საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილს, ქეთევან გორჯესტანს სოციალური ქსელით დაბადების დღეს ულოცავს და წერს:
ქეთევან გორჯესტანი ჟურნალისტია და ამჟამად ამერიკაში მუშაობს. მისი ძმა, თემურ გორჯესტანი ქეთევანზე 2 წლით უფროსია. მათი მამა წარმოშობით ქართველია - ნიკოლოზ გორჯესტანი. დღევანდელი გორჯესტანები გუგუშვილები იყვნენ.
თავის დროზე საქართველოს გასაბჭოების დროს ზურაბიშვილების მსგავსად, გუგუშვილებიც დევნილებად იქცნენ. ირანში გადასახლებულებმა გვარიც შეიცვალეს და გუგუშვილები გორჯესტანები გახდნენ. სალომე ზურაბიშვილისა და ნიკოლოზ გორჯესტანის გზები იტალიაში გადაიკვეთა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გაიყარნენ.
"მეგობრები არ ვართ, მაგრამ ახლო ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერს ბოლომდე არ ვეუბნები, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, იცის. ზოგჯერ მიბრაზდება, რატომ არ მირეკავო. მგონი მისგან გადმომედო, რომ ტელეფონი არ მიყვარს. ხშირად არ ვურეკავთ ერთმანეთს, მაგრამ როცა ჩემთან ჩამოდის, უამრავ თემას ვარჩევთ" - ამბობდა ქეთევან გორჯესტანი დედასთან ურთიერთობაზე.
წაიკითხეთ ასევე: