პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Atlantic-ის მთავარი რედაქტორი თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ტრამპის მრჩეველმა ჩათში დაამატა - Signalgate-ის სკანდალი: რას წერდნენ ამერიკელი მაღალჩინოსნები და ვინ არის პასუხისმგებელი?
Atlantic-ის მთავარი რედაქტორი თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ტრამპის მრჩეველმა ჩათში დაამატა - Signalgate-ის სკანდალი: რას წერდნენ ამერიკელი მაღალჩინოსნები და ვინ არის პასუხისმგებელი?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მიერ Signal-ის გა­მო­ყე­ნე­ბა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვა აღ­მოჩ­ნდეს - მათ შო­რის, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, რო­მე­ლიც ეხე­ბა ჯა­შუ­შო­ბა­სა და სამ­თავ­რო­ბო ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვას. თუმ­ცა ვა­შინგტონ­ში თვლი­ან, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, ამას სკან­და­ლის მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის გა­დად­გო­მა მოჰ­ყვეს.

  • რა მოხ­და?

გა­მო­ცე­მა Atlantic-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ჯეფ­რი გოლდბერ­გი, დიდ­ხანს არ უჯე­რებ­და თვა­ლებს, რო­დე­საც არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მრჩე­ველ­მა მაიკ უოლცმა Signal-ის ჩათ­ში და­ა­მა­ტა. ჩათ­ში 18 ადა­მი­ა­ნი იყო და თან, ისე­თი სა­ხე­ლე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, პენ­ტა­გო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ა.შ.

ისი­ნი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ იე­მენ­ში, "ჰუ­სი­ტე­ბის" პო­ზი­ცი­ებ­ზე აშშ-ის დარ­ტყმის გეგ­მას, მათ შო­რის, დო­კუ­მენტს პენ­ტა­გო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პიტ ჰეგ­სე­თის ხელ­მო­წე­რით, რო­მელ­საც ახ­ლდა შემ­დე­გი აღ­წე­რი­ლო­ბა:

  • "შე­ი­ცავს იე­მენ­ზე მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ოპე­რა­ტი­ულ დე­ტა­ლებს, მათ შო­რის, ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მიზ­ნე­ებ­ზე, ია­რაღ­ზე, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც აშშ გეგ­მავს და ბრძა­ნე­ბას დარ­ტყმის შე­სა­ხებ“.

მალე დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და რის შემ­დე­გაც, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯეი დი ვენ­მა, თავ­დაც­ვის მდი­ვან­მა პიტ ჰეგ­სეთ­მა, ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის უფ­როს­მა ტულ­სი გა­ბარ­დმა, CIA-ის უფ­როს­მა ჯონ რეტკლიფ­მა, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა მაიკ უოლცმა და სხვებ­მა ერ­თმა­ნეთს მი­უ­ლო­ცეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია.

არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია ჩათ­ში უცხო ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა.

ამ მი­მო­წე­რის შე­სა­ხებ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი მოჰ­ყვა, რო­მელ­საც პრე­სა­ში Signalgate უწო­დეს. გოლდბერგს არ გა­უ­სა­ჯა­რო­ე­ბია კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ამ ჩა­თი­დან, მხო­ლოდ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამ­და ამ­გვა­რი ჩა­თის არ­სე­ბო­ბას და არ ჩან­და კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი.

  • "ეჭვი მე­პა­რე­ბო­და, რომ იქ ნამ­დვი­ლად ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ვისი სა­ხე­ლე­ბიც ჩან­და. ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი წერ­დნენ Signal-ში მათი უშუ­ა­ლო სამ­ხედ­რო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. ვერც იმას ვი­ჯე­რებ­დი, რომ პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს ისე­თი უგუ­ნუ­რი, რომ The Atlantic-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი შე­იყ­ვა­ნოს ჩათ­ში, სა­დაც სამ­ხედ­რო გეგ­მებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, მათ შო­რის ვიცე პრე­ზი­დენ­ტი", - წერს სტა­ტი­ა­ში ჯეფ­რი გოლდბერ­გი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უოლ­ცის ოფის­მაც და თეთრმა სახ­ლმაც და­ა­დას­ტუ­რეს მი­მო­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა

"ჩათ­რუმ­ში არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის და­მა­ტე­ბა შეც­დო­მა იყო და გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რის გა­მოც ეს მოხ­და, გა­მოკ­ვლე­უ­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რათა მსგავ­სი რამ აღარ გან­მე­ორ­დეს“, - გან­მარ­ტა­ვენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. თეთ­რი სახ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ჩათ­ში სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია არ ყო­ფი­ლა გან­ხი­ლუ­ლი.

"თქვენ ნა­ხეთ თუ რო­გორ მუ­შა­ო­ბენ მა­ღა­ლი დო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და ისი­ნი კარ­გად მუ­შა­ო­ბენ“, - ამ­ბობს რეს­პუბ­ლი­კე­ლი მაიკ ჯონ­სო­ნი.

  • ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?

მთავ­რო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ბევ­რი ექ­სპერ­ტი თან­ხმდე­ბა, რომ მი­მო­წე­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­არ­ღვი­ეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მრა­ვა­ლი წესი. ერთ-ერთი წესი კი კრძა­ლავს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, და­უც­ვე­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­მუ­შაო სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვი­სას.

Atlantic-ის რე­დაქ­ტო­რი ექ­სპერ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ შე­საძ­ლოა, ეს სა­კი­თხი ჯა­შუ­შო­ბის რამ­დე­ნი­მე მუხლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს.

Signalgate-ის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მა­სობ­რი­ვი გა­დად­გო­მე­ბი ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, უფრო მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ სკან­და­ლის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლეს "დას­ჯიდ­ნენ". რო­გორც Politico სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცის" აშ­კა­რა კან­დი­და­ტი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ტრამ­პის მრჩე­ვე­ლი, მაიკ უოლ­ცი იყო, თუმ­ცა ტრამპმა უკვე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ არ აპი­რებს უოლ­ცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

რო­გორც Politico წერს, უოლ­ცი ის არ არის ერ­თა­დერ­თი დამ­ნა­შა­ვე ამ ამ­ბავ­ში.

"და რას ვუ­წო­დებთ პიტ ჰეგ­სე­ტის ქმე­დე­ბებს, რო­მელ­მაც, თუ Atlantic-ის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს და­ვუ­ჯე­რებთ, გა­მო­ავ­ლი­ნა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბი იმა­ვე ჩატ­ში? და რა­ტომ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სა­ერ­თოდ Sgnal-ში ამ თე­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი“, - წერს Politico.

  • რა თქვა მაიკ უოლცმა?

"სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ, ჩათ­ში ჯგუ­ფი მე შევ­ქმე­ნი. ეს სა­მარ­ცხვი­ნოა და ვა­პი­რებთ საქ­მე ბო­ლომ­დე გა­მო­ვი­ძი­ოთ“, - გა­ნა­ცხა­და მაიკ უოლცმა.

მისი თქმით, ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ჩატ­ში შეც­დო­მით აღ­მოჩ­ნდა, არ იც­ნობს.

"შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მას არ ვიც­ნობ. მისი სა­ში­ნე­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ვიცი და ის ნამ­დვი­ლად სა­ში­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია. მას პრე­ზი­დენ­ტი სძულს. მას­თან მი­მო­წე­რა არ მაქვს და ჩემს ტე­ლე­ფონ­ში მისი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. გა­ვარ­კვევთ, რო­გორ მოხ­და ეს“, - აღ­ნიშ­ნა უოლცმა.

  • სკან­და­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სე­ნა­ტო­რე­ბის­გან კრი­ტი­კის ობი­ექ­ტე­ბი გახ­დნენ.

სე­ნა­ტის დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა მომ­ხდარს "უდი­დე­სი შეც­დო­მა" უწო­დეს და მო­ი­თხო­ვეს, რომ აშშ-ის დაზ­ვერ­ვის ყვე­ლა და­ნა­ყოფ­მა, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო ინ­ცი­დენ­ტში, ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ ამ "კო­ლო­სა­ლუ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის“ გამო.

"სიგ­ნა­ლის" მი­მო­წე­რის გან­ხილ­ვი­სას სე­ნა­ტორ­მა მარკ უორ­ნერ­მა არა­ერ­თხელ აუ­წია ხმას და და­უ­პი­რის­პირ­და ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დამ­ცვე­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჩათ­ში აშშ-ის მიერ ჰუ­სი­ტებ­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­ხილ­ვა არ ყო­ფი­ლა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია. უორ­ნერ­მა CIA-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი "დაზ­ვერ­ვის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"თუ იქ არ იყო სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია, მა­შინ გა­უ­ზი­ა­რეთ კო­მი­ტეტ­საც სა­ჯა­როდ“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა გა­ბარ­დმა.

  • რა თქვა ტრამპმა?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა თქვა რომ თეთ­რი სახ­ლი შე­ის­წავ­ლის ინ­ცი­დენტს. ამავდრო­უ­ლად, მან და­იც­ვა მაი უოლ­ცი. ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გამო, მსგავ­სი რამ და­ე­მარ­თოს. "უოლ­ცი ალ­ბათ აღა­რას­დროს გა­მო­ი­ყე­ნებს სიგ­ნალს, გაკ­ვე­თი­ლი ის­წავ­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

Atlantic-ის მთავარი რედაქტორი თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ტრამპის მრჩეველმა ჩათში დაამატა - Signalgate-ის სკანდალი: რას წერდნენ ამერიკელი მაღალჩინოსნები და ვინ არის პასუხისმგებელი?

Atlantic-ის მთავარი რედაქტორი თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ტრამპის მრჩეველმა ჩათში დაამატა - Signalgate-ის სკანდალი: რას წერდნენ ამერიკელი მაღალჩინოსნები და ვინ არის პასუხისმგებელი?

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ Signal-ის გამოყენება ქვეყნის სამხედრო ოპერაციების განსახილველად შესაძლოა, რამდენიმე კანონდარღვევა აღმოჩნდეს - მათ შორის, კანონმდებლობის, რომელიც ეხება ჯაშუშობასა და სამთავრობო ინფორმაციის შენახვას. თუმცა ვაშინგტონში თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამას სკანდალის მონაწილე პირების გადადგომა მოჰყვეს.

  • რა მოხდა?

გამოცემა Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი, დიდხანს არ უჯერებდა თვალებს, როდესაც არც მეტი არც ნაკლები, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა Signal-ის ჩათში დაამატა. ჩათში 18 ადამიანი იყო და თან, ისეთი სახელებით, როგორებიცაა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, პენტაგონის ხელმძღვანელი და ა.შ.

ისინი განიხილავდნენ იემენში, "ჰუსიტების" პოზიციებზე აშშ-ის დარტყმის გეგმას, მათ შორის, დოკუმენტს პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის ხელმოწერით, რომელსაც ახლდა შემდეგი აღწერილობა:

  • "შეიცავს იემენზე მოახლოებული თავდასხმის ოპერატიულ დეტალებს, მათ შორის, ინფორმაციას სამიზნეებზე, იარაღზე, რომლის გამოყენებასაც აშშ გეგმავს და ბრძანებას დარტყმის შესახებ“.

მალე დარტყმა განხორციელდა რის შემდეგაც, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენმა, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ეროვნული დაზვერვის უფროსმა ტულსი გაბარდმა, CIA-ის უფროსმა ჯონ რეტკლიფმა, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა და სხვებმა ერთმანეთს მიულოცეს წარმატებული ოპერაცია.

არავის შეუმჩნევია ჩათში უცხო ადამიანის ყოფნა.

ამ მიმოწერის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას უდიდესი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა, რომელსაც პრესაში Signalgate უწოდეს. გოლდბერგს არ გაუსაჯაროებია კონკრეტული განცხადებები ამ ჩათიდან, მხოლოდ ისეთი ინფორმაცია გამოიტანა, რომელიც ხაზს უსვამდა ამგვარი ჩათის არსებობას და არ ჩანდა კონკრეტული დეტალები.

  • "ეჭვი მეპარებოდა, რომ იქ ნამდვილად ის ადამიანები იყვნენ, ვისი სახელებიც ჩანდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელები წერდნენ Signal-ში მათი უშუალო სამხედრო გეგმების შესახებ. ვერც იმას ვიჯერებდი, რომ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეიძლება იყოს ისეთი უგუნური, რომ The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი შეიყვანოს ჩათში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავენ ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის ვიცე პრეზიდენტი", - წერს სტატიაში ჯეფრი გოლდბერგი.

მოგვიანებით, უოლცის ოფისმაც და თეთრმა სახლმაც დაადასტურეს მიმოწერის ავთენტურობა

"ჩათრუმში არაუფლებამოსილი პირის დამატება შეცდომა იყო და გარემოებები, რის გამოც ეს მოხდა, გამოკვლეული და გათვალისწინებული იქნება, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, ჩათში საიდუმლო ინფორმაცია არ ყოფილა განხილული.

"თქვენ ნახეთ თუ როგორ მუშაობენ მაღალი დონის ოფიციალური პირები და ისინი კარგად მუშაობენ“, - ამბობს რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი.

  • ვინ არის პასუხისმგებელი?

მთავრობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ მიმოწერის მონაწილეებმა დაარღვიეს თანამდებობის პირთა კომუნიკაციის მრავალი წესი. ერთ-ერთი წესი კი კრძალავს ჩვეულებრივი, დაუცველი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას სამუშაო საკითხების განხილვისას.

Atlantic-ის რედაქტორი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, ეს საკითხი ჯაშუშობის რამდენიმე მუხლს ექვემდებარებოდეს.

Signalgate-ის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მასობრივი გადადგომები ნაკლებად სავარაუდოა, უფრო მოსალოდნელი იყო, რომ სკანდალის ერთ-ერთ მონაწილეს "დასჯიდნენ". როგორც Politico სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერდა, "განტევების ვაცის" აშკარა კანდიდატი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი იყო, თუმცა ტრამპმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს უოლცის გათავისუფლებას.

როგორც Politico წერს, უოლცი ის არ არის ერთადერთი დამნაშავე ამ ამბავში.

"და რას ვუწოდებთ პიტ ჰეგსეტის ქმედებებს, რომელმაც, თუ Atlantic-ის მთავარ რედაქტორს დავუჯერებთ, გამოავლინა სამხედრო ოპერაციის დეტალები იმავე ჩატში? და რატომ განიხილავდნენ საერთოდ Sgnal-ში ამ თემას ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, - წერს Politico.

  • რა თქვა მაიკ უოლცმა?

"სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩათში ჯგუფი მე შევქმენი. ეს სამარცხვინოა და ვაპირებთ საქმე ბოლომდე გამოვიძიოთ“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

მისი თქმით, ჟურნალისტს, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩატში შეცდომით აღმოჩნდა, არ იცნობს.

"შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ვიცნობ. მისი საშინელი რეპუტაციის შესახებ ვიცი და ის ნამდვილად საშინელი ჟურნალისტია. მას პრეზიდენტი სძულს. მასთან მიმოწერა არ მაქვს და ჩემს ტელეფონში მისი საკონტაქტო ინფორმაცია არ მაქვს. გავარკვევთ, როგორ მოხდა ეს“, - აღნიშნა უოლცმა.

  • სკანდალის მონაწილეები სენატორებისგან კრიტიკის ობიექტები გახდნენ.

სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრებმა მომხდარს "უდიდესი შეცდომა" უწოდეს და მოითხოვეს, რომ აშშ-ის დაზვერვის ყველა დანაყოფმა, რომელიც ჩართული იყო ინციდენტში, ბოდიში მოიხადონ ამ "კოლოსალური წარუმატებლობის“ გამო.

"სიგნალის" მიმოწერის განხილვისას სენატორმა მარკ უორნერმა არაერთხელ აუწია ხმას და დაუპირისპირდა ტრამპის ადმინისტრაციის დამცველებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩათში აშშ-ის მიერ ჰუსიტებზე საჰაერო თავდასხმის განხილვა არ ყოფილა საიდუმლო ინფორმაცია. უორნერმა CIA-ის ხელმძღვანელი "დაზვერვის შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა.

"თუ იქ არ იყო საიდუმლო ინფორმაცია, მაშინ გაუზიარეთ კომიტეტსაც საჯაროდ“, - განაცხადა სენატორმა გაბარდმა.

  • რა თქვა ტრამპმა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა რომ თეთრი სახლი შეისწავლის ინციდენტს. ამავდროულად, მან დაიცვა მაი უოლცი. ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების გამო, მსგავსი რამ დაემართოს. "უოლცი ალბათ აღარასდროს გამოიყენებს სიგნალს, გაკვეთილი ისწავლა“, - აღნიშნა ტრამპმა.