პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველზე მივალთ - 100 კილომეტრის მანძილზე ყველგან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ვითხოვთ" - აქციის მონაწილე
"დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველზე მივალთ - 100 კილომეტრის მანძილზე ყველგან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ვითხოვთ" - აქციის მონაწილე

31 მარტს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­ა­ნონ­სე­ბულ პრო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით, ქა­ლაქ დმა­ნი­სი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფი და­იძ­რა.

  • აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 კი­ლო­მეტრს გა­ივ­ლი­ან და 31 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ა­ზე მივ­ლენ.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე აცხა­დებს, მათი მი­ზა­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­ან­თი ძალა აჩ­ვე­ნონ, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხმა გა­ა­გო­ნონ, რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პრო­ტეს­ტი კვლავ გრძელ­დე­ბა.

„და­ვი­ძა­რით დმა­ნი­სი­დან და 31 მარტს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ა­ზე მი­ვალთ. აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­სა­ცა­ვა­დაა. ამ 100 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლით, გვინ­და მათ [ხე­ლი­სუფ­ლე­ბას] ჩვე­ნი ძალა ვაჩ­ვე­ნოთ, ბრძო­ლას ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ.

უკვე გავ­ლი­ლი გვაქვს 20-22 კი­ლო­მეტ­რი, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს გა­მოვ­ცდით. სა­ღა­მოს ბოლ­ნის­ში დავ­ბა­ნაკ­დე­ბით, სა­დაც მე­რი­ას­თან აქ­ცი­ას გავ­მარ­თავთ და მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­მო­ერ­თე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებთ. დი­ლით კი მარ­ნე­უ­ლის­კენ გა­ვე­მარ­თე­ბით, იქაც, მე­რი­ას­თან აქ­ცი­ას გავ­მარ­თავთ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­გი­ო­ნებ­ში პრო­ტეს­ტის ხმა ის­მო­დეს. პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ე­ბის გა­დამ­კი­დე არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ პრო­ტეს­ტი შე­წყდა. ჩვე­ნი ქმე­დე­ბით კი მი­ნი­მუმ იმას მა­ინც შევ­ძლებთ, რომ ამ 100 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე ყვე­ლა სახ­ლთან გა­ვაჟ­ღე­რებთ, რომ უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­მარ­თლი­ან ახალ არ­ჩევ­ნებს ვი­თხოვთ.

გზა­დაგ­ზა სხვე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ერ­თად გა­ივ­ლი­ან ამ გზას და ამ ის­ტო­რი­ულ ნა­ბი­ჯებს“, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, 100 კი­ლო­მეტრს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხე­ლა­ხა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით გა­ივ­ლი­ან.

ცნო­ბის­თვის, 31 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტმა და ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სეს, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბიც უერ­თდე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველზე მივალთ - 100 კილომეტრის მანძილზე ყველგან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ვითხოვთ" - აქციის მონაწილე

"დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველზე მივალთ - 100 კილომეტრის მანძილზე ყველგან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ვითხოვთ" - აქციის მონაწილე

31 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ პროტესტთან დაკავშირებით, ქალაქ დმანისიდან მოქალაქეთა ჯგუფი დაიძრა.

  • აქციის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში 100 კილომეტრს გაივლიან და 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე მივლენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, მათი მიზანია, ხელისუფლებას თავიანთი ძალა აჩვენონ, ასევე რეგიონებში საზოგადოებას ხმა გააგონონ, რომ ქვეყნის მასშტაბით პროტესტი კვლავ გრძელდება.

„დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივალთ. აქციაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავადაა. ამ 100 კილომეტრის გავლით, გვინდა მათ [ხელისუფლებას] ჩვენი ძალა ვაჩვენოთ, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.

უკვე გავლილი გვაქვს 20-22 კილომეტრი, დმანისის მუნიციპალიტეტს გამოვცდით. საღამოს ბოლნისში დავბანაკდებით, სადაც მერიასთან აქციას გავმართავთ და მოქალაქეებს შემოერთებისკენ მოვუწოდებთ. დილით კი მარნეულისკენ გავემართებით, იქაც, მერიასთან აქციას გავმართავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში პროტესტის ხმა ისმოდეს. პროპაგანდისტული მედიების გადამკიდე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროტესტი შეწყდა. ჩვენი ქმედებით კი მინიმუმ იმას მაინც შევძლებთ, რომ ამ 100 კილომეტრის მანძილზე ყველა სახლთან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიან ახალ არჩევნებს ვითხოვთ.

გზადაგზა სხვებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად გაივლიან ამ გზას და ამ ისტორიულ ნაბიჯებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები, 100 კილომეტრს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაივლიან.

ცნობისთვის, 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელსაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც უერთდებიან.