"ქართულმა პარტიამ" რევოლუციური სამზადისი რეგიონებში გასვლით დაიწყო. პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან კახეთში გამართა. როგორ აფასებენ პარტიის ლიდერები პირველ აქციებს და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.
გარდა ამისა, მედიკოსები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. აქციების მიზეზი ასობით გათავისუფლებული ექიმია, რომლებიც ხელისუფლებას საავადმყოფოების გაყიდვასა და ექიმების მიმართ შავ პიარში ადანაშაულებენ.
როდის დაიწყება აქციები და რა მოთხოვნები აქვთ მედიკოსებს. "რეზიუმეს" ეთერში მერაბ მეტრეველის სტუმრები იქნებიან ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და მედიკოსთა პოფკავშირების ხელმძღვანელი ჯონი ჯანაშია.
დაუსვით კითხვები გადაცემის მონაწილეებს ინტერნეტით პირდაპირ ეთერში და მიიღეთ პასუხები.
მოუსმინეთ და უყურეთ თოქშოუ "რეზიუმეს", ყოველ სამუშაო დღეს 19:00-დან 20:00 საათამდე, რადიო "პალიტრის"ეთერში, ან უყურეთ არქივში 11 მაისიდან.