საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარ აქტს" მხარი დაუჭირა - რას ითვალისწინებს ის
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარ აქტს" მხარი დაუჭირა - რას ითვალისწინებს ის

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­მა "MEGOBARI აქტს" მხა­რი და­უ­ჭი­რა.ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი ლი­დე­რი, სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი აცხა­დებს, რომ „MEGOBARI აქტი“ არის "მკა­ფიო მე­სი­ჯი".

  • "ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ „MEGOBARI აქტი“, ეს არის მკა­ფიო "მე­სი­ჯი" ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ მათ ძა­ლის­ხმე­ვას, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა.

სე­ნა­ტო­რი შა­ჰი­ნის თქმით, "მე­გო­ბა­რი აქტი" ით­ვა­ლის­წი­ნებს სან­ქცი­ებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც "მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბას ცდი­ლობ­დნენ". სე­ნა­ტო­რი ხაზს უს­ვამს, რომ აქტს აქვს ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა.

"მთავ­რო­ბა პა­ტივს არ სცემს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვენს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ხალ­ხი და­ი­ნა­ხავს პო­ზი­ტი­ურ სიგ­ნალს და ჩვენ მათ მხარს ვუ­ჭერთ.

ეს გუ­ლის­ხმობს სან­ქცი­ებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბას და მა­საც აქვს ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“,- გა­ნა­ცხა­და შა­ჰინ­მა, რომ­ლის თარ­გმა­ნი "ტვ პირ­ველს" ეკუთ­ვნის.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით „სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის, გამ­ძლე­ო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის აქტი“ (MEGOBARI) გა­სულ წელს კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში კონ­გრეს­მენ­მა ჯო უილ­სონ­მა წა­რად­გი­ნა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმი­სათ­ვის, რომ კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შე­ვი­დეს, ის უნდა და­ამ­ტკი­ცოს კონ­გრე­სის ორი­ვე პა­ლა­ტის შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­ტეტ­მა, შემ­დეგ კი - მთლი­ან­მა პა­ლა­ტებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარ აქტს" მხარი დაუჭირა - რას ითვალისწინებს ის

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარ აქტს" მხარი დაუჭირა - რას ითვალისწინებს ის

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "MEGOBARI აქტს" მხარი დაუჭირა.ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ამასთან, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტი“ არის "მკაფიო მესიჯი".

  • "ჩვენ დავამტკიცეთ „MEGOBARI აქტი“, ეს არის მკაფიო "მესიჯი" ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული მომავალი შეინარჩუნონ“, - განაცხადა სენატორმა.

სენატორი შაჰინის თქმით, "მეგობარი აქტი" ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც "მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ". სენატორი ხაზს უსვამს, რომ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.

"მთავრობა პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.

ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა“,- განაცხადა შაჰინმა, რომლის თარგმანი "ტვ პირველს" ეკუთვნის.

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.