მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება სამორისა და ლიკას შორის
რა ხდება სამორისა და ლიკას შორის

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ფი­ნა­ლამ­დე ერთ კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი რჩე­ბა. ამ პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წყვი­ლი სა­მო­რი და ლიკა მთელ დღე­ებს "თე­ლას" სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში ატა­რე­ბენ. მათ წყვილს ბევ­რი ქება შეხ­ვდა, ბოლო დროს კი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ჯერ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მო­რი­სა და ლი­კას შო­რის სა­მო­რი უფრო კარ­გად ცეკ­ვავს, ბოლო გა­და­ცე­მა­ზე კი ლი­კაც შე­ა­ქო... რო­გორ მი­ი­ღო ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რის პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა ლი­კამ და რა­ტომ აქვს სა­მო­რის რთუ­ლი ხა­სი­ა­თი, ამის შე­სა­ხებ ისი­ნი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

- სა­მო­რი, რო­გორ შე­იკ­რა შენი და ლი­კას წყვი­ლი?

- საქ­მე ისაა, რომ წყვი­ლე­ბის სხვა­დას­ხვა კონ­ფი­გუ­რა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ბევ­რი სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო თა­ვი­დან ამ შოუს მო­ნა­წი­ლე, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ვერ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვერ გე­ტყვით, რომ მე­წყვი­ლე­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი არ­ჩე­ვა­ნი იყო, რად­გან პა­ტა­რა კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი იყო. მე­ო­რე კას­ტინ­გში, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო მეტი მო­ცეკ­ვა­ვე მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვერ გე­ტყვი, რომ ვინ­მე­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვთქვი, იქ იყ­ვნენ გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად ას­რუ­ლე­ბენ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს, მაგ­რამ მხო­ლოდ ამ კრი­ტე­რი­უ­მით არ შე­მირ­ჩე­ვია მე­წყვი­ლე. მინ­დო­და, პირ­ველ რიგ­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლას­თან მუ­შა­ო­ბას ვერ შევ­ძლებ­დი და ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მაქვს სა­უ­ბა­რი სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­ზე, ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო გო­გო­ნაა, უბ­რა­ლოდ, ზო­გა­დად ვამ­ბობ.

თა­ვი­დან­ვე, როცა კას­ტინ­გის ოთახ­ში ლიკა შე­მო­ვი­და, მის მი­მართ კარ­გად გან­ვე­წყვე. ვხვდე­ბო­დი, რომ არ არის სა­მე­ჯლი­სო მო­ცეკ­ვა­ვე და შე­იძ­ლე­ბო­და, გას­ჭირ­ვე­ბო­და რა­ღაც ილე­თე­ბი, დიდ­ხანს არ მი­ფიქ­რია. ვფიქ­რობ, მა­ინც სა­მარ­თლი­ა­ნად გა­და­წყდა ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ბა­ლან­სი კარ­გად გა­ნა­წილ­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ერთი წყვი­ლი შე­და­რე­ბით სუს­ტი ყო­ფი­ლი­ყო და მე­ო­რე - ძლი­ე­რი. არა­ვის ეწყი­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი წარ­სუ­ლის გამო, ისე­თი ილე­თე­ბის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, რაც სხვას არ შე­უძ­ლია. ეს უკვე რა­ღაც პლუ­სია. ამას­თან ერ­თად, ძლი­ე­რი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე რომ მყო­ლო­და მე­წყვი­ლე, გარ­კვე­ულ ტუ­რებ­ში ეს ალ­ბათ ბა­ლანსს და­არ­ღვევ­და. ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში ვი­მე­ო­რებ, რომ როცა ერ­თად სწავ­ლობ რა­ღა­ცას, უფრო კარ­გად შედ­გე­ბა წყვი­ლი, არ არის კარ­გი, როცა წყვილ­ში ერთი მე­ო­რე­ზე ძლი­ე­რია.

- ლიკა, სა­მო­რის თუ იც­ნობ­დი აქა­მდე და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თუ იცო­დი?

- სა­მო­რის არ ვიც­ნობ­დი და არც მისი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და შრო­მას ვარ მიჩ­ვე­უ­ლი და ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, ისე­თი პარტნი­ო­რი შემ­ხვედ­რო­და, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დე­ბო­და საქ­მეს. მე საქ­მის სა­ნა­ხევ­როდ გა­კე­თე­ბა არ მჩვე­ვია. როცა რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვნა­ხე, რომ სა­მო­რიც მაქ­სი­მა­ლის­ტია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მას ჰქონ­და ის თვი­სე­ბე­ბი, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

- ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა "ას გრა­დუს­ში" თქვა, რომ სა­მო­რი უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე შენ. ამან ხომ არ გა­გა­ნა­წყე­ნა?

- ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს. ასე მი­იჩ­ნევს ეს ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლას ვერ გა­მო­ვე­კი­დე­ბი მათი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო.

- სტი­მუ­ლი ხომ არ და­გე­კარ­გა?

- არა­ნა­ი­რად, რად­გან სხვა არა­ვის­გან გა­მი­გია მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა. ისე, ყვე­ლა შე­ნიშ­ვნა­სა და შე­ფა­სე­ბას მი­ვი­ღებ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იმით იზ­რდე­ბა, რომ ყვე­ლას ნათ­ქვამს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბევ­რჯერ შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გე­წყი­ნოს, მაგ­რამ ამან არ უნდა გა­გა­ჩე­როს და შენი საქ­მე უნდა აკე­თო. ეს ისე­თი პრო­ექ­ტია, როცა ბო­ლოს წყვი­ლი თით­ქმის თა­ნაბრდე­ბა. სა­მო­რი რომ ყვე­ლა შემ­დეგ ტურ­ში სულ უფრო ძლი­ე­რად ცეკ­ვავს, ეს ასეც უნდა იყოს. თუკი ამე­რი­კულ ან რუ­სულ ანა­ლო­გებს გა­დავ­ხე­დავთ, ბო­ლოს­კენ ვარ­სკვლავ­სა და მო­ცეკ­ვა­ვეს ერ­თმა­ნე­თის­გან ვე­ღარ არ­ჩე­ვენ.

სა­მო­რი:

- პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა, ასე ვთქვათ, "თავი არ უნდა გა­ი­გი­ჟოს" და თავ­ზე არ უნდა გა­და­ახ­ტეს მე­წყვი­ლეს. ლიკა მი­ყუ­რებს, რო­გორ ვცეკ­ვავ, რა შე­მიძ­ლია და შემ­დეგ მე­წყო­ბა. მე ზოგ­ჯერ მი­ჭირს რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა და და­მახ­სოვ­რე­ბა.

ლიკა:

- 17 წე­ლია სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და უამ­რა­ვი პარტნი­ო­რი მყო­ლია, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მეხ­მა­რე­ბა სა­მო­რის­თა­ნაც. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ წყვი­ლი შეკ­რუ­ლი­ყო და თა­ვი­სი სახე ჰქო­ნო­და.

- პრო­ექ­ტი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა და მინ­და გა­იხ­სე­ნოთ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი...

სა­მო­რი:

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი? ვერ გა­მოვ­ყოფ. პა­ტა­რა ცხოვ­რე­ბა­სა­ვით არის. ორი თვეა გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ მგო­ნია, რომ დიდი ხა­ნია, ამ პრო­ექ­ტში ვარ. ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე, რო­მე­ლი ცეკ­ვა შე­ვას­რუ­ლეთ მე­ო­რე ან მე­სა­მე ტურ­ში. გა­და­ცე­მი­დან გა­და­ცე­მამ­დე ერთი კვი­რა ისე მალე გა­დის, ვერც წარ­მო­იდ­გენთ. ჩვენ იმ­დე­ნად თვითკრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, მა­ღა­ლი ქუ­ლაც რომ მი­ვი­ღოთ, მა­ინც არ გვა­წყნა­რებს. პი­რა­დად მე წნე­ხის ქვეშ უფრო მე­ტად ვავ­ლენ სა­კუ­თარ თვი­სე­ბებს.

ლიკა:

- ეს კონ­კურ­სი იმი­თაც არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მხო­ლოდ ცეკ­ვა­ში კი არა, მო­რა­ლურ გამ­ძლე­ო­ბა­შიც არის შე­ჯიბ­რე­ბა.

- ბოლო კვი­რებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა თქვე­ნი ლი­დე­რო­ბა. ეს თუ არის წნე­ხი და თუ გრძნობ­დით პრო­ექ­ტის შიგ­ნით და­ძა­ბუ­ლო­ბას კონ­კუ­რენ­ტებს შო­რის?

- ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, თუ სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო და მე­გობ­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბო­და. არ არის ისე­თი გან­წყო­ბა, რომ სხვას შენი ცუდი უხა­რო­დეს და კარ­გი სწყინ­დეს. გული მწყდე­ბო­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ზე, ვინც პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა. პრო­ექ­ტის შიგ­ნით და­ძა­ბუ­ლო­ბა არ იგ­რძნო­ბა, კი ლა­პა­რა­კო­ბენ ამა­ზე, მაგ­რამ ჩვენ და­ძა­ბუ­ლო­ბას ვერ ვგრძნობთ.

სა­მო­რი:

- მარ­თა­ლია, ეს ცეკ­ვის კონ­კურ­სია და მა­ყუ­რებ­ლის­თვის ესაა მთა­ვა­რი, მაგ­რამ ჩვენ­თვის წინა პლან­ზე სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა და მე­ტის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლია. არა მხო­ლოდ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ვგუ­ლის­ხმობ, არა­მედ ყვე­ლას, ვინც ამ პრო­ექ­ტშია და­კა­ვე­ბუ­ლი. ვი­საც ცეკ­ვა არ გა­მოს­დის, მის­თვის უფრო რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამი­ტომ ხალ­ხს მინ­და მო­ვუ­წო­დო, ზედ­მე­ტი შე­ფა­სე­ბე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. ეკ­რან­ზე ჩანს ამ ყვე­ლაფ­რის კულ­მი­ნა­ცია, მაგ­რამ ამ ცეკ­ვე­ბის დად­გმი­სას იმ­დე­ნი ოფ­ლია დაღ­ვრი­ლი, იმ ბა­თუ­მის ბი­ნა­ში რომ და­იღ­ვა­როს, მე­ზო­ბელ­თან ჩავა ქვე­ვით (იცი­ნი­ან). ვინც უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა.

- ეს პრო­ექ­ტი თქვენ ორის­თვის მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღმო­ჩნდა. ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ინგა გრი­გო­ლია, სოფო შე­ვარ­დნა­ძე და სხვა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ სა­მო­რის. რო­გორ ფიქ­რობ, რით მო­ხიბ­ლე ქა­ლე­ბი?

- არ ვიცი, ეს შე­კი­თხვა ჩემ­თან არის? ალ­ბათ, მათ უნდა ჰკი­თხოთ... არ ვიცი, რა­ტომ.

- სა­მო­რი თავ­მდაბ­ლობს...

ლიკა:

- სწო­რედ ამ თავ­მდაბ­ლო­ბი­სა და უშუ­ა­ლო­ბის გამო იხიბ­ლე­ბი­ან. კა­მე­რა და სცე­ნა სარ­კე­სა­ვით არის და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა, საქ­მი­სად­მი მიდ­გო­მა, ეს ყო­ვე­ლი­ვე კარ­გად ჩანს.

სა­მო­რი:

- თა­ვი­დან სუს­ტად რომ და­მე­წყო და კარ­გად არ მე­ცეკ­ვა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ლე­ვე გა­მოვ­ვარ­დე­ბო­დი. ამ კონ­კურ­სში მხო­ლოდ ცეკ­ვი­თა და შრო­მით მი­ვაღ­წიე ყვე­ლა­ფერს და არ მი­მი­ცია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის იმის უფ­ლე­ბა, რომ არ მეშ­რო­მა ბევ­რი და ის მე­ფიქ­რა, მა­ინც მი­მე­სი­ჯე­ბენ და ტუ­რი­დან ტურ­ში გა­და­ვალ-მეთ­ქი. და­ვა­მა­ტებ იმას, რომ ბავ­შვო­ბი­დან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა რამ­დე­ნი­მე საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­შიც წლო­ბით დიდი შრო­მა ჩა­მი­დია, მაგ­რამ შე­დე­გი არ მქო­ნია, თუნ­დაც სპორ­ტს და­ვა­სა­ხე­ლებ მა­გა­ლი­თად, სხვას კი არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, ვინც მე მიც­ნობს, მან იცის. ბევ­რი მი­მუ­შა­ვია და ტვი­ნიც ჩა­მირ­თავს, მაგ­რამ არა­ფე­რი დამ­ბრუ­ნე­ბია უკან. იმას ვერ მი­ვაღ­წიე, რაც მინ­დო­და. ჩემ­თვის ეს კონ­კურ­სი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის კარ­გი შან­სია. თუ კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ეს პი­რა­დად ჩემ­თვის დიდი რამ იქ­ნე­ბა - ის საქ­მე, რა­შიც ასი პრო­ცენ­ტი მი­ვი­ღე, ჩა­დე­ბუ­ლი შრო­მის პრო­პორ­ცი­უ­ლად.

- მკი­თხველს აინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი სხვა ცხოვ­რე­ბაც. რო­გორ ახერ­ხებთ გან­ტვირ­თვას და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ვინ გეხ­მა­რე­ბათ, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს ად­ვი­ლად გა­უმკლავ­დეთ?

ლიკა:

- ორი­ვეს ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გვაქვს. სა­მო­რის ღა­მის ეთე­რი მიჰ­ყავს, როცა მე მივ­დი­ვარ დი­ლას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ეს იქი­დან გა­მო­დის. დღე-ღა­მე­ში მხო­ლოდ 4-5 სა­ა­თი გვძი­ნავს. გარ­და ცეკ­ვე­ბი­სა, ისე­დაც ბევ­რი საქ­მე გვაქვს. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. როცა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­დან შინ დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი და მალე უნდა და­ვი­ძი­ნო, მიმ­ზა­დებს ტან­საც­მელს, რომ მე­ო­რე დღეს ჩა­ვიც­ვა, ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ. ხან­და­ხან ხუმ­რობს ხოლ­მე, თავი მო­სამ­სა­ხუ­რე მგო­ნი­აო (იცი­ნის), მე დახ­მა­რე­ბის­თვის დე­დას მად­ლო­ბას ვე­ტყვი. გან­ტვირ­თვის­თვის კი დრო არ გვრჩე­ბა. ერ­თა­დერ­თი დღე ხუთ­შა­ბა­თია, როცა ოთხშა­ბა­თის "გა­და­ლახ­ვის" შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლად ვართ და მე მე­გობ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად დავ­დი­ვარ. მათ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო არის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი რე­ლაქ­სა­ცია. პა­რას­კე­ვი­დან იწყე­ბა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და ოთხშა­ბათს ეს ყვე­ლა­ფე­რი კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს.

სა­მო­რი:

- ამ პრო­ექტს რე­ლაქ­სა­ცია არ უხ­დე­ბა. მყავს ბე­ბია, რო­მე­ლიც სახ­ლის საქ­მე­ებ­ში მეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა სახ­ლში ხში­რად არ ვარ. ხან­და­ხან დი­ლით გა­სუ­ლი, შინ მე­ო­რე დი­ლას ვბრუნ­დე­ბი. თან და­მაქვს საჭ­მე­ლი და პა­ტა­რა ბა­ლი­ში. ხში­რად მთე­ლი დღე ვვარ­ჯი­შობ, მერე ლექ­ცია მაქვს, ღა­მით - ეთე­რი და დი­ლას სახ­ლში მცი­რე ხნით შე­ვირ­ბენ ხოლ­მე, ვი­ძი­ნებ და მერე ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- აუ­ცი­ლებ­ლად გკი­თხავთ ჭორ­ზე, რომ ერ­თად ხართ...

- ჩვენ ერ­თად ვართ, მაგ­რამ ცეკ­ვა­ში (იცი­ნის).

ლიკა:

- იმ­დე­ნად ერ­თნა­ი­რად ვე­კი­დე­ბით ყვე­ლა დე­ტალს, ალ­ბათ, ჩანს ეს მიდ­გო­მა საქ­მი­სად­მი, ცეკ­ვა­ში ყვე­ლა­ფერს ვდებთ და ალ­ბათ სხვა თვა­ლი ამას ისე აღიქ­ვამს, თით­ქოს ჩვენ შო­რის კი­დევ რა­ღაც ხდე­ბა.

სა­მო­რი:

- ლიკა კარ­გი მსა­ხი­ო­ბია და მეც ვა­ხერ­ხებ რა­ღა­ცას. როცა ცეკ­ვავ, ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში უნდა უყუ­რო და ემო­ცი­ე­ბიც ჩან­დეს. ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამ­ბა­ვია, სხვა წყვი­ლებ­შიც იგი­ვე ხდე­ბა. იმ­დენ დროს ვა­ტა­რებთ ერ­თად, ამის გარ­და კი­დევ რომ და­ვი­ნა­ხო ვინ­მე... (იცი­ნი­ან). ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მხო­ლოდ საჭ­მლი­სა და ბა­ლი­შის და­ნახ­ვა მი­ხა­რია.

- სა­მო­რიმ ინ­ტერ­ვი­უმ­დე მი­თხრა, რთუ­ლი ხა­სი­ა­თის მო­რი­ე­ლი ვარო. ლიკა, შენ იგ­რძე­ნი ეს?

- არ მიგ­რძნია. მე თევ­ზე­ბი ვარ და ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს, ჩვენს საქ­მეს ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა არ არ­გებს. როცა და­ძა­ბუ­ლო­ბა პიკს აღ­წევს, ზოგ­ჯერ ჩვენც ვკა­მა­თობთ, მაგ­რამ დიდი ჩხუ­ბი არ გვქო­ნია და ერ­თმა­ნეთს არ გა­დავ­კი­დე­ბი­ვართ.

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის დრო ალ­ბათ არ გრჩე­ბათ...

სა­მო­რი:

- თვე-ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გავ­ქა­ჩე, როცა რე­პე­ტი­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­შიც ვვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ რად­გან ახლა ორ-ორი ცეკ­ვაა და­სად­გმე­ლი, ამას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ... ხუთი კილო და­ვი­კე­ლი, რაც კარ­გი არ არის, რად­გან მე ცხი­მი არას­დროს მქო­ნია.

- რო­გორ ადა­მი­ა­ნებს ელო­დე­ბით?

ლიკა:

- ზუს­ტად ვიცი, რო­გორ­საც ვე­ლო­დე­ბი, რად­გან ზუს­ტად ვიცი, რა მინ­და. ძა­ლი­ან ძლი­ერ ადა­მი­ანს, მე ში­ნა­გა­ნად რკი­ნა ვარ, ყვე­ლა­ფერს გა­ვუძ­ლებ, ამი­ტომ ჩემ გვერ­დზე მდგო­მი მა­მა­კა­ცი ჩემ­ზე ძლი­ე­რი უნდა იყოს. თავი ნამ­დვილ ქა­ლად უნდა მაგ­რძნო­ბი­ნოს.

სა­მო­რი:

- მე იდე­ა­ლი არ მყავს. ყო­ველ­თვის ვიცი, რა მინ­და ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ამ ას­პექ­ტში არ ვიცი. ინტე­ლექტსა და ზრდი­ლო­ბას გა­მოვ­ყოფ, რა­ზეც სა­უ­ბა­რი არც უნდა იყოს. ვერ გე­ტყვი, რო­გო­რი უნდა იყოს ფი­ზი­კუ­რად. ხომ ამ­ბო­ბენ კა­ცე­ბი, ქერა ქალი მო­მე­წო­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლა­დო. მე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი საყ­ვა­რე­ლი არ მაქვს, არც ფერი, არც სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი და არც სხვა რამ. თუკი კაცი ამ­ბობს, რომ ქერა ცოლი უნდა ჰყავ­დეს, ეს თვით­და­ზომ­ბე­ბაა, რად­გან ჩარ­ჩო­ებ­ში იქ­ცევს თავს და არ­ჩე­ვანს იზღუ­დავს. შე­იძ­ლე­ბა, იდე­ა­ლის შე­უ­სა­ბა­მო ქალი შეგ­ხვდეს, ფი­ზი­კუ­რად არ ჰგავ­დეს იმას, ვი­საც ელო­დე­ბი, მაგ­რამ ისე­თი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­დეს, რომ მოგ­ხიბ­ლოს. იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ, ჩვენც არ ვართ იდე­ა­ლუ­რე­ბი, კარ­გად ვიცი ჩემი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი და სხვა­თა შო­რის, სუ­ლაც არ ვარ მარ­ტი­ვად ასა­ტა­ნი პი­როვ­ნე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კონ­სენ­სუ­სი უნდა მო­ი­ნა­ხოს, რა­ღაც შენ უნდა მო­ით­მი­ნო, რა­ღაც იმან.

ლიკა:

- იმა­საც და­ვა­მა­ტებ, რომ მა­მა­კაც­ში ვერ ვი­ტან, როცა გაჩ­ვე­ნებს, რომ ის მა­გა­რია. ამის გამო შე­მიძ­ლია, ხაზი გა­და­ვუს­ვა. თავ­და­ჯე­რე­ბა კარ­გია, მაგ­რამ ზედ­მე­ტად არ უნდა გა­უს­ვას ამას ხაზი.

- სა­მო­რი, გა­მარ­ჯვე­ბას ელო­დე­ბი?

- წი­ნას­წარ არ მიყ­ვარს ასეთ რა­მე­ებ­ზე ლა­პა­რა­კი. როცა მე­გობ­რე­ბი მის­ვა­მენ ასეთ შე­კი­თხვებს, სულ ვპა­სუ­ხობ, ოთხშა­ბა­თი გა­და­ვა­გო­როთ-მე­თქი.

ლიკა:

- ამ გა­და­გო­რე­ბა­ში კი მო­ვე­დით ფი­ნა­ლამ­დე (იცი­ნი­ან).

- ამ­ბო­ბენ, რომ ჟი­უ­რი არ არ­ის საკ­მა­რი­სად მკაც­რი. თქვენ რას ფი­ქრობთ?

ლიკა:

- ჩვენ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ გვაქვს. არ გვაქვს უფ­ლე­ბა, მათ შე­ფა­სე­ბებ­ზე რა­ი­მე ვთქვათ, რად­გან ისი­ნი ჟი­უ­რი­ში არი­ან, აქვთ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია, რომ შეგ­ვა­ფა­სონ.

სა­მო­რი:

- რამ­დე­ნი­მე ცეკ­ვა­ში, სა­დაც მე­გო­ნა, რომ შე­და­რე­ბით და­ბალ ქუ­ლას მი­ვი­ღებ­დი, მა­ღა­ლი და­მი­წე­რეს. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ცუ­დად შე­ვას­რუ­ლეთ, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას შე­ფა­სე­ბის თა­ვი­სი კრი­ტე­რი­უ­მი აქვს.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რა ხდება სამორისა და ლიკას შორის

რა ხდება სამორისა და ლიკას შორის

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ამ პროექტის ყველაზე პოპულარული წყვილი სამორი და ლიკა მთელ დღეებს "თელას" სავარჯიშო დარბაზში ატარებენ. მათ წყვილს ბევრი ქება შეხვდა, ბოლო დროს კი ნანუკა ჟორჟოლიანმა ჯერ აღნიშნა, რომ სამორისა და ლიკას შორის სამორი უფრო კარგად ცეკვავს, ბოლო გადაცემაზე კი ლიკაც შეაქო... როგორ მიიღო ჟიურის ერთ-ერთი წევრის პირველი შეფასება ლიკამ და რატომ აქვს სამორის რთული ხასიათი, ამის შესახებ ისინი თავად გვესაუბრებიან.

- სამორი, როგორ შეიკრა შენი და ლიკას წყვილი?

- საქმე ისაა, რომ წყვილების სხვადასხვა კონფიგურაცია განიხილებოდა. ბევრი სხვა ცნობილი სახეც უნდა ყოფილიყო თავიდან ამ შოუს მონაწილე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა. ვერ გეტყვით, რომ მეწყვილეების ძალიან დიდი არჩევანი იყო, რადგან პატარა კასტინგი ჩატარდა. ალბათ იმიტომ, რომ პირველი სეზონი იყო. მეორე კასტინგში, სავარაუდოდ, უფრო მეტი მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას. ვერ გეტყვი, რომ ვინმეზე კატეგორიული უარი ვთქვი, იქ იყვნენ გოგონები, რომლებიც კარგად ასრულებენ სამეჯლისო ცეკვებს, მაგრამ მხოლოდ ამ კრიტერიუმით არ შემირჩევია მეწყვილე. მინდოდა, პირველ რიგში, სასიამოვნო ხასიათის ადამიანი ყოფილიყო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ ყველასთან მუშაობას ვერ შევძლებდი და ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი სალომე ჭაჭუაზე, ნამდვილად სასიამოვნო გოგონაა, უბრალოდ, ზოგადად ვამბობ.

თავიდანვე, როცა კასტინგის ოთახში ლიკა შემოვიდა, მის მიმართ კარგად განვეწყვე. ვხვდებოდი, რომ არ არის სამეჯლისო მოცეკვავე და შეიძლებოდა, გასჭირვებოდა რაღაც ილეთები, დიდხანს არ მიფიქრია. ვფიქრობ, მაინც სამართლიანად გადაწყდა ყველაფერი, რადგან ბალანსი კარგად განაწილდა. არ შეიძლებოდა, რომ ერთი წყვილი შედარებით სუსტი ყოფილიყო და მეორე - ძლიერი. არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ფიზიკური მომზადებისა და სპორტული წარსულის გამო, ისეთი ილეთების გაკეთება შემიძლია, რაც სხვას არ შეუძლია. ეს უკვე რაღაც პლუსია. ამასთან ერთად, ძლიერი სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე რომ მყოლოდა მეწყვილე, გარკვეულ ტურებში ეს ალბათ ბალანსს დაარღვევდა. ყველა ინტერვიუში ვიმეორებ, რომ როცა ერთად სწავლობ რაღაცას, უფრო კარგად შედგება წყვილი, არ არის კარგი, როცა წყვილში ერთი მეორეზე ძლიერია.

- ლიკა, სამორის თუ იცნობდი აქა­მდე და მისი შესაძლებლობები თუ იცოდი?

- სამორის არ ვიცნობდი და არც მისი თვისებების შესახებ ვიცოდი, მაგრამ ბავშვობიდან პროფესიონალიზმსა და შრომას ვარ მიჩვეული და ჩემთვის მთავარი იყო, ისეთი პარტნიორი შემხვედროდა, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საქმეს. მე საქმის სანახევროდ გაკეთება არ მჩვევია. როცა რეპეტიციებზე ვნახე, რომ სამორიც მაქსიმალისტია, ძალიან გამიხარდა, მას ჰქონდა ის თვისებები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

- ნანუკა ჟორჟოლიანმა "ას გრადუსში" თქვა, რომ სამორი უფრო ძლიერია, ვიდრე შენ. ამან ხომ არ გაგანაწყენა?

- ყველას თავისი აზრი აქვს. ასე მიიჩნევს ეს ადამიანი და ყველას ვერ გამოვეკიდები მათი მოსაზრებების გამო.

- სტიმული ხომ არ დაგეკარგა?

- არანაირად, რადგან სხვა არავისგან გამიგია მსგავსი შეფასება. ისე, ყველა შენიშვნასა და შეფასებას მივიღებ. პროფესიონალი იმით იზრდება, რომ ყველას ნათქვამს ითვალისწინებს. ბევრჯერ შე­იძლება, რაღაც გეწყინოს, მაგრამ ამან არ უნდა გაგაჩეროს და შენი საქმე უნდა აკეთო. ეს ისეთი პროექტია, როცა ბოლოს წყვილი თითქმის თანაბრდება. სამორი რომ ყველა შემდეგ ტურში სულ უფრო ძლიერად ცეკვავს, ეს ასეც უნდა იყოს. თუკი ამერიკულ ან რუსულ ანალოგებს გადავხედავთ, ბოლოსკენ ვარსკვლავსა და მოცეკვავეს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ.

სამორი:

- პროფესიონალმა, ასე ვთქვათ, "თავი არ უნდა გაიგიჟოს" და თავზე არ უნდა გადაახტეს მეწყვილეს. ლიკა მიყურებს, როგორ ვცეკვავ, რა შემიძლია და შემდეგ მეწყობა. მე ზოგჯერ მიჭირს რაღაცის გაკეთება და დამახსოვრება.

ლიკა:

- 17 წელია სცენაზე ვდგავარ და უამრავი პარტნიორი მყოლია, დიდი გამოცდილება მაქვს, ეს ყველაფერი მეხმარება სამორისთანაც. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ წყვილი შეკრულიყო და თავისი სახე ჰქონოდა.

- პროექტი დასასრულს უახლოვდება და მინდა გაიხსენოთ ყველაზე რთული მომენტები...

სამორი:

- ყველაზე რთული? ვერ გამოვყოფ. პატარა ცხოვრებასავით არის. ორი თვეა გრძელდება, მაგრამ მგონია, რომ დიდი ხანია, ამ პროექტში ვარ. ვეღარ ვიხსენებ ხოლმე, რომელი ცეკვა შევასრულეთ მეორე ან მესამე ტურში. გადაცემიდან გადაცემამდე ერთი კვირა ისე მალე გადის, ვერც წარმოიდგენთ. ჩვენ იმდენად თვითკრიტიკული ადამიანები ვართ, მაღალი ქულაც რომ მივიღოთ, მაინც არ გვაწყნარებს. პირადად მე წნეხის ქვეშ უფრო მეტად ვავლენ საკუთარ თვისებებს.

ლიკა:

- ეს კონკურსი იმითაც არის საინტერესო, რომ მხოლოდ ცეკვაში კი არა, მორალურ გამძლეობაშიც არის შეჯიბრება.

- ბოლო კვირებში გამოიკვეთა თქვე­ნი ლიდერობა. ეს თუ არის წნეხი და თუ გრძნობდით პროექტის შიგნით დაძაბულობას კონკურენტებს შორის?

- ნამდვილად არ მეგონა, თუ სარეპეტიციო დარბაზში ასეთი სასიამოვნო და მეგობრული სიტუაცია იქნებოდა. არ არის ისეთი განწყობა, რომ სხვას შენი ცუდი უხაროდეს და კარგი სწყინდეს. გული მწყდებოდა აბსოლუტურად ყველაზე, ვინც პროექტს გამოეთიშა. პროექტის შიგნით დაძაბულობა არ იგრძნობა, კი ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ჩვენ დაძაბულობას ვერ ვგრძნობთ.

სამორი:

- მართალია, ეს ცეკვის კონკურსია და მაყურებლისთვის ესაა მთავარი, მაგრამ ჩვენთვის წინა პლანზე საკუთარ თავთან ბრძოლა და მეტის გაკეთების სურვილია. არა მხოლოდ მოცეკვავეებს ვგულისხმობ, არამედ ყველას, ვინც ამ პროექტშია დაკავებული. ვისაც ცეკვა არ გამოსდის, მისთვის უფრო რთულია ეს ყველაფერი, ამიტომ ხალხს მინდა მოვუწოდო, ზედმეტი შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ეკრანზე ჩანს ამ ყველაფრის კულმინაცია, მაგრამ ამ ცეკვების დადგმისას იმდენი ოფლია დაღვრილი, იმ ბათუმის ბინაში რომ დაიღვაროს, მეზობელთან ჩავა ქვევით (იცინიან). ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროექტის შემდეგ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება.

- ეს პროექტი თქვენ ორისთვის მაინც განსაკუთრებულად წარმატებული აღმო­ჩნდა. ბევრი ცნობილი ადამიანი, ინგა გრიგოლია, სოფო შევარდნაძე და სხვანი გულშემატკივრობენ სამორის. როგორ ფიქრობ, რით მოხიბლე ქალები?

- არ ვიცი, ეს შეკითხვა ჩემთან არის? ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ... არ ვიცი, რატომ.

- სამორი თავმდაბლობს...

ლიკა:

- სწორედ ამ თავმდაბლობისა და უშუალობის გამო იხიბლებიან. კამერა და სცენა სარკესავით არის და ადამიანურობა, საქმისადმი მიდგომა, ეს ყოველივე კარგად ჩანს.

სამორი:

- თავიდან სუსტად რომ დამეწყო და კარგად არ მეცეკვა, დარწმუნებული ვარ, მალევე გამოვვარდებოდი. ამ კონკურსში მხოლოდ ცეკვითა და შრომით მივაღწიე ყველაფერს და არ მიმიცია საკუთარი თავისთვის იმის უფლება, რომ არ მეშრომა ბევრი და ის მეფიქრა, მაინც მიმესიჯებენ და ტურიდან ტურში გადავალ-მეთქი. დავამატებ იმას, რომ ბავშვობიდან ჩემს ცხოვრებაში ყოფილა რამდენიმე საქმიანობა, რაშიც წლობით დიდი შრომა ჩამიდია, მაგრამ შედეგი არ მქონია, თუნდაც სპორტს დავასახელებ მაგალითად, სხვას კი არ დავაკონკრეტებ, ვინც მე მიცნობს, მან იცის. ბევრი მიმუშავია და ტვინიც ჩამირთავს, მაგრამ არაფერი დამბრუნებია უკან. იმას ვერ მივაღწიე, რაც მინდოდა. ჩემთვის ეს კონკურსი თვითრეალიზების კარგი შანსია. თუ კარგად დამთავრდება ყველაფერი, ეს პირადად ჩემთვის დიდი რამ იქნება - ის საქმე, რაშიც ასი პროცენტი მივიღე, ჩადებული შრომის პროპორციულად.

- მკითხველს აინტერესებს თქვენი სხვა ცხოვრებაც. როგორ ახერხებთ განტვირთვას და ოჯახის წევრებიდან ვინ გეხმარებათ, რომ ფსიქოლოგიურ წნეხს ადვილად გაუმკლავდეთ?

ლიკა:

- ორივეს ცხოვრების ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. სამორის ღამის ეთერი მიჰყავს, როცა მე მივდივარ დილას ტელევიზიაში, ეს იქიდან გამოდის. დღე-ღამეში მხოლოდ 4-5 საათი გვძინავს. გარდა ცეკვებისა, ისედაც ბევრი საქმე გვაქვს. დედაჩემი ძალიან მეხმარება. როცა რეპეტიციებიდან შინ დაღლილი ვბრუნდები და მალე უნდა დავიძინო, მიმზადებს ტანსაცმელს, რომ მეორე დღეს ჩავიცვა, ამ მხრივ ძალიან განებივრებული ვარ. ხანდახან ხუმრობს ხოლმე, თავი მოსამსახურე მგონიაო (იცინის), მე დახმარებისთვის დედას მადლობას ვეტყვი. განტვირთვისთვის კი დრო არ გვრჩება. ერთადერთი დღე ხუთშაბათია, როცა ოთხშაბათის "გადალახვის" შემდეგ თავისუფლად ვართ და მე მეგობრების სანახავად დავდივარ. მათთან გატარებული დრო არის ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსაცია. პარასკევიდან იწყება რეპეტიციები და ოთხშაბათს ეს ყველაფერი კულმინაციას აღწევს.

სამორი:

- ამ პროექტს რელაქსაცია არ უხდება. მყავს ბებია, რომელიც სახლის საქმეებში მეხმარება, თუმცა სახლში ხშირად არ ვარ. ხანდახან დილით გასული, შინ მეორე დილას ვბრუნდები. თან დამაქვს საჭმელი და პატარა ბალიში. ხშირად მთელი დღე ვვარჯიშობ, მერე ლექცია მაქვს, ღამით - ეთერი და დილას სახლში მცირე ხნით შევირბენ ხოლმე, ვიძინებ და მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.

- აუცილებლად გკითხავთ ჭორზე, რომ ერთად ხართ...

- ჩვენ ერთად ვართ, მაგრამ ცეკვაში (იცინის).

ლიკა:

- იმდენად ერთნაირად ვეკიდებით ყველა დეტალს, ალბათ, ჩანს ეს მიდგომა საქმისადმი, ცეკვაში ყველაფერს ვდებთ და ალბათ სხვა თვალი ამას ისე აღიქვამს, თითქოს ჩვენ შორის კიდევ რაღაც ხდება.

სამორი:

- ლიკა კარგი მსახიობია და მეც ვახერხებ რაღაცას. როცა ცეკვავ, ერთმანეთს თვალებში უნდა უყურო და ემოციებიც ჩანდეს. ეს პროფესიონალიზმის ამბავია, სხვა წყვილებშიც იგივე ხდება. იმდენ დროს ვატარებთ ერთად, ამის გარდა კიდევ რომ დავინახო ვინმე... (იცინიან). ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ საჭმლისა და ბალიშის დანახვა მიხარია.

- სამორიმ ინტერვიუმდე მი­თხრა, რთული ხასიათის მორიელი ვარო. ლიკა, შენ იგრძენი ეს?

- არ მიგრძნია. მე თევზები ვარ და ვუგებთ ერთმანეთს, ჩვენს საქმეს ცუდი ურთიერთობა არ არგებს. როცა დაძაბულობა პიკს აღწევს, ზოგჯერ ჩვენც ვკამათობთ, მაგრამ დიდი ჩხუბი არ გვქონია და ერთმანეთს არ გადავკიდებივართ.

- პირადი ცხოვრებისთვის დრო ალბათ არ გრჩებათ...

სამორი:

- თვე-ნახევარზე მეტი გავქაჩე, როცა რეპეტიციების პარალელურად სატრენაჟორო დარბაზშიც ვვარჯიშობდი, მაგრამ რადგან ახლა ორ-ორი ცეკვაა დასადგმელი, ამას ვეღარ ვახერხებ... ხუთი კილო დავიკელი, რაც კარგი არ არის, რადგან მე ცხიმი არასდროს მქონია.

- როგორ ადამიანებს ელოდებით?

ლიკა:

- ზუსტად ვიცი, როგორსაც ველოდები, რადგან ზუსტად ვიცი, რა მინდა. ძალიან ძლიერ ადამიანს, მე შინაგანად რკინა ვარ, ყველაფერს გავუძლებ, ამიტომ ჩემ გვერდზე მდგომი მამაკაცი ჩემზე ძლიერი უნდა იყოს. თავი ნამდვილ ქალად უნდა მაგრძნობინოს.

სამორი:

- მე იდეალი არ მყავს. ყოველთვის ვიცი, რა მინდა ცხოვრებაში, მაგრამ ამ ასპექტში არ ვიცი. ინტე­ლექტსა და ზრდი­ლობას გამოვყოფ, რა­ზეც საუბარი არც უნდა იყოს. ვერ გეტყვი, როგორი უნდა იყოს ფიზიკურად. ხომ ამბობენ კაცები, ქერა ქალი მომეწონება აუცილებლადო. მე საერთოდ არაფერი საყვარელი არ მაქვს, არც ფერი, არც საფეხბურთო გუნდი და არც სხვა რამ. თუკი კაცი ამბობს, რომ ქერა ცოლი უნდა ჰყავდეს, ეს თვითდაზომბებაა, რადგან ჩარჩოებში იქცევს თავს და არჩევანს იზღუდავს. შეიძლება, იდეალის შეუსაბამო ქალი შეგხვდეს, ფიზიკურად არ ჰგავდეს იმას, ვისაც ელოდები, მაგრამ ისეთი თვისებები ჰქონდეს, რომ მოგხიბლოს. იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ჩვენც არ ვართ იდეალურები, კარგად ვიცი ჩემი უარყოფითი მხარეები და სხვათა შორის, სულაც არ ვარ მარტივად ასატანი პიროვნება. ურთიერთობებში კონსენსუსი უნდა მოინახოს, რაღაც შენ უნდა მოითმინო, რაღაც იმან.

ლიკა:

- იმასაც დავამატებ, რომ მამაკაცში ვერ ვიტან, როცა გაჩვენებს, რომ ის მაგარია. ამის გამო შემიძლია, ხაზი გადავუსვა. თავდაჯერება კარგია, მაგრამ ზედმეტად არ უნდა გაუსვას ამას ხაზი.

- სამორი, გამარჯვებას ელოდები?

- წინასწარ არ მიყვარს ასეთ რამეებზე ლაპარაკი. როცა მეგობრები მისვამენ ასეთ შეკითხვებს, სულ ვპა­სუხობ, ოთხშაბათი გადავაგოროთ-მე­თქი.

ლიკა:

- ამ გადაგორებაში კი მოვედით ფინალამდე (იცინიან).

- ამბობენ, რომ ჟიური არ არ­ის საკმარისად მკაცრი. თქვენ რას ფი­ქრობთ?

ლიკა:

- ჩვენ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს. არ გვაქვს უფლება, მათ შეფასებებზე რაიმე ვთქვათ, რადგან ისინი ჟიურიში არიან, აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, რომ შეგვაფასონ.

სამორი:

- რამდენიმე ცეკვაში, სადაც მეგონა, რომ შედარებით დაბალ ქულას მივიღებდი, მაღალი დამიწერეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდად შევასრულეთ, უბრალოდ, ყველას შეფასების თავისი კრიტერიუმი აქვს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება