Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური გზები გაიყო..." - ცოტნე კობერიძე და ბორის ყურუა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ტოვებენ
"პოლიტიკური გზები გაიყო..." - ცოტნე კობერიძე და ბორის ყურუა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ტოვებენ

ბო­რის ყუ­რუა და ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძე პარ­ტია "გირ­ჩი მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ტო­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ.

ბო­რის ყუ­რუა:

"მე ვტო­ვებ გირ­ჩი მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, პარ­ტი­ას რო­მე­ლიც ჩემს მე­გობ­რებ­თან და თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად და­ვა­ფუძ­ნეთ.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს მე­გობ­რო­ბას არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი გა­ი­ყო და მი­წევს ამ მძი­მე, მაგ­რამ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას ვის­თა­ნაც ამ დრო­ის მან­ძილ­ზე პარ­ტია მა­ერ­თი­ა­ნებ­და, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ვიბ­რძო­დით, ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით და ერ­თმა­ნეთ­ზე ვზრუ­ნავ­დით.

უბ­რა­ლოდ პარ­ტია არ იყო, ხან ცი­ხე­ებ­ში ვის­ხე­დით და ხან ქვებს ვი­ცი­ლებ­დით, ხან სცე­ნა­ზე ვი­დე­ქით და ხან ცრემლსა­დენ გაზ­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც და­მეხ­მა­რა და ჩემ­ში რე­სურ­სი ჩადო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზუ­რას მად­ლი­ე­რი ვარ, მარ­თა­ლია 2020 წელს მი­თხრა ჩა­ერ­თე პო­ლი­ტი­კა­ში, გა­ერ­თო­ბიო და მე ახლა დი­დად ვერ ვერ­თო­ბი, მაგ­რამ მან მომ­ცა შან­სი, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად არ აძ­ლე­ვენ უფ­რო­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ახალ­გაზ­რდებს და ჯერ კი­დევ იმ პრო­ცეს­ში ვარ, რომ ეს შან­სი სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ვი­ყე­ნო. ამ პრო­ცესს სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბა შეც­დო­მე­ბის გა­აზ­რე­ბა და მათ გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი აღარ იქ­ნე­ბა არას­დროს, მაგ­რამ ცვლი­ლე­ბე­ბი ჰა­ე­რი­ვით სა­ჭი­როა, ცვლი­ლე­ბებს კი ვერ მო­ვახ­დენთ თუ ჯერ ჩვენ­ში არ შევ­ცვლით რა­ღა­ცებს და იგი­ვეს კე­თე­ბას და ერთ წრე­ზე სი­ა­რულს არ მო­ვეშ­ვე­ბით.სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე უფრო მეტს ვი­ტყვი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.ბო­ლოს რა­ღაც პო­ე­ტურს ვწერ­დი, რო­გორ მიმ­ძიმს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და რო­გორ რჩე­ბა ჩემი ერთი ნა­წი­ლი სხვა­გან, მაგ­რამ არ მო­მიხ­დე­ბა ასე ლა­პა­რა­კი. ვი­საც ეს მინ­და ვუ­თხრა ისე­დაც იცის და ვინც არ იცის ეგერ ორი აბ­ზა­ცის ზე­მოთ შე­წყვი­ტა კი­თხვა.

ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძე:

"მი­ვი­ღე ჩემ­თვის მძი­მე და ოდეს­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა – ვტო­ვებ "გირ­ჩი – მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“.ვტო­ვებ პარ­ტი­ას, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი მომ­ცა: ად­გი­ლი, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, პირ­ვე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ლი­დერს და­ვუ­ძა­ხებ­დი (ზურა ჯა­ფა­რი­ძე), პირ­ვე­ლი მენ­ტო­რი (გოგა ხა­ჩი­ძე), პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი (უბ­ნის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი), პირ­ვე­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, პირ­ვე­ლი და­ცინ­ვა, პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი – ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი „გირჩმა“ მაჩ­ვე­ნა და მომ­ცა.ვტო­ვებ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც ჩემ­ნა­ი­რად, ალ­ბათ, არა­ვის ჰყვა­რე­ბია.პარ­ტი­ა­ში მა­შინ მი­ვე­დი, როცა მისი სა­ხე­ლიც თით­ქმის არა­ვინ ეს­მო­და, მაგ­რამ მიყ­ვარ­და, რად­გან ამ­ბი­ცია ჰქონ­და, შე­ეც­ვა­ლა მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, წარ­მო­ე­ჩი­ნა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახა­ლი იდე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კის ახა­ლი ფორ­მე­ბი.დღეს კი მგო­ნია, რომ რა­საც ვა­კე­თებთ, ახა­ლი აღა­რა­ფე­რია – ყვე­ლა­ფე­რი იგი­ვეა. მე არ მჯე­რა, რომ იგი­ვე­თი ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა.არ მჯე­რა, რომ ოპო­ზი­ცი­ის დიდი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გა­მო­ვა.

არ მჯე­რა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, აქ­ტო­რე­ბის და გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი გვაქვს.არ მჯე­რა, რომ 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ოპო­ზი­ცი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა და ამის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა.არ მჯე­რა გა­მარ­ჯვე­ბის იმ ფორ­მუ­ლის, რომ­ლის მთა­ვა­რი ია­რა­ღი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია – ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ყვე­ლა­ზე ცუდი არ­ჩევ­ნე­ბით მოყ­ვა­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტი.არ მჯე­რა, რომ შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბის გა­რე­შე, ბო­დი­შის მოხ­დის გა­რე­შე, რამე გა­მო­ვა.ბო­დი­ში, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აღტყი­ნე­ბულ­მა მო­გი­ლო­ცეთ და 15 წუთ­ში სხვა შე­დე­გე­ბი ნა­ხეთ.ბო­დი­ში, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­როდ არ გა­მოვ­ჩნდი და არ ვი­სა­უბ­რე.ბო­დი­ში, რომ ჩავ­თვა­ლე – ტყუ­ი­ლის არ­თქმა საკ­მა­რი­სი იყო.მაგ­რამ მე მჯე­რა, რომ ამ ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი აქვს. ჩვენ რუ­სე­თი არ გავ­ხდე­ბით.ეს რწმე­ნა სამი წლის წინ იმ ხალ­ხმა მომ­ცა, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად ერ­თად ვნა­ხე – გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, ფე­რა­დე­ბი, ლა­ღე­ბი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი, მზრუნ­ვე­ლე­ბი, კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი… უბ­რა­ლოდ კარ­გე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გე­ბი.ხალ­ხი, რომ­ლის ენაც პო­ლი­ტი­კურ­მა კლას­მა ვერ გა­ი­გო.ხალ­ხი, რო­მე­ლიც ევ­რო­პას მი­ი­ღებს, რად­გან თა­ვა­დაა ევ­რო­პა.თქვენ არ წა­გი­გი­ათ. პი­რი­ქით – ყვე­ლა­ზე მეტი აი­ღეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, და ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დით. იცო­დეთ, თქვე­ნი დრო მო­დის. სხვა რა­ღა­ცამ წა­ა­გო – თქვენ არა.„გირჩში“ ყოფ­ნი­სას სხვა პრო­ექ­ტზე არ მი­ფიქ­რია და არ მი­მუ­შა­ვია. ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე დარ­წმუ­ნე­ბით ვერ ვი­ტყვი, რა გა­ვა­კე­თებ.ვიცი მხო­ლოდ ერთი – მინ­და ვი­პო­ვო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­ნა­ი­რად ფიქ­რო­ბენ და მათ­თან ერ­თად ვე­ცა­დო, ბევ­რი რამ შევ­ცვა­ლო.ჯერ მინ­და გავ­თა­ვი­სუფ­ლდე. არ მინ­და, ჩემ­მა ნა­ბი­ჯებ­მა პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას არც „გირჩს“, არც კო­ა­ლი­ცი­ას და არც ვინ­მე კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს.თუ რა­მეს გა­ვა­კე­თებ პო­ლი­ტი­კა­ში, ის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ახა­ლი – და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სიმ­შვი­დე­ზე, კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე, გულ­წრფე­ლო­ბა­ზე და სი­ლა­ღე­ზე.თუ ვერ შევ­ძე­ლი, ვი­ტყვი, რომ მა­ინც ვცა­დე.მად­ლო­ბა ყვე­ლა „გირ­ჩელს“.თქვენ ჩემს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ნაკ­ლე­ბად არ მიყ­ვარ­ხართ.გი­სურ­ვებთ ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს.ვინც მიც­ნობს, მიხ­ვდე­ბა, ჩემ­თვის ეს ნა­ბი­ჯი რას ნიშ­ნავს".

ავტორი:

"პოლიტიკური გზები გაიყო..." - ცოტნე კობერიძე და ბორის ყურუა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ტოვებენ

"პოლიტიკური გზები გაიყო..." - ცოტნე კობერიძე და ბორის ყურუა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ტოვებენ

ბორის ყურუა და ცოტნე კობერიძე პარტია "გირჩი მეტ თავისუფლებას" ტოვებენ. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.

ბორის ყურუა:

"მე ვტოვებ გირჩი მეტ თავისუფლებას, პარტიას რომელიც ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად დავაფუძნეთ.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება, პოლიტიკური გზები გაიყო და მიწევს ამ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება. მადლობას ვუხდი ყველას ვისთანაც ამ დროის მანძილზე პარტია მაერთიანებდა, ერთად ვმუშაობდით, ვიბრძოდით, ერთმანეთს ვამხნევებდით და ერთმანეთზე ვზრუნავდით.

უბრალოდ პარტია არ იყო, ხან ციხეებში ვისხედით და ხან ქვებს ვიცილებდით, ხან სცენაზე ვიდექით და ხან ცრემლსადენ გაზში. მადლობა ყველას ვინც დამეხმარა და ჩემში რესურსი ჩადო. განსაკუთრებულად ზურას მადლიერი ვარ, მართალია 2020 წელს მითხრა ჩაერთე პოლიტიკაში, გაერთობიო და მე ახლა დიდად ვერ ვერთობი, მაგრამ მან მომცა შანსი, რომელსაც ძირითადად არ აძლევენ უფროსი პოლიტიკოსები ახალგაზრდებს და ჯერ კიდევ იმ პროცესში ვარ, რომ ეს შანსი სათანადოდ გამოვიყენო. ამ პროცესს სასიცოცხლოდ სჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.

საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იგივეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით.სამომავლო გეგმებზე უფრო მეტს ვიტყვი, უახლოეს მომავალში.ბოლოს რაღაც პოეტურს ვწერდი, როგორ მიმძიმს ამ ნაბიჯის გადადგმა და როგორ რჩება ჩემი ერთი ნაწილი სხვაგან, მაგრამ არ მომიხდება ასე ლაპარაკი. ვისაც ეს მინდა ვუთხრა ისედაც იცის და ვინც არ იცის ეგერ ორი აბზაცის ზემოთ შეწყვიტა კითხვა.

ცოტნე კობერიძე:

"მივიღე ჩემთვის მძიმე და ოდესღაც წარმოუდგენელი გადაწყვეტილება – ვტოვებ "გირჩი – მეტი თავისუფლებას“.ვტოვებ პარტიას, რომელმაც ყველაფერი მომცა: ადგილი, სადაც გავიზარდე, პირველი თანამებრძოლები გავიცანი, პირველი ადამიანი, ვისაც ლიდერს დავუძახებდი (ზურა ჯაფარიძე), პირველი მენტორი (გოგა ხაჩიძე), პირველი სამსახური (უბნის კოორდინატორი), პირველი დაუმორჩილებლობა, პირველი დაცინვა, პირველი წარმატება, პირველი იმედგაცრუება, პირველი სიყვარული – ყველაფერი პირველი „გირჩმა“ მაჩვენა და მომცა.ვტოვებ პარტიას, რომელიც ჩემნაირად, ალბათ, არავის ჰყვარებია.პარტიაში მაშინ მივედი, როცა მისი სახელიც თითქმის არავინ ესმოდა, მაგრამ მიყვარდა, რადგან ამბიცია ჰქონდა, შეეცვალა მთელი პოლიტიკური სპექტრი, წარმოეჩინა ახალი ადამიანები, ახალი იდეები, პოლიტიკის ახალი ფორმები.დღეს კი მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება.არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა.

არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს.არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება.არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი.არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა.ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტყინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ.ბოდიში, რომ არჩევნების შემდეგ საჯაროდ არ გამოვჩნდი და არ ვისაუბრე.ბოდიში, რომ ჩავთვალე – ტყუილის ართქმა საკმარისი იყო.მაგრამ მე მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ჩვენ რუსეთი არ გავხდებით.ეს რწმენა სამი წლის წინ იმ ხალხმა მომცა, რომლებიც პირველად ერთად ვნახე – განსხვავებულები, ფერადები, ლაღები, თავდაჯერებულები, მზრუნველები, კომპეტენტურები… უბრალოდ კარგები, ძალიან კარგები.ხალხი, რომლის ენაც პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაიგო.ხალხი, რომელიც ევროპას მიიღებს, რადგან თავადაა ევროპა.თქვენ არ წაგიგიათ. პირიქით – ყველაზე მეტი აიღეთ საკუთარ თავზე, და ახლა ყველაზე მეტად განიცდით. იცოდეთ, თქვენი დრო მოდის. სხვა რაღაცამ წააგო – თქვენ არა.„გირჩში“ ყოფნისას სხვა პროექტზე არ მიფიქრია და არ მიმუშავია. ამიტომ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რა გავაკეთებ.ვიცი მხოლოდ ერთი – მინდა ვიპოვო ადამიანები, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ და მათთან ერთად ვეცადო, ბევრი რამ შევცვალო.ჯერ მინდა გავთავისუფლდე. არ მინდა, ჩემმა ნაბიჯებმა პრობლემა შეუქმნას არც „გირჩს“, არც კოალიციას და არც ვინმე კონკრეტულ ადამიანს.თუ რამეს გავაკეთებ პოლიტიკაში, ის აუცილებლად იქნება ახალი – დაფუძნებული სიმშვიდეზე, კომპეტენციაზე, გულწრფელობაზე და სილაღეზე.თუ ვერ შევძელი, ვიტყვი, რომ მაინც ვცადე.მადლობა ყველა „გირჩელს“.თქვენ ჩემს ოჯახის წევრებზე ნაკლებად არ მიყვარხართ.გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.ვინც მიცნობს, მიხვდება, ჩემთვის ეს ნაბიჯი რას ნიშნავს".