საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა ფერადი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ - "თეგეტა ჰოლდინგი" "აუტიზმის ეროვნული ცენტრის" მხარდამჭერია
გზა ფერადი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ - "თეგეტა ჰოლდინგი" "აუტიზმის ეროვნული ცენტრის" მხარდამჭერია

ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც აუ­ტიზ­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბა ჯერ კი­დევ სა­ჭი­რო­ებს გაძ­ლი­ე­რე­ბას, არ­სე­ბობს სივ­რცე­ე­ბი, რო­მე­ლიც იმე­დი­სა და წინსვლის სიმ­ბო­ლოდ იქცა. 2010 წელს ბავ­შვთა აუ­ტიზ­მის პირ­ვე­ლი ცენ­ტრი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი გარ­დამ­ტე­ხი ნა­ბი­ჯი აღ­მოჩ­ნდა - გაჩ­ნდა ად­გი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ცენ­ტრის მო­დელ­ზე, დღეს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არა­ერ­თი მსგავ­სი სივ­რცე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო სერ­ვი­სე­ბი კვლავ მი­უწ­ვდო­მე­ლია.

მშობ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ კი­თხვას: „რა იქ­ნე­ბა ჩემ შემ­დეგ?“ „აუ­ტიზ­მის კვლე­ვი­სა და ხელ­შე­წყო­ბის ფონდმა“ ახა­ლი ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნით უპა­სუ­ხა, შე­ექ­მნა „ფე­რა­დი ქა­ლა­ქი - აუ­ტიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი“ მო­ზარ­დე­ბი­სა და ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის. ცენ­ტრის მი­ზა­ნია, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა.

თა­თია მე­ლაშ­ვი­ლი, „ფე­რა­დი ქა­ლა­ქი - აუ­ტიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყის­ში 700-ამდე სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­და­ვამ­ზა­დეთ, რომ­ლე­ბიც დღეს ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და ცენ­ტრში აგ­რძე­ლე­ბენ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს. ახლა ჩვე­ნი მი­ზა­ნია, და­ვეხ­მა­როთ აუ­ტიზ­მის მქო­ნე მო­ზარ­დებ­სა და ზრდას­რუ­ლებს, რო­მელ­თაც ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სი არ გა­აჩ­ნი­ათ ქვე­ყა­ნა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მა­თაც, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­განს, ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ნა­ვი­თა­რონ თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი. ამ გზა­ზე „თე­გე­ტას­თან“ პარტნი­ო­რო­ბა ჩვენ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის მხარ­და­ჭე­რა გა­დამ­წყვე­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს. გვჯე­რა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ, შევ­ქმნათ მათ­თვის ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი და ვი­ა­მა­ყოთ მათი მიღ­წე­ვე­ბით“.

„აუ­ტიზ­მის კვლე­ვი­სა და ხელ­შე­წყო­ბის ფონ­დი,“ რო­მე­ლიც „ფე­რად ქა­ლაქს“ აშე­ნებს, სრუ­ლი­ად საქ­ველ­მოქ­მე­დოა და მთლი­ა­ნად შე­მო­წი­რუ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბევ­რი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რით უკვე აშენ­და 5 კო­ტე­ჯი, ხოლო მე-6 კო­ტე­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა მალე დას­რულ­დე­ბა. პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რი „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გია“, რო­მელ­მაც ინ­ფორ­მა­ცია „ფე­რა­დი ქა­ლა­ქის“ შე­სა­ხებ დო­ნა­ცი­ის პლატ­ფორ­მა Tegeta.care-ზეც გა­ნა­თავ­სა და ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათი მხარ­და­ჭე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „თე­გე­ტას კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, ინ­კლუ­ზი­უ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მოს შექ­მნა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი დი­აგ­ნოს­ტირ­დე­ბა და მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ „თე­გე­ტა“ მხარს უჭერს „ფე­რა­დი ქა­ლა­ქის“ პრო­ექტს – ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. გვჯე­რა, რომ ერ­თად შეგ­ვიძ­ლია შევ­ქმნათ გა­რე­მო, რო­მე­ლიც აუ­ტიზ­მის მქო­ნე პი­რე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის­თვის უკე­თეს მო­მა­ვალს უზ­რუნ­ველ­ყოფს – მო­მა­ვალს, სა­დაც ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­ნე­ბა“.

„ფე­რა­დი ქა­ლა­ქი“ ერ­თგვა­რი ჰა­ბის ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ი­ცავს მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის კომ­პლექსსა და კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დე­ბის მარ­თვის სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. გარ­და ამი­სა, კი­დევ უფრო კარ­გად გა­დამ­ზად­დე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი არი­ან. „ფე­რად ქა­ლაქ­ში“, კო­ტე­ჯე­ბის გარ­და, იქ­ნე­ბა სპორ­ტუ­ლი და ცენ­ტრა­ლუ­რი სას­წავ­ლო კომ­პლექ­სი, ინ­კლუ­ზი­უ­რი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც მო­ზარ­დე­ბი ის­წავ­ლი­ან მე­ბა­ღე­ო­ბას, ხე­ლო­ბას და ეც­დე­ბი­ან სა­კუ­თა­რი ნი­ჭის რე­ა­ლი­ზე­ბას. ეს არ იქ­ნე­ბა მათ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე - ეს იქ­ნე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც ისი­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ უნა­რებს შე­ი­ძე­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტი­ვი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გზა ფერადი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ - "თეგეტა ჰოლდინგი" "აუტიზმის ეროვნული ცენტრის" მხარდამჭერია

გზა ფერადი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ - "თეგეტა ჰოლდინგი" "აუტიზმის ეროვნული ცენტრის" მხარდამჭერია

ქვეყანაში, სადაც აუტიზმის შესახებ ცნობიერება ჯერ კიდევ საჭიროებს გაძლიერებას, არსებობს სივრცეები, რომელიც იმედისა და წინსვლის სიმბოლოდ იქცა. 2010 წელს ბავშვთა აუტიზმის პირველი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ერთგვარი გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა - გაჩნდა ადგილი თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარებისთვის. ცენტრის მოდელზე, დღეს ქვეყნის მასშტაბით არაერთი მსგავსი სივრცე ფუნქციონირებს, თუმცა აუტისტური სპექტრის მქონე ზრდასრულებისთვის საჭირო სერვისები კვლავ მიუწვდომელია.

მშობლების ყველაზე დიდ კითხვას: „რა იქნება ჩემ შემდეგ?“ „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდმა“ ახალი ამბიციური მიზნით უპასუხა, შეექმნა „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრი“ მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ცენტრის მიზანია, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

თათია მელაშვილი, „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ დამფუძნებელი: „ჩვენი საქმიანობის დასაწყისში 700-ამდე სპეციალისტი გადავამზადეთ, რომლებიც დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და ცენტრში აგრძელებენ ამ მნიშვნელოვან საქმეს. ახლა ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ აუტიზმის მქონე მოზარდებსა და ზრდასრულებს, რომელთაც ამ ეტაპზე არანაირი შესაბამისი სერვისი არ გააჩნიათ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მათაც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად განავითარონ თავიანთი პოტენციალი. ამ გზაზე „თეგეტასთან“ პარტნიორობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რადგან საზოგადოების თითოეული წევრის მხარდაჭერა გადამწყვეტი შეიძლება იყოს. გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მათთვის ნათელი მომავალი და ვიამაყოთ მათი მიღწევებით“.

„აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი,“ რომელიც „ფერად ქალაქს“ აშენებს, სრულიად საქველმოქმედოა და მთლიანად შემოწირულებაზეა დამოკიდებული. ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერით უკვე აშენდა 5 კოტეჯი, ხოლო მე-6 კოტეჯის მშენებლობა მალე დასრულდება. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგია“, რომელმაც ინფორმაცია „ფერადი ქალაქის“ შესახებ დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც განათავსა და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მისცა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებიდან გამომდინარე მუდმივად ვცდილობთ, ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის აშლილობით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი დიაგნოსტირდება და მათთვის შესაბამისი სერვისების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „თეგეტა“ მხარს უჭერს „ფერადი ქალაქის“ პროექტს – ინიციატივას, რომელიც მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების შეძენაში დაეხმარება. გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია შევქმნათ გარემო, რომელიც აუტიზმის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს – მომავალს, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება“.

„ფერადი ქალაქი“ ერთგვარი ჰაბის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც ასევე მოიცავს მშობლების მხარდაჭერის კომპლექსსა და კრიზისული პერიოდების მართვის სწავლის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, კიდევ უფრო კარგად გადამზადდებიან სპეციალისტები, ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის წარმატების საწინდარი არიან. „ფერად ქალაქში“, კოტეჯების გარდა, იქნება სპორტული და ცენტრალური სასწავლო კომპლექსი, ინკლუზიური სივრცეები, სადაც მოზარდები ისწავლიან მებაღეობას, ხელობას და ეცდებიან საკუთარი ნიჭის რეალიზებას. ეს არ იქნება მათთვის საცხოვრებელი სივრცე - ეს იქნება ადგილი, სადაც ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ საზოგადოებაში მარტივი და თავისუფალი ინტეგრაციისათვის.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS