"სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავი" ევა ლონგორია მეორედ გათხოვებას აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი კალათბურთელ მეუღლეს, ტონი პარკერს დაშორდა, მსახიობს მაინც სჯერა ქორწინების და არც ხელახლა გათხოვებაზე იტყოდა უარს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ქორწინებას უახლოეს მომავალში, ევამ ჟურნალისტებს უპასუხა: "ღმერთმა იცის, მე წინააღმდეგი არ ვარ". ევა ლონგორიამ ისიც აღნიშნა, რომ განქორწინების შემდეგ, ცოტა რთულია ამ კითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემა.
განქორწინების შემდეგ ევა თავს ისე გრძნობს, როგორც ახალშობილი და არც დროს კარგავს. ვარსკვლავი ამჯერად პენელოპა კრუსის ძმას, ედურადოს ხვდება.
"ძალიან ძლიერი პიროვნება ვარ. ბევრი რამ გადავიტანე და პირადი პრობლემების მოგვარებაში სამსახური ძალიან დამეხმარა", - დასძინა ვარსკვლავმა.
მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.