მიმდინარე წლის თებერვალში თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მომღერალი კლინიკაში იწვა. როგორც მაშინ გავარკვიეთ, თიკას მკლავზე გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ამ თემაზე ვრცლად არ უსაუბრია.
აღმოჩნდა, რომ თიკას მოულოდნელად მელანომის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. "რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა და ეს შრამიც უკვე შევიყვარე“ - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.