ახლა რუსეთისგან სანქციების მოხსნის დრო არ არის, პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ განაცხადა.
“სრული სიცხადე იყო, რომ რუსეთი [მშვიდობის] დაყოვნებას ცდილობს, თამაშებს თამაშობს და ამაზე სრულიად ცხადად უნდა ვისაუბროთ”, - განაცხადა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე სრული სიცხადე იყო იმაზე, რომ “ახლა სანქციების მოხსნის დრო არ არის”.
“პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა, რათა დავეხმაროთ შეერთებული შტატების ინიციატივას, რათა ქვეყნების ამ ჯგუფის მხრიდან ზეწოლის მეშვეობით რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ”, - განაცხადა სტარმერმა.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა უკრაინაში ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მხარდაჭერის “სამხედრო და ოპერატიული” გეგმები, “იქნება ეს მიწაზე, ჰაერში თუ ზღვაზე”.