უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"კლუნების ფონდმა სამართლიანობისთვის დღეს განაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს, აპირებს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დამოუკიდებელი მონიტორინგის წარმოებას.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, სადაც შეფასებული იქნება, რამდენად წარიმართა პროცესი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი დაემუქრა და შეაფურთხა. მისი დაკავებისა და საქართველოში სხვა მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გამო პროტესტის ნიშნად, ამაღლობელი პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა“, - ნათქვამია ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდის განცხადებაში.