Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გვეხმარება ნაყინი სტრესთან გამკლავებაში
როგორ გვეხმარება ნაყინი სტრესთან გამკლავებაში

თუ ოდეს­მე ცუ­დად გიგ­რძნი­ათ თავი და ნა­ყი­ნის ჭა­მის შემ­დეგ ხა­სი­ა­თი გა­მო­გის­წორ­დათ, გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ გემ­რი­ე­ლი ნა­ყი­ნის პირ­ვე­ლი­ვე კოვ­ზი სა­ოც­რად აბა­ლან­სებს ემო­ცი­ებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ვე­ძებთ შვე­ბას ტკბილ გე­მო­ში მა­შინ, როცა სტრე­სი გვა­წუ­ხებს?

ეს უბ­რა­ლო კაპ­რი­ზი არ არის – ნა­ყი­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ფეს­ვე­ბი ტვი­ნის ქი­მი­ა­სა და ბავ­შვო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

ნა­ყი­ნი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ტკბი­ლე­უ­ლია, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში გვა­ხა­რებ­და და ჩვე­ნი წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბებ­თან მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეზო­ში ჩა­მო­ტა­რე­ბუ­ლი პლომ­ბი­რი, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი, არ­და­დე­გე­ბი, ზა­ფხუ­ლი და სა­ნა­ყი­ნე­ებ­თან აღ­მო­ჩე­ნი­ლი ჯა­დოს­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბი. ნა­ყი­ნის ჭამა ჩვე­ნი არაც­ნო­ბი­ე­რი გო­ნე­ბის­თვის სი­კე­თეს, სიმ­შვი­დე­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. სტრე­სის პი­რო­ბებ­ში კი ტვი­ნი სწო­რედ ასეთ „უსაფრ­თხო ად­გილს“ ეძებს და ერთ-ერთი გზა სწო­რედ ბავ­შვო­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბე­ბის კად­რე­ბად ამო­ტივ­ტი­ვე­ბაა – ნა­ყინ­თან ერ­თად.

რო­გორ მოქ­მე­დებს ტკბი­ლი გემო ტვი­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბის ცენ­ტრზე?

ტკბი­ლი გემო ტვინ­ში ააქ­ტი­უ­რებს დო­ფა­მი­ნის, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნის გა­მო­ყო­ფას­თან. დო­ფა­მი­ნი სწო­რედ ის ქი­მი­კა­ტია, რო­მე­ლიც სი­ხა­რულს, მო­ტი­ვა­ცი­ას და კმა­ყო­ფი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამის გარ­და, როცა ტკბილს ვი­ღებთ, სე­რო­ტო­ნი­ნის დო­ნეც იზ­რდე­ბა, რაც ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია. ამ­გვა­რად, ტკბი­ლი ნა­ყი­ნი არამ­ხო­ლოდ გემ­რი­ე­ლია, არა­მედ ბი­ო­ქი­მი­უ­რი გზით გან­წყო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

რა­ტომ ვგრძნობთ თავს უკეთ ნა­ყი­ნის პირ­ვე­ლი­ვე კოვ­ზის შემ­დეგ?

მზა­ო­ბის პრო­ცე­სიც კი – რო­გორ ვხსნით ნა­ყი­ნის შე­ფუთ­ვას, რო­გორ ვირ­ჩევთ გე­მოს – ტვინს სი­ა­მოვ­ნე­ბის მო­ლო­დი­ნით ამა­რა­გებს და როცა ცივ, კრე­მო­ვან მა­სას გრძნობ პირ­ში, სხე­უ­ლი რე­ა­ლუ­რად გა­ნიც­დის მიკ­რო-ბედ­ნი­ე­რე­ბას. ეს პა­ტა­რა გემო პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ტვი­ნის ე.წ. "სა­სი­ა­მოვ­ნო ცენ­ტრებს" და ამი­ტო­მაც, პირ­ვე­ლი ლუკ­მაც საკ­მა­რი­სია, რომ შვე­ბა ვიგ­რძნოთ.

ექ­სპერ­ტე­ბის რჩე­ვე­ბი: რო­მე­ლი გემო და­გამ­შვი­დებთ ყვე­ლა­ზე სწრა­ფად?

ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის აზ­რით, სხვა­დას­ხვა გე­მოს ნა­ყინს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა:

ვა­ნი­ლის ნა­ყი­ნი – კლა­სი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მე­ლიც სიმ­შვი­დე­სა და ნოს­ტალ­გი­ას იწ­ვევს. შე­სა­ნიშ­ნა­ვია გა­დაღ­ლი­ლო­ბის ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის დროს.

შო­კო­ლა­დის ნა­ყი­ნი – ძლი­ე­რი ტკბი­ლი გე­მოა, რო­მე­ლიც დო­ფა­მი­ნის დო­ნეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სწრა­ფად ამაღ­ლებს. იდე­ა­ლუ­რია, როცა სა­ჭი­როა „გო­ნე­ბის გა­მო­ფხიზ­ლე­ბა“, ან როცა სევ­დი­ა­ნი ხართ.

მარ­წყვის ან ხი­ლის ნა­ყი­ნი – მსუ­ბუ­ქი და მა­ცო­ცხლე­ბე­ლია. ხელს უწყობს გან­ტვირ­თვას, გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ცხე­ში და გა­დატ­ვირ­თულ დღეს.

პიტ­ნის ან ფსტის ნა­ყი­ნი – არო­მა­თე­რა­პია დე­სერ­ტში! პიტ­ნა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ეფექ­ტით, ხოლო ფსტის არო­მა­ტი შფოთ­ვას ამ­ცი­რებს.

თუ სტრე­სის პი­რო­ბებ­ში ტკბი­ლე­ულ­ზე გა­გირ­ბით თვა­ლი, ეცა­დეთ ეს იყოს ნა­ყი­ნი. აირ­ჩი­ეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი გემო, მო­თავ­სდით კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში და მი­ირ­თვით შეგ­ნე­ბუ­ლად – ისე, რომ ყო­ვე­ლი ლუკ­მა შე­იგ­რძნოთ. ეს დამ­შვი­დე­ბის პრაქ­ტი­კაც გახ­დე­ბა, არამ­ხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი ჩვე­ვა.

გახ­სოვ­დეთ, ნა­ყი­ნი არ არის უბ­რა­ლოდ დე­სერ­ტი, ის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თქვე­ნი მშვე­ლე­ლი, თქვე­ნი­ვე ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის. როცა სამ­ყა­როს ხმა­უ­რი და ყო­ველ­დღი­უ­რი სტრე­სი გვფი­ტავს და გვღ­ლის, პა­ტა­რა კოვ­ზი ცივი ბედ­ნი­ე­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ გვა­წყენს.

NS

ავტორი:

როგორ გვეხმარება ნაყინი სტრესთან გამკლავებაში

როგორ გვეხმარება ნაყინი სტრესთან გამკლავებაში

თუ ოდესმე ცუდად გიგრძნიათ თავი და ნაყინის ჭამის შემდეგ ხასიათი გამოგისწორდათ, გეცოდინებათ, რომ გემრიელი ნაყინის პირველივე კოვზი საოცრად აბალანსებს ემოციებს. საინტერესოა, რატომ ვეძებთ შვებას ტკბილ გემოში მაშინ, როცა სტრესი გვაწუხებს?

ეს უბრალო კაპრიზი არ არის – ნაყინის სიყვარულის ფესვები ტვინის ქიმიასა და ბავშვობის მეხსიერებებს უკავშირდება.

ნაყინი ერთ-ერთი პირველი ტკბილეულია, რომელიც ბავშვობაში გვახარებდა და ჩვენი წარსულის მოგონებებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეზოში ჩამოტარებული პლომბირი, დაბადების დღეები, არდადეგები, ზაფხული და სანაყინეებთან აღმოჩენილი ჯადოსნური ემოციები. ნაყინის ჭამა ჩვენი არაცნობიერი გონებისთვის სიკეთეს, სიმშვიდესა და მზრუნველობას უკავშირდება. სტრესის პირობებში კი ტვინი სწორედ ასეთ „უსაფრთხო ადგილს“ ეძებს და ერთ-ერთი გზა სწორედ ბავშვობის ბედნიერი მოგონებების კადრებად ამოტივტივებაა – ნაყინთან ერთად.

როგორ მოქმედებს ტკბილი გემო ტვინის ბედნიერების ცენტრზე?

ტკბილი გემო ტვინში ააქტიურებს დოფამინის, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების ჰორმონის გამოყოფასთან. დოფამინი სწორედ ის ქიმიკატია, რომელიც სიხარულს, მოტივაციას და კმაყოფილებას უზრუნველყოფს. ამის გარდა, როცა ტკბილს ვიღებთ, სეროტონინის დონეც იზრდება, რაც ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. ამგვარად, ტკბილი ნაყინი არამხოლოდ გემრიელია, არამედ ბიოქიმიური გზით განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.

რატომ ვგრძნობთ თავს უკეთ ნაყინის პირველივე კოვზის შემდეგ?

მზაობის პროცესიც კი – როგორ ვხსნით ნაყინის შეფუთვას, როგორ ვირჩევთ გემოს – ტვინს სიამოვნების მოლოდინით ამარაგებს და როცა ცივ, კრემოვან მასას გრძნობ პირში, სხეული რეალურად განიცდის მიკრო-ბედნიერებას. ეს პატარა გემო პირდაპირ უკავშირდება ტვინის ე.წ. "სასიამოვნო ცენტრებს" და ამიტომაც, პირველი ლუკმაც საკმარისია, რომ შვება ვიგრძნოთ.

ექსპერტების რჩევები: რომელი გემო დაგამშვიდებთ ყველაზე სწრაფად?

ფსიქოლოგებისა და ნუტრიციოლოგების აზრით, სხვადასხვა გემოს ნაყინს შეუძლია სხვადასხვანაირი ემოციური მდგომარეობის შემსუბუქება:

ვანილის ნაყინი – კლასიკური არჩევანია, რომელიც სიმშვიდესა და ნოსტალგიას იწვევს. შესანიშნავია გადაღლილობის ან გაღიზიანების დროს.

შოკოლადის ნაყინი – ძლიერი ტკბილი გემოა, რომელიც დოფამინის დონეს განსაკუთრებულად სწრაფად ამაღლებს. იდეალურია, როცა საჭიროა „გონების გამოფხიზლება“, ან როცა სევდიანი ხართ.

მარწყვის ან ხილის ნაყინი – მსუბუქი და მაცოცხლებელია. ხელს უწყობს განტვირთვას, განსაკუთრებით სიცხეში და გადატვირთულ დღეს.

პიტნის ან ფსტის ნაყინი – არომათერაპია დესერტში! პიტნა ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით, ხოლო ფსტის არომატი შფოთვას ამცირებს.

თუ სტრესის პირობებში ტკბილეულზე გაგირბით თვალი, ეცადეთ ეს იყოს ნაყინი. აირჩიეთ თქვენი საყვარელი გემო, მოთავსდით კომფორტულ გარემოში და მიირთვით შეგნებულად – ისე, რომ ყოველი ლუკმა შეიგრძნოთ. ეს დამშვიდების პრაქტიკაც გახდება, არამხოლოდ გემრიელი ჩვევა.

გახსოვდეთ, ნაყინი არ არის უბრალოდ დესერტი, ის შეიძლება გახდეს თქვენი მშველელი, თქვენივე ემოციური მდგომარეობისთვის. როცა სამყაროს ხმაური და ყოველდღიური სტრესი გვფიტავს და გვღლის, პატარა კოვზი ცივი ბედნიერება ნამდვილად არ გვაწყენს.

NS