მკითხველთა საყვარელი ღონისძიება - „თბილისის წიგნი ბაზრობა“ გაიხსნა და 10-დან 13 აპრილის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ.
ბაზრობაზე პატარა გამომცემლობებთან ერთად მონაწილეობს „პალიტრა L-ი“, რომელიც მკითხველს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე განსაკუთრებულ აქციებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.
„თბილისის წიგნის ბაზრობაზე“ დაგხვდებათ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების ახალი გამოცემები. აქ მარტივად იპოვით საკითხავს თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის.
დიდი ფასდაკლებები და ექსკლუზიური შეთავაზებები მოქმედებს წლის განსაკუთრებულ გამოცემებზეც. „თბილისის წიგნის ბაზრობა“ შესანიშნავი შანსია, განაახლოთ თქვენი ბიბლიოთეკა, შეიძინოთ საჩუქრები ახლობლებისა და მეგობრებისთვის.
ღონისძიებაზე მოგეცემათ შანსი შეხვდეთ თქვენს საყვარელ ქართველ ავტორებს, მიიღოთ მათგან ავტოგრაფი და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტო. ასევე, დაუსვათ კითხვები მათ შემოქმედებაზე.
არ გამოტოვოთ წლის მთავარი ლიტერატურული ღონისძიება და შანსი, აღმოაჩინოთ ახალი ავტორები ან განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ კლასიკური ნაწარმოებები.
R