სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზუსტად ის არ მომწონს, ვიღაც დროშას დაიქნევს ან "შტანგას“ აწევს და ეგრევე პარტიულ სიაში ჩასვამენ..." - ალეკო ელისაშვილი
"ზუსტად ის არ მომწონს, ვიღაც დროშას დაიქნევს ან "შტანგას“ აწევს და ეგრევე პარტიულ სიაში ჩასვამენ..." - ალეკო ელისაშვილი

შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ვერ გა­მო­იკ­ვეთ­ნენ ამ პრო­ცე­სებ­ში, ზუს­ტად ის არ მომ­წონს ხოლ­მე, ვი­ღაც დრო­შას და­იქ­ნევს ან "შტან­გას“ აწევს და ეგ­რე­ვე წა­იყ­ვა­ნენ ხოლ­მე და პარ­ტი­ულ სი­ა­ში ჩას­ვა­მენ, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტმა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მოკ­ვე­თა.

"შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ვერ გა­მო­იკ­ვეთ­ნენ ამ პრო­ცე­სებ­ში და ასეც არ არის ახლა, ზუს­ტად ის არ მომ­წონს ხოლ­მე, ვი­ღაც დრო­შას და­იქ­ნევს ან "შტან­გას“ აწევს და ეგ­რე­ვე წა­იყ­ვა­ნენ ხოლ­მე და პარ­ტი­ულ სი­ა­ში ჩას­ვა­მენ. უც­ბად რომ ვინ­მე გა­მო­ვარ­დე­ბა და მის­გან გინ­და მერე პო­ლი­ტი­კო­სი გა­მო­ძერ­წო, ეს ასე არ არის. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კრი­ტი­კა და ლან­ძღვა მარ­ტი­ვია, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის შექ­მნა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია. ვი­საც უნდა, ამა­ში თავი გა­მო­ცა­დოს, გა­მო­ცა­დოს. არც ის არის პრობ­ლე­მა, მლან­ძღავ­დნენ და მაკ­რი­ტი­კებ­დნენ, მაგ­რამ უნდა გვაჩ­ვე­ნონ, რომ უკე­თე­სე­ბი არი­ან.

თვი­თონ პრო­ცე­სია მა­გა­რი. მე რა­ზეც სულ მწყდე­ბო­და გული, ის არის, რომ გან­ცდა მქონ­და, რუ­სებ­მა 200 წლის მან­ძილ­ზე წაგ­ვარ­თვეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქი­სა და სამ­შობ­ლოს სა­კუთ­რე­ბის გან­ცდა და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი ყან­წე­ბის ტრი­ალ­ში გა­და­ვი­ტა­ნეთ და იმა­ში, თო­ფის ლუ­ლა­ში ჩა­ას­ხამ­დი ღვი­ნოს - ვინ უფრო მეტს და­ლევ­და, ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ და გას­კდე­ბოდ­ნენ - ამა­ში იყო გა­და­ტა­ნი­ლი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. ახლა ყვე­ლა ხვდე­ბა, თუ გინ­და, რომ და­ამ­ტკი­ცო სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, კარ­გი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე უნდა იყო, ქუჩა არ უნდა და­ა­ნაგ­ვი­ა­ნო... რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სი­გა­რე­ტის ნამ­წვი არ გდია - აი, ეს არის, ეს მომ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად. ხალ­ხს რომ სწო­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს, მომ­წონს. ახ­ლა­ხან შევ­ხვდით პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს და თითს გვიქ­ნევ­დნენ, ისე გვე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, რო­გორც ხალ­ხი უნდა ელა­პა­რა­კოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს - ძა­ლი­ან სწო­რია ეს ამ­ბა­ვი, მე ეს ძა­ლი­ან მომ­წონს“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა რო­დე­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბის ამ­ბა­ვი გა­ი­გეს, მათი ერ­თი­ა­ნო­ბა ჩა­მოშ­ლის პი­რას იყო, თუმ­ცა ზე­ლენ­სკი­სა და ტრამ­პის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის თე­მამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­და­არ­ჩი­ნა.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ტრამ­პის გრი­გა­ლი წა­მო­ე­წი­ათ მა­შინ, როცა კუ­თხე­ში იყ­ვნენ. იქი­დან რო­გორც კი გა­ის­მა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ჩას­ხდე­ბოდ­ნენ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში, აი, მანდ იმის­თა­ნა დავი-და­რა­ბა ჰქონ­დათ და იმის­თა­ნა სირ­ბი­ლი, ისე­თი წი­ო­კი ჰქონ­დათ, რომ აი, მანდ "და­ფეთ­დნენ“, მაგ­რამ ზე­ლენ­სკის ლან­ძღვის მერე ცოტა ფერ­ზე მო­ვიდ­ნენ იმი­ტომ, რომ მა­ნამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტი ეჭვშე­უ­ტა­ნე­ლი იყო. ყვე­ლა სა­შუ­ა­ლო, მა­ღა­ლი და და­ბა­ლი რგო­ლი "ქოცი“ ფიქ­რობს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი უძ­ლე­ვე­ლია.

ეს იმი­ჯი იმ­სხვრე­ო­და ამ სან­ქცი­რე­ბით ევ­რო­პის­გა­ნაც და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გა­ნაც - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ უძ­ლე­ვე­ლია. მერე იმ მძი­მე სუ­რათ­მა, თეთ­რი სახ­ლის ოვა­ლურ ოფის­ში რაც იყო, ამან მო­იყ­ვა­ნა ესე­ნი ფერ­ზე, თო­რემ იშ­ლე­ბოდ­ნენ ძა­ლი­ან მშვე­ნივ­რად. გან­სა­კუთ­რე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გარ­შე­მო რომ "ცე­ხა­ვი­კე­ბი“ არი­ან, იმათ­მა რომ გა­ი­გეს, სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლიყ­ვნენ, დაფშვნის პი­რას იყ­ვნენ.

გა­მო­ვიდ­ნენ, ლან­ძღეს ჯიმ რიში, რა არ უძა­ხეს - თაღ­ლი­თი, მა­ტყუ­ა­რა და ა.შ და დღეს ტრამპმა დიდი პოს­ტი და­წე­რა, რა მა­გა­რი კა­ცია რიში, უღა­ლა­ტო, პრინ­ცი­პუ­ლი, მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ, კენ­ჭს იყ­რის... ახლა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ფიქ­რობს, რამ მათ­ქმე­ვი­ნა ის დო­ზა­ნაო“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ზუსტად ის არ მომწონს, ვიღაც დროშას დაიქნევს ან "შტანგას“ აწევს და ეგრევე პარტიულ სიაში ჩასვამენ..." - ალეკო ელისაშვილი

"ზუსტად ის არ მომწონს, ვიღაც დროშას დაიქნევს ან "შტანგას“ აწევს და ეგრევე პარტიულ სიაში ჩასვამენ..." - ალეკო ელისაშვილი

შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთნენ ამ პროცესებში, ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე, ვიღაც დროშას დაიქნევს ან "შტანგას“ აწევს და ეგრევე წაიყვანენ ხოლმე და პარტიულ სიაში ჩასვამენ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტმა პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები გამოკვეთა.

"შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთნენ ამ პროცესებში და ასეც არ არის ახლა, ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე, ვიღაც დროშას დაიქნევს ან "შტანგას“ აწევს და ეგრევე წაიყვანენ ხოლმე და პარტიულ სიაში ჩასვამენ. უცბად რომ ვინმე გამოვარდება და მისგან გინდა მერე პოლიტიკოსი გამოძერწო, ეს ასე არ არის. პოლიტიკოსების კრიტიკა და ლანძღვა მარტივია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების შექმნა გაცილებით რთულია. ვისაც უნდა, ამაში თავი გამოცადოს, გამოცადოს. არც ის არის პრობლემა, მლანძღავდნენ და მაკრიტიკებდნენ, მაგრამ უნდა გვაჩვენონ, რომ უკეთესები არიან.

თვითონ პროცესია მაგარი. მე რაზეც სულ მწყდებოდა გული, ის არის, რომ განცდა მქონდა, რუსებმა 200 წლის მანძილზე წაგვართვეს პასუხისმგებლობიანი მოქალაქისა და სამშობლოს საკუთრების განცდა და ჩვენი სამშობლოს სიყვარული ყანწების ტრიალში გადავიტანეთ და იმაში, თოფის ლულაში ჩაასხამდი ღვინოს - ვინ უფრო მეტს დალევდა, ეჯიბრებოდნენ და გასკდებოდნენ - ამაში იყო გადატანილი სამშობლოს სიყვარული. ახლა ყველა ხვდება, თუ გინდა, რომ დაამტკიცო სამშობლოს სიყვარული, კარგი პასუხისმგებლობიანი მოქალაქე უნდა იყო, ქუჩა არ უნდა დაანაგვიანო... რუსთაველის გამზირზე სიგარეტის ნამწვი არ გდია - აი, ეს არის, ეს მომწონს ყველაზე მეტად. ხალხს რომ სწორი პრეტენზიები აქვს, მომწონს. ახლახან შევხვდით პატიმრების ოჯახის წევრებს და თითს გვიქნევდნენ, ისე გველაპარაკებოდნენ, როგორც ხალხი უნდა ელაპარაკოს ყველა პოლიტიკოსს - ძალიან სწორია ეს ამბავი, მე ეს ძალიან მომწონს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენებმა როდესაც მოსალოდნელი სანქციების ამბავი გაიგეს, მათი ერთიანობა ჩამოშლის პირას იყო, თუმცა ზელენსკისა და ტრამპის დაძაბული ურთიერთობის თემამ "ქართული ოცნება“ გადაარჩინა.

"ქართულ ოცნებას“ ტრამპის გრიგალი წამოეწიათ მაშინ, როცა კუთხეში იყვნენ. იქიდან როგორც კი გაისმა, რომ ბიზნესმენები ჩასხდებოდნენ სანქცირებულთა სიაში, აი, მანდ იმისთანა დავი-დარაბა ჰქონდათ და იმისთანა სირბილი, ისეთი წიოკი ჰქონდათ, რომ აი, მანდ "დაფეთდნენ“, მაგრამ ზელენსკის ლანძღვის მერე ცოტა ფერზე მოვიდნენ იმიტომ, რომ მანამდე ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ეჭვშეუტანელი იყო. ყველა საშუალო, მაღალი და დაბალი რგოლი "ქოცი“ ფიქრობს, რომ ივანიშვილი უძლეველია.

ეს იმიჯი იმსხვრეოდა ამ სანქცირებით ევროპისგანაც და შეერთებული შტატებისგანაც - ბიძინა ივანიშვილი რომ უძლეველია. მერე იმ მძიმე სურათმა, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში რაც იყო, ამან მოიყვანა ესენი ფერზე, თორემ იშლებოდნენ ძალიან მშვენივრად. განსაკუთრებით, "ქართული ოცნების“ გარშემო რომ "ცეხავიკები“ არიან, იმათმა რომ გაიგეს, სანქცირებულები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, დაფშვნის პირას იყვნენ.

გამოვიდნენ, ლანძღეს ჯიმ რიში, რა არ უძახეს - თაღლითი, მატყუარა და ა.შ და დღეს ტრამპმა დიდი პოსტი დაწერა, რა მაგარი კაცია რიში, უღალატო, პრინციპული, მხარი უნდა დაუჭირონ, კენჭს იყრის... ახლა ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რამ მათქმევინა ის დოზანაო“, - განაცხადა ელისაშვილმა.