Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია" - ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
"ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია" - ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

გა­მო­ცე­მა "ინ­დი­გოს“ ჟურ­ნა­ლის­ტის, საბა სორ­დი­ას საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 17 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­დებს.

სორ­დია 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის და­დე­ბა­ზე და­ი­წყეს მსჯე­ლო­ბა.

  • სორ­დი­ამ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ რო­გორ მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა.

"ჩემ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა იმას მოჰ­ყვა, რომ ისი­ნი ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში არ მოქ­მე­დებ­დნენ, მათ თვით­ნე­ბუ­რად გა­და­წყვი­ტეს ჩემი ჩან­თის ჩხრე­კა. სა­სა­მარ­თლო­ზე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბა მის­ცა ორმა მოწ­მემ. ერთი ამ­ბობ­და, რომ ჩან­თას სა­ერ­თოდ არ შე­ხე­ბია, შემ­დეგ­მა მოწ­მემ კი თქვა, რომ ის იყო პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც ჩემი ჩან­თის გახ­სნის შემ­დეგ ერთ-ერთ ჯი­ბე­ში წა­ი­ღო ხელი, რა­საც ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ მათ მონა ვუ­წო­დე, ეს ფრა­ზა სა­ერ­თოდ არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, როცა მათ ოქმი შე­ავ­სეს, რო­მელ­საც ხელი არ მო­ვა­წე­რე, იქ სა­ერ­თოდ არ ეწე­რა ეს ფრა­ზა, მერე არის მი­წე­რი­ლი. სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი მან­ქა­ნა­ში, არ შე­უ­გი­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რად მა­ყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ალ­ბათ, სა­ყუ­რემ გა­მო­იწ­ვია, ინ­ტრი­განს მე­ძახ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ვიდ­რე სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ამო­მიყ­ვან­დნენ, ერ­თმა­ნეთს პი­რო­ბა მი­ვე­ცით, ისეთ რა­მეს არ ვი­ტყო­დით, რაც არ ყო­ფი­ლა, მე ეს პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლე, მათ ეს პი­რო­ბა და­არ­ღვი­ეს. ერ­თმა ღმერ­თი და­ი­ფი­ცა და მო­ი­ტყუა...

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რა­დო­ბას, რო­გორც კი მო­ვიდ­ნენ, მა­შინ­ვე მი­ვე­ცი. თუ მათ პო­ტენ­ცი­ურ კრი­მი­ნა­ლად აღ­მიქ­ვამ­დნენ, მო­პე­დით ვი­ყა­ვი, თუკი, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი ან ნივ­თი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და მქო­ნო­და, რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­დნენ, ამას მო­პედ­ში ხომ არ ვმა­ლავ­დი?“, - გა­ნა­ცხა­და სორ­დი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ცე­მა „ინ­დი­გოს“ ჟურ­ნა­ლის­ტი საბა სორ­დია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას (173-ე მუხ­ლი) გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია" - ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

"ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია" - ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

გამოცემა "ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას საქმეზე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, სასამართლო გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს.

სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

დღევანდელ პროცესზე მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დაიწყეს მსჯელობა.

  • სორდიამ სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება.

"ჩემსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დაძაბულობა იმას მოჰყვა, რომ ისინი ზედაპირული დათვალიერების ფარგლებში არ მოქმედებდნენ, მათ თვითნებურად გადაწყვიტეს ჩემი ჩანთის ჩხრეკა. სასამართლოზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა ორმა მოწმემ. ერთი ამბობდა, რომ ჩანთას საერთოდ არ შეხებია, შემდეგმა მოწმემ კი თქვა, რომ ის იყო პოლიციელი, რომელმაც ჩემი ჩანთის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ ჯიბეში წაიღო ხელი, რასაც ჩემი უკმაყოფილება მოჰყვა.

ისინი ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია, როცა მათ ოქმი შეავსეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, იქ საერთოდ არ ეწერა ეს ფრაზა, მერე არის მიწერილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა ადგილი მანქანაში, არ შეუგინებიათ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ალბათ, საყურემ გამოიწვია, ინტრიგანს მეძახდნენ. სხვათა შორის, ვიდრე სხდომათა დარბაზში ამომიყვანდნენ, ერთმანეთს პირობა მივეცით, ისეთ რამეს არ ვიტყოდით, რაც არ ყოფილა, მე ეს პირობა შევასრულე, მათ ეს პირობა დაარღვიეს. ერთმა ღმერთი დაიფიცა და მოიტყუა...

რაც შეეხება პირადობას, როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე მივეცი. თუ მათ პოტენციურ კრიმინალად აღმიქვამდნენ, მოპედით ვიყავი, თუკი, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება შეიძლებოდა მქონოდა, რატომ არ დაინტერესდნენ, ამას მოპედში ხომ არ ვმალავდი?“, - განაცხადა სორდიამ.

ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.