ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის "კივილი" Sotheby's აუქციონზე რეკორდულ თანხად, 119,9 მლნ დოლარად გაყიდეს. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც ოდესმე აუქციონით ვაჭრობისას ხელოვნების ნიმუშში გადაუხდიათ.
ტილო, რომელიც მუნკის "კივილის" ოთხი ვერსიიდან ერთ-ერთია, გასაყიდად ნორვეგიელმა პეტერ ოლსენმა (Petter Olsen) გამოიტანა. ოლსენის მამა მხატვრის მეგობარი იყო. მყიდველის ვინაობა უცნობია. "კივილის" ეს ვერსია ერთადერთია, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის.
ვაჭრობის დაწყებამდე ნახატი 80 მლნ დოლარად იყო შეფასებული. მისი ღირებულება 12 წუთში 119,9 მლნ-მდე გაიზარდა.
ნორვეგიელი ექსპრესიონისტის, მუნკის "კივილი" სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნახატია. ამ სახელწოდების ნახატების სერია მხატვარმა 1893-1910 წლებში შექმნა.
"კივილმა" პაბლო პიკასოს სურათის "შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტის" რეკორდი მოხსნა, რომელიც 2010 წელს 106,5 მლნ დოლარად გაიყიდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.