9 თებერვალს თბილისში 24 წლის გიგა დაუშვილი დაიკარგა და მას შემდეგ ახალგაზრდას ოჯახის წევრები და ძალოვნები უშედეგოდ ეძებენ. გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. როგორც მისი მეგობარი ამბობს, ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც. განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს.
იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს. დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა ჯერ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს.
ნათია დაუშვილი გიგას დედა:
- 9 თებერვლის შემდეგ უშედეგოდ ვეძებთ ჩემს შვილს. პოლიცია ცალკე ეძებს და პირველ რიგში მადლობა მაშველებს, რომლებიც მთელი გულით და თავგამოდებით ეძებენ ჩემს შვილს. გიგას დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა შეწყვიტეს მისი ძებნა, დიდთოვლობის დროს მათ მოუწიათ დასავლეთ საქართველოში ხალხის დასახმარებლად წასვლა, 13 მარტს რომ ჩამოვიდნენ იქიდან მას შემდეგაც თავდაუზოგავად ეძებდნენ ყველგან. მადლობა ღმერთს, წყალში ვერაფერი ვერ იპოვეს, იქნებ მოხდეს სასწაული და ჩემი შვილი ცოცხალი იპოვონ. მტკვარში რომ არ არის, იმედი მომეცა, იქნებ სადმეა, იქნებ ცოცხალია. მაშველები რომ ეძებდნენ მეც იქ ვიყავი, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე და პოლიცია ამბობს, რომ არც ხმელეთზე და არც წყალში არ დარჩენილა ადგილი, რომელიც არ დათვალიერდა, მართლა მასშტაბური ძებნა იყო, მაგრამ ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ ვიპოვეთო. გამომძიებელს ყოველდღე ვურეკავ და მეუბნება ახლა სხვადასხვა კუთხით ვაგრძელებთ ძიებასო, ჯერ არაფერია გარკვეული.
- ნათია, გვიამბეთ რა ვითარებაში დაიკარგა თქვენი შვილი?
- არ ვიცი, რა ვთქვა, გიგა ბოლოს როცა ვნახე, კარგ ხასიათზე იყო. იმ დღეს ლამპრობის დღესასწაულზე იყო მეგობრებთან ერთად. ამ დროს გადაღებული ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს ჩემი შვილი. ვიცი, რომ გიგა ნასვამი იყო. მასთან ერთად ვინც იყო იმ ბიჭმა მითხრა, ერთად დავლიეთ, 5 ჭიქა არაყი ექნებოდა დალეულიო. გიგა ბევრს არ სვამდა არასოდეს, ამიტომ ეს საკმარისი იქნებოდა მისთვის რომ დამთვრალიყო. მალე ეკიდებოდა სასმელი. როგორც ვიცი, ჩემი შვილი ბახტრიონიდან, ლამპრობიდან გაიყვანა ჩვენმა ორმა მეზობელმა, ნიკა რ-მა და გიორგი ლ-მა. ისინი ფხიზლები იყვნენ....განაგრძეთ კითხვა