აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, “აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი (DOGE), რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, გარკვეულ პერიოდში ფუნქციონირებას შეწყვეტს“.
როგორც მან CNN-თან განაცხადა, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, მთავრობის სპეციალური თანამშრომლის პოსტზე, მისთვის მხოლოდ 130 დღის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ამ ვადის გასვლის შემდეგ მასკი თავის კომპანიას დაუბრუნდება.
"მას დიდი კომპანია აქვს სამართავი და რაღაც მომენტში, დაბრუნდება. სანამდე შემეძლო დავტოვე. ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია, იცით, მე მომწონს ჭკვიანი ხალხი, ის ძალიან ჭკვიანია და მან კარგად გააკეთა თავისი სამუშაო“, - თქვა ტრამპმა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის შესახებ.
"რაღაც პერიოდის შემდეგ ელონს საკუთარ კომპანიაში დაბრუნება მოუნდება,“ - დასძინა ტრამპმა.
კითხვაზე, გააგრძელებდნენ თუ არა DOGE-ს თანამშრომლები მასკის წასვლის შემდეგ მუშაობას, ტრამპმა განმარტა, რომ ფედერალური სააგენტოების ხელმძღვანელებმა "ბევრი ისწავლეს“ და ზოგიერთი მოისურვებს DOGE-ს თანამშრომლების დასაქმებას.
იხილეთ ასევე: