აშშ-ის მრავალ შტატში, დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა. ათასობით მომიტინგე შეიკრიბა ბოსტონში და აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებში.
მასშტაბური დემონსტრაციების ორგანიზატორები, რომელიც 5 აპრილს გაიმართა, დაახლოებით 200 კოალიციური ჯგუფები არიან - მათ შორის third act და moveon.
აქციის მონაწილეები დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს აკრიტიკებენ. ისინი თვლიან, რომ ადმინისტრაციის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, ქვეყანას აზარალებს და ადამიანების უფლებებს ლახავს.
სერთო ჯამში, თითქმის 50-ვე შტატში, საპროტესტო აქციებზე მილიონობით ადამიანი გამოვიდა.
“ხელები უკან“, “გადაარჩინე დემოკრატია“ - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმებთან და ადმინისტრაციის შენობებთან. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 1 400 მსვლელობა გაიმართა. ერთ-ერთი, ყველზე დიდი მსვლელობა იყო ნიუ-იორკში.
theguardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ამერიკელებს მიმართა და მათ მოუწოდა “დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები“.
“ბარაქ ობამამ მოუწოდა აშშ-ს მოქალაქეებს, კოლეჯებსა და იურიდიულ ფირმებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგს - და გააფრთხილა ამერიკელები რომ მოემზადონ, რადგან „შესაძლოა მსხვერპლი გაიღონ“ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად,“ - წერს გამოცემა.
იხილეთ ასევე: