პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი" - რა ხდება მეგობრებს შორის და რას ჰყვება მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე
"ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი" - რა ხდება მეგობრებს შორის და რას ჰყვება მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია და ნუცა თო­ფუ­რია წლე­ბია მე­გობ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ ერ­თად შო­უ­ებ­ში, გა­მო­დი­ოდ­ნენ კონ­ცერ­ტებ­ზე, ის­ვე­ნებ­დნენ ერ­თად და ზო­გა­დად, შო­უ­ბიზ­ნეს­ში მათი წყვი­ლი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბად ით­ვლე­ბო­და.

თუმ­ცა, შე­მოდ­გო­მა­ზე და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, მა­რი­ა­მი და ნუცა ბა­რი­კა­დე­ბის სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ. ნუცა ხში­რად ეს­წრე­ბა აქ­ცი­ებს და მხარს უჭერს არ­სე­ბულ პრო­ტესტს, მა­რი­ა­მი კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ო­და და ამ მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რად მო­ი­აზ­რე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ წელს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენს, კვი­რის პა­ლიტ­რამ ნუცა თო­ფუ­რი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს, ამ მოვ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბაც სთხო­ვა.

- ვიცი, რომ შენი და მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ას ურ­თი­ერ­თო­ბა, თქვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით, "მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი" იყო. დღეს სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდით.

- დიახ, სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­მი­რე­კა. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა და არ მინ­და ვი­ლა­პა­რა­კო.

- მა­რი­ა­მი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გენს, და­უ­რე­კე, წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვე?

- მა­რი­ამ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ არც ერთ შე­კი­თხვა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

გუ­შინ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ცე­მა­ში „ნო­ეს­თან“ მა­რი­ა­მის ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­და. ბოლო კი­თხვე­ბი წამ­ყვან­მა სწო­რედ ნუცა თო­ფუ­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე დას­ვა. რა­ზეც მა­რი­ა­მი ეცა­და, რომ მე­გო­ბარ­ზე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ესა­უბ­რა.

ნ.ს.: მთე­ლი შარ­შან­დე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ როცა ნუცა ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შენ თით­ქმის ერთი ეპი­ზო­დი არ გა­მო­გი­ტო­ვე­ბია და იყა­ვი მისი ნო­მერ პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დარ­ბაზ­ში. მაგ­რამ... გწყდე­ბო­და თუ არა გული წელს, რო­დე­საც პარ­კეტ­ზე იდე­ქი და ის დარ­ბაზ­ში არ იყო.

- ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, მწყდე­ბო­და გული, თუმ­ცა მის თა­ნად­გო­მას ძა­ლი­ან ვგრძნობ­დი. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ჩარ­თუ­ლი იყო ჩემს ყვე­ლა ნო­მერ­ში. ყვე­ლა­ფე­რი იცო­და წი­ნას­წარ რას ვცეკ­ვავ­დი, რო­გო­რი ცეკ­ვა მქონ­და და ვი­ღებ­დი მის­გან რჩე­ვებს.

ნ.ს.: ევ­რო­ვი­ზი­ის შე­ფა­სე­ბი­სას, ნუ­ცას კო­მენ­ტა­რი რომ ის არა­ფერს არ იტყო­და შენ­ზე, გე­წყი­ნა?

- არა...

ნ.ს.: ხომ შე­იძ­ლე­ბო­და რო­გორც მე­გო­ბარს წარ­მა­ტე­ბე­ბი ესურ­ვა. ეს მო­ლო­დი­ნი არ გქო­ნია?

- მე მო­ლო­დი­ნე­ბი აღარ მაქვს დიდი ხა­ნია. იმი­ტომ რომ არა­ვის­გან არა­ფერს აღარ ველი. შე­სა­ბა­მი­სად გულ­და­წყვე­ტა არ მქო­ნია, იმი­ტომ, რომ თვი­თონ ეს წყე­ნის ფაქ­ტო­რე­ბიც გა­დავ­დე. არა­ვის­გან არა­ფე­რი არ მწყინს. ჩემს გზას მივ­ყვე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო წარ­ვად­გი­ნო ძა­ლი­ან კარ­გად,. შე­სა­ბა­მი­სად რაც ხდე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და რა ამ­ბე­ბიც არის ეს ჩემ­თვის მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნია. მარ­თლა ასეა, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­დე­ბუ­ლი მაქვს გვერ­დზე. არა­ვის­გან არა­ფე­რი არ მწყინს, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის­გან,. რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ზე ცუდ რა­ღა­ცებს წე­რენ, არ მოს­წონთ სიმ­ღე­რა, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ყვე­ლას აზრს პა­ტივს ვცემ.

ნ.ს.: თქვენ ორნი ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ი­აზ­რე­ბო­დით და ერთი ფო­კუ­სის ქვეშ იყა­ვით და შემ­დეგ გზე­ბი გა­ი­ყო?

- არა, არ გა­ი­ყო გზე­ბი, დღემ­დე ჩემს გვერ­დით არის. არ ვიცი, რა­ტომ ხდე­ბა ასე ყვე­ლაფ­რის დრა­მა­ტი­ზი­რე­ბა.

ნ.ს.: თვი­თონ ხომ თქვა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი გა­ი­ყოო...

- პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყო, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა დავ­კარ­გოთ ერ­თმა­ნე­თი.

ავტორი:

"ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი" - რა ხდება მეგობრებს შორის და რას ჰყვება მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

"ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი" - რა ხდება მეგობრებს შორის და რას ჰყვება მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

ორი შესანიშნავი მომღერალი მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია წლებია მეგობრები არიან. ისინი დადიოდნენ ერთად შოუებში, გამოდიოდნენ კონცერტებზე, ისვენებდნენ ერთად და ზოგადად, შოუბიზნესში მათი წყვილი საუკეთესო მეგობრებად ითვლებოდა.

თუმცა, შემოდგომაზე დაწყებული პოლიტიკური აქციების ფონზე, მარიამი და ნუცა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ნუცა ხშირად ესწრება აქციებს და მხარს უჭერს არსებულ პროტესტს, მარიამი კი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ კონცერტებზე გამოდიოდა და ამ მთავრობის მხარდაჭერად მოიაზრება.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წელს ევროვიზიაზე საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს, კვირის პალიტრამ ნუცა თოფურიასთან ინტერვიუს დროს, ამ მოვლენის შეფასებაც სთხოვა.

- ვიცი, რომ შენი და მარიამ შენგელიას ურთიერთობა, თქვენივე სიტყვებით, "მეგობრობაზე მეტი" იყო. დღეს სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით.

- დიახ, სხვადასხვა მხარეს ვართ. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა და არ მინდა ვილაპარაკო.

- მარიამი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, დაურეკე, წარმატებები უსურვე?

- მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა.

გუშინ, ტელევიზიით გადაცემაში „ნოესთან“ მარიამის ინტერვიუ გავიდა. ბოლო კითხვები წამყვანმა სწორედ ნუცა თოფურიასთან ურთიერთობაზე დასვა. რაზეც მარიამი ეცადა, რომ მეგობარზე დიპლომატიურად ესაუბრა.

ნ.ს.: მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში, მაშინ როცა ნუცა ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობდა, შენ თითქმის ერთი ეპიზოდი არ გამოგიტოვებია და იყავი მისი ნომერ პირველი გულშემატკივარი დარბაზში. მაგრამ... გწყდებოდა თუ არა გული წელს, როდესაც პარკეტზე იდექი და ის დარბაზში არ იყო.

- ძალიან, ძალიან, მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ძალიან ვგრძნობდი. ის ყველანაირად ჩართული იყო ჩემს ყველა ნომერში. ყველაფერი იცოდა წინასწარ რას ვცეკვავდი, როგორი ცეკვა მქონდა და ვიღებდი მისგან რჩევებს.

ნ.ს.: ევროვიზიის შეფასებისას, ნუცას კომენტარი რომ ის არაფერს არ იტყოდა შენზე, გეწყინა?

- არა...

ნ.ს.: ხომ შეიძლებოდა როგორც მეგობარს წარმატებები ესურვა. ეს მოლოდინი არ გქონია?

- მე მოლოდინები აღარ მაქვს დიდი ხანია. იმიტომ რომ არავისგან არაფერს აღარ ველი. შესაბამისად გულდაწყვეტა არ მქონია, იმიტომ, რომ თვითონ ეს წყენის ფაქტორებიც გადავდე. არავისგან არაფერი არ მწყინს. ჩემს გზას მივყვები და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული იმაზე, რომ საქართველო წარვადგინო ძალიან კარგად,. შესაბამისად რაც ხდება სოციალურ ქსელებში და რა ამბებიც არის ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. მართლა ასეა, ყველაფერი გადადებული მაქვს გვერდზე. არავისგან არაფერი არ მწყინს, ჩემი ახლობლებისგან,. რომლებიც შეიძლება ჩემზე ცუდ რაღაცებს წერენ, არ მოსწონთ სიმღერა, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია, ყველას აზრს პატივს ვცემ.

ნ.ს.: თქვენ ორნი ერთად განსაკუთრებულად მოიაზრებოდით და ერთი ფოკუსის ქვეშ იყავით და შემდეგ გზები გაიყო?

- არა, არ გაიყო გზები, დღემდე ჩემს გვერდით არის. არ ვიცი, რატომ ხდება ასე ყველაფრის დრამატიზირება.

ნ.ს.: თვითონ ხომ თქვა ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყოო...

- პოლიტიკური გზები შეიძლება გაიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დავკარგოთ ერთმანეთი.