Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მადლი უწმინდესის სახლიდან მოდის, ეს წმინდაა..." - სად და როგორ ჩამოიქნება ის სანთლები, რომლებსაც "კვირის პალიტრა" მკითხველს ყოველ აღდგომაზე ჩუქნის
"ეს მადლი უწმინდესის სახლიდან მოდის, ეს წმინდაა..." - სად და როგორ ჩამოიქნება ის სანთლები, რომლებსაც "კვირის პალიტრა" მკითხველს ყოველ აღდგომაზე ჩუქნის

რო­გორც გა­სულ წლებ­ში, "კვი­რის პა­ლიტ­რა" წელ­საც არ და­არ­ღვევს ტრა­დი­ცი­ას და მკი­თხველს აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მაქ­რის­ტი­ა­ნებ­ლის წმ. ნი­ნოს ხა­ტი­თა და მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი­დან გად­მო­სულ მა­რა­დი­ულ ცე­ცხლზე თავ­მომ­წვა­რი სან­თლე­ბით მი­უ­ლო­ცავს.

  • ჩვენ ყო­ველ წელს ვამ­ბობთ, რომ ეს სან­თლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მცხე­თის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში ჩა­მო­იქ­ნე­ბა. ამ­ჯე­რად ამ მო­ნას­ტერს ვეს­ტუმ­რეთ და ვი­ხი­ლეთ კონ­კრე­ტუ­ლად სად და რო­გორ ჩა­მო­იქ­ნე­ბა ის სან­თლე­ბი, რომ­ლებ­საც "კვი­რის პა­ლიტ­რა" ყო­ველ­წლი­უ­რად ჩუქ­ნის მკი­თხველს და რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სა­აღ­დგო­მო რი­ტუ­ა­ლის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა.

არ­ქი­მან­დრი­ტი ან­ტო­ნი (ფი­ჩხა­ია): - ძველ დროს, როცა ადა­მი­ა­ნი რა­მეს და­ა­შა­ვებ­და, სამ­სხვერ­პლოდ ცხვარს მი­იყ­ვან­და შე­სა­წი­რად, ცოდ­ვე­ბის მო­სა­ნა­ნი­ებ­ლად. ეს მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ შენ და­ა­შა­ვე, მაგ­რამ შენ მა­გივ­რად სხვა იწი­რე­ბა. მერე ქრის­ტე მო­ვი­და, შეს­წი­რა თავი და დაგ­ვი­ტო­ვა მისი ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო - ეს ჩემი ხორ­ცია, ჩემი სის­ხლიო. მა­ცხო­ვა­რი თვი­თონ არის მსხვერ­პლი. ამი­ტომ ჩვენს დრო­ში რო­მე­ლი­მე ცოდ­ვის სის­ხლი­ა­ნი მსხვერ­პლშე­წირ­ვა აღარ ხდე­ბა...

ერთ-ერთი მსხვერ­პლი სან­თე­ლია, რო­მე­ლიც იწი­რე­ბა, იწ­ვე­ბა ჩვე­ნი ცოდ­ვის გამო. იესო ქრის­ტე არის ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა და მო­ვი­და, რომ გა­ა­ნათ­ლოს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­ში, რათა ჩვე­ნი თავი სწო­რად და­ვი­ნა­ხოთ. ძველ აღ­თქმა­ში მე­სი­ის ერთ-ერთი გა­მომ­ხატ­ვე­ლი სი­ნათ­ლე იყო. ამი­ტომ სან­თე­ლი მა­ცხოვ­რის, უსის­ხლო მსხვერ­პლის ერთ-ერთი სა­ხეა. და­ვან­თებ და იწი­რე­ბა, ჩა­მოდ­ნე­ბა ბო­ლომ­დე, და­იწ­ვე­ბა.

ეს სან­თლე­ბი, რომ­ლებ­საც აქ ვამ­ზა­დებთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" და მერე თქვენ ჩუქ­ნით მკი­თხველს, მომ­წვა­რია სწო­რედ იმ ღვთა­ებ­რი­ვი ცე­ცხლით, რო­მე­ლიც გად­მო­დის ყო­ველ აღ­დგო­მას მარ­თლმა­დი­დე­ბელ პატ­რი­არ­ქზე და შემ­დეგ მთელ სამ­ყა­როს გა­ნე­ფი­ნე­ბა ღმერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი, ნა­თე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი. ეს სი­ნათ­ლე რომ ოჯა­ხებ­ში შე­ვი­დეს და მას ჰქონ­დეს ბნე­ლის, ბო­რო­ტის და­მარ­ღვევ­ლის ძალა, ამის­თვის არის ეს სან­თე­ლი. ის ამ ყო­ვე­ლი­ვეს სიმ­ბო­ლოა.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" დიდ კე­თილ საქ­მეს აკე­თებს. სან­თე­ლი ბევ­რგან კეთ­დე­ბა, მაგ­რამ მო­ი­სურ­ვეს, რომ აქ, ამ ოჯახ­ში დამ­ზად­დეს - თა­ვის დრო­ზე აქ თვი­თონ პატ­რი­არ­ქი, მისი მშო­ბე­ლი მამა, ბი­ძა­მი­სი და მე­უ­ფე დი­მიტ­რი ცხოვ­რობ­დნენ. მერე პატ­რი­არ­ქმა მო­ნას­ტერს გა­დას­ცა. მე ღვთის წყა­ლო­ბით აქ 11 წე­ლია ვმსა­ხუ­რობ. მა­ნამ­დეც, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს სან­თე­ლი აქ კეთ­დე­ბო­და და ჩვენც ვაგ­რძე­ლებთ ამ ტრა­დი­ცი­ას. ხალ­ხსაც ახა­რებს, რომ პატ­რი­არ­ქის სახ­ლში მისი ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გა­ნე­ფი­ნე­ბა ეს მად­ლი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამ ად­გი­ლას წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის აგე­ბა და კურ­თხე­ვა 2006 წელს დას­რულ­და. მა­შინ ეს სახ­ლი უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მო­ნას­ტერს გა­და­ე­ცა. აქ ერთხანს მამა ბარ­თლო­მეს საძ­მო ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ მამა ლუკა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ვინც აა­შე­ნა ეს ტა­ძა­რი. შემ­დეგ მამა სა­მო­ე­ლი მსა­ხუ­რობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მამა ილია კარ­ტო­ზია, რო­მე­ლიც გმი­რა­დაა შე­რა­ცხუ­ლი. 2011 წელს, რო­დე­საც მე მო­ვე­დი, აქ მამა იო­ა­ნე დამ­ხვდა...

სან­თლის დამ­ზა­დე­ბა შრო­მა­ტე­ვა­დი, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და საფრ­თხი­ლო საქ­მეა. ღვთის მად­ლი რომ არ იყოს, ათას­ჯერ გაჩ­ნდე­ბო­და ხან­ძა­რი. დღე­ში 50 კი­ლოგ­რა­მის ჩა­მოქ­ნა დიდ შრო­მას მო­ი­თხოვს. მო­ნას­ტრის მორ­ჩი­ლე­ბი დი­ლის 8 სა­ათ­ზე რომ და­ი­წყე­ბენ, სა­ღა­მოს 7-მდე შრო­მო­ბენ, თან ფეხ­ზე დგა­ნან...

რო­გორც ცნო­ბი­ლია, რო­დე­საც უწ­მინ­დესს დედა გარ­და­ეც­ვა­ლა (სნო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი), მამა სა­ცხოვ­რებ­ლად მცხე­თა­ში წა­მო­ვი­და და მან და მის­მა ძმამ აქ, მთას­თან ახ­ლოს იყი­დეს ეს პა­ტა­რა სახ­ლი. რო­დე­საც უწ­მინ­დე­სი სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის რექ­ტო­რი იყო, იმ წლებ­ში სულ ამ სახ­ლში ცხოვ­რობ­და...

ვუ­ერ­თდე­ბი ამ კე­თილ საქ­მეს, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან ერ­თად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის. უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვაც არის, მისი სახ­ლი­დან მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი და უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ, ეს წმინ­დაა. კაც­მა სან­თე­ლი ღვთის წი­ნა­შე გა­ჭირ­ვე­ბის დროს ან მად­ლო­ბის­თვის უნდა და­ან­თოს.

ამ მო­ნას­ტრის მად­ლით, პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, შემ­დეგ კი იმ ცე­ცხლის ძა­ლით, რო­მე­ლიც აღ­დგო­მას გად­მო­დის და მერე კი­დევ იქი­დან ჩა­მო­სუ­ლი ცე­ცხლით მო­იწ­ვე­ბა ეს სან­თლე­ბი, ყვე­ლა ოჯახ­ში შე­სუ­ლი­ყოს აღ­დგო­მის ძალა და სი­ხა­რუ­ლი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გა­ხა­როთ! ამინ! ჩვე­ნი პა­ტა­რა ლოც­ვა შე­ე­წი­ოს ყვე­ლას, ვის ოჯახ­შიც შევა ეს სან­თე­ლი.

ავტორი:

"ეს მადლი უწმინდესის სახლიდან მოდის, ეს წმინდაა..." - სად და როგორ ჩამოიქნება ის სანთლები, რომლებსაც "კვირის პალიტრა" მკითხველს ყოველ აღდგომაზე ჩუქნის

"ეს მადლი უწმინდესის სახლიდან მოდის, ეს წმინდაა..." - სად და როგორ ჩამოიქნება ის სანთლები, რომლებსაც "კვირის პალიტრა" მკითხველს ყოველ აღდგომაზე ჩუქნის

როგორც გასულ წლებში, "კვირის პალიტრა" წელსაც არ დაარღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს გამაქრისტიანებლის წმ. ნინოს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით მიულოცავს.

  • ჩვენ ყოველ წელს ვამბობთ, რომ ეს სანთლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩამოიქნება. ამჯერად ამ მონასტერს ვესტუმრეთ და ვიხილეთ კონკრეტულად სად და როგორ ჩამოიქნება ის სანთლები, რომლებსაც "კვირის პალიტრა" ყოველწლიურად ჩუქნის მკითხველს და რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი სააღდგომო რიტუალის განუყოფელ ნაწილად იქცა.

არქიმანდრიტი ანტონი (ფიჩხაია): - ძველ დროს, როცა ადამიანი რამეს დააშავებდა, სამსხვერპლოდ ცხვარს მიიყვანდა შესაწირად, ცოდვების მოსანანიებლად. ეს მიანიშნებდა, რომ შენ დააშავე, მაგრამ შენ მაგივრად სხვა იწირება. მერე ქრისტე მოვიდა, შესწირა თავი და დაგვიტოვა მისი ზიარების საიდუმლო - ეს ჩემი ხორცია, ჩემი სისხლიო. მაცხოვარი თვითონ არის მსხვერპლი. ამიტომ ჩვენს დროში რომელიმე ცოდვის სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღარ ხდება...

ერთ-ერთი მსხვერპლი სანთელია, რომელიც იწირება, იწვება ჩვენი ცოდვის გამო. იესო ქრისტე არის ნათელი სოფლისა და მოვიდა, რომ გაანათლოს ყველაფერი ჩვენში, რათა ჩვენი თავი სწორად დავინახოთ. ძველ აღთქმაში მესიის ერთ-ერთი გამომხატველი სინათლე იყო. ამიტომ სანთელი მაცხოვრის, უსისხლო მსხვერპლის ერთ-ერთი სახეა. დავანთებ და იწირება, ჩამოდნება ბოლომდე, დაიწვება.

ეს სანთლები, რომლებსაც აქ ვამზადებთ "კვირის პალიტრისთვის" და მერე თქვენ ჩუქნით მკითხველს, მომწვარია სწორედ იმ ღვთაებრივი ცეცხლით, რომელიც გადმოდის ყოველ აღდგომას მართლმადიდებელ პატრიარქზე და შემდეგ მთელ სამყაროს განეფინება ღმერთი ჭეშმარიტი, ნათელი ჭეშმარიტი. ეს სინათლე რომ ოჯახებში შევიდეს და მას ჰქონდეს ბნელის, ბოროტის დამარღვევლის ძალა, ამისთვის არის ეს სანთელი. ის ამ ყოველივეს სიმბოლოა.

"კვირის პალიტრა" დიდ კეთილ საქმეს აკეთებს. სანთელი ბევრგან კეთდება, მაგრამ მოისურვეს, რომ აქ, ამ ოჯახში დამზადდეს - თავის დროზე აქ თვითონ პატრიარქი, მისი მშობელი მამა, ბიძამისი და მეუფე დიმიტრი ცხოვრობდნენ. მერე პატრიარქმა მონასტერს გადასცა. მე ღვთის წყალობით აქ 11 წელია ვმსახურობ. მანამდეც, კარგა ხნის განმავლობაში, ეს სანთელი აქ კეთდებოდა და ჩვენც ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. ხალხსაც ახარებს, რომ პატრიარქის სახლში მისი ლოცვა-კურთხევით განეფინება ეს მადლი მთელ საქართველოში.

ამ ადგილას წმინდა გიორგის ტაძრის აგება და კურთხევა 2006 წელს დასრულდა. მაშინ ეს სახლი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მონასტერს გადაეცა. აქ ერთხანს მამა ბართლომეს საძმო ცხოვრობდა, შემდეგ მამა ლუკა ფალავანდიშვილი, ვინც ააშენა ეს ტაძარი. შემდეგ მამა სამოელი მსახურობდა, მოგვიანებით კი მამა ილია კარტოზია, რომელიც გმირადაა შერაცხული. 2011 წელს, როდესაც მე მოვედი, აქ მამა იოანე დამხვდა...

სანთლის დამზადება შრომატევადი, საპასუხისმგებლო და საფრთხილო საქმეა. ღვთის მადლი რომ არ იყოს, ათასჯერ გაჩნდებოდა ხანძარი. დღეში 50 კილოგრამის ჩამოქნა დიდ შრომას მოითხოვს. მონასტრის მორჩილები დილის 8 საათზე რომ დაიწყებენ, საღამოს 7-მდე შრომობენ, თან ფეხზე დგანან...

როგორც ცნობილია, როდესაც უწმინდესს დედა გარდაეცვალა (სნოშია დაკრძალული), მამა საცხოვრებლად მცხეთაში წამოვიდა და მან და მისმა ძმამ აქ, მთასთან ახლოს იყიდეს ეს პატარა სახლი. როდესაც უწმინდესი სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, იმ წლებში სულ ამ სახლში ცხოვრობდა...

ვუერთდები ამ კეთილ საქმეს, რაც სასიამოვნოსთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის. უწმინდესის კურთხევაც არის, მისი სახლიდან მოდის ეს ყველაფერი და უნდა გავუფრთხილდეთ, ეს წმინდაა. კაცმა სანთელი ღვთის წინაშე გაჭირვების დროს ან მადლობისთვის უნდა დაანთოს.

ამ მონასტრის მადლით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შემდეგ კი იმ ცეცხლის ძალით, რომელიც აღდგომას გადმოდის და მერე კიდევ იქიდან ჩამოსული ცეცხლით მოიწვება ეს სანთლები, ყველა ოჯახში შესულიყოს აღდგომის ძალა და სიხარული. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ამინ! ჩვენი პატარა ლოცვა შეეწიოს ყველას, ვის ოჯახშიც შევა ეს სანთელი.