საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ფოლკლორის ტრანსფორმაცია ახალ თაობაში: როგორ ინარჩუნებს  პოპულარობას ეს ჟანრი
ქართული ფოლკლორის ტრანსფორმაცია ახალ თაობაში: როგორ ინარჩუნებს  პოპულარობას ეს ჟანრი

ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის ბირ­თვია — სული, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა სი­ტყვე­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ ვიბ­რა­ცი­ით, ხმი­თა და გუ­ლის­ცე­მით. რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ბულ­ბუ­ლი", დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, ფოლკ­ლო­რი მხო­ლოდ წარ­სუ­ლი კი არა, ცო­ცხა­ლი, გან­ვი­თა­რე­ბა­დი კულ­ტუ­რუ­ლი სუნ­თქვაა — ხმა, რო­მე­ლიც ახალ თა­ო­ბა­საც ეს­მის.

რო­გორ ტრანსფორ­მირ­დე­ბა და ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას ეს ჟან­რი? - გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს დათო კენ­ჭი­აშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ ხედ­ვას ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მო­მა­ვალ­ზე, ახალ პრო­ექ­ტებ­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა მი­ვი­ტა­ნოთ ფოლკ­ლო­რის ჟან­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბით ახალ­გაზ­რდე­ბამ­დე.

დღეს როცა ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად იც­ვლე­ბა, თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად რჩე­ბა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი იმ იდენ­ტო­ბით, რო­გო­რი­თაც თა­ო­ბებს გად­მო­ე­ცე­მო­და?

ვფიქ­რობ, რა სიჩ­ქა­რი­თაც არ უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს სამ­ყა­რო, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ფოლკ­ლო­რი – თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, ჟღე­რა­დო­ბი­თა და ენერ­გი­ით – იმ სი­მაღ­ლე­ზე დგას, რო­მელ­საც დრო ვე­რა­ფერს აკ­ლებს. ფოლკ­ლო­რი არ არის მხო­ლოდ სიმ­ღე­რა – ეს ჩვე­ნი ის­ტო­რია, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ში­ნა­გა­ნი კო­დია, რაც თა­ო­ბე­ბი­დან თა­ო­ბებსs გა­და­ე­ცე­მა. შე­საძ­ლოა, დღე­საც ისე­ვე ვა­კო­რექ­ტი­რებთ და ვცვლით ფოლკ­ლო­რულ ნა­მუ­შევ­რებს, რო­გორც ეს ადრე ხდე­ბო­და, როცა თა­ვად იქ­მნე­ბო­და ეს სიმ­ღე­რე­ბი – მაგ­რამ მთა­ვა­რი ღერ­ძი, იდეა და ვიბ­რა­ცია არ იც­ვლე­ბა. მუ­სი­კა ყო­ველ ეპო­ქა­ში ვი­თარ­დე­ბა, ტო­ნა­ლუ­რად, სტი­ლის­ტუ­რად, მაგ­რამ ის რაც ერთ დროს კა­ცის გუ­ლი­დან მო­დი­ო­და – პირ­ვე­ლა­დი ვერ­სია, იმ ფორ­მით დარ­ჩე­ბა წარ­სულ­შიც, მო­მა­ვალ­შიც. ერთი მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თიც საკ­მა­რი­სია: „ჩაკ­რუ­ლო“ კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა – სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფეს­ვე­ბი­დან მო­დის, დღე­საც ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვად გვიც­ნობს მსოფ­ლი­ოს.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ – ვინც გვიყ­ვარს ეს ჟან­რი და ვი­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა გვა­დარ­დებს – ვი­აქ­ტი­უ­როთ. ფოლკ­ლო­რის­ტე­ბი ჩვენს გვერ­დით უნდა იყ­ვნენ, რად­გან მათ გა­მოც­დი­ლე­ბა და ხედ­ვა აქვთ, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­თან გა­და­ცე­მის პრო­ცესს გა­ამ­დიდ­რებს. მთა­ვა­რია, ფოლკ­ლო­რი გა­დავ­ცეთ ისე­თი, რო­გო­რიც ჩვენ გად­მოგ­ვე­ცა – სიწ­მინ­დით, ში­ნა­არ­სით და არა ზე­და­პი­რუ­ლი გარ­დაქ­მნით. ამ გზა­ზე პროგ­რე­სი არ არის საფრ­თხე, თუ არ ირ­ღვე­ვა მთა­ვა­რი – გუ­ლით ნამ­ღე­რი სიმ­ღე­რის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

რას ფიქ­რობთ იმ ფე­ნო­მენ­ზე, რა­საც ფოლკ­ლო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბა­ში გა­და­ტა­ნა ჰქვია? ეს ახ­ლე­ბუ­რი წარ­დგე­ნა ამ­დიდ­რებს თუ არ­ღვევს ტრა­დი­ცი­ას?

მე ვერ და­ვარ­ქმევ ტრა­დი­ცი­ის დარ­ღვე­ვას იმ პრო­ცესს, რო­დე­საც ფოლკ­ლო­რი სხვა­დას­ხვა ჟანრ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და ახ­ლე­ბუ­რად გვევ­ლი­ნე­ბა – მით უმე­ტეს, როცა ეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დაც­ვის ფონ­ზე ხდე­ბა. მთა­ვა­რია ერთი – არ და­ი­კარ­გოს სა­ფუძ­ვე­ლი, არ და­ზი­ან­დეს ის ფეს­ვი, რა­ზეც ეს სიმ­ღე­რა დგას. თუ ფოლკ­ლო­რი რჩე­ბა მთა­ვარ ღერ­ძად, და­ნარ­ჩე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მის გარ­შე­მო შე­იძ­ლე­ბა დიდ ღი­რე­ბუ­ლე­ბად იქ­ცეს. ჩემ­თვის ფე­ნო­მე­ნი თვი­თონ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაა – მისი პო­ლი­ფო­ნი­ის, ვიბ­რა­ცი­ი­სა და ემო­ცი­ის უნი­კა­ლუ­რო­ბა, რო­მელ­ზეც დღეს მსოფ­ლიო გიჟ­დე­ბა. ამი­ტომ, რა­ტო­მაც არა? ჩვენ გვაქვს სრუ­ლი რე­სურ­სი, რომ ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბა­შიც ავ­სა­ხოთ ისე, რომ მსოფ­ლი­ოს კი­დევ უფრო და­ვა­ნა­ხოთ ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი კო­ლა­ბო­რა­ცია, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი­დან მო­დის, მხო­ლოდ ამ­დიდ­რებს მის გზას – მე ამას მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი.

ახა­ლი თა­ო­ბა რამ­დე­ნად უს­მენს ფოლკ­ლორს და რო­გორ და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ამ ჟან­რით ჯენ­ზი ?ახა­ლი თა­ო­ბა ნამ­დვი­ლად უს­მენს, მაგ­რამ სხვა ფორ­მით – იმ ფორ­მით, რაც მათ ენა­ზე ლა­პა­რა­კობს. სწო­რედ ამი­ტომ, მჯე­რა, რომ ფოლკ­ლო­რი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გა­საღ­ვი­ვებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ახა­ლი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბით წარ­დგე­ნა.

ფოლკ­ლო­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბის სინ­თე­ზი ის ხი­დია, რო­მე­ლიც ამ ჟანრს ჩი­ხი­დან გა­მო­იყ­ვანს და ახალ სი­ცო­ცხლეს მის­ცემს. ეს არ ნიშ­ნავს ფეს­ვე­ბის უარ­ყო­ფას — ეს არის ევო­ლუ­ცია, რა­საც ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ჟან­რი გა­დის.

ფოლკ­ლო­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ ფოლკ­ლო­რის­ტე­ბი, ხოლო მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე – ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მუ­სი­კის სცე­ნა­ზე დღეს აქ­ტი­უ­რად დგა­ნან. თუ სწო­რად შევ­თა­ვა­ზებთ – გუ­ლით, გე­მოვ­ნე­ბით და ახა­ლი ფორ­მით – დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჯენ­ზი­საც შე­უყ­ვარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი.

გვი­თხა­რით, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ეს ჟან­რი დღეს – ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლად, სტი­ლის­ტუ­რად ან ტექ­ნი­კუ­რად? არ­სე­ბობს რა­ი­მე სპე­ცი­ფი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბი, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ?

დღეს ქარ­თულ ფოლკ­ლორს ცალ­სა­ხად ვხე­დავთ გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე – რო­გორც ჟან­რობ­რი­ვად, ისე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად. სწო­რედ იმ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, რო­დე­საც ეს ჟან­რი ახ­ლე­ბუ­რად ცო­ცხლდე­ბა – სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის გავ­ლე­ნით, ახა­ლი ხმო­ვა­ნი სივ­რცე­ე­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ტრანსფორ­მა­ცი­ას – ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია მუ­სი­კა­ლუ­რი დრა­მა­ტურ­გია. ეს ის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ხში­რად ყვე­ლა­ზე ცოტა ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა, თუმ­ცა პრაქ­ტი­კუ­ლად გან­სა­ზღვრავს, რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი და ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა ერთი კომ­პო­ზი­ცია. ერთ სიმ­ღე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა გა­ერ­თი­ან­დეს – და სწო­რედ აქ არის სა­ჭი­რო ფრთხი­ლი დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი წო­ნას­წო­რო­ბა. აღარ ვი­ტყვი, რომ თა­ვა­დაც ყვე­ლა­ფერ­ში უნაკ­ლო ვი­ყა­ვი – ხში­რად თვითკრი­ტი­კაც მეს­მის ამ კუ­თხით. მაგ­რამ სწო­რედ ამა­შია აზრი: მუ­სი­კა ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სია.

ჩვენ მუდ­მი­ვად ვსწავ­ლობთ. მთა­ვა­რია ვხე­დავ­დეთ, სად შე­იძ­ლე­ბა იყოს შეც­დო­მა – და რა შეგ­ვიძ­ლია მო­მა­ვალ­ში უფრო სწო­რად გა­ვა­კე­თოთ. ფოლკ­ლო­რი იმ ჟან­რე­ბი­დან ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც ტრანსფორ­მა­ცი­ას ვერ გა­ურ­ბის – მაგ­რამ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა მას სი­დი­ა­დეს კი არ არ­თმევს, არა­მედ კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს.

ახალ პრო­ექ­ტზე მოგ­ვი­ყე­ვით – სა­დაც ფოლკ­ლო­რი ელექტრო­ნულ ჟღე­რა­დო­ბას ერ­წყმის. რო­გორ გაჩ­ნდა იდეა და ვის­ზეა გათ­ვლი­ლი ეს ფორ­მა?

სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ უკვე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ ქარ­თულ ფოლკ­ლორ­სა და ელექტრო­ნულ მუ­სი­კას შო­რის სინ­თე­ზის პრო­ექ­ტზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იდეა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გაჩ­ნდა, პრო­ექ­ტი თით­ქოს ახლა მომ­წიფ­და – დროა, რომ სწო­რედ იმ თა­ო­ბას შევ­თა­ვა­ზოთ, ვინც დღეს ქარ­თულ ფოლკ­ლორს ნაკ­ლე­ბად უს­მენს, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ელექტრო­ნულ სივ­რცე­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ელექტრო­ნულ მუ­სი­კას საკ­მა­ოდ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლი ჰყავს, და ეს ნამ­დვი­ლად გა­სა­ხა­რია – რად­გან სწო­რედ ამ თა­ო­ბას­თან სა­უ­ბა­რი ამ ფორ­მით არის ხიდი ფოლკ­ლო­რის გად­მო­სა­ცე­მად. სი­მარ­თლე გი­თხრათ, კლუ­ბუ­რი სივ­რცე ჩემ­თვის უცხოა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და კარ­გი ელექტრო­ნუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი. დღეს ამ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ მავ­კა­სა და მი­რი­ან­თან ერ­თად – ორ სა­ოც­რად ნი­ჭი­ერ არ­ტის­ტთან, რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ.უკვე გვაქვს სამი ტრე­კი და ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას ახალ მა­სა­ლა­ზე. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რის­თვის უც­ნა­უ­რიც კი იყოს — დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი და ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა. მე მჯე­რა, რომ ამ პრო­ექ­ტის სა­ხით ჩემს ქვე­ყა­ნას ექ­ნე­ბა ამ­ბი­ცია თქვას: „ჩვენ გვაქვს სა­კუ­თა­რი, უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ჟღე­რა­დო­ბა.“ და რო­გორ ამ­პარ­ტავ­ნუ­ლა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, მსოფ­ლიო უნდა ხე­დავ­დეს იმ შე­დეგს, რო­მელ­საც ნიჭი და ფეს­ვე­ბი ქმნის.

რო­გორ ახერ­ხებთ ფოლკ­ლო­რის ტრა­დი­ცი­უ­ლი ჟღე­რა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მა­ში­ნაც კი, როცა ჟან­რე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებთ?

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან დიდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვგრძნობ ამ პრო­ცეს­ში – მაგ­რამ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ჩემ­თვის ბრი­ლი­ან­ტია, და როცა მას ეხე­ბი, შენს თავ­ში უნდა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ არ და­ა­ზი­ა­ნებ, არ და­ა­მა­ხინ­ჯებ. ფოლკ­ლო­რი არ არის ის მა­სა­ლა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია ისე მი­ე­კა­რო, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ჟანრს. მას აქვს თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი, თა­ვი­სი ენერ­გია და სიწ­მინ­დე – თუ მას­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ას აპი­რებ, ეს უნდა მოხ­დეს არა მისი ცვლი­ლე­ბით, არა­მედ მისი გა­მოკ­ვე­თით.

რო­დე­საც ფოლკ­ლორს თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბას ვუ­სა­და­გებ – ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლად, რით­მუ­ლად ან ელექტრო­ნუ­ლად – ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რომ ეს სი­ახ­ლე არ მო­ექ­ცეს ზე­მო­დან, არა­მედ პი­რი­ქით, გა­აძ­ლი­ე­როს მთა­ვა­რი ხმა – ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ხმა. ეს არის მი­სი­აც – ფოლკ­ლო­რის­თვის უნდა შევ­ქმნათ სივ­რცე, სა­დაც ის მე­ფობს – არ არის და­ფა­რუ­ლი, შეც­ვლი­ლი ან გამ­ქრა­ლი, არა­მედ წარ­მო­ჩე­ნი­ლი დი­დე­ბუ­ლად. და სწო­რედ მა­შინ, იქ­მნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კო­ლა­ბო­რა­ცია.

ავტორი:

ქართული ფოლკლორის ტრანსფორმაცია ახალ თაობაში: როგორ ინარჩუნებს  პოპულარობას ეს ჟანრი

ქართული ფოლკლორის ტრანსფორმაცია ახალ თაობაში: როგორ ინარჩუნებს  პოპულარობას ეს ჟანრი

ქართული ფოლკლორი ჩვენი იდენტობის ბირთვია — სული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა სიტყვების გარეშე, მხოლოდ ვიბრაციით, ხმითა და გულისცემით. როგორც "საქართველოს ბულბული", დათო კენჭიაშვილი ამბობს, ფოლკლორი მხოლოდ წარსული კი არა, ცოცხალი, განვითარებადი კულტურული სუნთქვაა — ხმა, რომელიც ახალ თაობასაც ესმის.

როგორ ტრანსფორმირდება და ინარჩუნებს პოპულარობას ეს ჟანრი? - გთავაზობთ ინტერვიუს დათო კენჭიაშვილთან, რომელიც გვიზიარებს საკუთარ ხედვას ქართული სიმღერის მომავალზე, ახალ პროექტებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ფოლკლორის ჟანრი თანამედროვე ჟღერადობით ახალგაზრდებამდე.

დღეს როცა ყველაფერი სწრაფად იცვლება, თქვენი აზრით, რამდენად რჩება ქართული ფოლკლორი იმ იდენტობით, როგორითაც თაობებს გადმოეცემოდა?

ვფიქრობ, რა სიჩქარითაც არ უნდა ვითარდებოდეს სამყარო, ქართული სიმღერა და ფოლკლორი – თავისი შინაარსით, ჟღერადობითა და ენერგიით – იმ სიმაღლეზე დგას, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. ფოლკლორი არ არის მხოლოდ სიმღერა – ეს ჩვენი ისტორია, ღირებულებები და შინაგანი კოდია, რაც თაობებიდან თაობებსs გადაეცემა. შესაძლოა, დღესაც ისევე ვაკორექტირებთ და ვცვლით ფოლკლორულ ნამუშევრებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როცა თავად იქმნებოდა ეს სიმღერები – მაგრამ მთავარი ღერძი, იდეა და ვიბრაცია არ იცვლება. მუსიკა ყოველ ეპოქაში ვითარდება, ტონალურად, სტილისტურად, მაგრამ ის რაც ერთ დროს კაცის გულიდან მოდიოდა – პირველადი ვერსია, იმ ფორმით დარჩება წარსულშიც, მომავალშიც. ერთი მარტივი მაგალითიც საკმარისია: „ჩაკრულო“ კოსმოსში გაიგზავნა – სიმღერა, რომელიც ჩვენი ფესვებიდან მოდის, დღესაც ყველაზე შთამბეჭდავად გვიცნობს მსოფლიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ – ვინც გვიყვარს ეს ჟანრი და ვისაც ჩვენი ქვეყნის კულტურა გვადარდებს – ვიაქტიუროთ. ფოლკლორისტები ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ, რადგან მათ გამოცდილება და ხედვა აქვთ, რომელიც მომავალ თაობებთან გადაცემის პროცესს გაამდიდრებს. მთავარია, ფოლკლორი გადავცეთ ისეთი, როგორიც ჩვენ გადმოგვეცა – სიწმინდით, შინაარსით და არა ზედაპირული გარდაქმნით. ამ გზაზე პროგრესი არ არის საფრთხე, თუ არ ირღვევა მთავარი – გულით ნამღერი სიმღერის ჭეშმარიტება.

რას ფიქრობთ იმ ფენომენზე, რასაც ფოლკლორის თანამედროვე ჟღერადობაში გადატანა ჰქვია? ეს ახლებური წარდგენა ამდიდრებს თუ არღვევს ტრადიციას?

მე ვერ დავარქმევ ტრადიციის დარღვევას იმ პროცესს, როდესაც ფოლკლორი სხვადასხვა ჟანრთან თანამშრომლობს და ახლებურად გვევლინება – მით უმეტეს, როცა ეს ქართული სიმღერის ავთენტურობის დაცვის ფონზე ხდება. მთავარია ერთი – არ დაიკარგოს საფუძველი, არ დაზიანდეს ის ფესვი, რაზეც ეს სიმღერა დგას. თუ ფოლკლორი რჩება მთავარ ღერძად, დანარჩენი მუსიკალური მრავალფეროვნება მის გარშემო შეიძლება დიდ ღირებულებად იქცეს. ჩემთვის ფენომენი თვითონ ქართული სიმღერაა – მისი პოლიფონიის, ვიბრაციისა და ემოციის უნიკალურობა, რომელზეც დღეს მსოფლიო გიჟდება. ამიტომ, რატომაც არა? ჩვენ გვაქვს სრული რესურსი, რომ ქართული ფოლკლორი თანამედროვე ჟღერადობაშიც ავსახოთ ისე, რომ მსოფლიოს კიდევ უფრო დავანახოთ ჩვენი იდენტობა. ნებისმიერი კოლაბორაცია, რომელიც ქართული მუსიკის სიყვარულიდან მოდის, მხოლოდ ამდიდრებს მის გზას – მე ამას მხოლოდ მივესალმები.

ახალი თაობა რამდენად უსმენს ფოლკლორს და როგორ დავაინტერესოთ ამ ჟანრით ჯენზი ?ახალი თაობა ნამდვილად უსმენს, მაგრამ სხვა ფორმით – იმ ფორმით, რაც მათ ენაზე ლაპარაკობს. სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ ფოლკლორისადმი ინტერესის გასაღვივებლად აუცილებელია მისი ახალი კოლაბორაციებით წარდგენა.

ფოლკლორისა და თანამედროვე ჟღერადობის სინთეზი ის ხიდია, რომელიც ამ ჟანრს ჩიხიდან გამოიყვანს და ახალ სიცოცხლეს მისცემს. ეს არ ნიშნავს ფესვების უარყოფას — ეს არის ევოლუცია, რასაც ყველა ცოცხალი ჟანრი გადის.

ფოლკლორის შენარჩუნებაზე მუშაობენ ფოლკლორისტები, ხოლო მის პოპულარიზაციაზე – ის ადამიანები, ვინც მუსიკის სცენაზე დღეს აქტიურად დგანან. თუ სწორად შევთავაზებთ – გულით, გემოვნებით და ახალი ფორმით – დარწმუნებული ვარ, ჯენზისაც შეუყვარდება ქართული ფოლკლორი.

გვითხარით, როგორ ვითარდება ეს ჟანრი დღეს – ინსტრუმენტულად, სტილისტურად ან ტექნიკურად? არსებობს რაიმე სპეციფიური ტრანსფორმაციები, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ?

დღეს ქართულ ფოლკლორს ცალსახად ვხედავთ განვითარების გზაზე – როგორც ჟანრობრივად, ისე ტექნოლოგიურად. სწორედ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ეს ჟანრი ახლებურად ცოცხლდება – სხვადასხვა მიმართულების გავლენით, ახალი ხმოვანი სივრცეებით და თანამედროვე ინსტრუმენტული გადაწყვეტებით. რაც შეეხება ტრანსფორმაციას – ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მუსიკალური დრამატურგია. ეს ის ნაწილია, რომელსაც ხშირად ყველაზე ცოტა ყურადღება ექცევა, თუმცა პრაქტიკულად განსაზღვრავს, რამდენად სრულყოფილი და ძლიერი იქნება ერთი კომპოზიცია. ერთ სიმღერაში შეიძლება რამდენიმე მიმდინარეობა გაერთიანდეს – და სწორედ აქ არის საჭირო ფრთხილი დრამატურგიული წონასწორობა. აღარ ვიტყვი, რომ თავადაც ყველაფერში უნაკლო ვიყავი – ხშირად თვითკრიტიკაც მესმის ამ კუთხით. მაგრამ სწორედ ამაშია აზრი: მუსიკა ცოცხალი პროცესია.

ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ. მთავარია ვხედავდეთ, სად შეიძლება იყოს შეცდომა – და რა შეგვიძლია მომავალში უფრო სწორად გავაკეთოთ. ფოლკლორი იმ ჟანრებიდან ერთ-ერთია, რომელიც ტრანსფორმაციას ვერ გაურბის – მაგრამ სწორი მიმართულებით განვითარება მას სიდიადეს კი არ ართმევს, არამედ კიდევ უფრო ამძაფრებს.

ახალ პროექტზე მოგვიყევით – სადაც ფოლკლორი ელექტრონულ ჟღერადობას ერწყმის. როგორ გაჩნდა იდეა და ვისზეა გათვლილი ეს ფორმა?

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ უკვე აქტიურად ვმუშაობ ქართულ ფოლკლორსა და ელექტრონულ მუსიკას შორის სინთეზის პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, პროექტი თითქოს ახლა მომწიფდა – დროა, რომ სწორედ იმ თაობას შევთავაზოთ, ვინც დღეს ქართულ ფოლკლორს ნაკლებად უსმენს, მაგრამ აქტიურადაა ჩართული ელექტრონულ სივრცეში. საინტერესოა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ელექტრონულ მუსიკას საკმაოდ გემოვნებიანი მსმენელი ჰყავს, და ეს ნამდვილად გასახარია – რადგან სწორედ ამ თაობასთან საუბარი ამ ფორმით არის ხიდი ფოლკლორის გადმოსაცემად. სიმართლე გითხრათ, კლუბური სივრცე ჩემთვის უცხოა, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა კარგი ელექტრონული კომპოზიტორების ნამუშევრები. დღეს ამ პროექტზე ვმუშაობ მავკასა და მირიანთან ერთად – ორ საოცრად ნიჭიერ არტისტთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ.უკვე გვაქვს სამი ტრეკი და ვაგრძელებთ მუშაობას ახალ მასალაზე. შეიძლება ბევრისთვის უცნაურიც კი იყოს — დათო კენჭიაშვილი და ელექტრონული მუსიკა. მე მჯერა, რომ ამ პროექტის სახით ჩემს ქვეყანას ექნება ამბიცია თქვას: „ჩვენ გვაქვს საკუთარი, უნიკალური ქართული ელექტრონული ჟღერადობა.“ და როგორ ამპარტავნულადაც არ უნდა ჟღერდეს, მსოფლიო უნდა ხედავდეს იმ შედეგს, რომელსაც ნიჭი და ფესვები ქმნის.

როგორ ახერხებთ ფოლკლორის ტრადიციული ჟღერადობის შენარჩუნებას, მაშინაც კი, როცა ჟანრებით ექსპერიმენტებს ატარებთ?

სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდ თავისუფლებას ვგრძნობ ამ პროცესში – მაგრამ ეს თავისუფლება მოდის პასუხისმგებლობიდან. ქართული სიმღერა ჩემთვის ბრილიანტია, და როცა მას ეხები, შენს თავში უნდა იყო აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ არ დააზიანებ, არ დაამახინჯებ. ფოლკლორი არ არის ის მასალა, რომელსაც შეგიძლია ისე მიეკარო, როგორც ჩვეულებრივ ჟანრს. მას აქვს თავისი კანონები, თავისი ენერგია და სიწმინდე – თუ მასთან კოლაბორაციას აპირებ, ეს უნდა მოხდეს არა მისი ცვლილებით, არამედ მისი გამოკვეთით.

როდესაც ფოლკლორს თანამედროვე ჟღერადობას ვუსადაგებ – ინსტრუმენტულად, რითმულად ან ელექტრონულად – ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს სიახლე არ მოექცეს ზემოდან, არამედ პირიქით, გააძლიეროს მთავარი ხმა – ქართული სიმღერის ხმა. ეს არის მისიაც – ფოლკლორისთვის უნდა შევქმნათ სივრცე, სადაც ის მეფობს – არ არის დაფარული, შეცვლილი ან გამქრალი, არამედ წარმოჩენილი დიდებულად. და სწორედ მაშინ, იქმნება წარმატებული კოლაბორაცია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"