საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის იქმნება რუსული "ღამის სტალკერები"?
რისთვის იქმნება რუსული "ღამის სტალკერები"?

რუ­სე­ბი რომ ამე­რი­კე­ლებს ბევრ რა­მე­ში ჰბა­ძა­ვენ, ახა­ლი არ არის, მაგ­რამ ბოლო ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლად ყუ­რადსა­ღე­ბია.

რო­გორც ირ­კვე­ვა, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საშ­ვე­ულმფრე­ნო ნა­წი­ლის შექ­მნა, რო­მელ­საც ისე­თი­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ე­ვა­ლე­ბა, რო­გორ­საც ამე­რი­კუ­ლი 160-ე სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­ა­ვი­ა­ციო პოლ­კი Night Stalkers-ი ახორ­ცი­ე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პა­კის­ტა­ნის იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც მსოფ­ლი­ოს #1 ტე­რო­რის­ტი უსა­მა ბინ ლა­დე­ნი იმა­ლე­ბო­და, ამე­რი­კე­ლებ­მა სპეც­რაზ­მი ღა­მით სწო­რედ ამ პოლ­კის სა­ი­დუმ­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბით გა­დას­ვეს. მცი­რე­დი ხარ­ვე­ზე­ბის (ავა­რი­ა­გან­ცდი­ლი შვე­ულმფრე­ნი) მი­უ­ხე­და­ვად, ბინ ლა­დე­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის სპე­ცო­პე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, რა­მაც აშშ-ის დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბი მო­უ­ტა­ნა.

ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რომ ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის ჩა­წე­რა კრემლშიც სურთ, მით უმე­ტეს, რომ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე პუ­ტი­ნი ბრუნ­დე­ბა (რო­მე­ლიც, პრინ­ციპ­ში, არც არ­სად იყო წა­სუ­ლი), ის პუ­ტი­ნი, რო­მელ­საც, რო­გორც "კა­გე­ბეშ­ნიკს", სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი ლა­მის ესიზ­მრე­ბა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს მათ და­გეგ­მვა­ში.

რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლი­ტე­ტი ღა­მით მოქ­მე­დი სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ულმფრე­ნო ნა­წი­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო Ми-8АМТШ-ითა და საბ­რძო­ლო Ми-35М-ებით აპი­რებს. ეს უკა­ნას­კნე­ლი კარ­გად ცნო­ბი­ლი Ми-24-ის მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ექ­სპორ­ტო ვა­რი­ან­ტია.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უკვე შე­ი­ძი­ნა 20 ასე­თი შვე­ულმფრე­ნი, რი­თაც, ერთი შე­ხედ­ვით, შე­ა­ნე­ლა Ми-28Н "ღა­მის მო­ნა­დი­რე­ე­ბით" ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში სა­ჰა­ე­რო ბა­ზე­ბის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის პროგ­რა­მის მოქ­მე­დე­ბა, თუმ­ცა ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, ალ­ბათ, ის არის, რომ Ми-28Нების ათ­ვი­სე­ბა დიდ დროს მო­ი­თხოვს, Ми-24-ის ბა­ზა­ზე შექ­მნილ Ми-35М-ს კი პი­ლო­ტე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ.

სწო­რედ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საშ­ვე­ულმფრე­ნო და­ნა­ყო­ფის შექ­მნის ასე­თი ტემ­პი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ­ცთუ ისე შორი პერ­სპექ­ტი­ვაა.

რა თქმა უნდა, შვე­ულმფრე­ნე­ბით სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ 200-300 კმ-ის რა­დი­უს­ში, ანუ რუ­სე­თის მო­სა­ზღვრე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­თა შო­რის პირ­ველ კან­დი­და­ტად, სა­უ­ბე­დუ­როდ, კვლავ სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა.

ღა­მის სიბ­ნე­ლე­ში, ხე­ო­ბე­ბის გას­წვრივ და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე მფრენ, თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვილ Ми-8АМТШ-ებს და მათ გამ­ცი­ლე­ბელ Ми-35М-ებს არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ ФСБ-სა თუ ГРУ-ს სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის გად­მოს­ხმა და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ მათი ევა­კუ­ა­ცია...

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რისთვის იქმნება რუსული "ღამის სტალკერები"?

რისთვის იქმნება რუსული "ღამის სტალკერები"?

რუსები რომ ამერიკელებს ბევრ რამეში ჰბაძავენ, ახალი არ არის, მაგრამ ბოლო ინფორმაცია ნამდვილად ყურადსაღებია.

როგორც ირკვევა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სპეციალური დანიშნულების საშვეულმფრენო ნაწილის შექმნა, რომელსაც ისეთივე სპეციალური ოპერაციების ჩატარება დაევალება, როგორსაც ამერიკული 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკი Night Stalkers-ი ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანის იმ ქალაქში, სადაც მსოფლიოს #1 ტერორისტი უსამა ბინ ლადენი იმალებოდა, ამერიკელებმა სპეცრაზმი ღამით სწორედ ამ პოლკის საიდუმლო შვეულმფრენებით გადასვეს. მცირედი ხარვეზების (ავარიაგანცდილი შვეულმფრენი) მიუხედავად, ბინ ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, რამაც აშშ-ის დღევანდელ ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური დივიდენდები მოუტანა.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი პოლიტიკური ქულების ჩაწერა კრემლშიც სურთ, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე პუტინი ბრუნდება (რომელიც, პრინციპში, არც არსად იყო წასული), ის პუტინი, რომელსაც, როგორც "კაგებეშნიკს", საიდუმლო ოპერაციები ლამის ესიზმრება და როგორც ამბობენ, თავად მონაწილეობს მათ დაგეგმვაში.

რუსეთის გენერალიტეტი ღამით მოქმედი სპეციალური საშვეულმფრენო ნაწილის შეიარაღებას, სავარაუდოდ, სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8АМТШ-ითა და საბრძოლო Ми-35М-ებით აპირებს. ეს უკანასკნელი კარგად ცნობილი Ми-24-ის მოდერნიზებული საექსპორტო ვარიანტია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიძინა 20 ასეთი შვეულმფრენი, რითაც, ერთი შეხედვით, შეანელა Ми-28Н "ღამის მონადირეებით" ჩრდილო კავკასიაში საჰაერო ბაზების გადაიარაღების პროგრამის მოქმედება, თუმცა ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ Ми-28Нების ათვისება დიდ დროს მოითხოვს, Ми-24-ის ბაზაზე შექმნილ Ми-35М-ს კი პილოტები კარგად იცნობენ.

სწორედ სპეცდანიშნულების საშვეულმფრენო დანაყოფის შექმნის ასეთი ტემპი გვაფიქრებინებს, რომ მისი გამოყენება არცთუ ისე შორი პერსპექტივაა.

რა თქმა უნდა, შვეულმფრენებით სპეცოპერაციის ჩატარება შეიძლება მხოლოდ 200-300 კმ-ის რადიუსში, ანუ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოების ტერიტორიაზე, რომელთა შორის პირველ კანდიდატად, საუბედუროდ, კვლავ საქართველო რჩება.

ღამის სიბნელეში, ხეობების გასწვრივ დაბალ სიმაღლეზე მფრენ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ Ми-8АМТШ-ებს და მათ გამცილებელ Ми-35М-ებს არ გაუჭირდებათ ФСБ-სა თუ ГРУ-ს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადმოსხმა და სპეცოპერაციის შემდეგ მათი ევაკუაცია...

ირაკლი ალადაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე