უშბაზე რუსი მთამსვლელი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა, ილია ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მაშველები ცხედრის გადმოსვენებას დღის განმავლობაში შეძლებენ.
რუსი მთამსვლელის გარდაცვალების შესახებ მაშველებმა გუშინ საღამოს შეიტყვეს.
ამ დრომდე ვერ ხერხდება სომეხი მთამსვლელის უშბიდან ჩამოყვანა. ჯაფარიძის განმარტებით, სომეხი მთამსვლელი ისეთ სიმაღლეზეა, რომ ვერტმფრენი მისვლას ვერ ახერხებს. მაშველები მის დასახმარებლად ამ დრომდე მუშაობენ.