მომავალი უკვე აქ არის — ყოვლისმომცველი/ინოვაციური უბნები, როგორც უძრავი ქონების სექტორის ახალი გამოწვევა
სრულყოფილება, მაღალი ხარისხი და ინოვაცია — უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უძრავი ქონების სექტორის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი რგოლის, მთავარი აქცენტები გახლდათ. თუმცა, სტაბილური განვითარება მოითხოვს ახლებურ ხედვებს და ორგანიზებულ, შეუჩერებელ მოძრაობას წინ.
მომავალი უკვე აქ არის, მაგრამ როგორია ეს მომავალი, რა უნდა გახდეს დეველოპერებისა და ინვესტორებისთვის ის ახალი საჭიროება, რომელიც დღევანდელობის ამოცანას გადაჭრის?
ყოვლისმომცველი უბნები — ის ახალი სიტყვაა უძრავი ქონების სექტორში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სფეროს შემდგომი განვითარებისთვის.
თბილისი გაფართოვდა, მასთან ერთად განვითარდა ბიზნესი, კულტურა და საზოგადოება, გაჩნდა მეტი მოთხოვნა, იმატა შესაძლებლობებმა, მაგრამ ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გადაიტვირთა და გაიზარდა განაშენიანების ინტენსივობა. აქედან გამომდინარე, დღეს, ბუნებრივი საჭიროება გაჩნდა იმდენად სრულყოფილი და დამოუკიდებელი უბნების არსებობის, რომ ისინი მოიცავდეს ყველაფერს: ბიზნესცენტრებს, სამედიცინო, საგანმანათლებლო, გასართობ და კულტურულ დაწესებულებებს, სარეკრეაციო და სპორტულ ზონებს.
მსგავსი ტიპის უბნები დაგეგმარებულია სწორი ფიზიკური ლოკაციებით, სადაც ინოვაციების, განვითარებისა და მაღალი ხარისხისთვის ადგილი რეალურად არის. ამ უბნებში, ადამიანს პარკინგის შეცვლაც არ უწევს იმისთვის, რათა სადმე წავიდეს, მას შეუძლია ახლო პერიმეტრზე მიიღოს განათლება, იცხოვროს, იმუშაოს, ჩაებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განვითარდეს, მოიცვას ცხოვრების ყველა სფერო ერთ უბანში.
სწორედ ამიტომ, მშენებლობის ექსპერტი ორგანიზაციების დღევანდელი ხედვა ქალაქში ყოვლისმომცველი უბნების კონცეფციის დანერგვაა, რაც გულისხმობს მუშაობას ეკოლოგიურ საკითხებზე, მდგრად განვითარებასა და ინოვაციებზე არა ლოკალური პროექტების ჭრილში, არამედ მასშტაბურად, საცხოვრებელი ტიპის განაშენიანების სახით.
მიდგომებმა, რომლითაც თანამედროვე დეველოპერები სიახლეებს ნერგავენ, დახურული მოდელებიდან გადაინაცვლა გაცილებით კოლაბორაციულ და გახსნილ ეკოსისტემებზე — დეველოპერების და ინვესტორების პასუხისმგებლობა აღარ არის მხოლოდ ხარისხიანი ერთეული შენობა-ნაგებობის დაპროექტება, არამედ ხარისხიანი უბნების გაშენება, რომელიც გააერთიანებს და აკუმულირებას გაუკეთებს ერთ ლოკაციაზე ყველაფერს, რაც დღეს ქალაქში მიმოფანტულია, განტვირთავს ქალაქს და ასევე, გახდება ქალაქის არქიტექტურის ფორმირების და მისი ფუნქციურობის გაზრდის მყარი საფუძველი.
ასეთი ტიპის პროექტები, თავიანთი მასშტაბისა და გამართულობის კუთხით, ინოვაციური დეველოპმენტის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება უძრავი ქონების ბაზარზე.
R