიკის დროს რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ ალმასი საყლაპავ მილში გაეჭედა.

"ექიმებმა ძვირფასი ქვა ქირურგიული გზით უნდა ამოიღონ",- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა აჯოტ როჰანამ.

მედიკოსები მიიჩნევენ, რომ 32 წლის მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთე ემუქრება, თუ ალმასს არ ამოიღებენ. ბასრ კიდეებიანმა ქვამ, შესაძლოა, მისი საყლაპავი მილის კედლები დააზიანოს.

ამასთან, ალმასის ქურდი დაზარალებულ კომპანიას ძვირფასეულობის შეძენის გაფორმებას სთავაზობს. მაგრამ ისინი ქურდის გასამართლებას ითხოვენ.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს