მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექსი დიდ ქალაქში" "და ქალთან" ერთად
"სექსი დიდ ქალაქში" "და ქალთან" ერთად

კლუბ "აუ­რა­ში" მე­დია "პა­ლიტ­რის" კი­დევ ერთი ახა­ლი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ჟურ­ნალ "და ქა­ლის" მე­ხუ­თე ნო­მერ­თან ერ­თად მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი ბესტსე­ლე­რი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" გა­მო­ვი­და. ამი­ე­რი­დან ჟურ­ნა­ლის მომ­დევ­ნო ნომ­რებს თან და­ერ­თვე­ბა ქენ­დის ბუშ­ნე­ლის კი­დევ სხვა წიგ­ნე­ბი: "მე­ხუ­თე ავე­ნიუ", "ქე­რის დღი­უ­რე­ბი", "ზა­ფხუ­ლი დიდ ქა­ლაქ­ში" და სხვა...

ჟურ­ნალ­თან ერ­თად გა­ი­მარ­თა პორ­ტალ www.marao.ge პრე­ზენ­ტა­ცი­აც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პორ­ტა­ლი ასე­ვე ქა­ლე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. ვებგ­ვერ­დზე ყვე­ლა ასა­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის ქალ­ბა­ტო­ნი აღ­მო­ა­ჩენს თა­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნახ­ლდე­ბა.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ქენ­დის ბუშ­ნე­ლის ბესტსე­ლე­რი­დან - "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" .

რო­გორ გავ­თხოვ­დეთ მა­ნ­ჰე­ტენ­ში (ჩე­მე­უ­ლი გზა)

ორი­ო­დე კვი­რის წინ "ნიუ-იორკ თა­იმსში" გა­მოჩ­ნდა ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ვინ­მე სინ­დი რა­ი­ა­ნი (სა­ხე­ლი გა­მო­გო­ნი­ლია) გა­თხოვ­და. ეს ცნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო მხო­ლოდ იმათ­თვის იყო, ვინც, ჩემ­სა­ვით, ოდეს­ღაც ურ­თი­ერ­თობ­და ამ ადა­მი­ან­თან და მერე სა­დღაც და­ე­კარ­გა იგი. ჩემს გა­ოგ­ნე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. სინ­დი გა­თხოვ­და! ორ­მო­ცი წლის ასაკ­ში! მოდი და იმე­დით ნუ აენ­თე­ბი!

საქ­მე ის არის, რომ სინ­დი ერთი იმ ნი­უ­ი­ორ­კელ ქალ­თა­გა­ნი იყო, ვინც გა­თხო­ვე­ბას წლო­ბით უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და. ყვე­ლა­ნი კარ­გად ვიც­ნობთ მსგავს ქა­ლებს. ბოლო ათი წე­ლია, სულ მათ შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ: ისი­ნი საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლე­ბი არი­ან (თუ მზე­თუ­ნა­ხა­ვე­ბი არა) და ყვე­ლა­ფერ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ეთ­ქმით. მხო­ლოდ ერთი რამ რჩე­ბათ მი­უღ­წე­ვე­ლი: ვერ თხოვ­დე­ბი­ან.

სინ­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის სა­რეკ­ლა­მო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და. კარ­გად ერ­კვე­ო­და სტე­რე­ო­ტექ­ნი­კა­ში; კა­ცი­ვით ზორ­ბა იყო; მი­ზან­ში სრო­ლა ეხერ­ხე­ბო­და და ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და (ერთხელ აე­რო­პორ­ტის გზა­ზე მთვრა­ლი მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ათ­რია, უკან ჩა­ტე­ნა და სა­ჭეს თვი­თონ მი­უჯ­და). დიდი ქა­ლუ­რო­ბით ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა მა­მა­კა­ცე­ბი ყო­ველ­თვის ჰყავ­და.

მაგ­რამ გა­დი­ო­და დრო, რო­მე­ლიც, ცხა­დია, თა­ვი­სას შვრე­ბო­და. რო­გორც კი ვინ­მე შეხ­ვდე­ბო­და, მა­შინ­ვე იწყებ­და ის­ტო­რი­ებს ძა­ლი­ან მა­გარ მა­მა­კა­ცებ­ზე, რომ­ლებ­მაც მი­ა­ტო­ვეს. ხან იახ­ტის პატ­რონს იგო­ნებ­და; ხან ცნო­ბილ მსა­ხი­ობს; ხან რო­მე­ლი­ღაც დიდი ფირ­მის დი­რექ­ტორს, რო­მე­ლიც ლო­გინ­ში, რა­ტომ­ღაც, თაგ­ვის­დრუნ­ჩა ფა­ჩუ­ჩე­ბით წვე­ბო­და.

უყუ­რებ­დი სინ­დის და მის მი­მართ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად აღ­ტა­ცე­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის გრძნო­ბა ერ­თდრო­უ­ლად გი­პყრობ­და.

"ეგ გამ­თხო­ვე­ბე­ლი არ არის", - ფიქ­რობ­დი გულ­ში და ეც­ლე­ბო­დი, - "დიდი-დიდი ერთ ნი­უ­ჯერ­სელ, გა­დაყ­რუ­ე­ბულ ბან­კის მე­ნე­ჯერს გაჰ­ყვეს; ძა­ლი­ან ბე­ბე­რია, უკვე, რა..."

მერე მი­დი­ო­დი სახ­ლში და წვე­ბო­დი. ეს ფიქ­რი კი მა­ინც არ გას­ვე­ნებ­და; ამი­ტომ და­ქალს და­უ­რე­კავ­დი და ერ­თსაც წა­ი­წუნ­კლებ­დი: "გეხ­ვე­წე­ბი, რა, მეც თუ სინ­დის­ნა­ი­რად წა­მი­ვი­და საქ­მე, მეს­რო­ლე და მომ­კა­ლი, კარ­გი?"

თურ­მე სადა ხართ, გა­თხოვ­და ჩვე­ნი სინ­დი! მარ­თა­ლია, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ოც­ნე­ბის მა­მა­კაცს გაჰ­ყვა, მაგ­რამ თვი­თონ ისე­თი ბედ­ნი­ე­რია, რო­გო­რიც არა­სო­დეს.

დროა, ახლა კი მარ­თლაც დროა შე­წყვი­ტო წუ­წუ­ნი, რომ კარ­გი კა­ცე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ; დროა, შე­წყვი­ტო ავ­ტო­მო­პა­სუ­ხის წა­რა­მა­რა შე­მოწ­მე­ბა, და­რე­კა თუ არა ვინ­მემ; დროა, შე­წყვი­ტო მარ­ტა სტი­უ­არ­ტის უბად­რუ­კი ცხოვ­რე­ბის თვა­ლის დევ­ნე­ბა და შენს ცხოვ­რე­ბას­თან შე­და­რე­ბა, თუნ­დაც ჟურ­ნალ "ფიფ­ლის" ყდა მისი სუ­რა­თე­ბით იყოს აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. დიახ, დროა, ბო­ლოს და ბო­ლოს ცო­ლად გაჰ­ყვე მა­ნ­ჰე­ტე­ნელ კაცს; თურ­მე, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია!

ჩმო­რე­ბი, ქლი­ა­ვე­ბი და პრო­ფეს­ო­რა ტი­პე­ბი

- იყო ვინ­მე დე­ვიდ ფ., - გვი­ამ­ბობს ტრუ­დი.

ტრუ­დი თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია. ორ­მოც­და­ერ­თი წლი­საა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ თექ­ვსმე­ტი წლის გო­გოს ჰგავს; ვე­ე­ბერ­თე­ლა ლურ­ჯი თვა­ლე­ბი აქვს და შავი თმა.

ტრუ­დი სკა­მის სა­ზურ­გეს მი­აწ­ვა, და ფო­ტო­ე­ბით და­ხუნძლულ წიგ­ნე­ბის თა­რო­ზე მი­უ­თი­თა.

- ეს არის სტენ­დი სა­ხელ­წო­დე­ბით "ტრუ­დი და კომ­პა­ნია". ამ სუ­რა­თებ­ზე ჩემ­თან ერ­თად ყვე­ლა ის ქლი­ა­ვი ფი­გუ­რი­რებს, ვის­თა­ნაც ოდეს­მე შე­ხე­ბა მქო­ნია. მიყ­ვარს ყვე­ლაფ­რის კა­ტა­ლო­გე­ბად და­ხა­რის­ხე­ბა.

ადრე ორ­წლი­ან რო­მა­ნებ­ზე ვი­ყა­ვი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ რო­მა­ნი არ ჩაშ­ლი­ლი­ყო: წყვი­ლე­ბის ფსი­ქო­თე­რა­პია, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებ­ზე სა­ა­თო­ბით სა­უბ­რე­ბი; ბრძო­ლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და ა.შ. მაგ­რამ მერე მივ­ხვდი: ქა­ლის მო­ძუ­ლე მა­მა­კაცს, რომ მოკ­ვდე, მა­ინც ვერ შეც­ვლი. ეს ჩემი პრობ­ლე­მა არ არის.

ჩემს თავს ვა­დე­ბიც კი და­ვუ­წე­სე: ორ­მო­ცის რომ გავ­ხდე­ბი, მხო­ლოდ მა­შინ უნდა გავ­თხოვ­დე-მეთ­ქი.

იმ დროს ვინ­მე დე­ვიდ ფ.-ს ვხვდე­ბო­დი. დე­ვი­დი ორ­მოც­და­ა­თის იყო; მინ­და გი­თხრათ, რომ მთლად პირ­ნათ­ლად ვერ იყო ჩემ­თან. ქორ­წი­ნე­ბა­ზე სი­ტყვას რომ ჩა­მო­ვუგ­დებ­დი, სულ რა­ღა­ცას იმი­ზე­ზებ­და და ხმას მაკ­მენ­დი­ნებ­და. ხან ამ­ბობ­და, ჩი­ნეთ­ში წა­ვი­დეთ და რომ ჩა­მო­ვალთ, რამე მო­ვი­ფიქ­რო­თო. აი, ასე, ვე­ნე­ცი­ამ­დე ვი­ა­რეთ. ვზი­ვართ ერთხე­ლაც "გრი­ტი პა­ლას­ში", დიდი, ხის­და­რა­ბე­ბი­ა­ნი ფან­ჯრი­დან კა­ნა­ლე გრან­დეს გად­მოვ­ყუ­რებთ და მე­უბ­ნე­ბა:

- მოდი, რე­ა­ლო­ბას თვა­ლებ­ში შევ­ხე­დოთ: მა­ნ­ჰე­ტენ­ში ცო­ლის მოყ­ვა­ნის მსურ­ველს, ტყუ­ი­ლია, ასი წელი ვერ იპო­ვი. მოდი, დარ­ჩეს ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც არის, რა მოხ­დე­ბა?

ეს იყო და ეს. სა­მუ­და­მოდ მი­ვა­ტო­ვე.

მა­ნ­ჰე­ტენ­ში ჩა­სულ­მა ტრუ­დიმ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი ამო­ქე­ქა და ყვე­ლა კაცს ჩა­მო­უ­რე­კა, რომ­ლებ­საც ოდეს­მე შეხ­ვედ­რია.

- დიახ, ყვე­ლას, ვის­თვი­საც ოდეს­მე ცხვი­რი ამიბ­ზუ­ე­ბია, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ზოგს ჩმო­რად ვთვლი­დი, ზოგს - პრო­ფეს­ო­რა ტი­პად, ზოგს - ქლი­ა­ვად, ზოგი კი სი­მე­ლო­ტის გამო არ მომ­დი­ო­და თვალ­ში. სი­ა­ში ჩემი ქმრის სა­ხე­ლიც იყო. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ეწე­რა. მახ­სოვს, ვთქვი: თუ ამა­ნაც არ გა­ქა­ჩა, არ ვიცი, რას ვი­ზამ-მეთ­ქი (ეს, რა თქმა უნდა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნი­უ­ი­ორ­კე­ლი ქა­ლის მოკ­რძა­ლე­ბით წა­მოს­ცდა, თო­რემ ნი­უ­ი­ორ­კელ­მა ქალ­მა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რა ქნას).

თა­ვის მო­მა­ვალ ქმარ­თან (მა­შინ ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ ქმა­რი გახ­დე­ბო­და) ტრუ­დიმ სამ­ჯერ ივახ­შმა, რის შემ­დე­გაც ეს ბა­ტო­ნი ორი თვით რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. ზა­ფხუ­ლის პირი იყო, ტრუ­დი ჰემპტონ­ში წა­ვი­და და მისი არ­სე­ბო­ბაც კი გა­და­ა­ვი­წყდა; ვი­ღაც ორი სხვა მა­მა­კა­ცი გა­ი­ჩი­ნა.

ტრუ­დიმ გა­ი­ღი­მა, ფრჩხი­ლე­ბი და­ით­ვა­ლი­ე­რა და თხრო­ბა გა­ნაგ­რძო:

- მი­ი­წუ­რა ზა­ფხუ­ლი და ზა­რიც გა­ის­მა. ისევ ავა­წყვეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ერ­თოდ, ერთი რამე უნდა გახ­სოვ­დეთ: ნე­ბის­მი­ერ დროს უნდა შე­გეძ­ლოს გაც­ლა. მაგ­რად უნდა დად­გე. მა­მა­კაცს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა აფიქ­რე­ბი­ნო, რომ ერთი სა­ცო­და­ვი ვი­ღა­ცა ხარ, რო­მელ­საც მის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე არ შე­უძ­ლია. ტყუ­ი­ლია ეგ, ძა­ლი­ან კარ­გა­დაც შე­გიძ­ლია.

თუ მა­ნ­ჰე­ტენ­ზე გა­თხო­ვე­ბა გინ­და, ორი წესი უნდა და­იც­ვა; წესი პირ­ვე­ლი:

- უთუ­ოდ ალერ­სი­ა­ნი უნდა იყო, - გვა­რი­გებს ქსე­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მის კო­რეს­პონ­დენ­ტი, ოც­და­თორ­მე­ტი წლის ლა­ი­ზა.

- მაგ­რამ კაცს მო­დუ­ნე­ბაც არ უნდა აცა­ლო, - სი­ტყვას არ­თმევს ბრი­ტა, ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი.

ასე­თი ქა­ლე­ბი­სათ­ვის ასა­კი უპი­რა­ტე­სო­ბაა. თუ ქალ­მა ნიუ-იორკში ოც­და­თხუთ­მე­ტი­დან ორ­მო­ცამ­დე მარ­ტო გაძ­ლო და არ მოკ­ვდა, აქვს შან­სი, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­ერ­კვეს, რა უნდა. როცა ასე­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქალი მი­ზან­ში პო­ტენ­ცი­ურ ქმარს ამო­ი­ღებს, კაცს თა­ვის და­საძ­ვრე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა უკვე ნაკ­ლე­ბად რჩე­ბა.

- წვრთნა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან უნდა და­ი­წყო, - გვა­ნათ­ლებს ბრი­ტა, - თა­ვი­დან, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც კი ვი­ცო­დი, მინ­დო­და მისი ცო­ლო­ბა თუ არა. ერ­თა­დერ­თი რამ იყო ჩემ­თვის ნა­თე­ლი: თვი­თონ კაცი მინ­დო­და და მის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად ყვე­ლა­ფერ­ზე მზად ვი­ყა­ვი. თან ისიც ვი­ცო­დი, რომ გა­მო­მი­ვი­დო­და.

- პა­ტა­რა, ჩერ­ჩეტ გო­გო­ებს რომ მხო­ლოდ მდი­დარ ტი­პებ­ზე უჭი­რავთ თვა­ლი, არც ეგ ვარ­გა, - აგ­რძე­ლებს იგი, - ცოტა უფრო შორს უნდა გა­ი­ხე­დო. ავი­ღოთ, თუნ­დაც ჩემი ქმრის შემ­თხვე­ვა. თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან კი ით­რევ­და ფეხს, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში თვი­თო­ნაც არ უნდა ისე­თი ცოლი, რო­მე­ლიც სულ თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებს და მის ყვე­ლა უსაქ­ცი­ე­ლო­ბას აი­ტანს. არა­და ასე­თი ქმრის ხელ­ში ჩამგდე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ქალი დღეს ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა: რა ჭკვი­ა­ნი, რა ალერ­სი­ა­ნი, რა სა­დი­ლებს ათუხ­თუ­ხებს, რას ხე­ხავს, რას წმენ­დს... არა­და, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ფეხს ით­რევ­და და მერე რო­გორ!...

თა­ვის დრო­ზე, სა­ნამ ბე­რის გა­იც­ნობ­და, ბრი­ტაც კაი ჩიტი იყო: ერთ კაცს რომ სი­გა­რეტ­ზე გზავ­ნი­და, მე­ო­რეს­თან უკა­ნა კა­რით იპა­რე­ბო­და.

- ერთხელ ას­პენ­ში ვარ, - ჰყვე­ბა ბრი­ტა, - ვდგა­ვარ მთის წვერ­ზე და იქი­დან ბე­რის ვუ­რე­კავ. რაც მე ის ვა­თახ­სი­რე, ათი წუთი ენა არ გა­მი­ჩე­რე­ბია, იმი­ტომ, რომ გა­ვი­გე: სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში სხვა ქალ­თან გრი­ა­ლებ­და. სულ ერთი თვის ნაც­ნო­ბე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მა­ინც არ და­ვინ­დე.

ამის შემ­დეგ ბერი მოჭკვი­ან­და. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, თუ არ ჩავ­თვლით ორ საკ­მა­ოდ უსი­ა­მოვ­ნო მო­მენტს: სხვა ქა­ლებ­ზე თვა­ლი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად რჩე­ბო­და ხოლ­მე და ში­გა­და­შიგ სივ­რცის უკ­მა­რი­სო­ბას უჩი­ო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა მას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და.

- თა­ვი­დან ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ არ მოგ­ვწყე­ნო­და, - ამ­ბობს ბრი­ტა, - საჭ­მელს ვამ­ზა­დებ­დი (ორი­ვემ ოც­და­ათ-ოც­და­ა­თი გირ­ვან­ქა მო­ვი­მა­ტეთ!), ერ­თად ვსვამ­დით. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტაშ­ტებ­საც კი ვუთ­რევ­დით ერ­თმა­ნეთს.

მა­მა­კა­ცი რა­ღა­ცით უნდა გა­აკ­ვირ­ვო ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ერთხელ სახ­ლში მო­სულს მთე­ლი ია­ტა­კი ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბით მო­ფე­ნი­ლი დახ­ვდა, ტე­ლე­ვი­ზორს რომ მი­უჯ­და, სა­დი­ლი იქვე მი­ვარ­თვი; ზოგ­ჯერ ჩემს ტან­საც­მელს მო­ვარ­გებ­დი ხოლ­მე და ა.შ....

თუმ­ცა თვა­ლიც ფხიზ­ლად უნდა გე­ჭი­როთ. უკაც­რა­ვად კი ვარ, მაგ­რამ დრო­ის ოთხმოც პრო­ცენტს ნე­ბის­მი­ე­რი კაცი უთ­ქვე­ნოდ ატა­რებს. კი, ბა­ტო­ნო, როცა თქვენ­თან არის, ყუ­რა­დღე­ბა არ გაკ­ლი­ათ; ან კი რა­ტომ უნდა უჟუ­ჟუ­ნოს თვა­ლე­ბი ვი­ღა­ცას, როცა თქვენ­თან ერ­თად სა­დი­ლობს? მარ­თა­ლია, ერთხელ ჩემი თან­დას­წრე­ბით გა­ექ­ცა სხვის­კენ თვა­ლი, მაგ­რამ თავ­ში ისე­თი ვდრუ­ზე, კი­ნა­ღამ სკა­მი­დან ჩა­მო­ვარ­და. აბა, ახლა ენა პირ­ში ჩა­ი­დე, კუდი ლა­ჯებ­ში ამო­ი­დე და ეგ ჯამი ბო­ლომ­დე გატ­ლი­კე-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი.

- კა­ცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ცალ­კე თე­მაა: ამ ქა­ლაქ­ში ქა­ლებს კი­დი­ათ, კაცი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია თუ და­ნიშ­ნუ­ლი, - ამ­ბობს ბრი­ტა, - ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად ილე­სა­ვენ კბი­ლებს. ასი თვა­ლი და ასი ყური უნდა გქონ­დეს გა­მობ­მუ­ლი.

ბაზ­რის შეს­წავ­ლა

ოც­და­ცხრა­მე­ტი წლის ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ხე­ლად რე­ბე­კა, შარ­შან გა­თხოვ­და; იგი იხ­სე­ნებს ეპი­ზოდს, როცა ერთხელ თა­ვი­სი ბან­კი­რი საყ­ვარ­ლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თებს შო­რის სხვა ქა­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი იპო­ვა.

- სას­წრა­ფოდ ავ­კრი­ფე ეს ნო­მე­რი და იმ ჩათ­ლახს პირ­და­პირ ვკი­თხე, რა ხდე­ბა-მეთ­ქი, - ჰყვე­ბა რე­ბე­კა, - იმა­ნაც არ და­მი­მა­ლა და მო­მახ­სე­ნა, დი­ა­ხაც, რეს­ტო­რან­ში პა­ე­მა­ნი და­მი­ნიშ­ნაო.

- აუუ, გავ­რე­კე... ყვი­რი­ლით არ მიყ­ვი­რია, მაგ­რამ სე­რი­ა­ლე­ბის პერ­სო­ნა­ჟის ტექ­სტებს კი ნამ­დვი­ლად ვამ­ბობ­დი: "ხე­ლე­ბი შორს ჩემი კა­ცის­გან! არ გა­ბე­დო მას­თან და­რეკ­ვა!" და ა.შ...

ხე­ლი­დან გა­საშ­ვე­ბი კაცი არ გყავს, კარ­გად მო­უ­ა­რეო, ასე მი­თხრა. თუ ასე­თი გან­ძია, შენ რა­ტომ­ღა და­გი­რე­კა, როცა ჩემ­თა­ნაა-მეთ­ქი, შე­ვუ­ტიე მე.

მერე კაც­საც და­ვუ­რე­კე. ეყო თავ­ხე­დო­ბა და გა­მიბ­რაზ­და, ჩემს პი­რად საქ­მე­ებ­ში რა­ტომ ერე­ვიო. იცი, რას გე­ტყვი, როცა ჩემ­თან ხარ, პი­რად საქ­მე­ებს და­ემ­შვი­დო­ბე-მეთ­ქი.

ერთი-ორი დღე ისე გა­ვი­და, მე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა. მერე რო­გორ­ღაც გა­დავ­ლა­ხეთ ეს პრობ­ლე­მა და სამ თვე­ში ხე­ლიც მთხო­ვა.

სხვა მე­თო­დე­ბიც არ­სე­ბობს. ლა­ი­ზას თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი, რო­ბერ­ტი, სულ ორი თვის გაც­ნო­ბი­ლი ჰყავ­და. უცებ რო­ბერტს რა­ღაც ხუშ­ტუ­რე­ბი და­ე­წყო:

- რო­გორ ფიქ­რობ, სხვა ქა­ლებ­თა­ნაც რომ ვი­ა­რო, პრობ­ლე­მაა? - ეკი­თხე­ბა ერთხელ ლა­ი­ზას.

- რა­ტო­მაც არა, ბაზ­რის შეს­წავ­ლა არ გა­წყენ­და, - უპა­სუ­ხა ლა­ი­ზამ რაც შე­იძ­ლე­ბა მშვი­დად, - ეს თუ არ გა­ა­კე­თე, მა­შინ წე­სი­ე­რად ვერც მე შე­მა­ფა­სებ; და სა­ერ­თოდ, მე ბორ­კი­ლებს არა­ვის ვა­დებ.

რო­ბერ­ტი გა­ი­თი­შა.

- ქალ­მა თავი უნდა და­ი­ფა­სოს, - ამ­ბობს ლა­ი­ზა, - მა­მა­კაცს უნდა აგ­რძნო­ბი­ნოს, რომ რა­ღაც ზღვა­რი არ­სე­ბობს და ყვე­ლა­ფერს ვერ გა­კად­რებს.

არის კი­დევ ერთი ტი­პუ­რი პრობ­ლე­მა - როცა მა­მა­კაც­თან დიდ­ხანს ხარ და ქორ­წი­ნე­ბა­ზე ხმას არ იღებს. ასეთ დროს ყვე­ლა­ზე უე­ბა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­სახ­ლე­ბაა.

- სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი ის­ტო­რია ამას წი­ნათ მი­ამ­ბეს, - ჰყვე­ბა ტრუ­დი, - ქალი ერთი წელი ცხოვ­რობ­და მა­მა­კაც­თან. ერთ დი­ლით იღ­ვი­ძებს და ეკი­თხე­ბა:

- ვხდე­ბით ცოლ-ქმა­რი თუ არა?

კაცი უარს ამ­ბობს.

- მა­შინ ახ­ლა­ვე გა­და­დი ბი­ნი­დან! - ეუბ­ნე­ბა ქალი.

კაცი ორ დღე­ში ცო­ლო­ბას სთხოვს...

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

"სექსი დიდ ქალაქში" "და ქალთან" ერთად

"სექსი დიდ ქალაქში" "და ქალთან" ერთად

კლუბ "აურაში" მედია "პალიტრის" კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალ "და ქალის" მეხუთე ნომერთან ერთად მსოფლიოს ცნობილი ბესტსელერი "სექსი დიდ ქალაქში" გამოვიდა. ამიერიდან  ჟურნალის მომდევნო ნომრებს თან დაერთვება ქენდის ბუშნელის კიდევ სხვა წიგნები: "მეხუთე ავენიუ", "ქერის დღიურები", "ზაფხული დიდ ქალაქში" და სხვა...

ჟურნალთან ერთად გაიმართა პორტალ www.marao.ge პრეზენტაციაც. აღსანიშნავია, რომ პორტალი ასევე ქალებისთვის არის განკუთვნილი. ვებგვერდზე ყველა ასაკისა და სოციალური ფენის ქალბატონი აღმოაჩენს თავისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, რომელიც ყოველდღიურად განახლდება.

გთავაზობთ ნაწყვეტს ქენდის ბუშნელის ბესტსელერიდან - "სექსი დიდ ქალაქში" .

როგორ გავთხოვდეთ მანჰეტენში (ჩემეული გზა)

ორიოდე კვირის წინ "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვინმე სინდი რაიანი (სახელი გამოგონილია) გათხოვდა. ეს ცნობა განსაკუთრებული და საინტერესო მხოლოდ იმათთვის იყო, ვინც, ჩემსავით, ოდესღაც ურთიერთობდა ამ ადამიანთან და მერე სადღაც დაეკარგა იგი. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. სინდი გათხოვდა! ორმოცი წლის ასაკში! მოდი და იმედით ნუ აენთები!

საქმე ის არის, რომ სინდი ერთი იმ ნიუიორკელ ქალთაგანი იყო, ვინც გათხოვებას წლობით უშედეგოდ ცდილობდა. ყველანი კარგად ვიცნობთ მსგავს ქალებს. ბოლო ათი წელია, სულ მათ შესახებ ვკითხულობთ: ისინი საკმაოდ მიმზიდველები არიან (თუ მზეთუნახავები არა) და ყველაფერში წარმატებულები ეთქმით. მხოლოდ ერთი რამ რჩებათ მიუღწეველი: ვერ თხოვდებიან.

სინდი ავტომობილების ჟურნალის სარეკლამო განყოფილებაში მუშაობდა. კარგად ერკვეოდა სტერეოტექნიკაში; კაცივით ზორბა იყო; მიზანში სროლა ეხერხებოდა და ბევრს მოგზაურობდა (ერთხელ აეროპორტის გზაზე მთვრალი მძღოლი მანქანიდან გადმოათრია, უკან ჩატენა და საჭეს თვითონ მიუჯდა). დიდი ქალურობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა მამაკაცები ყოველთვის ჰყავდა.

მაგრამ გადიოდა დრო, რომელიც, ცხადია, თავისას შვრებოდა. როგორც კი ვინმე შეხვდებოდა, მაშინვე იწყებდა ისტორიებს ძალიან მაგარ მამაკაცებზე, რომლებმაც მიატოვეს. ხან იახტის პატრონს იგონებდა; ხან ცნობილ მსახიობს; ხან რომელიღაც დიდი ფირმის დირექტორს, რომელიც ლოგინში, რატომღაც, თაგვისდრუნჩა ფაჩუჩებით წვებოდა.

უყურებდი სინდის და მის მიმართ ძალაუნებურად აღტაცებისა და სიძულვილის გრძნობა ერთდროულად გიპყრობდა.

"ეგ გამთხოვებელი არ არის", - ფიქრობდი გულში და ეცლებოდი, - "დიდი-დიდი ერთ ნიუჯერსელ, გადაყრუებულ ბანკის მენეჯერს გაჰყვეს; ძალიან ბებერია, უკვე, რა..."

მერე მიდიოდი სახლში და წვებოდი. ეს ფიქრი კი მაინც არ გასვენებდა; ამიტომ დაქალს დაურეკავდი და ერთსაც წაიწუნკლებდი: "გეხვეწები, რა, მეც თუ სინდისნაირად წამივიდა საქმე, მესროლე და მომკალი, კარგი?"

თურმე სადა ხართ, გათხოვდა ჩვენი სინდი! მართალია, ვერავინ იტყვის, რომ ოცნების მამაკაცს გაჰყვა, მაგრამ თვითონ ისეთი ბედნიერია, როგორიც არასოდეს.

დროა, ახლა კი მართლაც დროა შეწყვიტო წუწუნი, რომ კარგი კაცები არ არსებობენ; დროა, შეწყვიტო ავტომოპასუხის წარამარა შემოწმება, დარეკა თუ არა ვინმემ; დროა, შეწყვიტო მარტა სტიუარტის უბადრუკი ცხოვრების თვალის დევნება და შენს ცხოვრებასთან შედარება, თუნდაც ჟურნალ "ფიფლის" ყდა მისი სურათებით იყოს აჭრელებული. დიახ, დროა, ბოლოს და ბოლოს ცოლად გაჰყვე მანჰეტენელ კაცს; თურმე, ეს შესაძლებელია!

ჩმორები, ქლიავები და პროფესორა ტიპები

- იყო ვინმე დევიდ ფ., - გვიამბობს ტრუდი.

ტრუდი თინეიჯერული ჟურნალის მთავარი რედაქტორია. ორმოცდაერთი წლისაა, მაგრამ ზოგჯერ თექვსმეტი წლის გოგოს ჰგავს; ვეებერთელა ლურჯი თვალები აქვს და შავი თმა.

ტრუდი სკამის საზურგეს მიაწვა, და ფოტოებით დახუნძლულ წიგნების თაროზე მიუთითა.

- ეს არის სტენდი სახელწოდებით "ტრუდი და კომპანია". ამ სურათებზე ჩემთან ერთად ყველა ის ქლიავი ფიგურირებს, ვისთანაც ოდესმე შეხება მქონია. მიყვარს ყველაფრის კატალოგებად დახარისხება.

ადრე ორწლიან რომანებზე ვიყავი სპეციალიზებული. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ რომანი არ ჩაშლილიყო: წყვილების ფსიქოთერაპია, პრობლემების გადაჭრის გზებზე საათობით საუბრები; ბრძოლა ურთიერთობების გადასარჩენად და ა.შ. მაგრამ მერე მივხვდი: ქალის მოძულე მამაკაცს, რომ მოკვდე, მაინც ვერ შეცვლი. ეს ჩემი პრობლემა არ არის.

ჩემს თავს ვადებიც კი დავუწესე: ორმოცის რომ გავხდები, მხოლოდ მაშინ უნდა გავთხოვდე-მეთქი.

იმ დროს ვინმე დევიდ ფ.-ს ვხვდებოდი. დევიდი ორმოცდაათის იყო; მინდა გითხრათ, რომ მთლად პირნათლად ვერ იყო ჩემთან. ქორწინებაზე სიტყვას რომ ჩამოვუგდებდი, სულ რაღაცას იმიზეზებდა და ხმას მაკმენდინებდა. ხან ამბობდა, ჩინეთში წავიდეთ და რომ ჩამოვალთ, რამე მოვიფიქროთო. აი, ასე, ვენეციამდე ვიარეთ. ვზივართ ერთხელაც "გრიტი პალასში", დიდი, ხისდარაბებიანი ფანჯრიდან კანალე გრანდეს გადმოვყურებთ და მეუბნება:

- მოდი, რეალობას თვალებში შევხედოთ: მანჰეტენში ცოლის მოყვანის მსურველს, ტყუილია, ასი წელი ვერ იპოვი. მოდი, დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის, რა მოხდება?

ეს იყო და ეს. სამუდამოდ მივატოვე.

მანჰეტენში ჩასულმა ტრუდიმ ტელეფონის ნომრები ამოქექა და ყველა კაცს ჩამოურეკა, რომლებსაც ოდესმე შეხვედრია.

- დიახ, ყველას, ვისთვისაც ოდესმე ცხვირი ამიბზუებია, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგს ჩმორად ვთვლიდი, ზოგს - პროფესორა ტიპად, ზოგს - ქლიავად, ზოგი კი სიმელოტის გამო არ მომდიოდა თვალში. სიაში ჩემი ქმრის სახელიც იყო. სხვათა შორის, ყველაზე ბოლოს ეწერა. მახსოვს, ვთქვი: თუ ამანაც არ გაქაჩა, არ ვიცი, რას ვიზამ-მეთქი (ეს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ნიუიორკელი ქალის მოკრძალებით წამოსცდა, თორემ ნიუიორკელმა ქალმა ყოველთვის ძალიან კარგად იცის, რა ქნას).

თავის მომავალ ქმართან (მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ქმარი გახდებოდა) ტრუდიმ სამჯერ ივახშმა, რის შემდეგაც ეს ბატონი ორი თვით რუსეთში გაემგზავრა. ზაფხულის პირი იყო, ტრუდი ჰემპტონში წავიდა და მისი არსებობაც კი გადაავიწყდა; ვიღაც ორი სხვა მამაკაცი გაიჩინა.

ტრუდიმ გაიღიმა, ფრჩხილები დაითვალიერა და თხრობა განაგრძო:

- მიიწურა ზაფხული და ზარიც გაისმა. ისევ ავაწყვეთ ურთიერთობა. საერთოდ, ერთი რამე უნდა გახსოვდეთ: ნებისმიერ დროს უნდა შეგეძლოს გაცლა. მაგრად უნდა დადგე. მამაკაცს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აფიქრებინო, რომ ერთი საცოდავი ვიღაცა ხარ, რომელსაც მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ტყუილია ეგ, ძალიან კარგადაც შეგიძლია.

თუ მანჰეტენზე გათხოვება გინდა, ორი წესი უნდა დაიცვა; წესი პირველი:

- უთუოდ ალერსიანი უნდა იყო, - გვარიგებს ქსელური საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი, ოცდათორმეტი წლის ლაიზა.

- მაგრამ კაცს მოდუნებაც არ უნდა აცალო, - სიტყვას ართმევს ბრიტა, ფოტორეპორტიორი.

ასეთი ქალებისათვის ასაკი უპირატესობაა. თუ ქალმა ნიუ-იორკში ოცდათხუთმეტიდან ორმოცამდე მარტო გაძლო და არ მოკვდა, აქვს შანსი, რომ საბოლოოდ გაერკვეს, რა უნდა. როცა ასეთი მომზადებული ქალი მიზანში პოტენციურ ქმარს ამოიღებს, კაცს თავის დასაძვრენი საშუალება უკვე ნაკლებად რჩება.

- წვრთნა პირველივე დღიდან უნდა დაიწყო, - გვანათლებს ბრიტა, - თავიდან, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, მინდოდა მისი ცოლობა თუ არა. ერთადერთი რამ იყო ჩემთვის ნათელი: თვითონ კაცი მინდოდა და მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერზე მზად ვიყავი. თან ისიც ვიცოდი, რომ გამომივიდოდა.

- პატარა, ჩერჩეტ გოგოებს რომ მხოლოდ მდიდარ ტიპებზე უჭირავთ თვალი, არც ეგ ვარგა, - აგრძელებს იგი, - ცოტა უფრო შორს უნდა გაიხედო. ავიღოთ, თუნდაც ჩემი ქმრის შემთხვევა. თავის დროზე ძალიან კი ითრევდა ფეხს, მაგრამ გულის სიღრმეში თვითონაც არ უნდა ისეთი ცოლი, რომელიც სულ თვალებში შესციცინებს და მის ყველა უსაქციელობას აიტანს. არადა ასეთი ქმრის ხელში ჩამგდები ნებისმიერი ქალი დღეს ბედნიერი იქნება: რა ჭკვიანი, რა ალერსიანი, რა სადილებს ათუხთუხებს, რას ხეხავს, რას წმენდს... არადა, ხომ გეუბნებით, ფეხს ითრევდა და მერე როგორ!...

თავის დროზე, სანამ ბერის გაიცნობდა, ბრიტაც კაი ჩიტი იყო: ერთ კაცს რომ სიგარეტზე გზავნიდა, მეორესთან უკანა კარით იპარებოდა.

- ერთხელ ასპენში ვარ, - ჰყვება ბრიტა, - ვდგავარ მთის წვერზე და იქიდან ბერის ვურეკავ. რაც მე ის ვათახსირე, ათი წუთი ენა არ გამიჩერებია, იმიტომ, რომ გავიგე: საახალწლო დღეებში სხვა ქალთან გრიალებდა. სულ ერთი თვის ნაცნობები ვიყავით, მაგრამ მაინც არ დავინდე.

ამის შემდეგ ბერი მოჭკვიანდა. ყველაფერი კარგად იყო, თუ არ ჩავთვლით ორ საკმაოდ უსიამოვნო მომენტს: სხვა ქალებზე თვალი კვლავინდებურად რჩებოდა ხოლმე და შიგადაშიგ სივრცის უკმარისობას უჩიოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრიტა მასთან საცხოვრებლად გადავიდა.

- თავიდან ყველაფერს ვაკეთებდი, რომ არ მოგვწყენოდა, - ამბობს ბრიტა, - საჭმელს ვამზადებდი (ორივემ ოცდაათ-ოცდაათი გირვანქა მოვიმატეთ!), ერთად ვსვამდით. საჭიროების შემთხვევაში ტაშტებსაც კი ვუთრევდით ერთმანეთს.

მამაკაცი რაღაცით უნდა გააკვირვო ხოლმე. მაგალითად, ერთხელ სახლში მოსულს მთელი იატაკი ანთებული სანთლებით მოფენილი დახვდა, ტელევიზორს რომ მიუჯდა, სადილი იქვე მივართვი; ზოგჯერ ჩემს ტანსაცმელს მოვარგებდი ხოლმე და ა.შ....

თუმცა თვალიც ფხიზლად უნდა გეჭიროთ. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ დროის ოთხმოც პროცენტს ნებისმიერი კაცი უთქვენოდ ატარებს. კი, ბატონო, როცა თქვენთან არის, ყურადღება არ გაკლიათ; ან კი რატომ უნდა უჟუჟუნოს თვალები ვიღაცას, როცა თქვენთან ერთად სადილობს? მართალია, ერთხელ ჩემი თანდასწრებით გაექცა სხვისკენ თვალი, მაგრამ თავში ისეთი ვდრუზე, კინაღამ სკამიდან ჩამოვარდა. აბა, ახლა ენა პირში ჩაიდე, კუდი ლაჯებში ამოიდე და ეგ ჯამი ბოლომდე გატლიკე-მეთქი, - ვუთხარი.

- კაცის შენარჩუნება ცალკე თემაა: ამ ქალაქში ქალებს კიდიათ, კაცი დაქორწინებულია თუ დანიშნული, - ამბობს ბრიტა, - ყველაზე ერთნაირად ილესავენ კბილებს. ასი თვალი და ასი ყური უნდა გქონდეს გამობმული.

ბაზრის შესწავლა

ოცდაცხრამეტი წლის ჟურნალისტი, სახელად რებეკა, შარშან გათხოვდა; იგი იხსენებს ეპიზოდს, როცა ერთხელ თავისი ბანკირი საყვარლის სავიზიტო ბარათებს შორის სხვა ქალის ტელეფონის ნომერი იპოვა.

- სასწრაფოდ ავკრიფე ეს ნომერი და იმ ჩათლახს პირდაპირ ვკითხე, რა ხდება-მეთქი, - ჰყვება რებეკა, - იმანაც არ დამიმალა და მომახსენა, დიახაც, რესტორანში პაემანი დამინიშნაო.

- აუუ, გავრეკე... ყვირილით არ მიყვირია, მაგრამ სერიალების პერსონაჟის ტექსტებს კი ნამდვილად ვამბობდი: "ხელები შორს ჩემი კაცისგან! არ გაბედო მასთან დარეკვა!" და ა.შ...

ხელიდან გასაშვები კაცი არ გყავს, კარგად მოუარეო, ასე მითხრა. თუ ასეთი განძია, შენ რატომღა დაგირეკა, როცა ჩემთანაა-მეთქი, შევუტიე მე.

მერე კაცსაც დავურეკე. ეყო თავხედობა და გამიბრაზდა, ჩემს პირად საქმეებში რატომ ერევიო. იცი, რას გეტყვი, როცა ჩემთან ხარ, პირად საქმეებს დაემშვიდობე-მეთქი.

ერთი-ორი დღე ისე გავიდა, მეგონა, ყველაფერი მორჩა. მერე როგორღაც გადავლახეთ ეს პრობლემა და სამ თვეში ხელიც მთხოვა.

სხვა მეთოდებიც არსებობს. ლაიზას თავისი მომავალი ქმარი, რობერტი, სულ ორი თვის გაცნობილი ჰყავდა. უცებ რობერტს რაღაც ხუშტურები დაეწყო:

- როგორ ფიქრობ, სხვა ქალებთანაც რომ ვიარო, პრობლემაა? - ეკითხება ერთხელ ლაიზას.

- რატომაც არა, ბაზრის შესწავლა არ გაწყენდა, - უპასუხა ლაიზამ რაც შეიძლება მშვიდად, - ეს თუ არ გააკეთე, მაშინ წესიერად ვერც მე შემაფასებ; და საერთოდ, მე ბორკილებს არავის ვადებ.

რობერტი გაითიშა.

- ქალმა თავი უნდა დაიფასოს, - ამბობს ლაიზა, - მამაკაცს უნდა აგრძნობინოს, რომ რაღაც ზღვარი არსებობს და ყველაფერს ვერ გაკადრებს.

არის კიდევ ერთი ტიპური პრობლემა - როცა მამაკაცთან დიდხანს ხარ და ქორწინებაზე ხმას არ იღებს. ასეთ დროს ყველაზე უებარი საშუალება გასახლებაა.

- სხვათა შორის, მსგავსი ისტორია ამას წინათ მიამბეს, - ჰყვება ტრუდი, - ქალი ერთი წელი ცხოვრობდა მამაკაცთან. ერთ დილით იღვიძებს და ეკითხება:

- ვხდებით ცოლ-ქმარი თუ არა?

კაცი უარს ამბობს.

- მაშინ ახლავე გადადი ბინიდან! - ეუბნება ქალი.

კაცი ორ დღეში ცოლობას სთხოვს...

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს