Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ხარებაა - "კაცობრიობის ხსნის დასაწყისი": ყველაფერი, რაც ამ ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა ვიცოდეთ
დღეს ხარებაა - "კაცობრიობის ხსნის დასაწყისი": ყველაფერი, რაც ამ ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა ვიცოდეთ

"გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო! უფა­ლი შენ თანა, კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის", - ამ სი­ტყვე­ბით ახა­რა გაბ­რი­ელ მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ამს მე­სი­ის შობა. ეს მოხ­და მარ­თა­ლი ელი­სა­ბე­დის წი­აღ­ში წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ჩა­სახ­ვი­დან მე­ექ­ვსე თვეს. მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი გა­ლი­ლე­ის მხა­რე­ში, ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში გა­ცხად­და.

რო­გორც წმინ­და გრი­გოლ ნე­ო­კე­სა­რი­ე­ლი გან­მარ­ტავს, მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის მი­მარ­თვა - "გი­ხა­რო­დენ" - ქალ­წუ­ლის სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლით აღვსე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, "მი­მად­ლე­ბუ­ლო" - უფ­ლის მად­ლის მი­ღე­ბა­ზე, რად­გან სწო­რედ ამ სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნი­სას შე­ვი­და ქალ­წულ­ში სუ­ლიწ­მინ­და და ღვთა­ებ­რი­ვი ცე­ცხლით გან­წმინ­და შე­უ­გი­ნე­ბე­ლი ტა­ძა­რი - მა­რი­ა­მის უბი­წო სხე­უ­ლი. ხოლო მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის შემ­დგო­მი სი­ტყვე­ბი - "კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის" - წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაა იესო ქრის­ტეს შო­ბის შე­სა­ხებ, რომ ყვე­ლა დე­დის­გან გა­მორ­ჩე­ვით მა­რად­ქალ­წულ მა­რი­ამს არ ექ­ნე­ბო­და მშო­ბი­ა­რო­ბის ტკი­ვი­ლე­ბი, რაც უფალ­მა სას­ჯე­ლად და­უდ­გი­ნა ევას სა­მო­თხი­დან გა­მო­ძე­ვე­ბის დროს. "მწუ­ხა­რე­ბით ჰშვნე შვილ­ნი შენ­ნი!" - უბ­რძა­ნა ღმერ­თმა პირ­ველ დე­დას, რო­მელ­მაც და­არ­ღვია უფ­ლის მცნე­ბა და ურ­ჩო­ბის გამო გან­დევ­ნილ იქნა ედე­მის ბა­ღი­დან.

წმინ­და წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ მა­რი­ა­მი შე­აძ­რწუ­ნა მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ნათ­ქვამ­მა. წმინ­და მა­მე­ბი ამ შეძრწუ­ნე­ბას ასე გან­მარ­ტა­ვენ: აქ ჩანს მა­რი­ა­მის უდი­დე­სი სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა. მას მწა­რე გაკ­ვე­თი­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი ევას­გან, რო­მელ­მაც ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ძი­ე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღო ადა­მის მოდ­გმის მტრის - ეშ­მა­კის ცდუ­ნე­ბა. მა­რი­ა­მი კი ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს, რო­გო­რია ეს ჩვე­ნე­ბა - ღვთი­უ­რი თუ ეშ­მა­კე­უ­ლი. მა­შინ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი ამ­შვი­დებს ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულს, რად­გან, რო­გორც წმინ­და თე­ო­ფი­ლაქ­ტე ბულ­გა­რე­ლი გან­მარ­ტავს, მა­რად­ქალ­წულ­მა აღუ­შფო­თე­ბელ­მა უნდა მო­ის­მი­ნოს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა მა­ცხოვ­რის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ. "ჰპო­ვე მად­ლი წი­ნა­შე ღვთი­სა", - მი­მარ­თავს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი მა­რი­ამს და აუ­წყებს, რომ უფალ­მა ყო­ვე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლის­გან გა­მო­არ­ჩია შე­უ­გი­ნე­ბე­ლი უბი­წო­ე­ბის გამო. წმინ­და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი ახა­რებს მა­რი­ამს, რომ შობს ძეს, რო­მელ­საც სა­ხე­ლად უწო­დებს იე­სოს (ებ­რა­უ­ლად - მა­ცხო­ვარს, მხსნელს): "ესე იყოს დიდ და ძე მაღ­ლის იწო­დოს". ძე მაღ­ლი­სა ანუ ძე ღვთი­სა, ქალ­წუ­ლი­სა­გან შო­ბი­ლი, დაჯ­დე­ბო­და და­ვი­თის საყ­დარ­ზე. ღვთივ­განბ­რძნო­ბილ მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბით, და­ვი­თის საყ­დარ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა არა ხორ­ცი­ე­ლი, არა­მედ ღვთა­ებ­რი­ვი მე­უ­ფე­ბა; რო­გორც და­ვით მეფ­სალ­მუ­ნე გა­მეფ­და მორ­ჩი­ლე­ბით, იესო ქრის­ტეც ჯვრის მორ­ჩი­ლე­ბით ზიდ­ვით და­იმ­კვიდ­რებ­და მა­რა­დი­ულ ღვთა­ებ­რივ მე­უ­ფე­ბას.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულ­მა სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დით მო­უს­მი­ნა და ჰკი­თხა: "ვი­თარ მე იყოს ესე ჩემ­და?" მა­რი­ამ­მა შე­ახ­სე­ნა მთა­ვა­რან­გე­ლოზს, რომ ქალ­წუ­ლე­ბის აღ­თქმა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი ღვთის წი­ნა­შე. დას­მულ კი­თხვა­ში ეჭვი როდი გა­მოსჭვი­ვის, მას­ში ინ­ტე­რე­სი ჩანს. მას, რო­გორც ბრძენ­სა და გო­ნი­ერს, ამ მოვ­ლე­ნის არ­სის გა­გე­ბა სურ­და, ამი­ტო­მაც არ გა­ნის­ჯე­ბა მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის მიერ, პი­რი­ქით, მის­გან გან­მარ­ტე­ბას ის­მენს. "სული წმი­დაი მო­ვი­დეს შენ ზედა და ძალი მაღ­ლი­საი გფარ­ვი­დეს შენ და შო­ბი­ლი იგი ძედ მაღ­ლის იწო­დოს", - მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ამ სი­ტყვებს წმინ­და გრი­გოლ ნე­ო­კე­სა­რი­ე­ლი ასე გან­მარ­ტავს: გაბ­რი­ელ­მა და­ამ­შვი­და ქალ­წუ­ლი და უთხრა, რომ უფ­ლის მად­ლი და­ი­ფა­რავ­და, ხოლო ამ მადლს ნუ გა­მო­ე­ძი­ებ­და, რად­გან დე­და­მი­წის ზურ­გზე არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და მისი თვი­სე­ბის შე­სა­ხებ. ძვე­ლი აღ­თქმის მრა­ვალ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა იქა­და­გა, რომ ქალ­წუ­ლი შობ­და ძეს, თუმ­ცა რა სა­ხით მოხ­დე­ბო­და მისი და­ბა­დე­ბა, არა­ვინ უწყო­და, ეს სა­ი­დუმ­ლო თვით ან­გე­ლო­ზე­ბის­თვი­საც კი და­ფა­რუ­ლი იყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

დღეს ხარებაა - "კაცობრიობის ხსნის დასაწყისი": ყველაფერი, რაც ამ ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა ვიცოდეთ

დღეს ხარებაა - "კაცობრიობის ხსნის დასაწყისი": ყველაფერი, რაც ამ ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა ვიცოდეთ

"გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის", - ამ სიტყვებით ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ყოვლადწმინდა მარიამს მესიის შობა. ეს მოხდა მართალი ელისაბედის წიაღში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ჩასახვიდან მეექვსე თვეს. მთელი კაცობრიობისთვის უდიდესი სიხარული გალილეის მხარეში, ქალაქ ნაზარეთში გაცხადდა.

როგორც წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი განმარტავს, მთავარანგელოზის მიმართვა - "გიხაროდენ" - ქალწულის სულიერი სიხარულით აღვსებაზე მიუთითებს, "მიმადლებულო" - უფლის მადლის მიღებაზე, რადგან სწორედ ამ სიტყვების მოსმენისას შევიდა ქალწულში სულიწმინდა და ღვთაებრივი ცეცხლით განწმინდა შეუგინებელი ტაძარი - მარიამის უბიწო სხეული. ხოლო მთავარანგელოზ გაბრიელის შემდგომი სიტყვები - "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის" - წინასწარმეტყველებაა იესო ქრისტეს შობის შესახებ, რომ ყველა დედისგან გამორჩევით მარადქალწულ მარიამს არ ექნებოდა მშობიარობის ტკივილები, რაც უფალმა სასჯელად დაუდგინა ევას სამოთხიდან გამოძევების დროს. "მწუხარებით ჰშვნე შვილნი შენნი!" - უბრძანა ღმერთმა პირველ დედას, რომელმაც დაარღვია უფლის მცნება და ურჩობის გამო განდევნილ იქნა ედემის ბაღიდან.

წმინდა წერილში ნათქვამია, რომ მარიამი შეაძრწუნა მთავარანგელოზის ნათქვამმა. წმინდა მამები ამ შეძრწუნებას ასე განმარტავენ: აქ ჩანს მარიამის უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულება. მას მწარე გაკვეთილი აქვს მიღებული ევასგან, რომელმაც ყოველგვარი გამოძიების გარეშე მიიღო ადამის მოდგმის მტრის - ეშმაკის ცდუნება. მარიამი კი ცდილობს დაადგინოს, როგორია ეს ჩვენება - ღვთიური თუ ეშმაკეული. მაშინ მთავარანგელოზი გაბრიელი ამშვიდებს ყოვლადწმინდა ქალწულს, რადგან, როგორც წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, მარადქალწულმა აღუშფოთებელმა უნდა მოისმინოს წინასწარმეტყველება მაცხოვრის დაბადების შესახებ. "ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა", - მიმართავს მთავარანგელოზი მარიამს და აუწყებს, რომ უფალმა ყოველი დაბადებულისგან გამოარჩია შეუგინებელი უბიწოების გამო. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს მარიამს, რომ შობს ძეს, რომელსაც სახელად უწოდებს იესოს (ებრაულად - მაცხოვარს, მხსნელს): "ესე იყოს დიდ და ძე მაღლის იწოდოს". ძე მაღლისა ანუ ძე ღვთისა, ქალწულისაგან შობილი, დაჯდებოდა დავითის საყდარზე. ღვთივგანბრძნობილ მამათა განმარტებით, დავითის საყდარში იგულისხმება არა ხორციელი, არამედ ღვთაებრივი მეუფება; როგორც დავით მეფსალმუნე გამეფდა მორჩილებით, იესო ქრისტეც ჯვრის მორჩილებით ზიდვით დაიმკვიდრებდა მარადიულ ღვთაებრივ მეუფებას.

ყოვლადწმინდა ქალწულმა სულიერი სიმშვიდით მოუსმინა და ჰკითხა: "ვითარ მე იყოს ესე ჩემდა?" მარიამმა შეახსენა მთავარანგელოზს, რომ ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული ღვთის წინაშე. დასმულ კითხვაში ეჭვი როდი გამოსჭვივის, მასში ინტერესი ჩანს. მას, როგორც ბრძენსა და გონიერს, ამ მოვლენის არსის გაგება სურდა, ამიტომაც არ განისჯება მთავარანგელოზის მიერ, პირიქით, მისგან განმარტებას ისმენს. "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ და შობილი იგი ძედ მაღლის იწოდოს", - მთავარანგელოზის ამ სიტყვებს წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი ასე განმარტავს: გაბრიელმა დაამშვიდა ქალწული და უთხრა, რომ უფლის მადლი დაიფარავდა, ხოლო ამ მადლს ნუ გამოეძიებდა, რადგან დედამიწის ზურგზე არავინ არაფერი იცოდა მისი თვისების შესახებ. ძველი აღთქმის მრავალმა წინასწარმეტყველმა იქადაგა, რომ ქალწული შობდა ძეს, თუმცა რა სახით მოხდებოდა მისი დაბადება, არავინ უწყოდა, ეს საიდუმლო თვით ანგელოზებისთვისაც კი დაფარული იყო. გააგრძელეთ კითხვა