საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ...“ - საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
“ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ...“ - საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი ბე­ბუა თა­ვი­სუ­ფა­ლია და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მან მე­დი­ას­თან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. ბე­ბუ­ამ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს და ადა­მი­ა­ნებს, ვინც მას გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

  • "სახ­ლში მინ­და. გუ­ლით რომ გი­თხრათ, ერთი სული მაქვს, სახ­ლში რო­დის მი­ვალ. დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით, მარ­თლა, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში. ცდი­ლობ­დით გულ­წრფე­ლად, ვგრძნობ და ადა­მი­ა­ნუ­რად, ყვე­ლას გიხ­დით მად­ლო­ბას", - თქვა ბე­ბუ­ამ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლის შემ­დეგ.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ირაკ­ლი ბე­ბუ­ას უკა­ნო­ნოდ შე­ე­ფარ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 9 წლის ვა­დით, თუმ­ცა მისი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის რე­ა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბა 4 წელ­სა და 6 თვეს გა­უ­ტოლ­და.

აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ირაკ­ლი ბე­ბუ­ას უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და სხვა რე­ლე­ვან­ტურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) მიერ ოპე­რი­რე­ბა­დი "ცხე­ლი ხა­ზის" მე­ქა­ნიზ­მი, ისე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა თუ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყვე­ლა სხვა ბერ­კე­ტი და ინ­სტრუ­მენ­ტი.

ირაკ­ლი ბე­ბუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 2020 წელს აღიძ­რა, მას ე.წ. აფხა­ზე­თის დრო­შის დაწ­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აფხა­ზე­თის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ "სახ­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას, სა­დაც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ცხოვ­რობ­და, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ამო­ი­ღეს RG-42 ყუმ­ბა­რა, რო­მე­ლიც არის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ვარ­გი­სია აფეთ­ქე­ბის­თვის“.

გა­ლის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას ცხრა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მას ასე­ვე და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 10 ათა­სი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით.

თბი­ლის­ში ბე­ბუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით რამ­დე­ნი­მე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. ბე­ბუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მატ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნი­ხი­ლეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ...“ - საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

“ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ...“ - საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ბებუამ ყველა დაინტერესებულ პირს და ადამიანებს, ვინც მას გულშემატკივრობდა, მადლობა გადაუხადა.

  • "სახლში მინდა. გულით რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ. დიდ მადლობას გიხდით, მართლა, ვინც მონაწილეობა მიიღო გათავისუფლებაში. ცდილობდით გულწრფელად, ვგრძნობ და ადამიანურად, ყველას გიხდით მადლობას", - თქვა ბებუამ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ.

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.

აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი.

ირაკლი ბებუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2020 წელს აღიძრა, მას ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვას ედავებოდნენ. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ "სახლის შემოწმებისას, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა, პოლიციელებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს RG-42 ყუმბარა, რომელიც არის საბრძოლო მასალა და ვარგისია აფეთქებისთვის“.

გალის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი რუბლის ოდენობით.

თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში რამდენჯერმე განიხილეს.

იხილეთ ასევე: