მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოსტერის" ტურბოვერსია ლას ვეგასისთვის
"ველოსტერის" ტურბოვერსია ლას ვეგასისთვის

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ "ჰი­უნ­დაი" კუპე "ვე­ლოს­ტე­რის" უფრო მძლავ­რი ვერ­სი­ის გა­მოშ­ვე­ბა­საც აპი­რებ­და, ად­რე­ვე გავ­რცელ­და, რო­დე­საც "ვე­ლოს­ტე­რი" ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა. პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროც დად­გა და აი, ლას ვე­გა­სის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო შო­უს­თვის, სა­ხელ­წო­დე­ბით SEMA, კო­რე­უ­ლი კომ­პა­ნია "ვე­ლოს­ტე­რის" ტურ­ბო ვერ­სი­ას ამ­ზა­დებს.

"ჰი­უნ­და­ის" შეკ­ვე­თით, უფრო სპორ­ტუ­ლი "ვე­ლოს­ტე­რის" შე­საქ­მნე­ლად, სა­ტუ­ნინ­გო ატე­ლიე "ARK პერ­ფორ­მენ­სის" სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა იმუ­შა­ვეს. ავ­ტო­მო­ბი­ლი რა­ლის რბო­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მი­სით "ჰი­უნ­და­იმ" რა­ლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც და­ი­წყოს გა­მოს­ვლა.

ჯერ ერთი, იც­ვლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რეგ­ნო­ბა. ის აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რად უფრო და­იხ­ვე­წე­ბა და აგ­რე­სი­უ­ლი გახ­დე­ბა. გა­გა­ნი­ერ­დე­ბა ბორ­ბლე­ბის თა­ღე­ბი. ავ­ტო­მო­ბი­ლი სპო­ი­ლე­რე­ბით და გვერ­დი­თა ზღურ­ბლე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა. უკა­ნა ფრთა და უკა­ნა დი­ფუ­ზო­რი კი მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე "ვე­ლოს­ტე­რის" მდგრა­დო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა ძრავს, ეს არის ბენ­ზი­ნის 1.6-ლიტ­რი­ა­ნი აგ­რე­გა­ტი, რო­მე­ლიც ARK-ის ტურ­ბო­დამ­ჭირხნით და ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­დო გა­მაგ­რი­ლებ­ლი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. ასე­თი აგ­რე­გა­ტი 210 ცხე­ნის ძა­ლას ავი­თა­რებს (სტან­დარ­ტუ­ლის სიმ­ძლავ­რე 138 ცხე­ნის ძა­ლაა). გარ­და ამი­სა, ავ­ტო­მო­ბი­ლი ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია: სარ­ბო­ლოდ მო­მარ­თუ­ლი სა­კი­და­რით, ზე­თის ახა­ლი ფილტრით, ახა­ლი გა­მომ­შვე­ბი სის­ტე­მით, ექ­ვსცი­ლინ­დრი­ა­ნი მუხ­რუ­ჭე­ბით და უსაფრ­თხო­ე­ბის კარ­კა­სით.

ამ წლის და­სა­წყის­ში, კო­რე­ულ­მა კომ­პა­ნი­ამ ასე­ვე შე­ი­მუ­შა­ვა რალი-ქრო­სის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლის და­გეგ­მა­რე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამე­რი­კელ­მა დრიფ­ტერ­მა და რა­ლის მრბოლ­მა რის მი­ლენ­მა მი­ი­ღო. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი 2.0-ლიტ­რი­ა­ნი ტურ­ბოძ­რა­ვი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 500 ცხე­ნის ძა­ლას ავი­თა­რებს. გარ­და ამი­სა, მისი ძარა კევ­ლა­რი­სა და კარ­ბო­ნის კომ­პო­ზი­ტის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში ასე­ვე სრუ­ლამძრა­ვი­ა­ნი ტრან­სმი­სია, რა­ლის შე­სა­ფე­რი­სი სა­კი­და­რი, სეკ­ვენ­ტა­ლუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი, ექ­ვსცი­ლინ­დრი­ა­ნი მუხ­რუ­ჭე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის კარ­კა­სი შე­დის.

სხვა­თა შო­რის, "ჰი­უნ­და­ის" ქარ­თველ­მა პარტნი­ორ­მა, "ჰი­უნ­დაი ავტო ჯორ­ჯი­ამ", ერთი "ვე­ლოს­ტე­რი" უკვე გა­ყი­და და მალე კი­დევ რამ­დე­ნი­მეს შე­მო­იყ­ვანს.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

"ველოსტერის" ტურბოვერსია ლას ვეგასისთვის

"ველოსტერის" ტურბოვერსია ლას ვეგასისთვის

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ჰიუნდაი" კუპე "ველოსტერის" უფრო მძლავრი ვერსიის გამოშვებასაც აპირებდა, ადრევე გავრცელდა, როდესაც "ველოსტერი" ბაზარზე გამოჩნდა. პირობის შესრულების დროც დადგა და აი, ლას ვეგასის პოპულარული საავტომობილო შოუსთვის, სახელწოდებით SEMA, კორეული კომპანია "ველოსტერის" ტურბო ვერსიას ამზადებს.

"ჰიუნდაის" შეკვეთით, უფრო სპორტული "ველოსტერის" შესაქმნელად, სატუნინგო ატელიე "ARK პერფორმენსის" სპეციალისტებმა იმუშავეს. ავტომობილი რალის რბოლებისთვის იქნება განკუთვნილი. და არაა გამორიცხული, რომ მისით "ჰიუნდაიმ" რალის მსოფლიო ჩემპიონატზეც დაიწყოს გამოსვლა.

ჯერ ერთი, იცვლება ავტომობილის გარეგნობა. ის აეროდინამიკურად უფრო დაიხვეწება და აგრესიული გახდება. გაგანიერდება ბორბლების თაღები. ავტომობილი სპოილერებით და გვერდითა ზღურბლებით აღიჭურვება. უკანა ფრთა და უკანა დიფუზორი კი მაღალ სიჩქარეზე "ველოსტერის" მდგრადობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ძრავს, ეს არის ბენზინის 1.6-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც ARK-ის ტურბოდამჭირხნით და ეფექტური საშუალედო გამაგრილებლითაა აღჭურვილი. ასეთი აგრეგატი 210 ცხენის ძალას ავითარებს (სტანდარტულის სიმძლავრე 138 ცხენის ძალაა). გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია: სარბოლოდ მომართული საკიდარით, ზეთის ახალი ფილტრით, ახალი გამომშვები სისტემით, ექვსცილინდრიანი მუხრუჭებით და უსაფრთხოების კარკასით.

ამ წლის დასაწყისში, კორეულმა კომპანიამ ასევე შეიმუშავა რალი-ქროსისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დაგეგმარებაშიც მონაწილეობა ამერიკელმა დრიფტერმა და რალის მრბოლმა რის მილენმა მიიღო. ეს ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 500 ცხენის ძალას ავითარებს. გარდა ამისა, მისი ძარა კევლარისა და კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. კომპლექტაციაში ასევე სრულამძრავიანი ტრანსმისია, რალის შესაფერისი საკიდარი, სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, ექვსცილინდრიანი მუხრუჭები და უსაფრთხოების კარკასი შედის.

სხვათა შორის, "ჰიუნდაის" ქართველმა პარტნიორმა, "ჰიუნდაი ავტო ჯორჯიამ", ერთი "ველოსტერი" უკვე გაყიდა და მალე კიდევ რამდენიმეს შემოიყვანს.

იხილეთ ბმული

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)