სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც..." - გრიგოლ ლილუაშვილის მიმართვა სუს-ის თანამშრომლებს
"იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც..." - გრიგოლ ლილუაშვილის მიმართვა სუს-ის თანამშრომლებს

ეს პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ო­დად, რო­დე­საც ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო მშვი­დო­ბი­ა­ნი და უსაფრ­თხო გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და აღე­ბუ­ლი კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად, სა­დაც ჩვენც თითო აგუ­რი შე­ვი­ტა­ნეთ უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში, - ასე მი­მარ­თა სუს-ის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, ახალ ხელ­მძღვა­ნელ­თან ერ­თად, წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

"მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმის­თვის, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, შევ­ძე­ლით ერ­თად გავმკლა­ვე­ბო­დით ყვე­ლა­ფერს. რა თქმა უნდა, იყო კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც, იყო წყნა­რი, მშვი­დი პე­რი­ო­დიც, თუმ­ცა სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დად, რო­დე­საც ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო მშვი­დო­ბი­ა­ნი და უსაფრ­თხო გან­ვი­თა­რე­ბა.

ეს, რა თქმა უნდა, მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და აღე­ბუ­ლი კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად, სა­დაც ჩვენც თითო აგუ­რი შე­ვი­ტა­ნეთ უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში. ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­გი­ხა­დოთ. მად­ლო­ბა, რომ თა­ნა­ზი­ა­რი ვი­ყა­ვი თქვენ­თან ერ­თად ამ პრო­ცე­სის - მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მე­ხელ­მძღვა­ნე­ლა ამ ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი და პატ­რი­ო­ტუ­ლი უწყე­ბის­თვის. დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩემი, რო­გორც სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის შემ­ცვლე­ლად წა­რად­გი­ნა ბა­ტო­ნი ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი.

ბა­ტო­ნი ანრი იყო ნდო­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბის რო­გორც გან­ხილ­ვა­ში, ისე ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფონ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ჩვენს უწყე­ბა­ზე. ეს ადა­მი­ა­ნი გარ­და თა­ვი­სი პი­როვ­ნუ­ლი და საქ­მი­ა­ნი თვი­სე­ბე­ბი­სა, ძა­ლი­ან შორს ნამ­დვი­ლად არ არის ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კას­თან. კარ­გად იც­ნობს ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის ას­პექ­ტებს, ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებს, პრი­ო­რი­ტე­ტებს და მინ­და, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო ბა­ტონ ან­რის და მის მო­ად­გი­ლე­ებს“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც..." - გრიგოლ ლილუაშვილის მიმართვა სუს-ის თანამშრომლებს

"იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც..." - გრიგოლ ლილუაშვილის მიმართვა სუს-ის თანამშრომლებს

ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში, - ასე მიმართა სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატება უსურვა.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში, ამ დიდი გამოწვევების ფონზე, შევძელით ერთად გავმკლავებოდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც, თუმცა საერთო ჯამში, ეს მაინც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება.

ეს, რა თქმა უნდა, მოხდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში. ეს თქვენი დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. მადლობა, რომ თანაზიარი ვიყავი თქვენთან ერთად ამ პროცესის - მიმეღო მონაწილეობა და მეხელმძღვანელა ამ ძალიან ღირსეული და პატრიოტული უწყებისთვის. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ძალიან მიხარია, რომ ჩემი, როგორც სამსახურის უფროსის შემცვლელად წარადგინა ბატონი ანრი ოხანაშვილი.

ბატონი ანრი იყო ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, ის მონაწილეობას იღებდა ჩვენთან დაკავშირებული თემების როგორც განხილვაში, ისე ამ თანამშრომლობის ფონზე ახორციელებდა საპარლამენტო ზედამხედველობას ჩვენს უწყებაზე. ეს ადამიანი გარდა თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებებისა, ძალიან შორს ნამდვილად არ არის ჩვენი საქმიანობის სპეციფიკასთან. კარგად იცნობს ჩვენი მუშაობის ასპექტებს, ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებს და მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ანრის და მის მოადგილეებს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.